მან თავისი პირადი ანკეტა ასე შეავსო:

• სახელი - ნოდარი;

• გვარი - დუმბაძე;

• მამის სახელი - ვლადიმერის ძე;

• სამსახური - კოსმოსი, ზღვა, ხმელეთი, ხანდახან - მიწის ქვეშ;

• პასპორტი - უსაბუთო;

• სისხლის ჯგუფი - უსისხლო;

• რეზუს-ფაქტორი - ურეზუსო;

• დარეკეთ: მხოლოდ ეკლესიის ზარით. 

       ენამოსწრებულსა და ყველასთვის საყვარელ მწერალს ნახევრად ხუმრობით მიუწერია პასუხები, მაგრამ თუ დაუკვირდები, მიხვდები, ყველაზე სერიოზული პასუხებსაც გადაწონის ეს ხუმრობა.

       უმრავლესობამ არ იცის, ბევრ აუტანელ ტკივილსაც რომ ატარებდა მისი გული. ის ადამიანთა იმ იშვიათ მოდგმას ეკუთვნის, რომელთა სულშიც პირადი ტკივილი სხვებისთვისაც შვების მოტანის ცხოველმყოფელ წყურვილს აღვიძებს. 

       რამდენ ადამიანს მოეფერა ის თავისი სიტყვით, რამდენთა გულის გათბობა მოასწრო, რამდენი ხელჩაქნეული შემოაბრუნა, მოაქცია, დაარწმუნა რომ ცხოვრება ღირს, რომ სიცოცხლე, მიუხედავავდ უამრავი უკეთურებისა, მაინც მადლია, მაინც სიკეთეა, მაინც მშვენიერებაა და სანამ ცოცხალი ხარ, შენ ამ სიკეთით უნდა მოუარო, მესიყვარულო, ამრავლო და ააღორძინო. 

       სიცილი ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის უმთავრესი ნიშანთაგანია, ვიდრე ადამიანს მტერზე, მოყვარეზე, თავის თავზე, საერთოდ რამეზე გაცინება შეუძლია, ეეს ნიშნავს, რომ მისი საქმე ჯერ კიდევ არ წამხდარა. ხალხი, რომელმაც ასეთი საღი, გადამდები სიცილის უნარი შეინარჩუნა, არ არის განწირული.

       ეს უნდა თქმულიყო, ეს უსათუოდ უნდა ეთქვა ვინმეს ჩვენს დროში და ეს თქვა ნოდარ დუმბაძე, ეს იყო მისი უპირველესი სათქმელი, ამის თქმა სხვას არავის შეეძლო.

       დიდი მადლობა ბატონო ნოდარ!!!

       4 სექტემბერი მისი გარდაცვალების დღეა!

       

ამ ჩანაწერის მოწოდებისთვის დიდი მადლობა გიომე_ს, სამწუხაროდ თავად მან ვერ შეძლო გამოქვეყნება და მთხოვა ეს მე გამეკეთებინა. 

 

ნახვა: 650

ტეგები: Qwelly, გარდაცვალება, დუმბაძე, მოყვარე, მტერი, მწერალი, ნოდარ, საქართველო, სიცილი, სიხარული, მეტი...ტკივილი, წახდენა

mariami: სექტემბერი 5, 2013||11:57am

LsHისა ალბათ მიხვდი რომ მე დუმბაძის ერთი წინადადებაც კი  ბევრ წიგნს მირჩევნია..ჰო დააა აბა კომედიური ჯანრის მცირე ჩანახატებზე სიცოცხლე მიხალისდება...აი როცა სიცილი მენატრება დუმბაძეს ვკითხულობ!!მეტროში რამდენჯერ მიცინია იციი მარტოოოს კითხვისას მარაა რო გაიგებდნენ რაზე ვიცინოდი ჩემს ახლოს მჯდომნი(ყურადგებას რომ ვიქცევდი თავს ვიმართლებდი ეს დუმბაძეა თქო)ბოლოს ყველა ერთად ვიცინოდით ხოლმე...

ლაშა: სექტემბერი 5, 2013||3:46pm

კარგი მგზავრები გხვდებოდნენ აშკარად მარიამ :) :) 

lia (baia) beriani: სექტემბერი 17, 2013||8:53pm

genialuri mwerali..

khatuna zitanishvili: ივნისი 9, 2016||11:50pm

გიჟდება ხათო "ურეზუსო" დუმბაძეზე)))

თათია: ივლისი 14, 2018||3:32pm

დღევანდელ დღეს კი ნოდარ დუმბაძე დაიბადა! გაუმარჯოს ამ დღეს ❤️

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Exactly What is the Distinction between Translations And Localization

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 7:27am 0 კომენტარი







So, within our huge globe these days, It really is super crucial for everybody - no matter whether you are a business, Element of a bunch, or just somebody - in order to chat to each other whether or not we converse various languages or originate from unique cultures.







Which is exactly where translations and localization are available. These are generally two…

გაგრძელება

MMOExp: Madden NFL 24 Players Association lawsuit filed

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:46am 0 კომენტარი



The next batch of players coming in after the first three groups will be Groups 4 (QB, QB, WR), 5 (QB, WR) along with Groups 6 (RB). Next arrivals are the groups 7 (DL) and 8 (DL) as well as 9 (LB) and then the arrivals and arrivals of secondary players in Mut 24 Coins Groups 10. 11 and 10.

A tight race is at the top of the draft class for the chance to be the number. #1 overall pick, all eyes will be on the quarterbacks'…

გაგრძელება

Introducing New Ascendancy Classes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:17am 0 კომენტარი

Exploring the Viridian Wildwood

At the heart of the Affliction expansion lies the mysterious Viridian Wildwood, a dark and sprawling forest shrouded in secrets and danger. As players venture into this enigmatic wilderness, they will encounter strange holes in the ground, beckoning them into POE currency trade uncharted territory. Each step taken within the Viridian Wildwood unveils new mysteries and challenges, with Wisps…

გაგრძელება

Diving into the Abyss

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:16am 0 კომენტარი

Exploring the Viridian Wildwood

At the heart of the Affliction expansion lies the mysterious Viridian Wildwood, a dark and sprawling forest shrouded in secrets and danger. As players venture into this enigmatic wilderness, they will encounter strange holes in the ground, beckoning them into <a href="https://www.mmoexp.com/Path-of-exile/Currency.html">POE currency trade</a> uncharted territory. Each step taken within the Viridian Wildwood unveils new mysteries and challenges,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters