მათე და ლუკა მახარებლები მოგვითხრობენ ბეთლემში ქრისტეს შობის შესახებ, ხოლო, როგორც წმინდა ირინეოს ლიონელი წერს, „იოანეს სახარება მამისაგან ქრისტეს ხელმწიფურ და დიდებულ შობას მიუთხრობს“. ეს დიდებული შობა უდიდესი თავმდაბლობით აღსრულდა - ცხოველთა სადგომში, პირველად „ბაგასა უსიტყვურთასა“ დამკვიდრდა კაცობრიობის მხსნელი. აბა, როგორ იფიქრებდა ბოროტი, უფლის დიდებულების ასეთ წარმოჩენას?!

      შობა ქრისტესი არის უდიდესი სასწაული და ეს სასწაული არის შედეგი ღვთისა მიერ კაცისადმი უზომო სიყვარულისა, ვითარცა იტყვის მოციქული სიყვარულისა, იოანე ღვთისმეტყველი - „რამეთუ ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდ შობილი მოსცა მას რაითა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქვნდეს ცხოვრებაი საუკუნოი“ - საშობაო ეპისტოლეში წერდა პატრიარქი ეფრემ მეორე. მაცხოვრის შობის უდიდესი დღესასწაულის შესახებ, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ, ამ დღის თვენის საკითხავში.

შობის ფრესკა, შობის ქართული ფრესკა, იესო ქრისტეს შობა, shoba, freska, qartuli freska, xati, ხატი, ხატები
წყარო

დღესასწაულის სამწუხარ-საცისკრო და ლიტურგიკულ მსახურბებზე იგალობება შემდეგი ტროპარ-ძლისპირები:

შობის ტროპარი:

შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, |
აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, ||
რამეთუ, რომელნი ვარსკვლავსა მსახურებენ |||
ვარსკვლავისაგან ისწავეს თაყვანის-ცემა შენი, მზეო სიმართლისაო, |
რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, ||
უფალო დიდება შენდა.

პურისკურთხევაზე და ღმერთი უფალის შემდეგ:

ამოსაბეჭდი ნოტები (გელათის კილო, ხმა დ):

შობის ტროპარი

მოისმინეთ ტროპარი:


ასრულებს, ანსამბლი „დიდგორი“

სადიდებელი:

აქებდით სახელსა უფლისასა... (134-ე ფსალმუნი)

გადიდებსა:

გადიდებთ შენ ცხოვრების მომცემელო ქრისტე, |
რომელი ჩვენისა ცხოვრებისათვის, ||
უქორწინებელისა და ყოვლად-წმინდისა ქალწულისა მირიამისაგან ხორცითა იშევ. |||

საცისკრო წარდგომა:

საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ, ჰფუცა უფალმან და არა შეინანოს!

ძლისპირი თ:

ადიდე, სულო ჩემო, |
უპატიოსნესი და უდიდებულესი მაღლისა მხედრობათა ||
ქალწული ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი. |||

საიდუმლო უცხო და დიდებული ვიხილეთ, |
ქვაბი ცათა ემსგავსა ||
ქალწული ქერუბიმთა, |||
ხოლო ბაგა სახე იქმნა სამყაროსა, |
რამეთუ დაიტია დღეს ქრისტე ღმერთი, ||
დაუტევნელი, რომელსა ვადიდებთ. |||

ამოსაბეჭდი ნოტები:

„უპატიოსნესას ნაცვლად“, ჩასართავი თ, ძლისპირი VIII

საღმრთო ლიტურღია

სადღესასწაულო ანტიფონები:

პირველი ანტიფონი

აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა | და მიუთხრა მე ყოველი საკვირველება შენი;

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

ზრახვასა შინა წრფელსა და შესაკრებელსა | დიდ არიან საქმენი უფლისანი;

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

გამოსაძიებელ არიან | ყოველსა შინა ნებანი მისნი;

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

აღსარებულ და დიდად შვენიერ არიან საქმენი მისნი | და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისადე;

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

დიდება, აწდა.

► მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მაცხოვარ გვაცხოვნენ ჩვენ!

მეორე ანტიფონი

ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა | მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად;

► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო შობილო ქალწულისაგან, მგალობელნი შენნი ალილუია!

ძლიერ იყოს ქვეყანასა ზედა ნათესავი მისი | და თესლი წრფელთა იკურთხოს;

► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო შობილო ქალწულისაგან, მგალობელნი შენნი ალილუია!

დიდება და სიმდიდრე სახლსა მისსა | და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისადე;

► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო შობილო ქალწულისაგან, მგალობელნი შენნი ალილუია!

გამოუბრწინდა ბნელსა შინა ნათელი წრფელთა | მოწყალე და შემწყნარებელ და მართალ;

► გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღრთისაო შობილო ქალწულისაგან, მგალობელნი შენნი ალილუია!

დიდება, აწდა

მხოლოდშობილი ძე და სიტყვა...

მესამე ანტიფონი

ჰრქვა უფალმა უფალსა ჩემსა | დაჰსჯედ მარჯვენით ჩემსა;

► შობის ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ...

ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი, | ქვეშე ფერხთა შენთა;

► შობის ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ...

კვერთხი ძლიერებისა გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით | და უფლებდი შორის მტერთა შენთა;

► შობის ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ...

შენ თანა არს მთავრობა, დღესა ძლიერებისა შენისასა | ბრწყინვალებასა წმინდათა შენთასა.

► შობის ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ...

დიდება, აწდა

► შობის ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ...

მცირე შესვლად:

საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ |
ჰფუცა უფალმან და არა შეინანოს, ||
შენ ხარ მღვდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა. |||

► შობის ტროპარი

► დიდება, აწ და.

► კონდაკი:

ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, |
და ქვეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ||
ანგელოზნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყველებენ. |||
ხოლო მოგვნი ვარკვლავისა-თანა მოგზაურობენ, |
რამეთუ ჩვენთვის იშვა ყრმა ახალი ||
პირველ საუკუნეთა ღმერთი. |||

წარდგომა სამოციქულოსი:

ყოველი ქვეყანა თაყვანის-გცემდნენ შენ და გიგალობდნენ | და უგალობდნენ სახელსა შენსა მაღალო.

ღირს-არსის ნაცვლად:

ადიდე, სულო ჩემო, |
უპატიოსნესი და უდიდებულესი მაღლისა მხედრობათა ||
ქალწული ყოვლადწმიდა ღმრთსმშობელი. |||

ჯერ არს დუმილი, ვინაითგან ვერ შევძლებთ |
ღირსებით ქებად შენდა დღეს, ღმრთისმშობელო, ||
ხოლო არავე დავსდუმნეთ შიშისაგან, |||
არამედ მსგავსად შეძლებისა ჩვენისა |
შევსწიროთ შესხმა, ||
რომლითა გადიდოთ შენ. |||

განიცადე:

ხსნა მოუვლინა ერსა თვისსა უფალმან; ალილუია, ალილუია, ალილუია!

დამატებითი მასალები:

იხ: ქართული გალობა ანთოლოგია (ტომი V, გვ. 265-282)

  • მეოხებითა ღმრთისმშობელისათა (ა აღსავლის ჩასართავი)
  • გვაცხოვნენ ჩვენ, ძეო ღმრთისაო (ბ აღსავლის ჩასართავი)
  • საშოთ მთიებისა (შესვლადი)
  • შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო (ტროპარი. ხმა დ)
  • ქალწული დღეს არსებად (კონდაკი. ხმა გ)
  • ადიდე, სულო ჩემო (თ ძლისპირის ჩასართავი)
  • საიდუმლო უცხო და დიდებული (ძლიპირი. გალობა თ. ხმა ა)
  • ყოველი ქვეყანა თაყვანის-გცემდენ შენ (სამოციქულოს წარდგომა)

იხილეთ:

საკითხავნი წმიდისა ქრისტეს შობისანი

იესო ქრისტეს შობა (ხატები, ფრესკები, ტაძრები)

შენიშვნა: შობის საგალობლები (ნოტები, ტექსტები) განახლდება ამავე გვერდზე.

ტეგები: Qwelly, აუდიო, გალობა, ნოტები, საგალობლები, სადღესასწაულო, საუფლო, ტროპარი, ძლისპირი

ნახვა: 6135

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

With the support of their loyal

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:32am 0 კომენტარი

Featuring a rich and atmospheric setting, diverse character classes, and a wide array of weapons and abilities to master, Dark and Darker offers endless possibilities for customization and strategy. Whether you prefer to Dark And Darker Gold brave the depths of the dungeons alone or team up with friends to conquer formidable foes, there's something for every adventurer in this epic fantasy adventure.

Building a Brighter…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters