ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სალექციო კურსის - "დანტე და ჩვენ" - ფარგლებში მოვამზადეთ კვლევა, რომელიც ეხება დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედიის" განხილვას. ჩვენ ძირითად წყაროდ გამოვიყენეთ  ჩვენს მიერ იტალიურიდან ნათარგმნი ვალერია კაპელის ნაშრომი - "როგორ შევასწავლოთ „ღვთაებრივი კომედია“ სტუდენტებს", და ასევე რამდენიმე ინტერნეტ მასალაც. 

ექსკლიუზივი სპეციალურად www.Qwelly.com_თვის!!!

რომ არ გადავღალოთ მკითხველი, კვლევას წარმოგიდგენთ რამდენიმე ნაწილად.

ნაწილი პირველი

თამარ შურღაია, ნინო გელაშვილი

ვალერია კაპელი - როგორ შევასწავლოთ „ღვთაებრივი კომედია“ სტუდენტებს

უწოდა რა თავის პოემას “კომედია”, დანტემ გამოიყენა შუასაუკუნეობრივი ტერმინოლოგია. “კომედია”, როგორც იგი განმარტავს ვერონას მმართველის-კანგრანდესადმი წერილში, წარმოადგენს ე.წ. საშუალო სტილის ყველა სახის პოეტურ ნაწარმოებს, რომელიც ხალხისათვის გასაგებ ენაზეა დაწერილი და რომელსაც შემაძრწუნებელი,საშინელი დასაწყისი აქვს და სრულდება პოზიტიური მოვლენით; ხოლო ტრაგედია კი – “მაღალი სტილის” პოეტური ნაწარმოები პოზიტიური დასაწყისითა და ნეგატიური დასასრულით. სიტყვა “ღვთაებრივი” დანტეს არ ეკუთვნის, პოემას ეს სიტყვა შემდგომში დაემატა ჯოვანი ბოკაჩოს მიერ. “ღვთაებრივი კომედია” – ეს არის დანტეს ცხოვრების მეორე ნაწილისა და შემოქმედების ნაყოფი. ამ ნაწარმოებში თვალნათლივ ჩანს პოეტის მსოფლმხედველობა. აქ დანტე შუა საუკუნეების უდიდეს და უკანასკნელ პოეტად გვევლინება, რომელმაც განავრცო და გააგრძელა ე.წ. ფეოდალური ლიტერატურის განვითარება.

“ღვთაებრივი კომედია” მეტისმეტად სიმეტრიულად არის აგებული.იგი იყოფა 3 ნაწილად, თითოეული ნაწილი 33 სიმღერისგან (ლექსისაგან) შედგება და თითოეული მთავრდება სიტყვით Stelle, იგივე ვარსკვლავები. ამრიგად ვიღებთ 99 ლექსს, რომელნიც შესავალ ლექსთან ერთად ჯამურ 100 ლექსს ქმნის.პოემა დაწერილია სამხაზოვანი ტერცინებით (იგივე სტროფები). რიცხვებისადმი ამდაგვარი მიდრეკილება შესაძლოა დანტეს მიერ მათთვის მისტიკურობის მინიჭებით აიხსნას : რიცხვი 3 ქრისტიანული იდეის – სამების გამოხატულება, 33 იესო ქრისტეს მიწაზე ყოფნის წელთა რაოდენობა და ა.შ.

ვალერია კაპელი გვთავაზობს მისეულ აზრს თუ როგორ უნდა დავაინტერესოთ ახალგაზრდები დანტეს ღვთაებრივი კომედიით.

სიბრძნე, რომელსაც დანტე ალეგიერის  ღვთაებრივი კომედია გვასწავლის, ოკეანესავით ღრმა და ამოუწურავია. ამ ნაწარმოების კვლევისას არასდროს წყდება სიახლეების აღმოჩენა.

პოემას წითელ ხაზად გასდევს დიდაქტიკურ-საგანმანათლებლო მოტივი. ის „გზა“,ანუ მოგზაურობა, რომელსაც თავად პოეტი გაივლის ნაწარმოების სიუჟეტში და გზად ხვდება სხვადასხვა სულებს; მართლაცეს არის „გზა“, რომელიც სურს რომ გაიაროს დანტემ მთავარი  მიზნის მისაღწევად  და სხვებსაც სთავაზობს საკუთარ ეგზისტენციალურ მიდგომებს, როგორც ნიმუშს. პოეტი არის და უნდა იყოს დიდი პედაგოგი, განმანათლებელი, ამიტომაც მას პირადად შეუძლია დიდი დახმარების გაწევა პედაგოგებისთვის მათი ამოცანის შესრულებაში.

რა თქმა უნდა არაა ადვილი დღეს ღვთაებრივი კომედიის წაკითხვა და მისი არსის ჩაწვდომა, რადგან მისი სიტყვები სავსეა რეალობით, გამოცდილებით, რომლებიც შეიძლება არასწორად იქნენ გაგებულნი. სწორედ პედაგოგის დანიშნულებაა ამ ენის სიღრმეში ჩაწვდომა, მან სტუდენტებისთვის ახლო უნდა გახადოს ეს ენა, გადასცეს მისი სიდიადე და სილამაზე. სწავლება არ გულისხმობს მხოლოდ  დიდაქტიკური მეთოდების გამოყენება, ეს პირველ რიგში არის კომუნიკაციის საშუაება, შეეცადოს დადებით ასპექტში მიაწოდოს მას ნაწარმოები. სტუდენტისათვის ნებისმიერი ცოდნის გადაცემა, იქნება ეს პოეზია, ქიმიური ფორმულა, თუ ზოგადად ნებისმიერი დისციპლინა, მოითხოვს ჩვენგან პოზიტიურ მიდგომას, ანუ ინტერესს. სწორედ  ამ შემთხვევაში მიიღწევა საფუძვლიანი ცოდნა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს, ნიჰილიზმის დიდი დოზით განმსჭვალულ საზოგადოებაში, რაც გამოიხატება ახალგაზრდების მხრიდან უიმედო, გაურკვეველი, რეალობის სწორად აღქმის უუნარობაში;  ტენდენციაში, რომ გააჩნდეთ   უარყოფითი დამოკიდებულება ყველასა და ყველაფრის მიმართ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ღვთაებრივი კომედია გაოცებს, განცვიფრებს. იმიტომ რომ, დანტე არის ის ავტორი, რომელიც გვთავაზობს ზემოთ ხსენებული ფენომენის სრულიად საპირისპირო მოდელს: მას აქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული იდეა, საკმაო ცოდნა, ზუსტად იდენტიფიცირებული სტრატეგია და მტკიცე მიზანი. მაშინაც კი, როდესაც ავტორის სიდიადეს ვერ იგებენ, მაინც აღფრთოვანებულები რჩებიან, რადგან ალბათ ქვეცნობიერად ამ ღირებულებების მოთხოვნილებას გრძნობენ. თუმცა, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ამ ყველაფრის მტკიცება არ შეგვიძლია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ღირს მისი გადამოწმება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ის ვინც ასწავლის ამ ნაწარმოებს პირველ რიგში თავად მოიხიბლოს მისით, რადგან მისი მოვალეობაა გახადოს მისაღები და მოსაწონი ახალგაზრდა თაობისათვის.

ყოველივე ამისათვის უმჯობესია ისევდაისევ პასუხები ვეძიოთ დიდი პოეტის დიდაქტიკურ-აღმზრდელობით დოქტრინაში. და გასაღები ყოველივე ამისა დევს დანტეს, როგორც დიდი პოეტის, მრავალრიცხოვანი მკლევარის კომენტარებში. რას ამბობენ ისინი? პირველ რიგში, ყველაზე მთავარია იმის ხაზგასმა, რომ დანტე არ გახლავთ ღვთაებრივი კომედიის მხოლოდ და მხოლოდ შემოქმედი (l’auctor), არამედ მთავარი მოქმედი გმირი (l’agens) და ამავე დროს ამ მოგზაურობის ავტორი. დანტეს, როგორც ავტორის უდიდესი აღმზრდელობითი დანიშნულება სწორედ ისაა, რომ დისტანცირებული კი არ არის მთავარი მოქმედი გმირისგან, არამედ თავად, როგორც პერსონაჟი განახორციელებს ე.წ. მოგზაურობის აქტს.

გაგრძელება

სტატიის დაკოპირება არ შეიძლება!!!

მასალების გამოყენებისთვის მიმართეთ ადმინისტრაციას ან პოსტის ავტორს.

ტეგები: Alighieri, Dante, დანტე, კომედია, ღვთაებრივი, ცნობილი_ავტორი

ნახვა: 4308

გამოხმაურებები!

ვუუუუუვ... როგორ მიყვარს ექსკლუზივები!!!!

ამაღამ ჩავუჯდები ამას :) მადლობა, მადლობა, მადლობა თამუნას! :) :* 

არა მართო თამუნას, ნინოსაც დიდი მადლობა დახმარებისთვის და ჩემი ქართულის დალაგებისთვის :)

LsHისა_მ თქვა:

ვუუუუუვ... როგორ მიყვარს ექსკლუზივები!!!!

ამაღამ ჩავუჯდები ამას :) მადლობა, მადლობა, მადლობა თამუნას! :) :* 

მადლობა ნინოს :D :D რა პრობლემაა კალოჩე :D 

თა _ მო_მ თქვა:

არა მართო თამუნას, ნინოსაც დიდი მადლობა დახმარებისთვის და ჩემი ქართულის დალაგებისთვის :)

LsHისა_მ თქვა:

ვუუუუუვ... როგორ მიყვარს ექსკლუზივები!!!!

ამაღამ ჩავუჯდები ამას :) მადლობა, მადლობა, მადლობა თამუნას! :) :* 

და qwelly-საც მადლობა, რომ  ჩვენი "ნაშრომის" გამოქვეყნების საშუალება მოგვცა :)

LsHისა_მ თქვა:

მადლობა ნინოს :D :D რა პრობლემაა კალოჩე :D 

თა _ მო_მ თქვა:

არა მართო თამუნას, ნინოსაც დიდი მადლობა დახმარებისთვის და ჩემი ქართულის დალაგებისთვის :)

LsHისა_მ თქვა:

ვუუუუუვ... როგორ მიყვარს ექსკლუზივები!!!!

ამაღამ ჩავუჯდები ამას :) მადლობა, მადლობა, მადლობა თამუნას! :) :* 

moomeewona exskluziivi :)

eqskluzivsac moewone shen :D

ცისია_მ თქვა:

moomeewona exskluziivi :)

ჩემი ნიჭიერი მარგალი :* მომეწონა და შემდეგს ველოდებიიი :) 

შემდეგი იქნება ხვალ ან დღეს ან ზეგ :D :D 

nino shelia_მ თქვა:

ჩემი ნიჭიერი მარგალი :* მომეწონა და შემდეგს ველოდებიიი :) 

:* shemogevle shena :) shemdegi sul male iqneba :D nu vecdebi mainc :D

nino shelia_მ თქვა:

ჩემი ნიჭიერი მარგალი :* მომეწონა და შემდეგს ველოდებიიი :) 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters