ვიდეო რგოლი - ვირუსი ყინოლოვანი წყლით სახელდახელოდ დამზადებულ-დაჭრილ-დამონტაჟებულია, (ისედაც მოსაწვევში დანიშნულ ვადას გადავაცილე რამდენიმე დღით), ამიტომ შესაძლოა ტექსტი კარგად არ ისმოდეს და მინდა ვიდეოს ტრანსკრიპტი შემოგთავაზოთ.

"როგორც წესი ვიდეო მიმართვების ჩაწერა და გავრცელება არ მჩვევია, მაგრამ ახლა სხვა გზა არ მაქვს.

დღეს 2014 წლის 23 აგვისტოა, დღის 3 საათი. მთელი მსოფლიო საშინელმა ვირუსმა მოიცვა. სამედიცინო სივრცეში მას ყსგ (IBC) ვირუსს უწოდებენ, ესაა აბრევიატურა სიტყვებისა - ყინულოვანი სათლის გამოწვევა (Ice Bucket Challenge). ვირუსი ვრცელდება ყველა კონტინენტზე ასაკის, სქესის, კანის ფერის, ეთნიკური წარმომავლობისა თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად.

ვირუსის ასეთი მასშტაბური გავრცელების მიზეზი გახლავთ ის ფაქტი, რომ ყსგ ვირუსი შენიღბულია ქველმომქედების სახელით. ამასთანავე, ამ ვირუსით დაინფიცირებული ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე გვაქვს განსაკუთრებულ აბდლობასთან! ვირუსი მხოლოდ ჩვენს გონებას და ქცევას აკონტროლებს.

ვირუსი ვლინდება სამ მოქმედებაში:

  1. საქველმოქმედო ფონდებში ფულის გადარიცხვა;
  2. თავზე ცივი და ყინულიანი წყლის გადასხმა;
  3. მოწვევა და დაინფიცირება მეგობრებისა.

როგორც შხირად ხდება ხოლმე, საქართველოში ამ ვირუსმაც მუტაცია განიცადა და  მისი ერთადერთი დადებით ქცევა - საქველმოქმედო ფონდებში ფულის გადარიცხვა, მოსახლეობის უმრავლესობას ვერ მოედო. ხოლო ვინც თანხა გადარიცხეთ, ღმერთმა ყველას ასწილად მოგაგოთ!

ვირუსისგან თავის დაცვა შეუძლებელია, ადრე თუ გვიან ის თქვენამდეც მოაღწევს. ვირუსმა ჩემი მეგობრები დააინფიცირა და მათი გამოისობით, ახლა მეც ინფიცირებული ვარ.

მეგობრებო, ვირუსი მოქმედებას იწყებს, მეგობრებო გიგზავნით მოსაწვევს, გიგზავნით ვირუსს დასაინფიცირებლად, ვაგზავნი ყველასთან ვინც ამ ვიდეოს ნახავს. მართალია ვაგზავნი ვირუსს, მაგრამ მე მისი ქცევის კოდი შევცვალე.

ამიტომ ნუ იტყვით უარს ჩემს მიერ გამოგზავნილ ვირუსზე. ვირუსს ვერ დაამარცხებ, მაგრამ შენ შეგიძლია შეცვალო ის!"

იხილეთ ვიდეო!

ვიდეოს ჩაწერისას დახმარებისთვის დიდი მადლობა თამარ გელიშვილს და მის ნაქებ ოპერატორ ქეთა ელიაშვილს!

ნახვა: 710

ტეგები: IceBucketChallenge, Qwelly, აქცია, ბლოგი, გამოწვევა, ვიდეო, თვითგაწუწვა, ქველი, ქველმოქმედება

salome: აგვისტო 26, 2014||10:39pm
ფუმფულა როგორი ხარ!! ^_^ ♥
კახა, არც შენ ხარ დაინფიცირებული? :D
BrOliKa: აგვისტო 26, 2014||10:44pm

მე გადამირჩა კახა მაგრამ შემოიღებენ კიდევ რაიმე ახალ ვირუსს და მერე ვეღარ გადარჩები :D :D 

salome: აგვისტო 26, 2014||10:56pm
რას ერჩი ბროლიკ კახას? :D
ლაშა: აგვისტო 27, 2014||1:25pm

Kakha რას ამბობდი არავინ გამომიწვიაო??? :D აბა ამ სუპერ ადამიანის ვიდეო ნახე → იძულებითი "გაწუწვა"

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters