რაც უფრო ახლოაა ოქტომბერი, უფრო მეტად იძაბება პოლიტიკური ველი. მართალია ტემპერატურა კლებულობს და კიდევ რამდენიმე დღე წვიმები და ნიაღვრები გველის, მაგრამ პოლიტიკაში დაპირისპირებები აქტიურდება - ცემა-ტყეპა, ლანძღვა-გინება. დღეს აქტუალური იყო კვლავ დმანის-რუსთავი და ახლა უკვე ელჩების წინ გამართული ცემა-ტყეპა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1179 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 23 სექტემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1653 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 47 პაციენტი. ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12 948 ადამიანი აიცრა. ვახტანგ კალოიანი - საქართველოში ვადაგასული ვაქცინა არ გვაქვს, მოსახლეობასთან მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია უნდა მივიდეს. ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი მოქალაქეები იქნებიან იმ სიკეთის მიმღები, რომელსაც იღებს ევროპელი მოქალაქე. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება. კოვიდკლინიკებს, რომლებსაც დარღვევებს გამოუვლენენ, კონკრეტულ ვადებში, დასაქმებულებისთვის დანაკლისის ანაზღაურება დაევალება.

      საერთაშორისო შეხვედრები - ირაკლი ღარიბაშვილი - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია - გენერალურმა მდივანმა შეაქო საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის შესანიშნავი თანამშრომლობა, მათ შორის რეგიონში მდგრადი სამშვიდობო დღის წესრიგის პოპულარიზაციის კუთხით. გაერო ინარჩუნებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელოვანი მუშაობის მიმართ მტკიცე ვალდებულებას.

      #არჩევნები2021 - „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ზუგდიდში მხარდამჭერებს შეხვდნენ. სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე ვარკეთილის მესამე მასივში მცხოვრებლებს შეხვდა. „სამართლიანი არჩევნები“ - 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის - 2 და სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის და ხელის შეშლის 20 შემთხვევა გამოვლინდა. „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევით, „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 50.9% უჭერს მხარს, „ნაცმოძრაობას“ - 25.2%, პარტიას „საქართველოსთვის“ - 5,7%. კვლევის შედეგებით, კახა კალაძეს გამოკითხულთა 57.9% უჭერს მხარს, ნიკა მელიას - 27.8%, გიორგი გახარიას - 5.3%. გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ თავდასხმა ჩვენს პარტნიორებზე „ქართული ოცნებისთვისაც“ ცუდია და ასევე, აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. გიგი წერეთელი - ამგვარ პირობებში არჩევნები ტარდება მხოლოდ ავტოკრატიულ, ტოტალიტარულ რეჟიმებში, სამწუხაროა, რომ საქართველოდან ასეთი მაგალითები მიდის ჩვენს პარტნიორებთან. „ლელო“ – „ლელოს“ გლდანის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თამარ ადამია მოსახლეობასთან ყოველდღიურ შეხვედრებს აწარმოებს. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ძალადობრივი ინციდენტებისგან თავისუფალი და გამონაკლისი არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები აღმოჩნდა. „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდნენ. აშშ-ის საელჩო - ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა დმანისსა და რუსთავში.

      ელჩების შეხვედრები და საარჩევნო დაპირისპირება - ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა. ნიკა მელია ირაკლი კობახიძეზე - იმის ნაცვლად, რომ თავი დახარონ, გამოდიან და ყველაფერს ფაბრიკაციას უწოდებენ, შავზე თეთრს ამბობენ. ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს - რა დიპლომატიური სკანდალი, სად არის დიპლომატიური სკანდალი?! არც მიშელის დოკუმენტი და არც რამდენიმე ტელევიიზის მიერ გამოგდებული ჩანაწერები ელჩებთან შეხვედრაზე განხილვის თემა არ ყოფილა. ნიკანორ მელია ასეც და ისეც გაიპარება ოფისიდან - გაიპაროს, როგორც იპარება ხოლმე ნებისმიერი პროვოკაციის შემდეგ. სერგო ჩიხლაძე ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძის დაპირისპირებაზე - ეს არის შედეგი იმ ძალადობრივი გარემოსი, რომელსაც ხელისუფლება უკვე წლებია ამკვიდრებს. ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას - ხულიგანი, უინტელექტო, ნაძირალა. ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს - გჯერა, რომ დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტები?! შენ ხარ უსინდისო! ირაკლი კობახიძე - რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს კრიმინალის მხრიდან - საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი სიტყვებისთვის, რომელიც ჩემგან მოისმინა. ნათია მეზვრიშვილი - საქმისთვის მოვედით და გარეთ ჩვეულებრივი მასკარადია - მიუღებელია ეს დაპირისპირება, რასაც ქუჩაში, ორ პოლიტიკურ ლიდერს შორის ჰქონდა ადგილი. გიგი წერეთელი მელია - კობახიძის დაპირისპირებაზე - ეს კადრები შეიძლება არავის გაუკვირდეს, ისეთ ლიგაში გადავედით ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში, მაგრამ მაინც გულდასაწყვეტია - ეს ფაქტი არავის ამკობს. გიორგი ვაშაძე - ევროკავშირის დელეგაციის წინ და ზოგადად, ქვეყანაში ასეთი რამ რომ ხდება, კატასტროფაა, ძალიან ცუდია და საძაგლობაა. ირაკლი ღარიბაშვილი - მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან. ბაჩო დოლიძის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან არ არის სამართალდამცველების საკმარისი რაოდენობა, რომ მათ დაიცვან სიმშვიდე და ნიკა მელიას უსაფრთხოება. ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მომხდარზე - ეს არის „ნაცმოძრაობის” მუდმივი პროვოკაციებისა და ყაჩაღური საქციელის ნათელი დემონსტრირება. ბაჩო დოლიძე - ელჩის თხოვნით, ნიკა მელია და მისი მეგობრები რჩებიან შენობაში იქამდე, ვიდრე შსს არ დაუდასტურებს საელჩოს, რომ ტერიტორიის დატოვება იქნება უსაფრთხო ყველასთვის. მამუკა მდინარაძე - ნიკა მელიას მხოლოდ და მხოლოდ მძიმე პროვოკაციებზე წასვლა დარჩენია - ირაკლი კობახიძეს, რომლის გინებაც არ გამიგია, გამოსტყუა დედის გინება, სადამდე მიიყვანა ეს ძალიან გაწონასწორებული ადამიანი. კახა ქემოკლიძე - პოლიტიკური პროცესი მსგავსი ცირკითა და მასკარადით 2 ოქტომბერს, ცვლილების არჩევნებზე უნდა დასრულდეს. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება იყო. ნიკა მელია - ელჩების უმორჩილესი თხოვნა იყო, რომ არ წამოვგებულიყავით პროვოკაციაზე, რომელსაც რეჟიმი აწყობდა - „ქართული ოცნება“, რომც მოენდომებინა, საკუთარ თავს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ამაზე ნათლად ვერ წარმოაჩენდა. ანა დოლიძე - ქვეყანას სჭირდება სიძულვილის დასრულება, მშვიდობა და განვითარება. ბადრი ჯაფარიძე - კარლ ჰარცელმა გვთხოვა, არ დაგვეტოვებინა ოფისი და კავშირზე იყო შსს-სთან - შსს-მ ევროკავშირის ელჩს ვერ მისცა გარანტია, რომ შენობას უსაფრთხოდ დავტოვებდით. ხათუნა სამნიძე - რაც დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მოხდა, სრულიად მიუღებელია - ვიხილეთ ძალადობა და ეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ სურს.

      ჰესის ამბავი - ალუდა ღუდუშაური - ნაადრევია ფაქტობრივ მოცემულობად იმის წარმოჩენა, თითქოს „ენკას" მიერ კონტრაქტი არის შეწყვეტილი. თეონა აქუბარდია - მას შემდეგ რაც „ენკასთან" საარბიტრაჟო დავა დასრულდება, დამატებით კომპენსაციის სახით, თითოეულ მოქალაქეს მოგვიწევს თანხის გადახდა. მაია ბითაძე - „ენკა”-ს განცხადება უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ ტრაგედია არ არის იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობას ენერგეტიკის განვითარების მყარი ათწლიანი გეგმა აქვს. ბადრი ჯაფარიძე „ნამახვანჰესზე“ - მთავრობამ პროცესი ისე არაპროფესიონალურად და ცუდად წარმართა, რომ ამან მოსახლეობასთან და ინვესტორთან დაპირისპირება გამოიწვია. მამუკა ხაზარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა გააღატაკა, გაყარა ინვესტორები ანაკლიაში, ახლა „ენკაში“. ლაშა დამენია - მოსახლეობას საკუთარი ჯიბიდან მოუწევს ჯარიმის გადახდა ინვესტორთან დარღვეული პირობების გამო. ანა ნაცვლიშვილი - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული მოვლენები მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია.

      IDFI და შრომის ინსპექცია - IDFI სპორტული ფედერაციების 2019-2020 ხარჯების თაობაზე კვლევის შედეგებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ იკვეთება ფედერაციების მიერ ფინანსური სახსრების არაეკონომიური და არამიზნობრივი ხარჯვის რისკები. შრომის ინსპექტირების სამსახურმა სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასის არათანაბარი გადანაწილების კუთხით, 111 კოვიდკლინიკიდან აბსოლუტურ უმრავლესობაში დარღვევები გამოავლინა. შრომის ინსპექტირების სამსახური ქვეყნის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულებას შეამოწმებს.

      ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი დამნაშავედ ცნო და 12-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

      სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის და მოლეკულური მარკირების ლაბორატორიებს FAO-მ 10 000 ევროს ღირებულების ინვენტარი გადასცა.

      ჰარვარდი საქართველოზე - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. დევისის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი - კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველო არა მარტო კულტურის სფეროში, არამედ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორი - ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ქართველოლოგიის დარგში ახალი პროგრამა დაინერგა. სტივენ ჯონსი ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის ამოქმედებაზე - მადლობელი ვართ, რომ საქართველოს პრემიერმა მიიღო ასეთი ინიციატივა და მოგვცა საშუალება, რომ შევქმნათ ეს პროგრამა. მიხეილ ჩხენკელი - ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრი ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელებას დაიწყებს და პირველ ლექციას ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 939 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 19 ადამიანი. რუსეთში კორონავირუსის 21 438 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 820 ადამიანი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 133

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

თამარი: სექტემბერი 27, 2021||2:27am

ვირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა :( 

პანდემიამდე ცხოვრება რომ მოგენატრება ადამიანს საქართველოში. :(

ლაშა: სექტემბერი 27, 2021||11:37am

აღმოჩნდა, რომ პანდემიამდეც იმდენი ადამიანი იღუპებოდა დღიურად, რამდენიც პანდემიაში: 

იხ. სტატისტიკა: https://www.qwelly.com/group/sociology/forum/topics/gardacvaleba

თამარი: სექტემბერი 29, 2021||11:17pm

მადლობთ ლაშა სტატისტიკისთვის, დამამშვიდა . 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters