ყოველი ქმნილი ერთი ზიარებითა ერთისაჲთა იქმნების ერთ. ვითარ დაუდგნა ზიარებასა ერთისასა, არს ერთი. რამეთუ ყოველი ქმნილი ერთი, და რომელი არა იყოს ერთი, ურთიერთას ზიარებითა იქმნების ერთ და დაუდგამს წარმოდგომასა ერთისასა, არა იყო იგი ვითარ ერთი. ეზიარების ვიდრემე ერთსა ერთ ქმნითა და ივნებს ერთ ქმნასა. ხოლო თუ არს იგი ერთ, არ იქმნას ერთ; რამეთუ მყოფი არა იქმნების, რომელი გუარითა არს და წარმოდგომილ არს. ხოლო თუ იქმნების არ ერთობისგან, იყოს პირველ მისსა ერთი, რომლისგან იქმნა იგი ერთ და დაუდგნა თჳსსა შორის წარმოდგომასა ვინაჲსავე ერთისასა. ყოველი შეერთებული სხუა არს თჳთერთისა. არამედ არს თუ შეერთებული, ეზიარების იგი რაჲთავე ერთსა, ვინაცა ითქუმის იგი შეერთებულად. ხოლო მზიარებელი ერთისაჲ ერთ იყოს და არა ერთი. ხოლო თჳთერთი არა არს ერთ და არა ერთი. ხოლო თუ ესეცა ერთ იყოს და არა ერთი, და კუალად მის შორისსაცა ერთსა მრჩობლ ორივე ჰქონდის, და ესე ვიდრე უსაზღვროობამდე, არ ვინაჲ იყოს თჳთერთი, რომლისად დადგმად შესაძლებელ იყოს, არამედ ყოველივე ერთ და არა ერთ იყოს. არამედ არს ვიდრემე შეერთებული სხუა ერთისგან. ხოლო თუ ერთ და იგივე ერთი და შეერთებული შეემთხჳოს, უსაზღვროჲ სიმრავლე თითოეულსა მხოლოსა შეერთებულისასა რომელთაგან შეერთებული. ყოველი სიმრავლე მეორე და შემდგომი არს ერთისა. ხოლო თუ არს სიმრავლე პირველ ერთისა [. .] არა ეზიაროს ერთსა, ვინაჲთგან პირველ წარმოჩინებადმდე ერთისა იყოს სიმრავლე. ხოლო არა არსსა არ ეზიაროს; ამისთჳს რომელ ყოველი მზიარებელი ერთისაჲ ერთბამად ერთ არს და არა ერთი, ვინაჲ პირველ თუ ერთისა არს სიმრავლე, არცა წარმოდგომილ არს ერთი. არამედ შეუძლებელ არს ყოფად რაჲსავე სიმრავლისა არ თუ ეზიაროს ერთსა. არცა ვიდრემე პირველ ერთისა სიმრავლე. ხოლო თუ ერთბამ და სწორ ერთი ერთისა, ბუნებით ერთი და სიმრავლე (მაშა ჟამითა არ დაიცილოს), და იყოს ერთი მრავალ და მრავალი ერთ, ვითარცა სწორგანყოფილნი ერთბამად ბუნებით, ვინაჲთგან ერთი მეორესა არცა უპირველეს, არცა უშემდგომეს იყოს. მაგრა სიმრავლე თჳს შორის არ იყოს ერთ, და არცა თითოეული იყოს ერთ შორის სიმრავლესა, და ესე ვიდრე უსაზღვროობადმდე; რომელი შეუძლებელ. ეზიაროს ვიდრემე სიმრავლე ერთსა თჳსითა ბუნებითა. და არა რაჲ არს ნაწილთა მისთაჲ, რომელიმცა არ ერთი იყო; ხოლო თუ არ ერთი იყოს ნაწილი მრავლისაჲ, იყოს უსაზღვროთაგან უსაზღვროჲ, ვითარ აღმოიჩინა; რომელი შეუძლებელ. ყოვლითურთ ვიდრემე ეზიარების სიმრავლე ერთსა. ხოლო თუ ერთი თჳთერთ არს, არ ვიდრემე ეზიარა სიმრავლესა, იყოს უკუე სიმრავლე ყოვლითურთ უკუანაჲთ და შემდგომად ერთისა, მზიარებელ ვინაჲსავე ერთისა, არ ზიარებულ უკუე ერთისგან. ხოლო თუ ერთიცა ეზიარების სიმრავლესა, მყოფობით იყოს უკუე წარმოდგომილ, ვითარ ერთი; არამედ ზიარებითა არა ერთ, იყოს ვიდრემე ვითარცა გამრავლებული ერთი, ვითარ იგი სიმრავლე შეერთებულ ერთისა მიერ ეგრეთვე და ერთი გამრავლებულ სიმრავლისა მიერ. ვინაჲ ეზიარა უკუე ერთი მრავალსა და მრავალი ერთსა. ხოლო მზიარებელი რაჲთავე ერთისად, თუ სხჳსა მიერ თან შეკრბებოდის და იზიარებოდის, იყოს სხუაჲ იგი პირველ მათსა; ხოლო თუ თჳთ შეიკრებოდინ და ეზიარებოდინ თჳსგნით და არა სხჳსა მიერ, არა იქმნენ ვიდრემე ურთიერთას წინაგამწყობ. რამეთუ წინაგამწყოჲ არა მიივლთის ერთმანერთისად. ვინაჲ თუ ერთი და სიმრავლე განწვალებულ არიან ურთიერთობისაგან, იყოს ვიდრემე სიმრავლე ვითარ იგი არს სიმრავლე არა ერთ, და ერთი ვითარ ერთი არა მრავალ, და არ ვინაჲ წარმოდგეს ერთი შორის მეორესა. მაგრა იყოს თუ რაჲვე სხუაჲ წინაჲთ ორთავე ურთიერთას შემყრელი მათი, ანუ ერთი იყოს ანუ არა ერთი. და თუ არა ერთი იყოს, ანუ მრავალ იყოს ანუ არა რაჲ. ხოლო მრავალი არ ეგების, ამისთჳს რაჲთა არ იყოს პირველ ერთისა სიმრავლე, და არცა არა რაჲ ეგების. რამეთუ ვითარ შეკრიბნეს არა რამან? რომლისათჳსცა იყოს მხოლოდ ერთი; არამედ არა ჯერ არს მისიცა ერთისა მრავლობაჲ, რაჲთა არა იყოს ვიდრე უსაზღვროობადმდე. არს ვიდრემე თჳთერთი პირველ ყოვლისა; და ყოველი სიმრავლე თჳთერთისგან.

იოანე პეტრიწი

წიგნიდან: კავშირნი

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

ტეგები: Qwelly, თეოლოგია, კავშირნი, პეტრიწი, პროკლე, ფილოსოფია

ნახვა: 767

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters