დასაწყისი

ნაწილი II

ამ დროისთვის, ისტორიის დასაწყისში ვლინდება დანტეს პედაგოგიური სიბრძნე. ადამიანური და ქრისტიანული ჭეშმარიტება ახასიათებს მის ხასიათს , როგორც შუასაუკუნეების ადამიანს, ამკვიდრებს რწმენას იმის შესახებ, რომ ადამიანს შეუძლია მიიღოს განათლება  სიკვდილამდე. განათლების მიღება არ ხდება მხოლოდ ბავშვობის ან მოზრდილობის პერიოდში, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე. დანტე 35 წლის იყო, როცა ეს მოგზაურობა დაიწყო ვირგილიუსის  (შემდეგ ბეატრიჩეს და ბოლოს წმ. ბერნარის) კვალდაკვალ. ვირგილიუსთან შეხვედრა ავლენს ნაწარმოების ძირითადი არსის ყველაზე მნიშვნელოვან ასპეკტს: ხსნა მოდის გარე სამყაროდან, შეხვედრების მეშვეობით. კომედიაში არ იგრძნობა კვალი თვითგანვითარების: ცხოვრების ჭეშმარიტების შეცნობა მიიღწევა ოსტატთან შეხვედრით და თვითონ ეს შეხვედრა  იწვევს ჭეშმარიტებით აღფრთოვანებას, რომელიც ადასტურებს ეგზისტენციალობას. და ეს არის ქრისტიანული და ადამიანური მეთოდი. პლატონი პლატონი არ იქნებოდა  სოკრატეს რომ არ შეხვედროდა; მოციქულები მოციქულები არ იქნებოდნენ ქრისტეს რომ არ შეხვედროდნენ; დანტე დანტე არ იქნებოდა ვირგილიუსს რომ არ შეხვედროდა, რომელთან შეხვედრაც  იყო უმნიშვნელოვანესი  სხვა  შეხვედრებს შორის, თუმცა ბეატრიჩესთან შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი მისი პირადი ცხოვრებისათვის. ცხოვრების ძირითადი სიაახლეები გადადის იმ მოვლენებში, რომლებიც განიცადა. შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით და საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: „ვართ თუ არა ჩვენ ჩვენივე სტუდენტებისთვის იმის საფუძველი და წინაპირობა, რათა მიიღონ გამოცდილება?“

ძალიან მნიშვნელოვანია იმის  გაგება, თუ რა თვალსაზრისით  აირჩა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების  მოტივი დანტესთვის (ვირგილიუსის გაყოლა), რომელიც  არის  სიმბოლო სიბრძნის. ადამიანი არ იმოძრავებს, არ ივლის, არ ააშენებს თუ არ იმსჯელა პოზიტიურად და ამაზე დაყრდნობით იკრებს ძალებს, რათა ჭეშმარიტების წინაშე დადგეს . უპირველესად აუცილებელია საკუთარ „მე“-ში დარწმუნება. მაგრამ საკუთარი „მე“-ს  იდენტობა  უნდა ესადაგებოდეს  რაღაც ისეთს, რასაც მიეკუთვნები: ამიტომ აუცილებელია გარკვეულობა, დარწმუნებულობა, ცოდნა, რომ საჭირო ხარ, ვიღაცას უყვარხარ, ეს ყველაფერი ბავშვობაში იძლევა გარკვეული ორიენტაციის საშუალებას; საშუალებას  საკუთარი „მე“  გააიგივო არსებულ რეალობასთან.

ვირგილიუსი დანტეს სწორედაც ამ სიმტკიცეს სთავაზობს, გულახდილობასთან ერთად; დანტეც ხელახლა პოულობს საკუთარ თავს, იკრებს ძალებს იმ გზის გასავლელად, რომელიც მას შესთავაზეს, პოულობს შესაძლებლობას მისდიოს ჭეშმარიტებას.

თქვენ შეგიძლიათ სხვა მაგალითებიც იპოვოთ დანტეს პოემაში. ჩემთვის საკმარისია, ამბობს ვალერია კაპელი,  მხოლოდ იმის გახსენება, თუ  რა ხდება განსაწმენდელში (nel canto XXVII). მივედი უკანასკნელ  სიუჟეტამდე, სადაც დანტემ უნდა გაიაროს  ცეცხლოვანი ფარდა, რის გარეშც ვერ გაარგრძელებს მოგზაურობას. მან იცის, რომ ის მართალია, მაგრამ არ ინძრევა, მიუხედავად ვირგილიუსის მოწოდებისა და გამხნევებისა: „და მე მაინც უმოძრაოდ ვარ და ცნობიერებას  ვეწინააღმდეგები“. მხოლოდ მაშინ, როცა წინამძღოლი ეუბნება, რომ ცეცხლოვანი ფარდის მიღმა მას ბეატრიჩე ელოდება, ის დაუყოვნებლივ გადაეშვება ცეცხლში. ვირგილიუსს ესმის და განიცდის მის ტკივილს, რომელიც მის განწმენდას  ემსახურება.

დღევანდელი თაობა ვერ იქნებიან განათლებულნი, თუ არ განიცდიან  სიყვარულს, თუ არ გამოიწვრთნებიან  ემოციებში  და არა ექნებათ  იმის შეგრძნება, რომ ისინი მნიშვნელოვანნი არიან  ჩვენთვის.

გაურკვევლობა რეალურ  საფრთხეს უქმნის ჭეშმარიტ ურთიერთობებს, თუნდაც ცხოვრების იმ პერიოდში, რომელშიც უნდა შეისწავლო  გონების და აზროვნების გამოყენება: ეს  უდიდესი ჭეშმარიტებაა, რომელიც ჯოჯოხეთის პირველ კანტოებშია გადმოცემული, უნდა მიიღო მხედველობაში განსაკუთრებით მშობლებისა და პედაგოგების მხრიდან.

მაგრამ ვინ არის ბეატრიჩე დანტესათვის? რატომ არ მიდის უსიერ ტყეში თავად ბეატრიჩე პოეტის გადასარჩენად და რატომ აგზავნის ვირგულიუსს? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად  გადავიკითხოთ განსაწმენდელის უკანასკნელი თავები, დანტეს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. განსაწმენდელის მთის მწვერვალზე პოეტი ბეატრიჩესთან  პირისპირ შესახვედრად მიდის და გზად განიცდის უძველესი სიყვარულის უდიდეს ძალას. მაგრამ ბეატრიჩე, კარეტაში მჯდარი (რაც ეკლესიას განასახიერებს) ანგელოზებით გარშემორტყმული, მკაცრად ექცევა, ახსენებს ცოდვებს. იგი დანტეს ეუბნება, რომ ჭეშმარიტების გზიდან გადაუხვია და სიცრუეში დაიწყო ცხოვრება ( „ცთუნების გზისკენ გადაუხვია და გამოუდგა  ოცნებას ფუჭსა, უნაყოფო, მცდარ მოჩვენებათ, რომელთა აღქმაც არასოდეს შესრულებია.“  ქება XXX, 130-132).  სახით მიწაზე განრთხმული პაპი, ადრიანო V, ამბობს, რომ იმქვეყნად მის გულს მოსვენება არ ჰქონდა და მხოლოდ განსაწმენდელში მოიპოვა მყუდროება და სულის სიმშვიდე: „ვნახე იქ რომ გულს მყუდროება არ ეღირსება, იმ ცხოვრებაში სიდიადეს ვერ მიეწევი და შევიყვარე ამიტომაც მე ეს ცხოვრება.“ (განსაწმენდელი, ქება XIX, 109). ასევე უნდა მოხდეს დანტესთვისაც. მისი მთავარი ცოდვა, რომელმაც დასაბამი დაუდო სხვა დანარჩენს, ბეატრიჩეს დავიწყებაა. სინამდვილეში რას ნიშნავს ეს?

გაგრძელება →

ტეგები: Qwelly, alighieri, commedia, dante, divina, purgatorio, განსაწმენდელი, განხილვა, კომედია, ღვთაებრივი, მეტი...ცნობილი_ავტორი

ნახვა: 1785

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters