განხილულია ჰოვარდ გარდნერის მრავალი ინტელექტის თეორია და დასმულია კითხვა, თუ როგორ მოხერხდა ამდენი ინტელექტის (უნარის) შენარჩუნება ადამიანის ევოლუციის და ქცევითი გადარჩევის პროცესში, თუკი ამ უნარებიდან ზოგიერთი, მხოლოდ რამდენიმე ათასი წელია, რაც აქტუალურია (მაგ., ლოგიკურ-მათემატიკური) და, წესით, არ უნდა შენარჩუნებულიყო.
- - - - - -
ამ პოზიციის ყველაზე უფრო გამორჩეული ჰოვარდ გარდნერის მულტიინტელექტის თეორიაა, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა ინტელექტი აქვს (Gardner, 1985). სკოლის მოსწავლეებზე ჩატარებულ ცდების საფუძველზე გარდნერმა თავისი თეორიის პირველ ვერსიაში ინტელექტის (უნარის) შვიდი ტიპი გამოყო; ესენია: ვიზუალურ-სივრცითი, სხეულებრივ-კინეტიკური, ინტრაპერსონალური, ინტერპერსონალური, მუსიკალური, ლოგიკურ-მათემატიკური და ლინგვისტური. გარდნერის მიხედვით, ეს ის ძირითადი უნარებია, რომელთა საშუალებითაც ადამიანი ოპერირებს სამყაროში, ანუ რომელთა საშუალებითაც ახორციელებს, როგორც [თვით] ცნობიერებას, ასევე, თვითრეფლექსიას.
თითოეული ინტელექტი შემდეგნაირად აღიწერება:
ვიზუალურ-სივრცითი - აზროვნებენ ფიზიკური სივრცის ცნებებით, როგორც, მაგ., არქიტექტორები და მეზღვაურები. კარგად ერკვევიან საკუთარ გარემოში. უყვართ ხატვა, პაზლების (მოზაიკური თავსატეხების) აწყობა, რუკებში გარკვევა, ოცნება. მათი სწავლება უნდა ხდებოდეს ხატვით, სიტყვიერი და ფიზიკური წარმოსახვის საშუალებით. სასწავლო სამუშაოები უნდა შეიცავდეს მოდელებს, ნახატებს, სამგანზომილებიან (3D) მოდელირებას, ვიდეოკონფერენციებს, ტელევიზიას, მულტიმედიას, ტექსტს ვიზუალური თვალსაჩინოებით (ნახატებით/ ცხრილებით/გრაფიკებით).
სხეულებრივ-კინეტიკური - იყენებენ სხეულს ეფექტიანად, როგორც მოცეკვავეები ან ქირურგები. კარგად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი სხეული. უყვართ მოძრაობა, შეხება, კეთება. კარგად ამყარებენ კომუნიკაციას სხეულის ენით. მათ უნდა ისწავლონ ფიზიკური აქტივობით, შეხებით სწავლებით, როლური თამაშებით. სასწავლო საშუალებები უნდა შეიცავდეს რეალურ ობიექტებს და აღჭურვილობას.
მუსიკალური - მგრძნობიარენი არიან რიტმის და ბგერების მიმართ, უყვართ მუსიკა, მაგრამ, ამავე დროს მგრძნობიარენი არიან მათ გარემოში არსებული ბგერების მიმართაც. ისინი უკეთესად სწავლობენ მუსიკის ფონის თანხლებით. მათ უნდა ისწავლონ გაკვეთილებში პოეტურობის გამოყენებით, რიტმული ლაპარაკით, რიტმული დარტყმებით. სასწავლო მასალები უნდა შეიცავდეს მუსიკას, რადიოს, სტერეოსისტემას, CD-ROM-ებს, მულტიმედიას.
ინტერპერსონალური - ესმის სხვების და ურთიერთობს სხვებთან. ეს მოსწავლეები სწავლობენ ურთიერთობის საშუალებით. ჰყავთ ბევრი მეგობარი, არიან ემპათიურები. მათ უნდა ისწავლონ გუნდური მუშაობით, სემინარებით, დიალოგით. სასწავლო საშუალებებში უნდა შედიოდეს ტელეფონი, აუდიოკონფერენცია, ინსტრუქტორის დრო, ვიდეოკონფერენცია, წერა, კომპიუტერული კონფერენცია, ელექტრონული ფოსტა.
ინტრაპერსონალური - კარგად აცნობიერებენ საკუთარ ინტერესებს, მიზნებს. ეს მოსწავლეები, როგორც წესი, ძალიან მორცხვები არიან. ძალიან ჩაღრმავებულები არიან თავის შინაგან გრძნობებში. მათ აქვთ სიბრძნე, ინტუიცია და მოტივაცია, ისევე, როგორც ძლიერი ნება, დარწმუნებულობა და საკუთარი აზრი. მათ უნდა ისწავლონ დამოუკიდებელი, ინდივიდუალური პროგრამით. სასწავლო საშუალებები შეიცავს წიგნებს, დღიურებს, პრივატულობას და დროს. ეს მოსწავლეები ყველაზე უფრო დამოუკიდებლები არიან სხვა ინტელექტების მქონეებთან შედარებით.
ენობრივი - ეფექტიანად იყენებენ სიტყვებს. ამ მოსწავლეებს აქვთ კარგად განვითარებული აუდიტორიული უნარები და ხშირად ფიქრობენ ლაპარაკით. მათ უყვართ კითხვა, სიტყვებით თამაში, ლექსების ან მოთხრობების წერა. მათ უნდა ისწავლონ შეგულიანებით, რომ თქვან და დაინახონ სიტყვები, წიგნების ერთად კითხვით. სასწავლო მასალები მოიცავს კომპიუტერებს, თამაშებს, მულტიმედიას, წიგნებს, ჩამწერებს და ლექციებს.
ლოგიკურ-მათემატიკური - მსჯელობა, თვლა. აზროვნებენ ცნებებით, აბსტრაქტულად და შეუძლიათ დაინახონ წესები და კავშირები. უყვართ ექსპერიმენტირება, თავსატეხების ამოხსნა, რთული, „კოსმოსური“ კითხვების დასმა. მათ უნდა ასწავლოთ ლოგიკური თამაშებით, გამოძიებით, საიდუმლოებების ამოხსნით. მათ ჯერ უნდა ისწავლონ ცნებები და შემდეგ ჩაუღრმავდნენ დეტალებს.
შემდგომ კვლევებში და ინტერვიუებში გარდნერმა ამ 7 ძირითად უნარს (ინტელექტს) დაუმატა ნატურალისტური და ეგზისტენციური (მორალური) უნარები.
ზემოთ აღწერილი ტვინის მოქმედებიდან გამომდინარე, ამ შვიდ უნარს უნდა ახლდეს აღგზნების ჩამქრობი, სულ მცირე, შვიდი ტექნიკა.
ცხადია, და ამას არც გარდნერი უარყოფდა, რომ ამ თეორიაში სწავლების უნარები უფრო იგულისხმება, ვიდრე ინტელექტის ტიპები. თუმცა საკითხავია, როგორ მოახერხა სწავლის ამდენმა უნარმა ევოლუციურად გადარჩეულ-გადარჩენილიყო, როდესაც ადამიანის განვითარების დიდ პერიოდებში ამ უნარებიდან რამდენიმე აშკარად არ იყო მოთხოვნილი: მაგალითად, ლოგიკურ-მათემატიკური უნარის გამოყენება საკმაოდ გვიან უნდა გამხდარიყო აქტუალური, ცივილიზაციის დასაწყისთან ერთად. სად იყო ეს უნარი იქამდე, ვიდრე ადამიანებს ის არ სჭირდებოდათ და როგორ შემორჩა - გაუგებარია. ამიტომ, ალბათ უფრო ადეკვატური იქნება ვილაპარაკოთ და ვიმსჯელოთ იმ ძირითად უნარებზე, რომლებიც შემდგომ ამ შვიდი თუ რვა უნარის განვითარებას დაედო საფუძვლად.
ვფიქრობ, ამ და სხვა, ადამიანის თუ მისი ინტელექტის ტიპებთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხი ადამიანის და მისი ქცევის ევოლუციაში უნდა ვეძებოთ, რაც საბოლოოდ გაგვცემს პასუხს კითხვაზე, არის თუ არა აღგზნება-აღგზნების ჩაქრობის დრო მეტ-ნაკლებად უნიფიცირებული. ეს კი, თავის მხრივ, გაგვცემს პასუხს კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოვაწყოთ სასწავლო გარემო იმ ჩარჩოში, რომელიც პირველ ნაწილში აღვწერეთ და რომელიც გულისხმობს პლატონისეული პარადიგმის პითაგორული პარადიგმით „ჩუმი“ ცვლილების აქტიური ცვლილებით ჩანაცვლებას.
გიგი თევზაძე
წიგნიდან: საბოლოო ფილოსოფია
| |
ტეგები: Qwelly, გარდნერი, თევზაძე, ინტელექტი, ფილოსოფია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 30, 2025.
საათი: 10:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In so much of how, Deadpool and Spider-Man are like wacky roommates. They seem like they're opposites - one's a jaded mercenary and the other is a recent-faced teenager - but are they? Both Deadpool and Spider-Man are recognized for their smart mouths. Each are extremely athletic and agile in relation to taking out dangerous guys. Each principally use their preventing prowess supplemented by some limited, not-too-tremendous superpowers. Each look great in pink. Each wish to do…
© 2025 George.
•