ჯერ კიდევ 12 თებერვალს გამოქვეყნდა ჩვენთან ვიდეო, რომელშიც მამა ზურაბი (ცხოვრებაძე) საუბრობს წმინდა ღირსი მამის გაბრიელ აღმსარებელის საფლავის გახსნის და წმინდა ნაწილთა განსასვენებლის შესახებ...

       თუმცა ეტყობა დიდი დრო გავიდა მას შემდეგ და კვლავ აჩოჩქოლდა საზოგადოება ამ საკითხით...

       ახლა ცოტას გავკადნიერდები და ჩემი მეგობრებისთვის, რომლებსაც ხშირად აქვთ შეკითხვები ამ ამბავთან დაკავშირებით და ხშირად ცრუ ჭორების მსხვერპლნი ხდებიან, გავამზადე ეს მცირე პოსტი... 

დავიწყოთ მსჯელობა წმინდა წერილის მოშველიებით:

       "მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: "აჰა, აქა არს ქრისტე", გინა: "იქი," ნუ გრწამნ. რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუვარნი და ცრუწინასწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა და ნიშებსა, რაითა აცთუნნენ, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთაცა. ხოლო თქუენ იხილეთ და ეკრძალენით. აჰა, ესერა, წინაისწარ გითხარ თქუენ ყოველი." (მარკოზი. 13, 21-23)...

       ალბათ გეცნოთ ხომ??? როგორ უცბად აგორდება ხოლმე ჭორები ხილვებსა და სასწაულებრივ თემებზე და ჩვენს დავრბივართ აქეთ-იქით, არადა კვლავ მაცხოვარი ამბობს: "ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულს ეძიებს; და სასწაული არა ეცეს მასა, გარნა იონა წინასწარმეტყველისაი." (მათე. 16, 4)

       მოგეხსენებათ იონა წინასწარმეტყველის სასწაული ერთგვარ არქეტიპს განასახიერებს აღდგომის სასწაულისა

და მაინც, რატომ ხდება საჭირო სასწაულები? ან ვისთვის ხდება სასწაული, მორწმუნისთვის თუ ურწმუნოსთვის?

       რა გითხრათ აბა... ზოგჯერ ურწმუნოს მიმყვანებელია ეკლესიაში, მაგრამ ურწმუნოს განმკურნავი სასწაული არ მახსენდება...

       მაცხოვარი ყოველი განკურნების წინ ეკითხება - გწამს რომ მე ეს შემიძლია? მრწამს უფალო, ამის შემდეგ ხდება კურნება...

       ესეც არ იყოს, არათუ მისვლით, შეხებით, 200 მეტრის რადიუსით ან რომელიმე დღესასწაულზე მისვლით ხდება განკურნება, როგორც ამას ჩვენი რეალობა დაეჩვია, არამედ შევედრებით და რწმენით... გახსოვთ ალბათ ასისთავის მსახურის განკურნება, სადაც მაცხოვარი ეუბნება - "წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ (მათე 8,13)" და განიკურნა მონაი იგი მას ჟამსა შინა...

       უდიდესი სასწაულებიც კი, როგორიცაა ბერწი სარას მიერ ისააკის შობა, იყო შედეგი რწმენისა... აბრაამს რწმენა შეერაცხა სიმართლედ, ამით გამართლდა და არა სასწაულით - ისააკის შობით.

       ასე რომ, მგონი ამაზე აღარ ვიდაოთ რწმენა რომ უპირატესია და ამისთვის არაა აუცილებელი საფლავის გახსნას დაესწროთ, ანდა იფიქროთ რომ მარტო საფლავის გახსნისას განიკურნებით, იქ ყოფნით და მსგავსი ქმედებებით... ღირსი გაბრიელის ლოცვა ყველგან შეგეწევათ საიდანაც შესთხოვთ, მთავარია რწმენა და ქრისტეს ეკლესიაში ყოფნა... (არ ვგულისხმობ მხოლოდ ტაძარს, ეკლესია არის ქრისტე ჭეშმარიტ მიმდევართა ერთობლიობა)...

       კვლავ მაცხოვრის სიტყვები: "ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე" (იოანე. 20, 29).

ჰოო... მგონი რწმენის საკითხს ამ მომენტისთვის საკმარისად შევეხეთ.

ახლა მეორე შეკითხვა რაც სხვა მეგობრებს აქვთ, ასე ჟღერს - ვინ იგონებს ამ ჭორებს? ვის რაში სჭირდება?

       აქ ორი პასუხია:

       ეკლესიის წევრები და ეკლესიის მტრები ("მოხალისეები")

ეკლესიის წევრებს ასეთი ჭორები სჭირდებათ იმისთვის რომ ხალხი ტაძრებში ჰყავდეთ, ეკლესიას შეაფარონ, მაგრამ საკითხავი და საგულისხმო ის არის რომ რაში სჭირდება ისეთი ხალხი რომელიც ბრბოა და ბნელი და არც ყური აქვს სასმენელად და შესაცნობელად. ისინი ხომ სინამდვილეში არც ეკლესიას დაემორჩილებიან, და ამის მაგალითებიც მრავლად გვაქვს ქართულ რეალობაში. შესაბამისად ეს პასუხი რომ ეკლესია თავად ავრცელებს მსგავს ჭორებს, ძალიან დაუსაბუთებელი და ბუნდოვანი ბრალდება იქნება, ვინაიდან ვიმეორებ - ეს ხალხი უპირველესად ეკლესიას უქმინს მრავალ პრობლემას, უფუჭებს სახელსა და სახეს.

       მოხალისეები - ეს პირდაპირი გაგებით ადამიანები რომლებიც მსგავსი ჭორებით ხალისობენ...

და ეკლესიის მტრები, რომელთა კატეგორიაშიც ასევე შევიყვან ამ მოხალისეებს... თითქოს პარადოქსია  ეკლესიის მტერი, ეკლესიის შესახებ ავრცელებდეს სასწაულებს, მაგრამ თუ დავუკვირდებით სრულიად რეალური და მომგებიანიც.

მოგეხსენებათ, დღეს, ჩვენს რეალობაში რჩება გამოთქმა - "სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო". ამ პრინციპზე მცხოვრებ საზოგადოებაში, სადაც იმიჯი უპირატესია, ადამიანის "გაფუჭების" კარგი საშუალება ამ სახის და იმიჯის შებღალვაა. პროვოკაციებია ეკლესიის ისტორიის მანძილზე მრავლად იყო, ახლაც არაფერი არ ხდება განსაკუთრებული, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა ვისწავლოთ ისტორიისა და წარსულის საფუძველზე, აწმყოსა და მომავლის მოწესრიგება?

ვიმეორებ - ბრბო ხშირად ეკლესიას უფუჭებს სახელს, ეკლესიას უფუჭებს ავტორიტეტს, ეკლესიას უქმინს პრობლემებს და ეკლესიის წევრებს უყენებს წყალს... ასე რომ ჩემო კარგებო, მეგობრებო, ახლობლებო და ნათესავებო, რომლებიც ხშირად წამოეგებით ხოლმე მსგავს ჭორებზე და რაღა დავმალო, მეც ხშირად თქვენთან ერთად ვარ ამ ბრბოს წევრი, ვიცოდეთ რომ ეკლესიის მტრების წისქვილზე ვასხამთ წყალს. ისინი დაქვცინიან ამ ფანატიზმისა და ცრუ ან მცირედმორწმუნეობის გამო... უნდა დავფიქრდეთ ყოველი ჩვენი ნაბიჯის წინ. და იქ სადაც აზროვნება არ არის - არც ქრისტიანობა მგონია რომ იყოს, ვინაიდან ქრისტე იყო ნათელი... განათლება და სიბრძე მისგან მოდის. განსჯა მისგან მოგვეცა და ეს უკანასკნელი აუცილებელია ადამიანობისთვის!

მე არ ვამბობ რომ არ მოილოცოთ წმინდა ადგილები და ტაძრებში არ იაროთ და სახლში ვიჯდეთ და ვიძახოთ ღმერთი მწამსო! იაკობ მოციქული ამბობს: "...სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდეს საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო" (იაკობი 2, 17) მაგრამ კვლავაც ვიტყვი - ეს არ უნდა იყოს ფანატიზმი... სარწმუნოების გამოხატვის ფორმულა მაცხოვარმა დაგვიტოვა - "ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით უერთიერთას" (იოანე 13, 35).

ჩვენ არ უნდა დავრბოდეთ ეკლესიების მოსალოცად მხოლოდ იმის გამო, რომ განვიკურნოთ ანდა უარესი - ჭორს ავჰყვეთ - ხილვა ჰქონდა და ყველა განიკურნება ვინც იქ მივაო. მითუმეტეს იმ ფორმით გავრცელებული სასწაულების გამოვლინებები რომელთაც ვისმენთ - 200 მეტრში, 15 მეტრში, ვინც დაესწრება, ვინც ხელს შეახებს და ა.შ. ახლა აღარაფერს ვამბობ იმ თემაზე ხატებს და ჯვრებს რომ აწყობენ საფლავზე "სიწმინდე გადმოვიდესო"... ეს ხატი თავად წმინდანის გამოსახულებაა და ერთ წმინდანზე უნდა გადმოვიდეს მეორე წმინდანის მადლი? ანდა თავად მამა გაბრიელი, წმინდათა დასს საკუთარი ჯვარის პირნათლად წევამ შეუერთა და ჩვენ ვცდილობთ ჯვარზე გადმოვიდეს მამა გაბრიელის მადლი? ნუთუ ხატები და ჯვრები მხოლოდ მატერიაა ჩვენთვის? არ ვიცი მეგობრებო...

დღეს მე და ჩემი "ცხოვრების" თანამგზავრი მოვდიოდით და ვსაუბრობდით ამ თემაზე... მეთქი რამე უნდა დავწეროთქო, მან - "არ გინდა, არ დაწეროო" - მითხრა - "გულისტკივილს თუ გარეთ გადმოიტან, ის აღარაა გულისტკივილიო" და მართალიცაა - თუ გული გტკივა, გული გულთან უნდა მიიტანო და თითოეულს უნდა აუხსნა, თითოეულს უნდა დაელაპარაკო... ამიტომ ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ამხელა ტექსტი დაუზარელად წაიკითხა..

ვევედროთ წმინდა მამა გაბრიელს ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა...

ნახვა: 671

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ეკლესია, მამა_გაბრიელი, ქველი

ლაშა: ივნისი 16, 2013||10:24pm

ვიმსჯელოთ მერე მოყვასო ჩემო, მეგობარო ჩემო და ... :D :D 

Tamila Moshiashvili: ივნისი 16, 2013||11:35pm

ბეწვი

ილია ოსეფაშვილი: აგვისტო 22, 2013||12:34am

მომწონს შენი მსჯელობა მოყვასო

ლაშა: აგვისტო 22, 2013||12:38am

მადლობა მადლობა :))) ვიცი რომ ამ მსჯელობაში დამეთანხმებოდით :)) 

ლაშა: იანვარი 4, 2014||9:06pm

       არ ილევა ეს ცრუსასწაულობანა და არც ეს პოსტი კარგავს აქტუალურობას! 

       ახლა მოუგონიათ, თურმე ვინც შობამდე მოინახულებს მამა გაბრიელის საფლავს, ყველა განიკურნება, აშენდება, ამშევნდება და იბრწყინებსო!!! 

       მცირედმორწმუნე, უგუნური და უგვანი საზოგადოება რომელიც ასე უცბად წამოეგება ხოლმე თითოოროლა უღმრთო ადამაინის სიტყვებზე, აბა რა ვუწოდო ამის გამავრცელებელს, ამის წამომწყებს? 

       განა მასზედ არ ამბობს უფალი: 

       7. ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური. (მთ. 18, 7) 

ცოტა გონებას მოვუხმოთ ჯობს სასწაულის მაძიბელნო!

ლაშა: იანვარი 5, 2014||2:01pm

       ორი დღეა მცხეთაში ფეხის დასადგმელი ადგილი არაა. საიდან აღარ მოდიან, საქართველოს ყველა კუთხიდანაა ხალხი ჩამოსული. მიზეზი დედა პარასკევას ხილვა, ვინც შობამდე მამა გაბრიელის საფლავზე მივა ყველას ორი სურვილი აუსრულდება.

       მე წილად მხვდა, მამა გაბრიელთან მის სიცოცხლეში რამდენჯერმე შევხვედროდი. მომესმინა მისი საუბარი და სწავლებები. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ის ჩემთვის სიცოცხლიდანვე საპატივცემულო სასულიერო პირი იყო და ახლა ასეთივე წმიდანია.

       რისი თქმაც მინდა, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე არ ეხება მამა გაბრიელს, ეხება ხალხის დამოკიდებულებას, კონკრეტულ საკითხებში რელიგიის სახელით არარელიგიურ მოქმედებას.
მე არ ვიცი რა სურვილების ასრულებაზეა საუბარი და ამას არ შევეხები, უფალმა ყველას მიმადლოს კეთილი სურვილების ასრულება. 

       წმიდანები ჩვენი მეოხნი არიან უფლის წინაშე. ბიბლია გვასწავლის რომ ფრიად შემწე არს ლოცვა მართალთა. მაგრამ ასევე ვიცით ამისათვის ჩვენი ცხოვრების წესი და ჭეშმარითი სარწმუნოებრივი აღმსარებლობაა საჭირო. უფალი გვასწავლის, რომ ბოროტთან ბრძოლის უძლეველი იარაღი მარხვა და ლოცვაა. ანუ საქმე სულიერი და საქმე ხორციელი.

       ხშირად ის რაც მამა გაბრიელის საფლავთან მინახავს, ვეჭვობ რომ ეს იყოს ქრისტიანული სარწმუნოებით ნაკარნახევი, მორწმუნეთა ქმედება. დღემდე გაუგებარია ჩემთვის რას ნიშნავს საფლავის მიწაში ჩარჭობილი საკრედიტო ბარათები, გასაღებები, მობილური ტელეფონები და ა.შ.

       არც ის მგონია მორწმუნის საქმე 400-500 კილომეტრს რომ გამოივლი, მამა გაბრიელის საფლავს მოილოცავენ და არ შეხვალ ტაძარში და არ მოილოცავ მაცხოვრის კვართს. ქისტიანული სამყაროს უმთავრეს სიწმიდეს.

       არც კომერციული თხოვნა სურვილებია ქრისტეანეთა საქმე.

       ყველა სასწაული რომელიც აღესრულება წმიდათა მეოხებით, აღესრულება სული წმიდა ღმერთის მოქმედებით. ამიტომ ჩვენში შესაბამისი ადგილები უნდა ჰქონდეს დაკავებული ღმერთს და წმიდანს. ადამიანი ყველაფერში საიოლო გზას ეძებს. ადვილია და გვაწყობს, მოხვიდე მცხეთაში და ასრულდეს სურვილები. მაშინ როცა ზოგ შემთხვევაში არ მარხულობ, არ ლოცულობ და არ ცხოვრობ ეკლესიურად.

       ვიცხოვროთ ისე, როგორც პავლე მოციქული ამბობს; იყავით მობაძვათ ჩემდა ვითარცა მე ქრისტეს. მჯერა მთელი წლის განმავლობაში აგვიხდება ის სურვილები, რომლის ასრულებაც საჭიროა ჩვენი ცხონებისათვის.

       უფალი მეფობს. დიდება უფალს.


დეკანოზი კონსტანტინე (პაიჭაძე)

Tamila Moshiashvili: იანვარი 6, 2014||12:38am

სრულიად გეთანხმებით მამაო! 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters