სათაურს რომ წაიკითხავ, პირველი რა აზრიც გაგიელვებს - "გაცვეთილი თემაა", მართლაც და მრავალი მტკიცებულებანი ღმერთის არსებობა/არ არსებობისა უკვე მოფიქრებული, დეკლარილებული და შესწავლილ-გააზრებულია, მაგრამ ბოლო დღეებია ხშირად მეფიქრება რწმენა-ურწმუნოების ამბებზე და ბლოგი და დღიური ხომ იმისთვისაა რომ ნააზრევს მისცე ვერბალური ფორმა, თან იქნებ გამოხმაურებებში მსჯელობის გაგრძელებაც და რაიმე დასკვნამდე მისვლაც შევძლოთ.
(ვარიაცია ჭეშმარიტებისკენ) კი იმიტომ აწერია, რომ ქვემოთ რასაც წაიკთხავთ მთლიანად ვარიაციაა. თან, ერთი პოსტი ამ ციკლიდან უკვე გამოვაქვეყნე - "კუებზე მდგარი მითოლოგია".
მოკლედ, მინდა ვისაუბროთ რწმენის მომგებიანობაზე, ყოველგვარი თეოლოგიური ზეაღსვლების, ტერმინებისა და მსგავსთა გამოყენების გარეშე. შეკითხვა მარტივად ჟღერს:
არსებობს თუ არა ღმერთი?
თუ ღმერთი არ არსებობს და ჩვენ ამის შესახებ ვიცით, მაშინ აზრი არ აქვს არცერთ კანონს ქვეყნიერებაზე, არც მორლურს, არც დაწერილს, არც დაუწერელს, არც ქვაზე ამოტვიფრულს და არც ნებისმიერ სხვას. რატომ? თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ უმაღლესი ღირებულება არის ადამიანი და მე როგორც ერთ-ერთი ადამიანთაგანი, ასევე ვარ უმაღლესი ღირებულება და ყველაფერი ჩემთვისაა ირგვლივ! ჩემს ჯგუფელს კარგი ტელეფონი აქვს, მე კი ნოკიის ძველმოდური. მოვიპარავ და მე კარგი მექნება. ჩემს ძმაკაცს კარგი ცოლი ჰყავს, მოვკლავ ჩემს ძმაკაცს და მის ცოლს დავეპატრონები, ჩემი სისხლით ნათესავი ისეთი მაგარი გოგოა, სულ არ მინდა სხვა ქალი, მას შევირთავ ცოლად.
დამისახელეთ ნებისმიერი მიზეზი - რატომ არ უნდა გავაკეთო ეს?
კანონი მიშლის? მერედა ვინ მოიგონა კანონები? ადამიანებმა რომლებიც ერთხელ ცხოვრობდნენ, ოდესღაც წარსულში და მოკვდნენ? არ გვჭირდება კანონები - მე ხომ უმაღლესი ღირებულება ვარ!
მორალური უფლება არ მაქვს? და რის მაქნისია მორალი? რას მომიტანს ის? სიამოვნება არ აქვს მორალს - მე ხომ უმაღლესი ღირებულება ვარ!
სხვაც ანალოგიურად მომექცევა, მომკლავს და ჩემს ცოლს დაეპატრონება? მერე რა, ისიც ხომ ადამიანია და უმაღლესი ღრებულება?! ადრე თუ გვიან მაინც მოვკვდები და რა? 30 წელი ვიცხოვრებ თუ 80 ამას აქვს მნიშვნელობა? სიკვდილი მოვა და არ ჯობს ახლა ვისიამოვნო? - - მე ხომ უმაღლესი ღირებულება ვარ!
თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ აზრი ეკარგება ყველა ღირებულებას.
რა ხდება მაშინ, როდესაც გვწამს ღმერთის არსებობის, რომელიც თურმე არ არსებობს. მაშინ ხდება ის, რომ მისი მიმდევარნი ხშირად უარს ამბობენ ბევრ სხვადასხვა სიამოვნებაზე. ერთადერთი, რასაც ღმერთის არსებობის შემთხვევაში განსაკუთრებული წნეხი ადგება ესაა სურვილები, მისწრაფებები და მხოლოდ საკუთარი თავის ტრფიალება. ამათ, ღმერთის რწმენის შემთხვევაში სერიოზული ზიანი ადგება, თორემ სხვაგვარად ადამიანი ღმერთის რწმენის შემთხვევაში შესაძლოა ისეთივე ბედნიერი იყოს, როგორ ბედნიერადაც გრძნობდა თავს "ღმერთის არ არსებობის დროს" - აღვირახსნილობაში. მაგრამ თუკი ჩვენს გვწამს და ის არ არსებობს? მაშინ ჩვენ გკარგავთ მაქსიმუმ 80-90 წლიანი სიცოცხლის იმ დროით მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც შეგვეძლო განსაკუთრებული სიამოვნებები მიგვეღო და რომელიც აღვკვეთეთ ჩვენი სარწმუნოების გამო და ვთქვით რომ ჩვენ არ ვართ უმაღლესი ღირებულება!
მაშინ ხდება ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ 80-90 წელი სრულ "ნეტარებაში". ვაკეთებ იმას რაც გვსიამოვნებს, ვცხოვრობთ საკუთარი სურვილებით, ბედნიერნი, ღიმილიანები, ჰუმანურები, საყვარლები, კაცობრიობაზე შეყვარებულები ან ბოროტები და დაბღვრემილებიდ დავდივართ, მაგრამ ჩვენ ამით ვნეტარებთ, რადგან "ერთხელ ვცხოვრობთ და სიამოვნებაში ვატარებთ იმ ცხოვრებას". - ჩვენ ხომ უმაღლესი ღირებულება ვართ! მაგრამ აღმოჩნდა რომ ღმერთი არსებობს და მან არ მოგვიწონა მსგავსი საქციელი? მაშინ, გამოდის რომ 80-90 წლიანი სიამოვნება ყელში უნდა ამოგვადინონ 1000, 2000 წლის და უფრო მეტის განმავლობაშიც. მუდმივად უნდა წამოგვაძახონ, რომ ჩვენ 80-90 წელი უკვე ვისიამოვნეთ და ჩვენი სურვილებით ვიცხოვრეთ და ახლა, მარადისობაში დროა დავიტანჯოთ! რატომ? იმიტომ რომ ამ მარადისობის საერთოდ არ გვჯეროდა!
ეს ის ვარიანტია, როცა 80-90 წელი შენს სიამოვნებებზე ამბობ უარს, მთელს დედამიწაზე ეძებ ღმერთს, პოულობ, უსმენ, მისი სიტყვით ხარობ, ხორციელ სიამოვნებებზე უარს ამბობ, გშია, გწყურია, გცემენ, გღალატობენ, გაჭირვებული ხარ, ქუჩაში მოქუფრული დადიხარ და შენზე ამბობენ როგორი კაცთმოძულეაო, არაჰუმანურად და არაადამიანურად გამოიყურები, წყლულები გაქვს და სადმე ამოგძვრება სული, ოჯახი გაგრიყავს, მეგობრები არ გიცნობენ და ა.შ. (თავად ჩაამატეთ რაც გენებოთ, წმინდათა ცხოვრებიდან უხვად მოიპოვება მაგალითები). მერე მოკვდები და 1000, 2000 წელი და უფრო მეტიც ნეტარებაში ხარ, მარადისობაში გიხარია და ყველა შენი სურვილი და სიამოვნება აქტუალიზირებულია, რა თქმა უნდა სხვა სურვილები და სიამოვნებანი, მაგრამ ერთი-მეორეზე უკეთესნი და უფრო მძაფრად ნეტარების მომნიჭებელნი.
მოკლედ, სულ ესაა, მარტივი პროპორციებია. აბა, რას ფიქრობთ, რწმენა მომგებიანია?
ნახვა: 675
ტეგები: Qwelly, ბლოგი, დამოკიდებულება, ვარიაცია, მისწრაფება, მოქმედება, რწმენა, ქველიბლოგი
საინტერესოა. დავიწყოთ იმით, რომ კრიტერიუმები არ არის და არც გარანტიებზე ვსაუბრობ, უბრალოდ მე მსმენია, რომ "ეკლიანია უფლისკენ სავალი გზა", რომ ქრისტეს თუ უღალატეს და გაყიდეს, მის მიმდევართაც უღალატებენ და გაყიდიან, მოატყუებენ და აწამებენ, თორემ ვინც მოტყუებულია, ნაწამები და წყლულებიანი, ყველა რომ სასუფევლის კარს აღებდეს, აქამდე იმდენ სენს შემოვიხვევდი გარშემო, ჩემზე ბედნიერი წყლულებიანი არ იქნებოდა დედამიწის ზურგზე.
რაც შეეხება ღმერთის სიყვარულით თუ ჯოჯოხეთის შიშით?! იცი, არცერთი გზა არ არის დამღუპავი, ვინ თქვა რომ ჯოჯოხეთის შიშის გამო თუ თავს არიდებ ცოდვებს (სიამოვნებებს და ა.შ.) და ამავდროულად გრწამს ღმერთის არსებობის, მაინც დაიღუპები? ღმერთის სიყვარული ეს ცოტა სხვა ფენომენი და მოვლენაა და რწმენა სხვა. ჯოჯოხეთის შიში შესაძლოა სრულიად გარანტიაც კი იყოს რწმენის სიძლიერის, შემდეგ იმედის და სიყვარულის!
და ბოლოს, ადამიანებმა თავიანთი საქციელის სიზუსტე არასდროს იციან - ეს დამიკონკრეტე და განმიმარტე, ვერ მივხვდი.
და ალტერნატიული ვარიანტი რა ჰქონდა? საკუთარ შვილებთან ერთად ურწმუნოება?? ვინ თქვა რომ შვილები უნდა გიყვარდეს უფალზე მეტად? ან ვინ თქვა რომ შვილებია უმაღლესი ღირებულება?
საკუთარი თავისთვის აკეთებს - ცოტა ცივად ნათქვამია და პრობლემურიც. საკუთარი ცხონებისთვის იღწვის ადამიანი, კი და ეს დანაშაულია?
BrOliKa გეთანხმები, ადამიანს როცა ხილული არ უყვარს, უხილავს როგორ შეიყვარებს. შუშანიკმა თავისი არჩევანით არამარტო თავისი სული იხსნა, არამედ შვილებს შეუდარებელი სიმამაცის და ერთგულების მაგალითი მისცა, რაც სიყვარულის უმაღლესი გამოვლინებაა და მათზე დიდ გავლენას იქონიებდა. სულის ხსნა ადამიანის პიროვნულ არჩევანზეა დამოკიდებული და არა იმაზე თუ როგორ გარემოში იზრდება.
განცდა, როცა შენამდე ვიღაც შენსავით ფიქრობდა და ისევე პასუხობდნენ როგორც შენ საუკუნის აქეთ: „კაცობრიობა თვითონ ჰპოვებს საკუთარ თავში ძალას, ზნეობრივად რომ იცხოვროს, თუნდაც არ სწამდეს სულის უკვდავება! თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის სიყვარულში ჰპოვებს...”
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 7:21am
0 კომენტარი
0 მოწონება
MMOexp VIDEO OF THE DAYSCROLL TO preserve WITH content material
With its darkish fantasy placing and a gameplay loop that blends elements of dungeon crawlers and battle royale video games, Dark and Darker speedy stuck the eye of some Dark And Darker Gold gamers seeking out a damage from the glut of military-themed shooters.
Even though the sport’s get away from Tarkov-motivated motion drew rave critiques from many…
გაგრძელება
გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 6:37am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 5:50am
0 კომენტარი
0 მოწონება
The Comeback of the Horadric dice in Diablo 4? Examples of Diablo 4 runes. Effect Runes and situation Runes. No longer very last versions.
Snowstorm has determined that the franchise can be returning to its well-known Diablo 4 roots in the approaching call. While heaps of that is innovative and tale-driven exalternate, snowstorm furthermore discovered that runes and runewords from Diablo 4 are being reintroduced. This makes it very possible that Horadric cube should make a…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…
გაგრძელება© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია