თქვენ არ ვიცი როგორ ფიქრობთ მკითხველნო, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან ალოგიკურია გინდოდეს მსოფლიო კაცობრიობის გამოხსნა და დაიბადო იმპერიის მიყრუებული პროვინციის ერთ-ერთ სოფელში, ბოსელში, ბაგაში, მაშინ როდესაც ხარ ის ერთადერთი გამონაკლისი, რომელსაც გაქვს არჩევანი - დაიბადო იქ, იმ ადგილას, სადაც გინდა და როცა გინდა. და შეგიძლია იმპერატორად აღიზარდო, იმპერატორისავე სასახლეში და მართო მსოფლიო იმავე ღირებულებებით, რომლებსაც მოგვიანებით, ბოსელშიდაბადებული, ასე სათითაოდ უქადაგებ ადამიანებს და გიწევს მთებზე ბღოტიალი ან გემზე ღამის გათევა ხშირად შიმშილსა და წყურვილშიც კი. არადა, შეგიძლია იმპერატორი იყო და გამოსცე ისეთი დადგენილებები, რომლებიც სამყაროს უკეთესს გახდიდა, მე პირადად შესანიშნავად მაქვს წარმოდგენილი 9 ნეტარება რომის იმპერატორისაგან ნათქვამი, როგორ დაიწყებდა ხალხი ამ ყოველივეს შესრულებას და რამდენი საუკუნით ადრე გვექნებოდა უკეთესი სამყარო - დღევანდელი საოცნებო ევროპა. ბოლო-ბოლო ყოვლისშემძლე ბრიუსიც ხომ გვინახავს?!

ჯვარცმა, საგრადა ფამილია, გამოხსნა, უფალი, ალოგიკურობა, ღმერთი, Qwelly, photo, sagrada familia, logikuri samyaro, gaumjobeseba, patriotizmi, qveyana      კარგი, არ გინდა იმპერატორობა და რელიგიურ სფეროში არჩევ მოღვაწეობას? ხომ შეგიძლია დაიბადო ერთდერთი მონოთეისტური ღმერთის მიმდევართა ლიდერის ოჯახში? იყო სინედრიონის თავმჯდომარე და ხალხი დააყენო შენს რჯულზე, რატომ იწყებ ქვემოდან და ირთულებ გზას? გიწევს გაიქცე, დაბრუნდე, იშრომო, განკურნო - გაგინონ, გააცოცხლო - მოგკლან, გდევნონ, გაწამონ რისთვის, რატომ? როცა ამის გარეშე შეგიძლია ყველაფერი მართო ზემოდან? არა, ძალიან ალოგიკურია ეს ყოველივე.

      აგერ შეხედეთ საქართველოს - ქვეყანა ჭაობშია და საზოგადოება დღენიადაგ მთავრობების ქებასა ან გინებაშია, წინა მთავრობისა თუ ახლის. ამ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ფიქრობს რომ ქვეყნის მთავარი უბედურება, ზემოთ - მთავრობაშია. ამიტომ ან გარბიან ამ ქვეყნიდან, ან უბრალოდ აგინებენ და აგინებენ. ისე, რომ იცოდე უფალო, „ქართველი ხალხი“ ბრძენია და ისინი როცა ფიქრობენ, რომ სათავეშია პრობლემა, ე.ი. მართაც სათავეშია პრობლემა, მაგრამ შენ მაინც გადაწყვიტე ბოსელში დაბადებულიყავი. ჩვენთან მთავარია დაგჭირდეს, გამოიყენო და როცა ხედავ რომ საჭირო აღარ არის, მიაგდო და დაივიწყო, შენ კიდევ პირიქით - იქით დასდევდი ყველას, ოღონდ რამე გეშველოთო. ალოგიკურია უფალო.

      მეორე ნაწილში, რომელიც შენ დაადგინე სამყაროს გაჭირვების ტალკვესად, ერთადერთ დაუმარცხებელ ადგილად და ეს მართლაც ასეა, ის უნდა იყოს სათავე გაუმჯობესებისა, იქ უარესი ამბებია - ერთადერთი კრებულიდან, რომელმაც უნდა უშველოს ამ ქვეყანას, ხალხი პანტაპუნტით გარბის და გაქცეულები ტრიალდებიან და ისევ იმ კრებულს აგინებენ. რატომ, იმიტომ რომ ეს ხალხიც ფიქრობს რომ პრობლემა კვლავ ფულით გაუმაძღარ მმართველებშია, რომლებიც თავისას ქადაგებენ და არა ღმრთისას. და ამ ბრძენი ხალხის ფონზე, შენ მაინც იმ კუთხიდან იყავი, რომლიდანაც სიკეთე არავის ენახა, როგორც შენი მოციქული ამბობდა და კვლავინდებურად ქვემოდან ცდილბდი შეგეცვალა. ხომ ვამბობ, არავის ესმის უფალო შენი, რადგან ძალიან ალოგიკური ხარ. ყოველშემთხვევაში, ჩვენ საერთოდ არ გვესმის შენი.

      და მე არ მიკვირს დიდი ინკვიზიტორისა. ინკვიზიცია იქით იყოს და ამ სამყაროშიც იგივე ბედი გელოდა თუ ისევ „არაამქვეყნიურ არს მეუფება ჩემიო“ იტყოდი.

თითქმის იგივე სატკივარი:

უხეირო წარმატება და პარადოქსი

ფოტო ალბომიდან: საგრადა ფამილია

ნახვა: 583

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ეკლესია, ლოგიკა, პოლიტიკა, სამშობლო, ქრისტიანობა, ღმერთი

თათია: მარტი 7, 2016||9:01pm

მე კი მგონია, რომ პრობლემა ჩვენშია... უფალმა მრავალნაირი გზა დაგვანახა და გვასწავლა.. ამქვეყნიურ მეუფეებს მისცა უფლება ემართათ ზექვეყნები, გამოეცათ კანონები, მაგრამ არა! ჩვენ მაინც ჩვენებურ "სწორ" გზას ვირჩევდით.. თვალხილული ბრმები ვართ!

ცისია: მარტი 8, 2016||4:03pm

ავტორი ვინ არის??? 

p.s. პრობლემები უფრო სხვა რამეშია ვიდრე დაბადების ადგილმდებარეობაში 

ლაშა: მარტი 8, 2016||4:06pm

ავტორი გახლავართ )) რაშია პრობლემები ცის

George: მარტი 8, 2016||7:00pm

პრობლემა რამდენიმეა, დავიწყოთ პირველი აბზაციდან : სრულიად ქართული კითხვაა, რომელზეც ასევე ქართველურ პასუხს ეძებენ ! თუ ადამიანს სხვაგან არ უცხოვრია და *საზღვარგარეთი*( გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება ამ უმახინჯეს (sic- ვიტყოდი ქვეცნობიერს, მაგრამ აღრევა შესისლხორცებულია გენეტიკურად, ვინაიდან კუნძული წყნარ ოკეანეში და პარიზი, ლჰასა და ბუჯუმბორაც - და მთლიანად სამყაროც- მინუს  მისი ერთი მემილიონედი აღიწერება ამ ხელოვნურად შექმნილი სიტყვით (პ.ს.-მეცხრამეტე საუკუნემდე მშობლიურ ენაში არ გხვდება))   ტერმინს ) მხოლოდ ტელევიზორში აქვს ნანახი - ბუნებრივად მიაჩნია, რომ ნებისმიერი ჰომო საპიენსი ოცნებობს იმპერატორობაზე (ისინი ხომ ჩვენ გვგვანან - ოღონდ უფრო მახინჯები და ნაკლებად ნიჭიერნი - ერთი სიტყვით : არაწილხვედრისეულნი არიან)...   

George: მარტი 8, 2016||8:43pm

წესით ღირებულებათა სისტემის მსხვრევა შოკს იწვევს, მაგრამ პოსტს ცოტაოდენი ხალხი კითხულობს, კომენტარებს უფრო მცირედნიც კი.. ( ყველაზე დიდი საშინელება კი ისაა, რომ წამკითხველები თანხმობის შემთხვევაშიც არ მივლენ ზემოდარჭერილ შოკამდე, ვინაიდან რაა მათთვის ციფრები ??? ( ციფრები კი ასეთია: დღეს - დედამიწაზე მცოვრებთაგან ერთმა მილიარდმა არც კი იცის, რომ ოდეზღაც არსებობდა იმპერატორის თანამდებობა ! პლუს  ერთ მილიარდზე მეტს (ამჟამად ჩინელებს ვგულისხმობ) - არასდროს *წამითაც* არ უოცნებია არა მხოლოდ იმპერატორობა, არამედ კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნობაც ! პლუს ერთ მილიარდს (ნამდვილ ჰინდუს) ამაზე ოცნებაც დიდ ცოდვად მიჩნია( და თუ შემთხვევით ეს  სიზმარში დაესიზმრათ - გაცილებით უფრო დიდ განწმენდას იტარებენ ვიდრე ძილში დაცემის მერე) !!! ... მერწმუნეთ , უფრო პატარა ციფრებით კიდევ 3 მილიარდს შევაგროვებ, მაგრამ გავჩერდები მხოლოდ ერთ ისტორიულზე - რომის იმპერიის აყვავების დროს დედამიწაზე *ბინადრობდა* დაახ. 100 მილიონი ადამიანი და მათგან 20(!) ერთეულს თუ უოცნებია იმპერატორობაზე !!! (პ.ს. - ბოლო ფრაზა რთულად იკითხება 4 მილიონ *პოტენციალურ* პრეზიდენტის მიერ)

ლაშა: მარტი 8, 2016||9:48pm

რიცხვებზე მომაგონდა, ტიგრანა ჩიოდა, 4 მილიარდი ტიგრანას გაძლება არ გინდაო და ჩვენ 4 მილიონ *პოტენციალურ* წილხვედრისეულ პრეზიდენტს როგორ უძლებს ეს ქვეყანა. 

George: მარტი 10, 2016||2:53am

ამდენი ვკრიფე, რომ პირველ აბზაცზეც დასკვნა ვერავის გაეგო ?( ჯგირ, მარტივად : მაცხოვრის შობა ბოსელში ალოგიკურია მხოლოდ ქართული მენტალობისთვის 

ლაშა: მარტი 10, 2016||1:46pm

სამწუხაროდ, ასე პირდაპირ ნათქვამიც არ გამოიღებს დიდ შედეგს, რადგან თქვენი თქმისა არ იყოს "პოსტს ცოტაოდენი ხალხი კითხულობს, კომენტარებს უფრო მცირედნიც კი" (( 

ლაშა: აპრილი 3, 2016||11:54am
წინათ, როდესაც "ხალხი ბნელი იყო" მაცხოვრის შეკითხვა არავის გაჰკვირვებია, შეკითხვა კი ასე ჟღერდა: რა სარგებელია ადამიანისთვის თუ მთელ ქვეყანას მოიგებს და სულს კი დაჰკაგავს? ))
ლაშა: მაისი 7, 2022||10:14pm

იმის გამო, რომ ადამიანი ღმერთს დაშორდა, დაკარგა მასთან კომუნიკაცია, ერთ დღესაც აღმოაჩინა რომ ღმერთის გადაწყვეტილებები ალოგიკურია. ეს აღმოჩენა თან აღაფრთოვანებს და თან კიდევ უფრო აშორებს ღმერთთან. არადა, თუ შემოქმედია, მაშინ ქმნის ისე, როგორც უნდა და შესაბამისად, ქმნის კანონს ისე, როგორც ლოგიკურია.

ჰოდა, იმის კვლევა-ძიების ნაცვლად, ესა თუ ის გადაწყვეტილება რატომ მიიღო ღმერთმა, ადამიანმა მოიფიქრა რომ ღმერთი ალოგიკურია და მისი გაგება შეუძლებელი.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters