ანუ გვრცხვენია მაგრამ რად გვინდა...

- აუ რა სირცხვილია!

- რა მოხდა გოგო?

- რა და შარვალზე მომეცხო კრემი.

- ჰო. გული გამისკდა. მერე მიდი და ჩამოიბანე.

- აუ, მაგრამ ტეხავს და მაგრად მრცხვენია. როგორ მივიდე ფანტანამდე? ჰო დამცინებენ ჭამა არ იცისო?

- კაი აბა ეგრე ხომ არ ივლი?

- ჰო კაი, ოღონდ მომეფარე კარგი?

- კაი, კაი შე პანიკიორა… წამო აბა.

- კაი წამო…

 

რა მიკვირს იცით ხალხნო და ამის მკითხველნო?

კაცი ხარ თუ ქალი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ალბათ გამიგებ. რაც ქვემოთ მინდა დავწერო ალბათ ბევჯერ დაწერილა კიდეც და ბევრსაც უკვნესია ამის შესახებ მაგრამ მეც ვიტყვი თითოოროლა სიტყვას.

რომელიმე ჩვენგანისთვის რომ ეთქვათ შენს კაი კაცობაში ანდა კაი ქალობაში ცოტა ეჭვი მეპარებაო ალბათ თავ-პირს დავალეწავდით, ოჯახს ამოვუწყვეტდით (ქალები) ანდა დედას “ვუტირებდით” (კაცები), მოკლედ ასეც და ისეც, ასეთ შეურაცხყოფას ვერ მოვითმენთ.

მაგრამ არის მეორე მხარე, ეგებ მართალია ის ვინც ასე “გაგვლანძღა?”

რა მინდა გითხრათ იცი? კაცი/ქალი რომ სიტყვას იტყვის ეს ვარო, ეს შემიძლიაო, ის გამიკეთებია და ასეთი მაგარი ვარო, საქმე საქმეზე რომ მიდგება თუ ვერ გააკეთა ყველა ეჭვის თვალით ვუყურებთ. მერე არც მისი სიტყვის გვჯერა და არც მისი კაი კაც-ქალობის.

როცა საქმე რელიგიას და რჯულს ეხება მაშინ ყველანი თვალს ვხუჭავთ ანდა ვახუჭინებთ.

 

რა დამოკიდებულება გექნებოდათ თქვენი მეზობლის მიმართ რომელიც ხედავთ რომ ქალია მაგრამ თეთრეულს ვერ რეცხავს?

არ მგონია ბევრი like დაგეწერათ მისთვის…

ახლა ვნახოთ რას ვეძახით ქალობას? ანდა კაცობას?

ნუთუ ამ სახელის (კაცი/ქალი) ტარებისთვის მხოლოდ ის კმარა რომ ჩვენ ორიდან ერთ-ერთი სქესით დავიბადეთ?

ვგონებ არა!

შესაბამისად ქრისტიანობისთვის არც ის კმარა რომ მოვინათლეთ!

მერე, ნუთუ ქალობა-კაცობისთვის კმარა ის, რომ შეგვიძლია სიტყვებით გამოვთქვათ მათი რაობის ჩვენეული მოსაზრება?

არამც და არამც.

ჰოდა, არც ის კმარა გაიძახოდე მწამს, მწამსო! ერთი ღმერთი მწამსო! 

კიდევ ვიტყვი რამეს. ნუთუ ქალი ისაა ვინც მხოლოდ “ბორშჩის” გაკეთბა იცის? ანდა კაცად მაშინ ხარ საქები თუ მხოლოდ საჭეს “ატრუალებ” კარგად?

რაღაც არა მგონია!

და ამასთან არც ის მგონია ქრისტიანობისთვის მხოლოდ სანთლის ანთება ანდა ტაძარში სიარული კმაროდეს.

ჩემი სატკივარი და ამ ჩანაწერის სათაურის საერთო იცით რა არის ძვირფასო მკითხველო? როცა ხვდები რომ რაღაც გაკლია ნამდვილი ქალობისთვის, კაცობისთვის, სწავლობ, იღვწვი, შრომობ მიაღწიო. ცდილობ არავის გაანდო რომ მთლად “კარგი” ვერ ხარ, მთელი არსებით გწადია გამოასწორო ეს “სირცხვილი,” მაგრამ როცა კი ვინმე ქრისტიანობაზე მიგვითითებს თითქოსდა შერხვენილნი ამოვიოხრებთ, კი ვიცი რომ ეგ ნაკლი მაქვს, მაგრამ რა ვქნა ვერ გამოვსწორდი. განა გამოუსწორებელი რაიმე არსებობს? 

არ ვიცი, რავიცი…

ეგებ არც ვარ მართალი…

ერთი კია, რაღაცეებზე თვალის დახუჭვით, მცირედზე დოლბანდაკრული სიარულით მერე ის გვემართებოდა რაზედ ილია ჭავჭავაძე წერდა… ჩვენისთანა ბედნიერიო, განა არის სადმე ერიო!

მოკლედ, როგორ არ მინდა ვგავდე:

და მაინც რატომ ჩავაბრე სასულიერო სასწავლებელში?

როცა მკითხავენ ვინ ხარ შენ? მე შემეძლოს თქმა იმისა რომ 

მე ქრისტიანი ვარ!

ნახვა: 698

ტეგები: Qwelly, ბლოგი, სასწავლებელი, ქველი, ქრისტიანობა, ღირებულებები

ლაშა: მაისი 14, 2012||7:46pm

არ მინდა ვინმეს ვაწყენინო ჩემო მაგნიტუსა, მაგრამ შენც ჩემზე უკეთ იცი რომ სწორედ ბერს არ ჩაუბარებია მაგ აზრით... :((((( :(((( სწორედ ამას ვწუხდი.... :((((

მადლობა კომპლიმენტისთვის... ვკითხულობ შენს ბლოგზე ჩანაწერებს და ვხვდები რომ ცოოოტა დავიგვიანე - აჯობებდა ადრე წამეკითხა, მერე ჩემი ნაწერებიც უკეთესი იქნებოდა... :) :) :)

ლაშა: მაისი 14, 2012||8:57pm

ჰო... შენი სამყარო სადაც ბევრი კარგი რამ იკითხება... :) :) :)

ვფიქრობ ხომ არ შემოგიერთდე და კიდევ ერთი ქსელის მომხმარებელი გავხდე... ვნახოთ ვნახოთ... :) :) :) უბრალოდ Wordpress ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა რა თქმა უნდა Blogger.com_თან ერთად... :) :) :)

მოდი ვნახავ tumblr-საც... :)

ლაშა: მაისი 15, 2012||10:58pm

ვაუ... ცუგრუმელა რა გინდოდა? :) :) :)

მე არ ვიცი ვინ რატომ ჩააბარა, ანუ ვინ რას ელოდა მაგრამ მე ქრისტიანობის სასწავლად ჩავაბარე და ამასვე მოველოდი, საკუთარი თავისგან... რა დამხვდა?

როგორც ვხვდები მომზადების დონეს გულისხმობ?

მოდი იყავი გულახდილი - სტუდენტების დონე თუ ლექტორების?

მე სტუდენტების დონის შესაფასებლად არ ჩამიბარებია და არც იმის ილუზია მქონია ჩემს გვერდით ა(ე)ინშტაინი ისწავლიდა... :) :) :) :) :) 

P.S. ეგებ სწავლობს კიდეც... :) :) :)

ლაშა: მაისი 15, 2012||11:22pm

cugrumela, cugrumela... არ გინდა ილიაში ჩააბარო? :) :) :)

ნელ-ნელა აგამხდრებენ ეკლესიის წინააღმდეგ ჩემო კარგო... :) :) :)

მგონი ვერ წაიკითხე რა დავწერე. მე სასწავლად ჩავაბარე და არა ჩამშვებობისთვის... სასწავლად ჩავაბარე და არა იმისთვის რომ ლექტორების ავ-კარგიანობა "ხაშურლებთან" ვარჩიო... :) :)

ჩემო კარგო... რასაც შენ ამბობე მე ეგ ყოველი ვიცი... ცოტა უარესებიც ვიცი და არა მხოლოდ სემინარიაში, მაგრამ მოდი ახლა გკითხავ? შენ სად ხარ? აქ მთავარია პიროვნული აქტი - ანუ შენ! და არა ჩამშვები სტუდენტები, მოქრთამული ლექტორები, ზემოდან დარეკვები, გარიცხვა-მიღებები...

cugrumela ვინც მეორე ცვლაში იყო, ეცოდინება ერთი წლის განმავლობაში ცალკე ავტონომია მქონდა - ნოხის ბოლოს ორი სკამი მედგა, ჩემი დასაჯდომიც და მაგიდაც ის იყო... :) :)

cugrumela პოსტი დავწერე სწორედ იმიტომ რომ გაიხსენონ ან დაფიქრდნენ - რისთვის ჩააბარეს სემინარიაში! მგონი იმიტომ რომ არ დაემსგავსონ იმ მრავალრიცხოვან ქართველებს - მწამს, მწამს მაგრამ ღვდელისა არ მწანსო რომ იძახიან..." :) :) :) და ქრისტიანობა რა არის ანდა თავად რატომ ხართ ქრისტიანიო რომ გკითხავენ - "ააააი მამაპაპათაგან მოგვდგამს შვილო და"... ასე არ უპასუხონ... :)

აი, ამიტომ დაიწერა ეს პოსტი.

P.S. ეს სტატია დაკოპირებულია ჩემი ბლოგიდან, იქ კი არ ატარებდა ისეთ შინაარსს რომ სემინარიის სტუდენტებისთვის ყოფილიყო, მაგრამ ახლა ვიფიქრე რომ მათაც სჭირდებოდათ გახსენება და მიტომ გამოვაქვეყნე აქ...

ლაშა: მაისი 15, 2012||11:34pm

მოდი ეს უკვე შენ დაწერე კარგი??? :)

თათ, კიდევ ერთხელ ვამბობ. მთავარია შენ! მთავარია პიროვნული აქტი - სად ვარ მე და რას ვაკეთებ! სხვა ყველა მეორეხარისხოვანია... ხილული სამყაროს ცენტრში დგახარ შენ, და შენს გარშემო ყველა მეორეხარისხოვანია, ისევე როგორც შენ სხვა ნებისმიერი ადამიანთაგანისთვის... :) რავიცი, მე ასე მგონია... :( :(

iako: სექტემბერი 9, 2012||9:50pm

kargi iyo,dzalian momewona,zogiertebs martlac undat shexseneba...

ლაშა: სექტემბერი 9, 2012||11:18pm

მადლობა იაკო... ;)

Tamila Moshiashvili: აგვისტო 23, 2013||6:39pm

სხვას კარგად მიუთითებ ხოლმე :P დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე დირე 

თა მარი: მაისი 2, 2014||10:24am

მოვიშველიებ ილიას ნაქვამს: "მთელი კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდამ ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ"...... 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters