შემოქმედებითი კრიზისი ჰქვია იმ მომენტს, როცა გინდა დაწერო და არ გამოგის, ხომ?! გუშინ პირველი მარტი იყო, დღეს უკვე ორი მარტია, 2 დღით ადრე დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ გაზაფხულის დადგომას რაიმე პოსტით შევგებებოდი, მაგრამ ამაოდ. არაფერი არ გამოვიდა. იქეთ მივედე, აქეთ მოვედე, ძველი ჩანაწერები ამოვქექე, სად არ ვიძრომიალე და ბოლოს ერთ წიგნს წავაწყდი.
ეს არის სტუდენტობის დროს შეძენილი ჩემი პირველი წიგნი. გადავშალე და ასე იწყება:
"ერთხელ, ერთი ცნობილი მეცნიერი (ზოგიერთი ამბობს, რომ ეს ბერტრან რასელი იყო) ატარებდა ლექციას ასტრონომიაში. იგი ყვებოდა, როგორ ბრუნავს დედამიწა მზის გარშემო და, თავის მხრივ, მზე - ჩვენი გალაქტიკის სახელით ცნობილ ვარსკვლავთა უზარმაზარი კრებულის ცენტრის გარშემო. ლექციის დასასრულს ოთახის ბოლოს მჯდარი პატარა მოხუცი ქალბატონი ადგა და თქვა:
- რასაც თქვენ ბრძანებთ, სრული სისულელეა. სინამდვილეში, სამყარო ბრტყელი დისკია, რომელიც გიგანტური კუს ზურგზე დგას.
მეცნიერმა დამცინავად გაიღიმა და იკითხა:
- კუ რაღაზე დგას?
- თქვენ ძალიან ჭკვიანი ხართ, ახალგაზრდავ, ძალიან ჭკვიანი, - უპასუხა მოხუცმა ქალბატონმა, - მის ქვემოთ სულ კუებია".
ამ ამბავით დაიწყო ჩემი სტუდენტობა და წიგნი კი, სტივენ ჰოუკინგის დროის მოკლე ისტორია გახლავთ.
საქმე ისაა, რომ არ აქვს მნიშნველობა კუების გჯერა თუ სუპერსიმების თეორიის, საქმე ისაა, რომ ორივე თეორიას აკლია მეცნიერული, ექსპერიმენტული დასაბუთება: არავის უნახავს უზარმაზარი კუები დედამიწით ზურგზე და, ასევე არავის უნახავს სუპერსიმები.
მჯერა სახეზე თქვენც გადაგირბინათ ირონიულმა ღიმილმა-სიცილმა, მაგრამ რა აუცილებელია კოსმოგონიაზე იფიქროთ და იქ ეძებოთ ჭეშმარიტება, თუკი ყოველდღიურ რეალობას ისე შეგვილამაზებენ და დაგვაჯერებ, როგორც კუების ამბავი სჯეროდათ საუკუნეების განმავლობაში?
მაშ, რა არის სიმართლე? სად არის ჭეშმარიტება? როგორ შევამოწმოთ ეს?
მითოსში ღმერთის იდეა ზოგჯერ ძალიან მარტივად ფორმულირდებოდა. ასე მაგალითად, ჩვენ ვხედავთ, რომ ათწლეულების და ასწლეულების განმავლობაში არსებობს სილამაზე და მშვენიერება, არსებობს ახალგაზრდობა. ჩვენი მამები იყვნენ ახალგაზრდები, ჩვენი დედები ლამაზები, იმათი მშობლებიც, კიდევ იმათი და იქამდე კიდევ იმათი (его, его, его, его, его отец тоже воевал-ის მსგავსად), შესაბამისად ახალგაზრდობაც და სილამაზეც მარადიულია, თუ მარადიულია, მაშასადამე შეჭმარიტი რეალობაა? ე.ი. მას უნდა ჰყავდეს თავის ღმერთი! გაიცანით აფროდიტე - სილამაზის ქალღმერთი.
კარგი იქნებოდა მიდგომა ჭეშმარიტების ძიებისა დაგვეტოვებინა და იქნებ შემდეგ, წმინდა გაბრიელის საფლავის ქვის წარწერაც გასაგები გამხდარიყო - ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია.
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია