ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სალექციო კურსის - "დანტე და ჩვენ" - ფარგლებში მოვამზადეთ კვლევა, რომელიც ეხება დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედიის" განხილვას. ჩვენ ძირითად წყაროდ გამოვიყენეთ ჩვენს მიერ იტალიურიდან ნათარგმნი ვალერია კაპელის ნაშრომი - "როგორ შევასწავლოთ „ღვთაებრივი კომედია“ სტუდენტებს", და ასევე რამდენიმე ინტერნეტ მასალაც.
ექსკლიუზივი სპეციალურად www.Qwelly.com_თვის!!!
რომ არ გადავღალოთ მკითხველი, კვლევას წარმოგიდგენთ რამდენიმე ნაწილად.
ნაწილი პირველი
თამარ შურღაია, ნინო გელაშვილი
ვალერია კაპელი - როგორ შევასწავლოთ „ღვთაებრივი კომედია“ სტუდენტებს
უწოდა რა თავის პოემას “კომედია”, დანტემ გამოიყენა შუასაუკუნეობრივი ტერმინოლოგია. “კომედია”, როგორც იგი განმარტავს ვერონას მმართველის-კანგრანდესადმი წერილში, წარმოადგენს ე.წ. საშუალო სტილის ყველა სახის პოეტურ ნაწარმოებს, რომელიც ხალხისათვის გასაგებ ენაზეა დაწერილი და რომელსაც შემაძრწუნებელი,საშინელი დასაწყისი აქვს და სრულდება პოზიტიური მოვლენით; ხოლო ტრაგედია კი – “მაღალი სტილის” პოეტური ნაწარმოები პოზიტიური დასაწყისითა და ნეგატიური დასასრულით. სიტყვა “ღვთაებრივი” დანტეს არ ეკუთვნის, პოემას ეს სიტყვა შემდგომში დაემატა ჯოვანი ბოკაჩოს მიერ. “ღვთაებრივი კომედია” – ეს არის დანტეს ცხოვრების მეორე ნაწილისა და შემოქმედების ნაყოფი. ამ ნაწარმოებში თვალნათლივ ჩანს პოეტის მსოფლმხედველობა. აქ დანტე შუა საუკუნეების უდიდეს და უკანასკნელ პოეტად გვევლინება, რომელმაც განავრცო და გააგრძელა ე.წ. ფეოდალური ლიტერატურის განვითარება.
“ღვთაებრივი კომედია” მეტისმეტად სიმეტრიულად არის აგებული.იგი იყოფა 3 ნაწილად, თითოეული ნაწილი 33 სიმღერისგან (ლექსისაგან) შედგება და თითოეული მთავრდება სიტყვით Stelle, იგივე ვარსკვლავები. ამრიგად ვიღებთ 99 ლექსს, რომელნიც შესავალ ლექსთან ერთად ჯამურ 100 ლექსს ქმნის.პოემა დაწერილია სამხაზოვანი ტერცინებით (იგივე სტროფები). რიცხვებისადმი ამდაგვარი მიდრეკილება შესაძლოა დანტეს მიერ მათთვის მისტიკურობის მინიჭებით აიხსნას : რიცხვი 3 ქრისტიანული იდეის – სამების გამოხატულება, 33 იესო ქრისტეს მიწაზე ყოფნის წელთა რაოდენობა და ა.შ.
ვალერია კაპელი გვთავაზობს მისეულ აზრს თუ როგორ უნდა დავაინტერესოთ ახალგაზრდები დანტეს ღვთაებრივი კომედიით.
სიბრძნე, რომელსაც დანტე ალეგიერის ღვთაებრივი კომედია გვასწავლის, ოკეანესავით ღრმა და ამოუწურავია. ამ ნაწარმოების კვლევისას არასდროს წყდება სიახლეების აღმოჩენა.
პოემას წითელ ხაზად გასდევს დიდაქტიკურ-საგანმანათლებლო მოტივი. ის „გზა“,ანუ მოგზაურობა, რომელსაც თავად პოეტი გაივლის ნაწარმოების სიუჟეტში და გზად ხვდება სხვადასხვა სულებს; მართლაცეს არის „გზა“, რომელიც სურს რომ გაიაროს დანტემ მთავარი მიზნის მისაღწევად და სხვებსაც სთავაზობს საკუთარ ეგზისტენციალურ მიდგომებს, როგორც ნიმუშს. პოეტი არის და უნდა იყოს დიდი პედაგოგი, განმანათლებელი, ამიტომაც მას პირადად შეუძლია დიდი დახმარების გაწევა პედაგოგებისთვის მათი ამოცანის შესრულებაში.
რა თქმა უნდა არაა ადვილი დღეს ღვთაებრივი კომედიის წაკითხვა და მისი არსის ჩაწვდომა, რადგან მისი სიტყვები სავსეა რეალობით, გამოცდილებით, რომლებიც შეიძლება არასწორად იქნენ გაგებულნი. სწორედ პედაგოგის დანიშნულებაა ამ ენის სიღრმეში ჩაწვდომა, მან სტუდენტებისთვის ახლო უნდა გახადოს ეს ენა, გადასცეს მისი სიდიადე და სილამაზე. სწავლება არ გულისხმობს მხოლოდ დიდაქტიკური მეთოდების გამოყენება, ეს პირველ რიგში არის კომუნიკაციის საშუაება, შეეცადოს დადებით ასპექტში მიაწოდოს მას ნაწარმოები. სტუდენტისათვის ნებისმიერი ცოდნის გადაცემა, იქნება ეს პოეზია, ქიმიური ფორმულა, თუ ზოგადად ნებისმიერი დისციპლინა, მოითხოვს ჩვენგან პოზიტიურ მიდგომას, ანუ ინტერესს. სწორედ ამ შემთხვევაში მიიღწევა საფუძვლიანი ცოდნა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს, ნიჰილიზმის დიდი დოზით განმსჭვალულ საზოგადოებაში, რაც გამოიხატება ახალგაზრდების მხრიდან უიმედო, გაურკვეველი, რეალობის სწორად აღქმის უუნარობაში; ტენდენციაში, რომ გააჩნდეთ უარყოფითი დამოკიდებულება ყველასა და ყველაფრის მიმართ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ღვთაებრივი კომედია გაოცებს, განცვიფრებს. იმიტომ რომ, დანტე არის ის ავტორი, რომელიც გვთავაზობს ზემოთ ხსენებული ფენომენის სრულიად საპირისპირო მოდელს: მას აქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული იდეა, საკმაო ცოდნა, ზუსტად იდენტიფიცირებული სტრატეგია და მტკიცე მიზანი. მაშინაც კი, როდესაც ავტორის სიდიადეს ვერ იგებენ, მაინც აღფრთოვანებულები რჩებიან, რადგან ალბათ ქვეცნობიერად ამ ღირებულებების მოთხოვნილებას გრძნობენ. თუმცა, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ამ ყველაფრის მტკიცება არ შეგვიძლია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ღირს მისი გადამოწმება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ის ვინც ასწავლის ამ ნაწარმოებს პირველ რიგში თავად მოიხიბლოს მისით, რადგან მისი მოვალეობაა გახადოს მისაღები და მოსაწონი ახალგაზრდა თაობისათვის.
ყოველივე ამისათვის უმჯობესია ისევდაისევ პასუხები ვეძიოთ დიდი პოეტის დიდაქტიკურ-აღმზრდელობით დოქტრინაში. და გასაღები ყოველივე ამისა დევს დანტეს, როგორც დიდი პოეტის, მრავალრიცხოვანი მკლევარის კომენტარებში. რას ამბობენ ისინი? პირველ რიგში, ყველაზე მთავარია იმის ხაზგასმა, რომ დანტე არ გახლავთ ღვთაებრივი კომედიის მხოლოდ და მხოლოდ შემოქმედი (l’auctor), არამედ მთავარი მოქმედი გმირი (l’agens) და ამავე დროს ამ მოგზაურობის ავტორი. დანტეს, როგორც ავტორის უდიდესი აღმზრდელობითი დანიშნულება სწორედ ისაა, რომ დისტანცირებული კი არ არის მთავარი მოქმედი გმირისგან, არამედ თავად, როგორც პერსონაჟი განახორციელებს ე.წ. მოგზაურობის აქტს.
სტატიის დაკოპირება არ შეიძლება!!!
მასალების გამოყენებისთვის მიმართეთ ადმინისტრაციას ან პოსტის ავტორს.
ტეგები: Alighieri, Dante, დანტე, კომედია, ღვთაებრივი, ცნობილი_ავტორი
ვუუუუუვ... როგორ მიყვარს ექსკლუზივები!!!!
ამაღამ ჩავუჯდები ამას :) მადლობა, მადლობა, მადლობა თამუნას! :) :*
არა მართო თამუნას, ნინოსაც დიდი მადლობა დახმარებისთვის და ჩემი ქართულის დალაგებისთვის :)
LsHისა_მ თქვა:
ვუუუუუვ... როგორ მიყვარს ექსკლუზივები!!!!
ამაღამ ჩავუჯდები ამას :) მადლობა, მადლობა, მადლობა თამუნას! :) :*
მადლობა ნინოს :D :D რა პრობლემაა კალოჩე :D
თა _ მო_მ თქვა:
არა მართო თამუნას, ნინოსაც დიდი მადლობა დახმარებისთვის და ჩემი ქართულის დალაგებისთვის :)
LsHისა_მ თქვა:ვუუუუუვ... როგორ მიყვარს ექსკლუზივები!!!!
ამაღამ ჩავუჯდები ამას :) მადლობა, მადლობა, მადლობა თამუნას! :) :*
და qwelly-საც მადლობა, რომ ჩვენი "ნაშრომის" გამოქვეყნების საშუალება მოგვცა :)
LsHისა_მ თქვა:
მადლობა ნინოს :D :D რა პრობლემაა კალოჩე :D
თა _ მო_მ თქვა:არა მართო თამუნას, ნინოსაც დიდი მადლობა დახმარებისთვის და ჩემი ქართულის დალაგებისთვის :)
LsHისა_მ თქვა:ვუუუუუვ... როგორ მიყვარს ექსკლუზივები!!!!
ამაღამ ჩავუჯდები ამას :) მადლობა, მადლობა, მადლობა თამუნას! :) :*
eqskluzivsac moewone shen :D
ცისია_მ თქვა:
moomeewona exskluziivi :)
ჩემი ნიჭიერი მარგალი :* მომეწონა და შემდეგს ველოდებიიი :)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2025.
საათი: 5:35am
0 კომენტარი
0 მოწონება
Amazon Games' New World has stirred the gaming community, transporting players to the mystical island of Aeternum, a land promising adventure, danger, and riches beyond imagination. Since its release, New World has experienced its share of ups and downs, with intense initial popularity followed by challenges typical for any new mmoexp. However, New World shines in many respects, and its setting in Aeternum provides a refreshing take on survival, combat, and exploration. This review will dive…
გაგრძელება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2025.
საათი: 5:27am
0 კომენტარი
0 მოწონება
In accession to his physicals, he has a 92 carrying, which is absorbing for a rookie, and 65 catches, which makes him aloof acceptable abundant to achieve plays in the adventitious game. However, gamers should burden from allurement him to Madden 25 coins do too abundant blocking, as his 45 canyon is not so exemplary.
2 Myles Garrett
A affiliate of the 99 club who wreaks calamity off the edge, Myles Gyaret…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2025.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Going to a different residence or Business office may be an remarkable new chapter, though the logistics of packing, transporting, and unpacking can truly feel too much to handle. That’s in which Calgary movers come in. With Qualified movers by your side, it is possible to deal with settling into your new space although they cope with the heavy lifting. Right here’s a information to help you choose the greatest Calgary movers for your sleek and problem-cost-free…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2025.
საათი: 1:00am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და…
© 2025 George. •