დასაწყისი

ნაწილი II

ნაწილი III

ნაწილი IV

 

 

დანტე ისე მტკიცედ იცავს და „ეთაყვანება“ ჭეშმარიტებას, როგორც თავისუფლებას. მივდივართ იმ აზრამდე რომ ახალგაზრდების წარუმატებლობის მიზეზი ქრისტიანული განათლების ძიებაში არ არის დამოკიდებული ადამიანურ ფაქტორებზე, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობას გააჩნია ქრისტიანული ცხოვრების მრავალწლიანი გამოცდილება, ახალგაზრდებს მაინც არ შეუძლიათ საკუთარი გულისა და გონების ყველაზე ღრმა შეკითხვების პასუხად ქრისტეს მიღება.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრები გაიყო:

„ვთვლი, რომ ადამიანს სჭირდება ბიძგი ჭეშმარიტებისკენ, ისეთი როგორიც ვირგილიუსი იყო დანტესთვის. ასეთი ბიძგი კი ბიბლიაა, სწორედ მისი მეშვეობით მივალთ ჭეშმარიტებამდე“, - თამარ შურღაია.

„ჩემი აზრით კი რელიგია არ არის ის მთავარი „წინამძღოლი“ რაც ადამიანს სჭირდება. ვფიქრობ, შემოქმედის სიადიადე და მისი უზენაესობა სამყაროს კანონზომიერებაში იკითხება, უბრალოდ ყველას არ ძალუძს ამ ყოველივეს აღქმა. თუმცა, ალბათ ზოგისთვის სწორედ რელიგია არის ის გზა რომელიც, ჭეშმარიტების შეცნობისკენ მიიყვანს. ძნელია ამ საკითხზე ზოგადა მდჯელობა, რადგან ყველა განსხვავებულად არიქვამს სამყაროს და მის არსს“, - ნინო გელაშვილი.

კიდევ ერთი საკითხი; ვირგილიუსი კეთილშობილი და თავმდაბალია. საკუთარი უძლურების ჟამს შემოქმედისაგან დახმარებას ელის (ჯოჯოხეთი, ქება VIII). მან იცის, რომ ვერ ჩაწვდება ჭეშმარიტებას და ამიტომ დანტეს ეუბნება: „სანამდისაც სწვდება გონება, მე განგიარტავ, ხოლო რწმენას რაც შეეხება ამ საკითხებში, ბეატრიჩე გაგიკვლევს გზასა.“ (განსაწმენდელი, ქება XVIII, 46-48). ან : “თუ ჩემი სიტყვა არ იკმარო ამ შემთხვევაში, შენ ბეატრიჩეს შეეყრები და ყოველივეს ის განგიმარტავს ამ კითხვასა და სხვას მისთანას.“ (განსაწმენდელი XV, 76-78). ან: „კაცნო, იკამათეთ განმარტება თქმული ვინადგან, რადგანაც ყოვლის გაგებისა რომ გქონდეთ ნიჭი, წმინდა შთასახვა მარიამს არ დასჭირდებოდა.“ (განსაწმენდელი, ქება  III, 37-39).

ბეატრიჩე მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა დანტეს ვირგილიუსისა და გზად შემხვედრების  მეშვეობით დიდი ცოდნა აქვს მიღებული და იცის, რომ რწმენა ყველაზე მეტად პასუხობს ადამიანის სულიერ მოთხოვნილებებს. რწმენისა და გონების დამოკიდებულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წმინდა თომასთვის, რომლის სწავლებასაც მიჰყვება დანტე.

ბეატრიჩე დანტეს სთხოვს ნებისმიერ ფასად მოინანიოს ცოდვები, რათა საკუთარი ხორციელი სიყვარული გარდაქმნას ნამდვილ, თავისუფალ გრძნობად. პატიების შემდეგ პოეტი უფრო ღრმა ემოციებშია. ამ მომენტიდან იგი იწყებს უფრო ამაღელვებელი გამოცდილების მიღებას. ეს არის ღვთიური გამოცდილება ქრისტესგან, რომელსაც ბეატრიჩეს მეშვეობით იღებს.

მეთოდი მარტივია. დანტე ბეატრიჩესთან ურთიერთობით სწავლობს როგორც ბავშვი მშობლებთან ურთიერთობისას, შესცქერის მათ სიყვარულით და ბაძავს. ქრისტიანობის საგანმანათლებლო მეთოდის დამაჯერებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ის დაფუძნებულია ბუნებრივობაზე და არა აბსტრაქტულ პრინციპებზე და წესებზე.

უკვე სამოთხეში დანტე მისჩერებია ბეატრიჩეს, რომელიც გრიფონს (ქრისტეს სიმბოლოს) უმზერს: „ათას წადილთა ალზე უფრო უმგზნებარესთა და მზერა ჩემი მიაჯაჭვეს მის ნათელ თვალებს, რომელიც გრიფფონს დაჟინებით მიშტერებოდნენ. ვით ანარეკლი ბრწყინვალე მზის თვალთა სიღრმეში იხატებოდა მხეცი იგი ორსულიანი, ხან ერთ ბუნების, ხან მეორის განმცხადებელი.“ (განსაწმენდელი, ქება XXXI, 118-123).

დანტესათვის ბეატრიჩე ყოველთვის ნათელი სხივი, ღმერთის მეტაფორა იქნება. პოეტი მას ყოველთვის დიდი აღტაცევით აღწერს: „და ყოველივე რაც ხდებოდა აქ ჩემს წინაშე მეჩვენებოდა მე სამყაროს მთელის ღიმილად, რომელმაც ეგზომ დაატყვევა ჩემი გონება. ო, სიხარულო, აღტაცებავ გამოუთქმელო, ო, სიყვარულო, უდრტვინველი ტკბილი დღეების ჰოი, უნაღვლო ნეტარებავავ, აუმღვრეველო.“ (სამოთხე, ქება XXVII, 4-9). ამ ყველაფრის განცდის შედეგად დანტე იცვლება, გრძნობს მეტ ინტელექტს, სიყვარულსა და თავისუფლებას.

ბეატრიჩე დანტეს ამშვიდებს, საშუალებს აძლევს გამოხატოს თავისი გრძნობები, დაუსვას შეკითხვები, მიუთითებს შეცდომებზე და გზას უჩვენებს ჭეშმარიტებისაკენ: „ნუ გაოცდები,რომ შეცდომამ შენმა ბალღურმა, მითხრა, ღიმილი რომ დაჰბადა ჩემსა ბაგეზე „ჯერაც ბორძიკით ეტანები ჭეშმარიტებას კვლავინდებურად დაფათურებ სიმცდარის გზაზე.“ (სამოთხე, ქება III, 25-28).

“რა არის ჭეშმარიტება?“, - ეკითხება წნიმდა ავგუსტინიანე. პოეტი კი პასუხობს, რომ ეს არის ქრისტიანული ბუნების მიღება, ადამიანებთან ურთიერთობისთვის ღმერთის მიერ არჩეული გზა (ქრისტეს გზა).

ახლა უკვე პილიგრიმი დანტე უსაზღვროდ მადლიერია ბეატრიჩესი. ამას იგი დიდი მღელვარებით გამოხატავს სამადლობელო ლოცვაში, რომელიც ანალოგიურია წმინდა ბერნარის ლოცვისა ქალწული მარიამისადმი.

დანტეს გდასარჩენად ღმერთი ბეატრიჩეს სახით მოევლინება მას. იმისათვის,რომ გაიზარდოს და ახალი ცხოვრების გამოცდილება გამოიყენოს, მაგრამ ამასთანავე არ უნდა დაივიწყოს თავისი ადამიანურობა.

„კომედია“ არ არის მხოლოდ მოგზაურობაზე, არამედ ქრისტიანულ განათლებაზეც . ეს არის ადამიანისთვის, რომელიც შეგნებულად დადგება ამ შეკითხვის წინაშე. ასე რომ დანტეში ადამიანურობა იღვიძებს, ბეატრიჩე მასმოუწოდებს, რომ ისწავლოს საკუთარი სურვილებისა და შეკითხვების სწორად გამოთქმა: „გამოსახე გულის წადილი, მაგრამ იმგვარად, რომ ნათქვამი აღბეჭდილ იქნეს სულისა შენის უაღრესად სპეტაკ ტვიფარით, - არა, იმისთვის, რომ განსწავლა მივიღოთ შენგან, არამედ ისე, რომ წყურვილი სულისა შენის, მათ გაუჟღავნო, ვისგანაც შენ მოელი სასმელს.“ (სამოთხე, ქება XVII, 7-12).

დანტეს სიღრმისეული ცვლილება და გამოცდილება მის მიერ კაჩიაგვიდას მიმართ ნათქვამ სიყვარულით სავსე სიტყვებში გამოიხატა: „და უფრო მეტად ამამაღლეთ ვიდრე ვიყავი.“ (სამოთხე, ქება XVI, 18).

პოეტი სულ უფრო და უფრო მეტად იმსჭვალება ჭეშმარიტების, თვაისუფლებისა და სიყვარულის შეცნობის სიხარულით, რადგან დიდ ცხოვრებისეულ ცოდნას იძენს. სამოთხეში ნათლად წარმოჩნდება დანტეს გმირის უპირატესობა, რასაც ასევე ხელს უწყობენ ბეატრიჩე, კაჩიაგვიდა და წმინდა პეტრე.

კაცობრიობა სასტიკია და ეს არ ავიწყდება დანტეს, რომელიც არ არის პლატონიზმისა და ნეოპლატონიზმის მიმდევარი, არამედ, არის ქრისტიანი რომელიც მიისწრაფვის ღმერთისკენ და ხალხისკენ, მან იცის, რომ უნდა იბრძოლოს ამ  სისხლითა და ცოდვით სავსე მიწაზე. სამოთხეში დანტე სწავლობს დედამიწაზე არსებული თავსატეხების განსჯას, როგორებიცაა: პაპებისა და იმპერატორების ფუნქციების დაკარგვა, საეკლესიო ბრძანებულებები, იტალიელი ბატონები, პოლიტიკური ლიდერები, და პირადად მისი გაძევება სამშობლოდან პოლიტიკური წრეების მიერ.

რ.გუარდინი ამბობს: „უდიდესი სიყვარულის განცდის შედეგად ყველაფერი თავ-თავის ადგილას ლაგდება.“ ღმერთის წყალობით დანტემ უამრავი წმინდანისა და ბეატრიჩეს გარემოცვაში ყოველი გაგონილი ამბის ჭეშმარიტება გაიგო. საკუთარ გაძევებაშიც კი ჰპოვა პოზიტივი: წარუმატებლობისა და მის მიმართ გამოჩენილი უსამართლობის გამო თავი გააიგივა ქრისტესთან, რომელმაც შეცვალა სამყარო და ადამიანთა სულები.

ყველაზე საშინელი დამნაშავეც კი ვერ გაექცევა ღვთის სიყვარულს. მაგალითად, დიდად ცოდვილი მგოსანი ფოლკეტო მარსელის ეპისკოპოსი გახდა: „მაინც არავინ ინანებს აქ თავის ცოდვებს მივიწყებულთა და ვეძლევით მხოლოღა შვებას უფლისა მიერ სათნოებით ჩვენთვის ნაბოძებს.“ (სამოთხე, ქება IX, 103-105). ყოველნაირი სიკეთე მათთვისაა ვისაც ღმერთი უყვარს.

ნაწარმოების ბოლო თავებში დანტე ხვდება ღვთისმშობელს (რომელსაც კომედიის XXXI, XXXII, XXXIII თავებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს) და წმინდა ბერნარს, რომელიც ბეატრიჩეს ჩაანაცვლებს. იგი მხურვალე ლოცვით მიმართავს ღვთისმშობელს რათა დანტეს ღმერთთან სიტყვა შეაწიოს და ბოლომდე პოეტის გვერდით რჩება. დანტე და წმინდა ბერნარი შესცქერიან ღვთიურ ნათელს. პოეტი ცდილობს შეიცნოს თუ როგორ არის ქრისტეში ადამიანური და ღვთიური ბუნებები შერწყმული. ეს საკმარისი აღმოჩნდა დანტესათვის, რათა დარწმუნებულიყო, რომ მზად იყო დედამიწაზე დასაბრუნებლად და თავისი რთული მისიის შესასრულებლად.

დანტეს მთელი თავისი ცხოვრება და შემოქმედება მიძღვნილი ჰქონდა ღმერთკაცის საიდუმლოს ამოსახსნელად. საიდუმლოსი, რომლის მეშვეობითაც არსებობის ყოველი წამი და ისტორია, ყველაზე ბნელით მოცულიც კი, მნიშვნელობას იძენს და რომელიც პასუხობს ადამიანთა გულების ყველაზე ღრმა კითხვებს.

ვფიქრობთ, ავტორმა სწორ გზას მიაგნო თუ როგორ უნდა იქნეს მოწოდებული ჩვენთვის, სტუდენტებისთვის დანტე და მისი „ღვთაებრივი კომედია“. პირველ რიგში პედაგოგი თავად უნდა იყოს დაინტერესებული ამ ნაწარმოებით. სიღრმისეულად უნდა გაიაზროს მისი არსი და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება აზრი მის ურთიერთობას სტუდენტებთან.

ტეგები: Dante, Qwelly, alighieri, literature, ალიგიერი, განხილვა, დანტე, კომედია, ლიტერატურა, ღვთაებრივი, მეტი...ცნობილი_ავტორი

ნახვა: 1961

ბლოგ პოსტები

Best Weapons and Builds for Dominating New World Gold

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2025.
საათი: 5:35am 0 კომენტარი

Amazon Games' New World has stirred the gaming community, transporting players to the mystical island of Aeternum, a land promising adventure, danger, and riches beyond imagination. Since its release, New World has experienced its share of ups and downs, with intense initial popularity followed by challenges typical for any new mmoexp. However, New World shines in many respects, and its setting in Aeternum provides a refreshing take on survival, combat, and exploration. This review will dive…

გაგრძელება

MMOEXP-Great Sports Administration Amateur That Are Not Football Manager

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2025.
საათი: 5:27am 0 კომენტარი





In accession to his physicals, he has a 92 carrying, which is absorbing for a rookie, and 65 catches, which makes him aloof acceptable abundant to achieve plays in the adventitious game. However, gamers should burden from allurement him to Madden 25 coins do too abundant blocking, as his 45 canyon is not so exemplary.

2 Myles Garrett

A affiliate of the 99 club who wreaks calamity off the edge, Myles Gyaret…

გაგრძელება

Your Final Information To your Seamless Shifting Expertise

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2025.
საათი: 12:30am 0 კომენტარი







Going to a different residence or Business office may be an remarkable new chapter, though the logistics of packing, transporting, and unpacking can truly feel too much to handle. That’s in which Calgary movers come in. With Qualified movers by your side, it is possible to deal with settling into your new space although they cope with the heavy lifting. Right here’s a information to help you choose the greatest Calgary movers for your sleek and problem-cost-free…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2025.
საათი: 1:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და…

გაგრძელება

Qwelly World

free counters