1456 წელს ლორენცო მედიჩის წყალობით და მონაწილეობით ფლორენციის პლატონური აკადემია დაარსდა. ამ აკადემიის კეთილისმყოფელი გავლენა მალე გახდა ცნობილი და აღიარებული. ფლორენციის ინტელექტუალები, მართალია, ერთმნიშვნელოვნად იყვნენ მიმართული ბერძნული და რომაული ანტიკურობისაკენ, მაგრამ ეს კულტურა სულაც არ იყო ერთგანზომილებიანი და მასში ბევრი რამ იყო ამოსარჩევი. თუნდაც ყველაზე გავრცელებული ნეოპლატონიზმი რიგი განსხვავებული და ზოგჯერ დაპირისპირებული ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. ნ. მაკიაველიმ, როგორც დავინახეთ, პლატონის „რესპუბლიკაში" წარმოდგენილ თრაზიმახესთან ერთად ძველი ისტორიკოსები აირჩია საკუთარი სოციალური თეორიის დასაფუძნებლად; მისმა უმცროსმა თანამედროვემ, ცნობილმა ფლორენციელმა მოაზროვნემ და პოლიტიკურმა მოღვაწემ, რინუჩინიმ კი ციცერონი (ძვ. წ.106  ახ. წ. 43) და მის მიერ წარმოდგენილი სტოელთა ფილოსოფია ჩათვალა საკუთარი სოციალური თეორიის, „სამოქალაქო ჰუმანიზმის` საუკეთესო საყრდენად. ამ პოზიციას ბევრი იზიარებდა (ქრისტოფორო ლანდინო (1424-1504), პოლიციანო და სხვა). ეს იყო ძველი რომაული პრინციპების აღორძინების ცდა: საზოგადოებრივი კეთილდღეობის პირადულზე მაღლა დაყენება. რინუჩინი წარმატებული ფლორენციელი ვაჭრების ძველ და გავლენიან გვარს ეკუთვნოდა, რომლის წევრები XV ს.- ში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ფლორენციის რესპუბლიკის სამოქალაქო და ინტელექტუალურ ცხოვრებაში. ციცერონის და მისი სახით სტოელთა ფილოსოფიის სანიმუშოდ მიჩნევა იმაზე მიუთითებს, რომ რინუჩინის არ სურდა სამართლიანი სახელმწიფო წყობილება, პლატონისა და თ. მორის მსგავსად, მხოლოდ უტოპიურად მიეჩნიათ. მაგრამ არც ის მიაჩნდა სწორად, რომ რეალური სამოქალაქო ცხოვრება, მაკიაველის მსგავსად, მხოლოდ შავ ფერებში დაენახა, ანუ მორალის პრინციპები და სამოქალაქო ცხოვრების ჰუმანიზმი შეუთავსებლად მიეჩნია. სტოური ფილოსოფიის მიერ ზნეობრივი ცხოვრების ცენტრის გადატანა ადამიანის სულიერ სამყაროში და, შესაბამის პირობებში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი დანერგვისათვის მზადყოფნის მოთხოვნის პრინციპი კარგად გამოხატავდა რინუჩინისა და მისი თანამოაზრეების მიერ არჩეულ მესამე, საშუალო გზას. მას „სამოქალაქო ჰუმანიზმსაც" უწოდებენ. ამ ჰუმანიზმის კრედო შეიძლებოდა ასე გამოგვეხატა: ყველაფერი გააკეთე საკუთარი ინტელექტუალური და ზნეობრივი სრულყოფისათვის; მუდამ მზად იყავი ემსახურო შენი ქვეყნის კეთილდღეობას, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს; მაგრამ თუ შენს ქვეყანას არ სურს შენი სამსახური და შენი მსხვერპლი, განზე გადექი და გააგრძელე საკუთარი თავის სრულყოფა, იმ იმედით, რომ როცა იქნება, დასჭირდები შენს ქვეყანას. ამ კრედოში ძნელი დასანახი არაა თავად ა. რინუჩინის ფაქტიური ცხოვრების გზის ამოკითხვა. მისი „დიალოგი თავისუფლების შესახებ", რომელიც ტიპური რენესანსული დიალოგის ნიმუშია, მოგვითხრობს რინუჩინის სახელოვან წინაპრებზე და იმაზეც, რომ იგი დასაწყისში მხურვალედ უჭერდა მხარს ლორენცო მედიჩის და მის გეგმებს. მას მაღალი თანამდებობებიც ეკავა: რესპუბლიკის ერთერთი პრიორი იყო (1460), მოგვიანებით ე. წ. რვათა კოლეგიის წევრი (1472), შემდეგ რომის პაპთან ლორენცო მედიჩის პირადი წარმომადგენელი. მას შემდეგ, რაც მის ერთგულებაში ლორენცომ ეჭვი შეიტანა, ყველა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ალამინო გაეცალა დედაქალაქს და ჩაუღრმავდა თავის სამეცნიერო მუშაობას. ამის ერთ-ერთი შედეგი იყო წიგნი „დიალოგი თავისუფლების შესახებ". რინუჩინის მოღვაწეობის პერიოდში ფლორენციაში ღირებულებათა ცვლილება და ახლის ჩამოყალიბება სწრაფად ხდებოდა. ლორენცო მედიჩი, მას შემდეგ, რაც ფლორენციის ფაქტიური ერთმმართველი გახდა, ფიქრობდა, რომ ამ მდგომარეობის ოფიციალური დაკანონება უფრო წაადგებოდა ქვეყანას. ამ გზით მავალი ეს უდავოდ ნიჭიერი პოეტი, ფართო ფილოსოფიური განათლების და ინტერესების ადამიანი თანდათან ტირანი ხდება. თავისუფლებისმოყვარე ფლორენციელები ამას ძნელად ეგუებოდნენ.1478 წელს ხდება გავლენიანი ფლორენციელი ბანკირი პაცის აჯანყება ლორენცოს წინააღმდეგ. ის ადრევე გამომჟღავნდა და შედარებით ადვილად ჩააქრეს, მაგრამ ბრძოლაში დაიღუპა ლორენცოს ძმა ჯულიანო მედიჩი (დაახლ.1520- 1588). ეს კარგად გამოიყენა ლორენცომ თავისი მიზნების გასახორციელებლად. პაცი მედიჩების მეტოქე ბანკირთა სახლის წარმომადგენელი იყო, მაგრამ შეთქმულება იმიტომ დაიწყო, რომ ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ლორენცოს გადაუდგა. თავის ტრაქტატში რინუჩინი ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს შეთქმულებას. დიდი ხნის შემდეგ,1494 წელს, როცა სავონაროლას თაოსნობით მედიჩები განდევნეს ფლორენციიდან, რინუჩინი თავის მატიანეში წერს: თავისუფალი რესპუბლიკისათვის ეს გაკვეთილი უნდა იყოს რათა მოქალაქეთაგან არავის მიეცეს უფლება სხვებზე იმდენად ამაღლდეს, რომ სხვების თანაბრად არ დაემორჩილოს კანონებს. თავისუფლების გაგება რინუჩინისთან რომ ციცერონულია, ეს რომაელი სტოელის მიერ თავისუფლების გაგების უბრალო გახსენებითაც ნათელია: თავისუფლება არის სახელმწიფოს კანონთა და ჩვეულებათა ფარგლებში დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა. რინუჩინის ეს ესმის რესპუბლიკის კანონთა აზრით, რომელთაც ხალხი ადგენს და მის მიერაა დაკანონებული. სხვაგვარად გაუგებარი იქნებოდა მის მიერ პაცის შეთქმულების მხარდაჭერა და სავონაროლას მომხრეთაგან მედიჩების განდევნის გამართლება. როცა ამ საკითხს ეხებიან, ისტორიკოსებს უყვართ იმ ფაქტის გახსენება, რომ რომში ათვალწუნებული და დევნილი სავონაროლა ლორენცომედიჩიმ, მარსილიო ფიჩინოს თხოვნით, მიიწვია ფლორენციაში. ლორენცოს მაგალითზე კიდევ ერთხელ გამართლდა არისტოტელეს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ერთმმართველობა სახელმწიფოსთვის ყველაზე კარგი ფორმაა, მაგრამ, რადგან ასეთი პიროვნება არ მოიძებნება, უმჯობესია არისტოკრატიული რესპუბლიკა, რომლის ხელისუფლება თავისებური კოლექტიური პიროვნება იქნება. მედიჩის მაგალითის ასეთივე ამხსნელია კანტის მოსაზრება, როცა მან მეფე ფილოსოფოსის პლატონისეული იდეა დაიწუნა, იმის გამო, რომ მეფის შეუზღუდველი ძალაუფლება, ადრე თუ გვიან, თავს იჩენს,
როგორც თავისუფალ აზროვნებასთან შეურიგებელი.

ნახვა: 310

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters