ამ თავში აღწერილია ცნობიერება, როგორც ტვინის (უმაღლესი ნერვული სისტემის) მოქმედების სოციალურ სისტემაში პროექციის აღქმა. რაც უფრო რთულია ეს აღქმა, მით უფრო რთულია ტვინი. შესაბამისად, ცნობიერება ამავე დროს თვითცნობიერებაცაა. ცნობიერების განვითარების პროცესი სიამოვნების მიღების/შეკავების სწავლის პროცესია: ახალდაბადებული, ტვინის მქონე არსება, სწავლობს, რომ მისი სურვილების დაკმაყოფილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ, ასევე, სწავლობს იმასაც, რომ სურვილის მყისიერი დაკმაყოფილება არ არის დაკავშირებული სასიცოცხლო ფუნქციების შეწყვეტასთან. რაც უფრო რთული და ხანგრძლივია სიამოვნების მიღების გზების და მეთოდების დასწავლის სისტემა, მით უფრო რთულ ტვინთან და რთულ ცნობიერებასთან გვაქვს საქმე. აღზრდის სისტემა სხვა არაფერია, თუ არა სიამოვნების მიღების გადავადების და სიამოვნების მიღების ტექნიკების სწავლა. შესაბამისად, რაც უფრო მრავალფეროვანია სიამოვნების მიღების დასწავლის სისტემა, მით უფრო მეტი შანსი აქვს ამ სისტემით აღზრდილს, იყოს წარმატებული. ცნობიერებას აქვს ორი დონე: ერთი - თვითცნობიერება, როდესაც ცოცხალი არსება აღიქვამს საკუთარი ტვინის მოქმედების პროექციას სოციალურ სისტემაში, ანუ ცხოვრობს, როგორც მას ასწავლეს, რეაგირებს გარე გამაღიზიანებლებზე, იღებს სიამოვნებას, როგორც ასწავლეს და ირიდებს ტანჯვას, ხოლო მეორე დონე, რომელსაც შეიძლება თვითრეფლექსია დავარქვათ, არის დონე, როდესაც ცოცხალი არსება იწყებს მეტი სიამოვნების მიღების მიზნით საკუთარი ცხოვრების დაგეგმვას. ცნობიერების ეს ორი დონე, მეტ-ნაკლებად, ტვინის მქონე ყველა არსებას ახასიათებს.

- - - - - -

      ცნობიერება არის ჩვენი ტვინის (უმაღლესი ნერვული სისტემის) მოქმედების სოციალურ ქცევაში (სისტემაში) პროექციის აღქმა. სოციალურ სისტემაში პროეცირების გარეშე არ არსებობს ნერვული სისტემა. ხოლო ცნობიერება იწყებს არსებობას, როდესაც ხდება ტვინის მოქმედების პროექციის აღქმა. რაც უფრო სრულია ეს აღქმა, მით უფრო რთულ ნერვულ სისტემასთან გვაქვს საქმე. მაშასადამე, ცნობიერება ამავე დროს თვითცნობიერებაცაა, ხოლო თვითცნობიერების ხარისხი (სისრულე) განასხვავებს ცნობიერების მქონე არსებებს ერთმანეთისაგან: რაც უფრო რთულია ტვინი, მით უფრო სრულია თვითცნობიერება.

      შესაბამისად, ტვინის შესახებ მსჯელობისას, შესაძლებელია ვიმსჯელოთ ტვინზე, როგორც მეცნიერების ობიექტის შესახებ, და შესაძლებელია ვიმსჯელოთ ტვინის შესახებ იმ პროექციის მიხედვით, რომელიც სოციალურ სისტემაში ხდება.

      თუკი ცნობიერება არსებობს, მისი მუშაობა (ანუ პროექციის აღქმა) პროექციასთან ერთად იწყება. შესაბამისად, სოციალურ სისტემაში ტვინის მოქმედების პროექცია და ამ პროექციის აღქმა ერთდროული პროცესია.

      განვიხილოთ, თუ როგორ ხდება [თვით]ცნობიერება: ახალდაბადებული ბავშვი თავიდანვე სწავლობს, რომ სიამოვნების მიღება (წარმოშობილი მოთხოვნის დაკმაყოფილება) შესაძლებელია შესაბამისი ფიზიკური აქტიურობით: ტირილი - ჭამა; ტირილი - შემაწუხებელი სისველისაგან გათავისუფლება და ა.შ.

      შესაბამისად, ტვინის მუშაობის პირველი პროექცია სოციალურ სისტემაში სურვილის შესრულების და, შესაბამისად, სიამოვნების მიღების მექანიზმების გამოცდა და სწავლაა. სიამოვნების პირველად მიღება დაკავშირებულია სასიცოცხლო ფუნქციებთან. შესაბამისად, ადამიანი დაბადებიდანვე სწავლობს, რომ მისი სურვილის შესრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

      შემდეგ, რაც უფრო იზრდება, სწავლობს სიამოვნების მიღწევის გზებს და ასევე იმასაც, რომ სიამოვნების მიღწევა, როგორც წესი, არ არის მყისიერი. სწავლება შეიძლება მიმდინარეობდეს სოციალურ სისტემაში უბრალო ყოფნით, ან სპეციალური სისტემის საშუალებით, რომელიც არსებობს იმისათვის, რომ ადამიანმა ისწავლოს სიამოვნების მიღების საშუალებები (როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი პროექტები). ამავე პროცესში ადამიანი სწავლობს, რომ სიამოვნების მყისიერი დაკმაყოფილება არ არის სასიცოცხლო ფუნქციასთან დაკავშირებული და დაკმაყოფილების გადავადება არ იწვევს სიკვდილს.

      პრინციპში, ნებისმიერი არსება, რომელსაც უმაღლესი ნერვული მოქმედება აქვს, ამ სქემის მიხედვით ზრდის თავის ნაშიერებს. ხოლო ის, თუ რამდენად ხანგრძლივია ეს აღზრდა, გვიჩვენებს, რამდენად რთულია ამა თუ იმ უმაღლესი ნერვული სისტემის მოქმედება.

      ხოლო აღზრდის პროცესის ხანგრძლივობა, თავის მხრივ, დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის, რა ასაკში აღწევენ ნაშიერები ზრდასრულობას - ფიზიკურად და ფიზიოლოგიურად. რაც უფრო ხანგრძლივია ბავშვობა, მით უფრო ხანგრძლივია სწავლების დრო, მით უფრო რთულია ტვინის მოქმედება და, შესაბამისად, ტვინის მოქმედების პროექცია სოციალურ სისტემაში.

      ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციაც ამ სქემით მიმდინარეობს: სოციალური ქცევით ევოლუციის კომუნიკაციური თეორიის მიხედვით (იხ. წინა თავი), ევოლუცია მიმდინარეობს სოციალური ქცევის გართულებით, რაც ამავე დროს ნიშნავს ტვინის მუშაობის პროექციის და ამ პროექციის აღქმის გართულებას.

      იმ სისტემას, რომლის საშუალებითაც ადამიანი სწავლობს სიამოვნებისკენ სწრაფვის (ტანჯვა-ვნების გაქრობისკენ) არამყისიერებას და ამ სიამოვნების მიღწევის სხვადასხვა ტექნიკას, განათლების და აღზრდის პროცესი ჰქვია. შესაბამისად, განათლების პროცესიც ინფორმაციის მაქსიმალურად ადეკვატურად მიღების და გადაცემის სწავლებაა, რომლის საბოლოო მიზანიც - სიამოვნების მაქსიმალურად დაუბრკოლებელი მიღებაა: იმ სიამოვნების, რომლის შესახებაც ადამიანის პირველი გამოცდილება ის არის, რომ ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებაა.

      როდესაც ბავშვი აწყდება პირველ აკრძალვას, ის პირველად ხვდება [თვით]ცნობიერების აქტში: ის აღმოაჩენს, რომ სიამოვნების მიღების მის წესს დაბრკოლება შეექმნა. ანუ, ის პირველად აღიქვამს საკუთარი ტვინის მოქმედების პროექციას სოციალურ სისტემაში. შესაბამისად, ცნობიერების პირველი აქტი არის რეაქცია აკრძალვაზე: მას ხვდება წინააღმდეგობა და ის აცნობიერებს, რომ მისი მოქმედება არ იძლევა მოსალოდნელ შედეგს. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია, განვიხილოთ აღზრდა და განათლება, როგორც [თვით]ცნობიერების განვითარება, ანუ იმ უნარებისა და ცოდნის განვითარება, რომლებიც კონკრეტულ ინდივიდს აძლევს საშუალებას, დაინახოს აკრძალვების/წარუმატებლობების მიზეზები, აკონსტრუიროს მიზნის (სიამოვნების) მიღწევის გეგმა და განახორციელოს ის.

      გარდა ამისა, აღზრდა/განათლების სისტემა ასწავლის ბავშვს სიამოვნების მიღწევის გზებს და ფორმებს: სპორტი, კითხვა, თამაში - ყოველივე ეს, საგანმანათლებლო სისტემაში ჩართული, სხვა არაფერია, თუ არა სიამოვნების მიღების ფორმების მრავალფეროვნება. შესაბამისად, ცხადია, უკეთესია (არა ფარდობითად, არამედ აბსოლუტურად) განათლების ის სისტემა, რომელიც სიამოვნების მიღების უფრო მრავალფეროვან წესებს ასწავლის, ვიდრე ის, რომელიც ამ სასწავლო წესების რაოდენობას ზღუდავს.

      შესაბამისად, აკრძალვის/წინააღმდეგობის ანალიზის რაც უფრო მეტ მეთოდს/წესს ფლობს ბავშვი/მოზარდი, მით უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს მას, მიიღოს სასურველი სიამოვნება და, შესაბამისად, ჯანმრთელი ფსიქიკა. ანუ მივედით დასკვნამდე, რომ ჯანმრთელი ფსიქიკა და სიამოვნებით აღსავსე ცხოვრების გასაღები [თვით]ცნობიერების განვითარებით ხდება, კონკრეტულად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტვინის მოქმედების სოციალურ სისტემაში პროექციის აღქმის უნარის განვითარებით.

      თვითცნობიერება, ანუ იმის გაცნობიერება, რომ „შენ“ არსებობ, შენი მოქმედება არსებობს, ცოდნა იმისა, თუ როგორ აირიდო ყოველდღიური ტანჯვა და წუხილი, არის თვითცნობიერება. მაგრამ არსებობს შემდეგი საფეხურიც, როდესაც ადამიანი იწყებს საკუთარი ცხოვრების დაგეგმვას, რომ საბოლოო ჯამში მაქსიმალურად დიდი რაოდენობის სიამოვნება მიიღოს.

      შესაბამისად, თვითცნობიერებას ორი დონე მაინც აქვს: პირველი, რომელიც მას აძლევს საშუალებას, უმტკივნეულოდ იარსებოს სოციალურ სისტემაში, შეასრულოს ის, რაც მას ასწავლეს აღზრდის და განათლების სისტემებით, და მეორე, როდესაც ის, მიღებული გამოცდილების საფუძველზე, გეგმავს საკუთარ მომავალ ცხოვრებას. საბოლოო ჯამში, ცნობიერების ეს ორივე დონე ერთ მიზანს ემსახურება: პირველი - ყოველდღიურობაში წუხილის არიდებას და სიამოვნების მიღებას, ხოლო მეორე - მომავალი სიამოვნების მიღების დაგეგმვას. ცხადია, თვითცნობიერების ორივე დონე ახასიათებს ყოველ ცოცხალ არსებას, რომელსაც ტვინის მოქმედების პროექციის აღქმის უნარი გააჩნია და არ არის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანისათვის დამახასიათებელი.

      თვითცნობიერების მეორე საფეხურზე სუბიექტი იწყებს საკუთარი მოქმედების გაცნობიერებას არა ყოველდღიურ გაღიზიანებაზე პასუხად, არამედ სიამოვნების მიღწევის სტრატეგიის დასაგეგმავად. იმისათვის, რომ ცნობიერების ეს ორი მოდუსი განვასხვაოთ ერთმანეთისაგან, ამ მეორე საფეხურს შეიძლება თვითრეფლექსია დავარქვათ.

      მაშასადამე, ცნობიერებას ორი მოდუსი აქვს: თვითცნობიერება და თვითრეფლექსია. ეს დასკვნა მივიღეთ არა მსჯელობის ფორმების განხილვიდან, როგორც დღეს ეს ცნობიერების ფილოსოფიის უმეტეს ტექსტებში ხდება, არამედ, ტვინისა და სოციალური სისტემის ურთიერთქმედების ანალიზიდან.

      სანამ ამ მსჯელობას გავაგრძელებდეთ, საჭიროა, უფრო დაწვრილებით მიმოვიხილოთ, თუ რას ამბობს თანამედროვე მეცნიერება ტვინში მიმდინარე პროცესების შესახებ.

გიგი თევზაძე

წიგნიდან: საბოლოო ფილოსოფია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

ტეგები: Qwelly, განსჯა, თევზაძე, ფილოსოფია, ცნობიერება

ნახვა: 404

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Cities and Memory - Remixing the World

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am 1 კომენტარი

Certain memories stay with us forever Shot of happy senior woman listening to music with headphones at a retirement home memory stock pictures, royalty-free photos & images Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…

გაგრძელება

Can a Lifeless CMOS Battery Have an Effect.

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

woman in white top holding a camera All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…

გაგრძელება

Is your Memory at Risk?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am 0 კომენტარი

Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…

გაგრძელება

Are you Deadpool or Spider-Man?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 30, 2025.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

Top 16 Memory Book Ideas for Memories that Last - Blurb In so much of how, Deadpool and Spider-Man are like wacky roommates. They seem like they're opposites - one's a jaded mercenary and the other is a recent-faced teenager - but are they? Both Deadpool and Spider-Man are recognized for their smart mouths. Each are extremely athletic and agile in relation to taking out dangerous guys. Each principally use their preventing prowess supplemented by some limited, not-too-tremendous superpowers. Each look great in pink. Each wish to do…

გაგრძელება

Qwelly World

free counters