რენე დეკარტი - მეტაფიზიკური მედიტაციები

მეოთხე მედიტაცია

რენე დეკარტი, დეკარტე, მეტაფიზიკა, მედიტაცია, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

ჭეშმარიტისა და მცდარის შესახებ

      ბოლო ხანებში ისე შევეჩვიე გონების განთავისუფლებას გრძნობებისაგან და იმდენი გულმოდგინება გამოვიჩინე, რომ შევნიშნე, თუ რა ძალზე ცოტა ჭეშმარიტი პერცეფცია გაგვაჩნია სხეულებრივ საგნებზე, რომ ბევრად უფრო მეტი რამ ვიცით ადამიანის გონის, კიდევ უფრო მეტი - ღმერთის შესახებ; ასე რომ, ახლა, ჩემთვის ძალზე იოლია, საკუთარი აზროვნება ჩამოვაშორო გრძნობად საგნებს და მივაპყრო იგი ყოველგვარ მატერიისაგან თავისუფალ, წმინდა გონებისმიერ საგნებს. ცხადია, ჩემი იდეა ადამიანური გონის შესახებ - რამდენადაც გონი არის მოაზროვნე რამ, არაგანფენილი სიგრძესა, სიგანესა და სიღრმეში, თავისუფალი ყოველივე იმისაგან, რაც დამახასიათებელია სხეულებრივი საგნისათვის - ბევრად უფრო გარკვეულია, ვიდრე ნებისმიერი სხეულებრივი საგნის იდეა. ვითვალისწინებ რა რომ ვეჭვობ, ე. ი. ვარ არასრული და დამოკიდებული რამ, იდეა დამოუკიდებელი და სრულყოფილი არსების ანუ ღმერთისა, წარმომიდგება ძალზე ნათლად და გარკვევით; მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ასეთი იდეა არის ჩემში, ანდა სხვაგვარად, ის, რომ მე, ვინც ვატარებ ამ იდეას, ვარსებობ, მაძლევს საშუალებას ასევე ცხადად დავასკვნა, რომ ღმერთი არსებობს და ჩემი არსებობა სავსებით დამოკიდებულია მასზე სიცოცხლის ყოველ წუთს, რომ შეუძლებელია ადამიანის გონებამ შეიცნოს რაიმე ამაზე უფრო ცხადი და უფრო ჭეშმარიტი. ახლა უკვე მგონი ვხედავ გზას, რომლითაც ამგვარი ჭვრეტით ჭეშმარიტი ღმერთისა - მასში კი დაუნჯებულია მეცნიერებისა და სიბრძნის ყველა საგანძური - შევიმეცნებთ ყველა სხვა საგანს.

      უპირველეს ყოვლისა, შეუძლებელად მიმაჩნია, რომ ღმერთი მატყუებდა; ყოველგვარი სიცრუე თუ თაღლითობა ხომ არასრულყოფილების ნიშანია. თუმცა, ეტყობა, მოტყუების უნარი მიგვანიშნებს პიროვნების გამჭრიახობასა თუ ძალაზე, ეჭვგარეშე მოწმობს მის ეშმაკობას ან სისუსტეს, რაც შეუძლებელია ახასიათებდეს ღმერთს.

      გამოცდილება მარწმუნებს, რომ მაქვს განსჯის გარკვეული უნარი, რაც, ისე როგორც ყოველივე დანარჩენი, რაც ჩემშია, ცხადია, ბოძებულია ღმერთისაგან; რაკი შეუძლებელია ღმერთმა ინებოს ჩემი მოტყუება, ცხადია, მანვე იმიტომ მომცა აღნიშნული უნარი, რომ მისი სწორად გამოყენებით არასოდეს შევცდე.

      ამ საკითხის თაობაზე არავითარი ეჭვი არ დამრჩებოდა, აქედან რომ არ გამომდინარეობდეს იმ დასკვნის ჭეშმარიტება, რომლის თანახმადაც მე არასოდეს არ შეიძლება შევცდე. თუკი ყოველივე ის, რაც ჩემშია ღმერთისმიერია და მანვე არ მომცა არავითარი უნარი, რათა მოვტყუვდე, მაშ ეტყობა, არასოდეს არ უნდა შევცდე. მართლაც, როდესაც საკუთარ თავს განვიხილავ როგორც მხოლოდ ღმერთიდან წარმოშობილს და როდესაც მთელი არსებით ყურადღებას მივმართავ მისკენ, ვერ ვნახულობ ჩემში შეცდომისა თუ მცდარობის ვერავითარ ნიშანს; მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, როგორც კი საკუთარ თავს მივუბრუნდები, გამოცდილება მარწმუნებს, რომ მაინც უამრავ ცდომილებას ვექვემდებარები; როდესაც მე ამის მიზეზს ვეძებ, ვამჩნევ, რომ ჩემს გონებას წარმოუდგება არა მხოლოდ რეალური და დადებითი იდეა ღმერთისა, ე. ი. ზესრულყოფილი არსებისა, არამედ, ასე ვთქვათ, ერთგვარი უარყოფითი იდეაც არარასი ე. ი. იმისა, რაც უაღრესად დაშორებულია ყოველგვარი სრულყოფილებისაგან. თავად მე ვარ რაღაც შუალედური რამ ღმერთსა და არარას შორის ე. ი. ისე ვარსებობ უმაღლეს ყოფიერებას /ლ ’ ê ტრე/ და არარას /ლე ნონ- ê ტრე/ შორის, რომ ჩემში, როგორც უმაღლესი ყოფიერების ქმნილებაში, მართლაც, არაფერია ისეთი, რასაც ძალუძს მიმიყვანოს შეცდომამდე. მაგრამ თუ საკუთარ თავს განვიხილავ როგორც ერთგვარად არარასთან ანუ არარსებობასთან წილნაყარს, ე. ი. რაკი თავად მე არ ვარ უზენაესი ყოფიერება და უამრავ ნაკლს ვექვემდებარები, სრულიადაც არ იქნება საკვირველი, რომ მე ვცდებოდე.

      ამგვარად, მე კარგად ვიგებ, რომ შეცდომა, როგორც ასეთი, არ არის რაღაც რეალური რამ, რომელიც დამოკიდებულია ღმერთზე, იგი მხოლოდ ნაკლია. მაშასადამე, იმისათვის რომ ვცდებოდე, არ მჭირდება ღმერთმა მიბოძოს რაღაც უნარი - არ მოვტყუვდე. როდესაც ვცდები, ამის მიზეზი ჭეშმარიტის მცდარისაგან გარჩევის ღვთის მიერ ბოძებული უნარის სასრულობა (შემოსაზღვრულობა) გახლავთ.

      მაგრამ ეს მსჯელობა ჯერ კიდევ არ მაკმაყოფილებს სრულად; შეცდომა რეალურად არ არის წმინდა უარყოფა, ნაკლი ე. ი. უქონლობა რაღაც სრულყოფილებისა, რომელიც არ უნდა იყოს ჩემში, არამედ, ეს არის უმალ ნაკლი გარკვეული ცოდნისა, რომელიც რაღაც სახით უნდა ყოფილიყო ჩემში. როდესაც ღმერთის ბუნებას განვიხილავ შეუძლებლად მიმაჩნია ის, რომ მას ჩაედო ჩემში რაიმე ისეთი უნარი, რომელიც თავის გვარში არ იქნებოდა სრულყოფილი ანუ მოკლებული იქნებოდა სათანადო სრულყოფილებას. თუ მართალია, რომ დიდოსტატის ნახელავი უფრო სრულყოფილია, მაშინ სამყაროს უზენაეს შემოქმედს განა შეეძლო შეექმნა რაიმე, რაც არ იქნებოდა ყოველმხრივ უზადო? ეჭვგარეშეა, ღმერთს ხელეწიფებოდა შევექმენი ისეთად, რომ არასოდეს დამეშვა შეცდომა; ასევე, უდავოა ისიც, რომ მას ყოველთვის ის სურს, რაც საუკეთესოა. მაშ, ხომ არ ჯობია ვცდებოდე, ვიდრე ის, რომ არ ვცდებოდე?

      რაც მეტი ყურადღებით განვიხილავ ამას, მით უფრო მეტად მებადება აზრი, რომ არ უნდა მიკვირდეს: არსებობს ღმერთის მიერ შექმნილი მრავალი რამ, რომელთა შეცნობა არ ექვემდებარება ჩემი გაგების უნარს; გამოცდილებით ვრწმუნდები მათ არსებობაში, თუმცა არ შემიძლია გავიგო, რატომ ან როგორ შექმნა ისინი ღმერთმა. ამის გამო მისი არსებობა არ უნდა მეეჭვებოდეს. რაკი მე უკვე ვიცი, რომ ჩემი ბუნება ძალზე შეზღუდული და სუსტია, ხოლო ღმერთისა, პირიქით, დიადი, მიუწვდომელი და უსასრულო, ასევე კარგად მესმის, რომ მის ძალაუფლებას ექვემდებარება უამრავი რამ, რომელთა შექმნის მიზეზი ჩემთვის უცნობია; ეს მსჯელობაც კმარა, რათა ვირწმუნო: მიზეზთა მთელი ეს წყება, რომელიც, ჩვეულებრივ, მიზნიდან გამოყავთ, ფიზიკური საგნების მიმართ გამოუსადეგარია. არა მგონია კადნიერების გარეშე შეიძლებოდეს ღმერთის მიუწვდომელი მიზნების ძიება.

      ასევე, ვფიქრობ, როცა გვაინტერესებს, ღმერთის ქმნილებები სრულყოფილია თუ არა, არა მხოლოდ რომელიმე ერთი, ცალკე აღებული ქმნილება უნდა ვიკვლიოთ, არამედ მათი ერთობლიობა. ერთი და იგივე რამ შეიძლება სრულიად საფუძვლიანად მოგვეჩვენოს ძალზე არასრულყოფილად, ცხადია, თუ იგი ერთადერთი იქნება სამყაროში; მაგრამ თუ იგი სამყაროს შემადგენელი ნაწილია და მას ასეთად განვიხილავთ, იგი ძალზე სრულქმნილი აღმოჩნდება. მას შემდეგ, რაც განვიზრახე ეჭვით შემეხედა ყველაფრისათვის, მხოლოდ ჩემი და ღმერთის უტყუარ არსებობაში დავრწმუნდი; რაკი შევიცან ღმერთის უსაზღვრო ძალმოსილება, არ შემიძლია იმის უარყოფა, რომ მან შემქმნა, ან შეეძლო შეექმნა მრავალი რამ. ასე რომ, მეც სამყაროს შემადგენელ ნაწილად მიმაჩნია თავი.

      ამის შემდეგ უფრო ახლოს დავაკვირდი საკუთარ თავს და გამოვიკვლიე, რა სახისაა ჩემი შეცდომების ბუნება [ე. ი. ის, რაც საკმარისია ჩემში არსებული რაღაც არასრულყოფილების სამხილად]; მე შევამჩნიე, რომ ჩემი შეცდომები დამოკიდებულია ორი თანამდევი მიზეზის ურთიერთქმედებაზე, კერძოდ, ჩემში არსებული შემეცნების უნარზე და არჩევანის, ანუ ჩემი თავისუფალი გადაწყვეტილების უნარზე, ე. ი. ჩემს გონებასა და ნებაზე.

      მხოლოდ გონების მეშვეობით, მე ვწვდები იდეებს, რომლებზეც შემიძლია მსჯელობა; თუ ასე განვიხილავთ გონებას, მაშინ ვერასოდეს ვიპოვით მასში რაიმე შეცდომას ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით. თუმცა, შესაძლოა, არსებობს მრავალი რამ, რომელთა შესახებაც არავითარი იდეა არ გამაჩნია, მაგრამ ამის საფუძველზე მაინც არა მაქვს უფლება ვთქვა, რომ ამ იდეებს ბუნების გამო ვარ მოკლებული, უნდა ითქვას მხოლოდ უარყოფითად - პირადად არ გამაჩნია ისინი; ფაქტია, მე არ შემიძლია არავითარი საბუთის მოტანა, რომელიც დაადასტურებს, რომ ღმერთს ჩემთვის უნდა მოეცა შემეცნების იმაზე მეტი უნარი, ვიდრე მიბოძა და რაოდენ დახელოვნებულ ოსტატადაც არ უნდა მიმაჩნდეს იგი, მაინც არ უნდა ვიფიქრო, რომ თითოეული თავისი ქმნილებისათვის მას უნდა ებოძებინა ყველა ის სრულყოფილება, რისი ღირსიც მხოლოდ ზოგიერთი მათგანი გახადა.

      მეორე მხრივ, ასევე არ შემიძლია დავიჩივლო, რატომ არ მიბოძა ღმერთმა გადაწყვეტილების თავისუფლება ანუ საკმაოდ ძლიერი და შეუვალი ნება; მე ხომ ნამდვილად ვგრძნობ, რომ იგი არავითარ საზღვრებში არ არის მოქცეული. რაც მე განსაკუთრებით ყურადსაღები მეჩვენება, გახლავთ ის, რომ ჩემში არსებულ ყველა დანარჩენ თვისებათაგან არც ერთი არ არის ისე სრულყოფილი და ამაღლებული, რომ მე არ ვაცნობიერებდე მისი გაზრდისა და სრულქმნის შესაძლებლობას. მაგალითად, როდესაც მე განვიხილავ გაგების ინტელექტუალურ უნარს, მაშინვე ვამჩნევ, რომ იგი ჩემში ძალზე უმნიშვნელო, შეზღუდულია და მყისვე მიჩნდება სხვა უფრო დიდი, ყოვლისმომცველი და უსასრულო უნარის იდეა. მაგრამ ის, რომ მე შემიძლია ასეთი იდეის შექმნა, ვხვდები, რომ ეს ეკუთვნის ღმერთის ბუნებას. ზუსტად ასევე, თუ განვიხილავ მეხსიერების, წარმოდგენის ან რაიმე ნებისმიერ სხვა უნარს, საერთოდ ვერ ვხედავ მათში ვერც ერთს, უბადრუკად და შეზღუდულად რომ არ მეჩვენებოდეს ჩემში და უზომოდ დიადად რომ არ იყოს ღმერთში. ვგრძნობ, ჩემში ერთადერთი მხოლოდ ნება ანუ გადაწყვეტილების თავისუფლებაა იმდენად დიდი, რომ არ მებადება რაიმე უფრო სრულყოფილი უნარის იდეა. სწორედ ნების უნარი მიჩვენებს, რომ ჩემს არსებაში ვატარებ ღმერთის ერთგვარ ხატსა და მსგავსებას. ეს თავისუფალი ნება შეუდარებლად დიდიც რომ იყოს ღმერთში,ვიდრე ჩემშია - მასთან დაკავშირებული შემეცნებისა და ძლევამოსილების ძალით მეტ სიმტკიცესა და ქმედითობას რომ ანიჭებენ მას, ან მისი ობიექტის ძალით, რადგან ღმერთის თავისუფალი ნება ვრცელდება არსებულთა უსასრულოდ მეტ რაოდენობაზე - იგი მაინც არ მეჩვენება უფრო მეტი, თუ მე მას ვიხილავ ფორმალურად და თავისთავად. ნება მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ ერთი და იგივე რამ ჩვენ შეგვიძლია მოვიმოქმედოთ, ან არ მოვიმოქმედოთ [ე.ი. დავადასტუროთ ან უარვყოთ, მივყვეთ ან გავექცეთ] ან უფრო ზუსტად: რაიმეს, რასაც გონება გვთავაზობს, ვუარყოფთ თუ ვადასტურებთ, მივყვებით თუ გავურბივართ, ვიქცევით ისე, რომ არავითარი გარეშე ძალისაგან იძულებას არ ვგრძნობთ. ჩემი თავისუფლებისათვის არ არის აუცილებელი, გულგრილი ვიყო ორი საპირისპირო მხრიდან გადავიხარო ან ერთისაკენ, ან მეორისაკენ. პირიქით, რაც უფრო მეტად ვიხრები ერთ მხარეს - რადგან ცხადად მივიჩნევ მას ჭეშმარიტებისა და სიკეთის ნიშნად, ან რადგან ღმერთი ასე წარმართავს ჩემ აზრთა დინებას -მით უფრო თავისუფალია ჩემი ნება არჩევანისა.

      ცხადია, ღვთიური მადლი და ბუნებრივი ცოდნა არასოდეს ამდაბლებენ თავისუფლებას, პირიქით ძალას ჰმატებენ და განადიდებენ მას. რაც შეეხება ამ გულგრილობას, რასაც განვიცდი, როდესაც არავითარი საბუთი არ მიბიძგებს გადავიხარო ერთი მხარისაკენ უფრო მეტად, ვიდრე მეორისაკენ, ეს არის ყველაზე დაბალი ხარისხი თავისუფლებისა და მოწმობს მხოლოდ ნაკლს ე. ი. უმალ ცოდნის ნაკლს, ვიდრე ნების სრულყოფილებას. მე რომ ნათლად მცოდნოდა რა არის ჭეშმარიტი და რა სიკეთე, არასოდეს გამიჭირდებოდა მემსჯელა ან რა არჩევანი გამეკეთებინა და ვიქნებოდი სავსებით თავისუფალი და არასოდეს გულგრილი.

      ყოველივე აქედან ვხვდები, რომ ჩემ შეცდომათა მიზეზი არ გახლავთ თავისთავად ღმერთისაგან ბოძებული სურვილის უნარი, რადგან იგი ყოვლისმომცველია და ერთგვარად სრულყოფილიც; არც გაგების ინტელექტუალური უნარია ჩემი მცდარობის მიზეზი, რადგან ყველაფერს ვიგებ მხოლოდ ამ უნარის წყალობით, იგი ღმერთმა იმიტომ მიბოძა, რომ ვიგებდე; ცხადია, ყველაფერი რაც მესმის, მესმის სწორად და შეუძლებელია ამაში ვცდებოდე. მაშ საიდან იქმნება ჩემი ცდომილებები? ძალიან უბრალოდ, ნების ასპარეზი ბევრად უფრო ვრცელია, ვიდრე გონებისა, ნება საზღვრებში ვერ ეტევა და იმ საგნებზეც ვრცელდება, რომელთაც გონებით ვერ ვწვდები. თავისთავად, ასეთ საგანთა მიმართ იგი გულგრილია, იოლად აქცევს ზურგს ჭეშმარიტსა და სიკეთეს. სწორედ ამიტომ ვცდები და ვცოდავ ხოლმე.

      მაგალითად, ამ ბოლო დროს ვიხილავდი, მართლა არსებობდა თუ არა ქვეყნად რაიმე საგანი და მხოლოდ ერთი იმის აღქმა, რომ ამგვარ საკითხს განვიხილავდი, ცხადყოფდა ჩემს არსებობას; მე არ შემეძლო არ მერწმუნა, რომ საგანი, რომელსაც ასე ნათლად შევიცნობდი, ჭეშმარიტია. და ეს არა იმიტომ, რომ რაიმე გარეშე ძალა მაიძულებდა ამას, არამედ ასეთი შეუვალი განწყობა ჩემი ნებისა იყო შედეგი ჩემივე გონების დიდი სიცხადისა. ამას ვიჯერებდი უფრო სპონტანურად და იოლად, რაც უფრო ნაკლებ გულგრილობას ვგრძნობდი საკუთარ თავში.

      მეორე შემთხვევა: ამჟამად მე არა მხოლოდ ვიცი, რომ ვარსებობ - რამდენადაც ვარ ისეთი არსება, რომელიც აზროვნებს, არამედ სხეულებრივიბუნების რაღაც იდეაც მიჩნდება, რაც იწვევს ჩემს შემდეგ დაეჭვებას: მოაზროვნე ბუნება, რომელიც ჩემშია ან, უმალ, აც თავად მე ვარ, განსხვავდება თუ არა ამ სხეულებრივი ბუნებისაგან, თუ ორივე ერთი და იმავე რამეს ქმნიან? რაკი მე ჯერ არა მაქვს არავითარი საბუთი, რომელიც ერთში უფრო მეტად დამარწმუნებდა, ვიდრე მეორეში, გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, ერთნაირი გულგრილობით ვეკიდები ორივეს - უარვყო თუ დავადასტურო ეს ყოველივე, თუ საერთოდ შევიკავო თავი ნებისმიერი მსჯელობისაგან. უფრო მეტიც, ეს გულგრილობა ვრცელდება არა მხოლოდ იმ საგნებზე, რომელთა შესახებაც ჩემს გონებას არავითარი ცოდნა არ გააჩნია, არამედ, საერთოდ, ყველაფერზე, რასაც გონება საკმარისად ნათლად ვერ ხსნის ზუსტად იმ დროს, როდესაც ნება ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს. მართლაც, რაც არ უნდა დამაჯერებელი იყოს ვარაუდები, რომლებიც ჩემს განსჯას გარკვეული მხარისაკენ გადახრის, მხოლოდ და მხოლოდ იმის შესახებ ცოდნაც კი, რომ ესენი ვარაუდებია და არა უეჭველი და უდაო საბუთები, საკმარისია საპირისპირო მხრით მსჯელობის წარმართვისათვის. ამაში საკმარისად დავრწმუნდი ამ ბოლო დროს, როდესაც მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ გამიჩნდა მცირედი დაეჭვების საბაბი, ყველაფერი, რაც აქამდე ჭეშმარიტად მიმაჩნდა და მთელი არსებით მწამდა, მცდარად ჩავთვალე. თუ თავს ვიკავებ იმ საგანზე მსჯელობისაგან, რომელიც არ მესმის საკმაოდ ნათლად და გარკვევით, რა თქმა უნდა, კარგად ვიქცევი და არ ვცდები. მაგრამ თუ ასეთსავე შემთხვევაში მექმნება რაიმე აზრი - სულერთია, დადებითი იქნება იგი თუ უარყოფითი, მე არასწორად ვიყენებ თავისუფალი გადაწყვეტილების საკუთარ ნებას. აქვე ვაზუსტებ: თუ დავიწყებ იმის მტკიცებას, რაც მცდარია, ჩემი შეცდომა ცხადი და უბრალო იქნება; თუ საპირისპირო აზრს მივემხრობი, რასაკვირველია, ჭეშმარიტებას მივაღწევ შემთხვევის წყალობით, მაგრამ ჩემი საქციელი მაინც არასწორი იქნება, რადგან ბუნებრივი სინათლის თანახმად გონითი პერცეფცია უნდა მუდამ უსწრებდეს ნების გადაწყვეტილებას. სწორედ თავისუფალი გადაწყვეტილების უნარის არასწორი გამოყენებაა ნაკლი, რაც წარმოადგენს შეცდომის ფორმას. ეს ნაკლი ვლინდება თავად ჩემგან მომდინარე ქმედებაში და არა იმ უნარში, ღმერთისგან რომ მაქვს ბოძებული, და არც უზენაესზე დამოკიდებულ ქმედებაში.

      ცხადია, არავითარი საფუძველი არ მაქვს, ღმერთს ვემდუროდე - რატომ არ გაიმეტა უფრო დიდი ინტელექტუალური ძალა გაგებისა, ან მეტი ბუნებრივი სინათლე, ვიდრე იგი მე მიბოძა; სასრული გონებისათვის ბუნებრივია, რომ ბევრი რამ არ ემორჩილებოდეს მისი გაგების უნარს. შექმნილი გონების ბუნებისათვისაც ასევე ბუნებრივია, იყოს სასრული; სამდურავის მაგიერ უნდა ვუმადლოდე ღმერთს - მას ხომ ჩემ მიმართ არასოდეს არავითარი ვალდებულება არ ჰქონია და, მიუხედავად ამისა, მაინც მიბოძა თუნდაც ის მცირედი ჩემში არსებული სრულყოფილება. და თუ რაიმე მიწყალობა უზენაესმა, არ უნდა დავეჭვდე: ხომ არ დამაკლო, ან, საერთოდ, აღმიკვეთა მან სხვა სრულყოფილებანი.

      ასევე, არავითარი საფუძველი არ მაქვს უკმაყოფილო ვიყო რატომ მიბოძა მან ისეთი ნება, რომლის ასპარეზი ბევრად უფრო ვრცელია, ვიდრე გონებისა. მართლაც, ნება ქმნის ერთიან, განუყოფელ საგანს და, ეტყობა, თავისივე ბუნების ძალით შეუძლებელია მას რაიმე ჩამოცილდეს. ცხადია, რაც უფრო ვრცელია ჩემი ნება, მით უფრო მადლობელი ვარ მისი, ვინც მე იგი მიბოძა. დაბოლოს, ასევე არ უნდა ვსაყვედურობდე ღმერთს, რომ იგი მეხმარება ნების იმგვარი აქტების ანუ მსჯელობების წარმოქმნაში, რომელთა დროსაც ვცდები. ეს აქტები აბსოლუტურად ჭეშმარიტი და უეჭველად კარგია, რამდენადაც ექვემდებარება ღმერთს და ჩემს ბუნებაში გარკვეულწილად მეტი სრულყოფილება ისადგურებს იმის წყალობით, რომ მე ძალმიძს მათი წარმოქმნა. რაც შეეხება ნაკლს, ერთადერთი რაშიცაა ფორმალური მიზეზი ცდომილებისა და ცოდვისა /de la faussete et de la faute/, ის არ საჭიროებს ღმერთის არავითარ შეწევნას, რადგან ნაკლი არ არის საგანი და არსებობა; და მას თუ მაინც მიაწერენ ღმერთს, როგორც მიზეზს, მაშინ იგი უნდა იწოდებოდეს არა ნაკლად /ლა პრივატიონ/, არამედ მხოლოდ უარყოფად /la negation/. მართლაც, ღმერთმა მე მიბოძა თავისუფლება, გამოვთქვა ან არ გამოვთქვა აზრი იმ საგნებზე, რომელთა შესახებაც ნათელი და გარკვეული პერცეფცია მას არ ჩაუდია ჩემს გონებაში, ეს კი სრულებითაც არ მოწმობს ღმერთის არასრულყოფილებას; მაგრამ ჩემში კი უეჭველად აღმოჩნდება არასრულყოფილება, თუ მე მცდარად გამოვიყენებ აღნიშნულ თავისუფლებას და ვიმსჯელებ ისეთ საგნებზე, რომლებიც არასწორად მესმის.

      და მაინც მგონია, ღმერთს ადვილად შეეძლო ისე მოეწყო ყველაფერი, რომ არასოდეს შევმცდარიყავი, იმავდროულად დავრჩენილიყავი თავისუფალი და მქონოდა სასრული ცოდნა; ამას იოლად შეძლებდა, თუ უბოძებდა ჩემს გონებას ნათელ და გარკვეულ პერცეფციას ყოველივე იმაზე, რაზეც ოდესმე მომიწევდა მსჯელობა, ანდა თუ იგი ჩემს მეხსიერებაში იმდენად ღრმად აღბეჭდავდა აზრს, არასოდეს მემსჯელა არც ერთ იმ საგანზე, რომელიც ნათლად და გარკვევით არ მესმოდა, თანაც აღნიშნული აზრი არასოდეს არ უნდა დამვიწყებოდა. რაკი საკუთარ თავს განვიხილავ ისე, თითქოს მხოლოდ მე ვარსებობდე, ვამჩნევ, ბევრად უფრო სრულყოფილი ვიქნებოდი, თუკი ღმერთი ისეთად შემქმნიდა, რომელიც არასოდეს არ ცდება. მიუხედავად ამისა, მაინც არ შემიძლია უარვყო, რომ მთელი სამყარო მაშინ უფრო მეტი სრულყოფილებით იქნება აღვსილი, თუ ზოგიერთი მისი ნაწილი არ აღმოჩნდება თავისუფალი ნაკლოვანებებისაგან, ვიდრე მაშინ, სამყაროს ყველა ნაწილი აბსოლუტურად ერთნაირად უნაკლო რომ ყოფილიყო. ღმერთს ვერ დავემდურები, რატომ მომცა სამყაროში ისეთი როლი, რომელიც არ არის მთავარი და ყველაზე სრულყოფილი. მართალია, მან არ მიბოძა ისეთი სრულყოფილება, რომ შემეძლოს თავის დაცვა შეცდომებისაგან, რაც გულისხმობს ცხად პერცეფციას ყოველივე იმაზე, რაზეც უნდა ვიმსჯელო, სამაგიეროდ არის მეორე საშუალება მხოლოდ ერთ პირობაზე რომაა დამოკიდებული: მტკიცედ მახსოვდეს, ყოველთვის შევიკავო თავი იმ საგნებზე მსჯელობისაგან, რომელთა ჭეშმარიტება ნათლად არ არის ჩემთვის ცნობილი. და თუმცა გამოცდილებით ვრწმუნდები, რომ არ ძალმიძს გამუდმებით შევჩერდე და მივეჯაჭვო ერთსა და იმავე აზრს, მაგრამ მაინც შემიძლია, გულისყურის მოკრებითა და ხშირი მედიტაციით გამოვიმუშავო ჩვევა: ყოველთვის, როცა ამის საჭიროება იქნება, გამახსენდეს აღნიშნული პირობა, რათა საერთოდ არ შევცდე. რაკი ეს არის უდიდესი და უმთავრესი სრულყოფილება ადამიანისა, ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი ჩემი მედიტაციის სასარგებლო შედეგი უმნიშვნელო არ უნდა იყოს - მე ხომ აღმოვაჩინე შეცდომისა და მცდარობის /l' erreur et de la faussete/ მიზეზი. ცხადია, შეუძლებელია ეს მიზეზი იყოს სხვა რამ, გარდა იმისა, რასაც მივაგენი: რადგან ყოველთვის, მსჯელობის დროს, იმდენად ვაქცევ საკუთარ ნებას ჩემივე ცოდნის საზღვრებში, რომ ის მხოლოდ იმ საგნებზე ვრცელდება, რომელთაც გონება ნათლად და გარკვევით წარმოუჩენს, ყოვლად შეუძლებელია, შევცდე, - ყოველი ნათელი და გარკვეული პერცეფცია ხომ უეჭველად რაღაცაა და, მაშასადამე, შეუძლებელია არარასაგან მომდინარეობდეს; მას აუცილებლად თავის შემოქმედად უნდა ჰყავდეს ღმერთი; ღმერთი - ხაზს ვუსვამ მე - უაღრესად სრულყოფილი არსებაა, რომლის ბუნება ვერ იგუებს, რომ ეს სრულყოფილება იყოს შეცდომათა მიზეზი.

      ამჟამად, არა მხოლოდ იმას მივაგენი, თუ რას უნდა ვერიდო, რათა არასოდეს შევცდე, არამედ ისიც შევიტყვე, თუ როგორ უნდა მოვიქცე ჭეშმარიტების მისაღწევად. ამას კი უდავოდ შევძლებ, თუ საკმაო ყურადღებას მივაპყრობ ყველა იმ საგანს, რომელთაც სრულად ვწვდები, ოღონდ იმ პირობით, თუ მათ გამოვაცალკევებ ჩემთვის ბუნდოვან და გაურკვეველ დანარჩენ საგანთაგან. ამიერიდან, ამაზე საგულდაგულოდ ვიზრუნებ.

« მედიტაცია მესამე

მედიტაცია მეხუთე »

ტეგები: Qwelly, დეკარტი, მედიტაცია, მეტაფიზიკა, ფილოსოფია, ჭეშმარიტება

ნახვა: 756

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters