"...აჰა ესერა გახარებ თქვენ სიხარულსა დიდსა,
რომელი იყოს ყოვლისა ერისა,
- რამეთუ იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი,
რომელ არს ქრისტე უფალი,
ქალაქსა დავითსა."
ლკ. 2, 10-1.
ესრედ კეთილსა და დიდსა ბედნიერებასა აუწყებდა ანგელოზი ღვთისა, - მაცხოვრის შობას - მინდვრის მოქალაქეთ, მინდორში დავანებულ პირუტყვთა გუშაგთ, მწყემსთ.
შეაკრთო მწყემსნი ხმამან უცხოთ მახარებელისა და უფროსად კი ანგელოზთა დასთა ტკბილმა და უცხო შინაარსის საგალობელმა: "დიდება მაღალთა შინნა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
მყისვე აუწყეს მწყემსთა ესე ვითარი ახლად მიძინებულ ბეთლემს... და იქ კლდეში შეთხრილ გამოქვაბულში იხილეს ჩვრები შეხვეული ბაგაში მწოლიარე მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე მხსნელი სოფლისა და იქვე განკვირვებულნი ხორციელად მშობელნი მისნი, მარიამ და მოხუცებული იოსები.
"და მოვიდეს მსწრაფლ და პოეს მარიამ და იოსებ და ყრმაი იგი, მწოლარე ბაგასა და ვითარცა იხილეს, გულისხმა ყვეს სიტყვაი იგი, რომელი ითქვა მათა მიმართ ყრმისა მისთვის". ლკ. 16-17.
მას შემდეგ განვლო მრავალ საულუნეთა კრებულმან და ქრისტეანული სამყარო მუდამ წელს და სულ უფრო და უფრო დიდი ზეიმით დღესასწაულობს ხორციელად შობას უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, - ამ დიდსა და დიდი საიდუმლოებით მოცულს და უბრალო კაცის გონებისათვის მიუწვდომელს დღესასწაულს.
შობა ქრისტესი არის უდიდესი სასწაული და ეს სასწაული არის შედეგი ღვთისა მიერ კაცისადმი უზომო სიყვარულისა, ვითარცა იტყვის მოციქული სიყვარულისა, იოანე ღვთისმეტყველი - "რამეთუ ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდ შობილი მოსცა მას რაითა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქვნდეს ცხოვრებაი საუკუნოი". ინ.3,16.
და ყოველივე დიდისა და აურაცხელისა მოწყალებისა წილ რაი მივაგოთ უფალსა?!
- მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი შევიყვაროთ - ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა და მოყვასი (ადამიანი) ვითარცა თავი თვისი!
ამას გვავალებს თვითეულს ჩვენთაგანს ქვეყნად მოვლენილი მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე.
გილოცავთ თქვენ, მამანო, ძმანო და დანო ბრწყინვალე ქრისტეს შობის დღესასწაულს!
გილოცავთ თქვენ, ჩემო ძვირფასო სამწყმსოვ, უძველესს მართმადიდებელი საქართველოს ეკლესიის ძენო და ასულნო - ახალ წელს!
მოენიჭოს ქვეყანასა ჩვენსა და ყოველსა ქვეყანასა კეთილნაყოფიერი წელი.
აკურთხე გვირგვინი მოწევნულისა ამის წელიწადისა შენ, ქვეყნის შემოქმედო ღმერთო.. დააცხრე ქვეყანასა ზედა ყოველივე მტრობა, უწესობა, ურთიერთასი ბრძოლა და მოგვანიჭე მშვიდობა, მტკიცე და პირუთვნელი სიყვარული, კეთილ-წესიერებით თანხმობა და სათნოებითი ცხოვრება.
- განაძლიერენ და განამტკიცენ ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი!
- განავრცენ, განაძლიერენ და განამტკიცენ წმიდა ეკლლესია შენი სადიდებელად ღვთისა და საცხოვნებელად სულისა ჩვენისა!
გლოცავთ შენ, ძვირფასო სამწყსოვ საქართველოს ეკლესიისავ და მოვიწვევ თვითეულს თქვენზედა მშვიდობასა და მადლსა ღვთისასა აწ და უკუნისამდე, - ამინ!
ეფრემ II
სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი
თბილისი, 1967 წ. 1 იანვარი
აქვე წაიკითხეთ სხვა:
ტეგები: Eprem_II, Qwelly, დარიგებანი, ეპისტოლე, ეფრემ_II, პატრიარქი, პატრიარქი_ეფრემი, საშობაო, საშობაო_ეპისტოლე
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
© 2025 George.
•