ოცი ათასად შეფასებული ქვეყნის „ღალატი“ და გვირილაზე გადაწყვეტილი შესვლა

      ეპიდემიოლოგი ჯერ კიდევ გვაფრთხილებს საფრთხეებზე, ხოლო ეკონომიკა ტირის ამ შეზღუდვების გამო. ეკონომიკის მინისტრი კი იმედიანად არის ჩვენც ამავეს გვირჩევს. დღის მთავარი ამბავი ორ ნაწილად გაიყო - ერთი ელისაშვილის და მისი მოძმის გაპარლამენტარება და მეორე, მელაშვილი-ილიჩოვა-მელაშვილის გათავისუფლება ოცი ათას ლარად, გირაოს სახით. შეგახსენებთ, მათ ბრალი ქვეყნის ღალატში წაუყენეს. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 256956, გუშინ დილის შემდეგ - 669; გამოჯანმრთელებული - 247096, გუშინ დილის შემდეგ - 637; გარდაცვლილი - 3148, გუშინ დილის შემდეგ - 21; კარანტინის რეჟიმში - 521. დოლარის ფასი ლარში - 3.3026.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 29 იანვარი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 19 311 ტესტი ჩატარდა. 21 პაციენტი გარდაიცვალა. პოლიციამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 837 ფაქტი გამოავლინა. საქართველოს კლინიკების ასოციაცია - ვაქცინის მოსაპოვებლად ყველა უნდა გავერთიანდეთ - მხოლოდ „კოვაქს" პლატფორმაზე დაყრდნობა არასაკმარისია, ვაქცინის მისაღებად უნდა ვიპოვოთ დამატებითი წყაროები.

      ეპიდემიოლოგის გადმოსახედიდან - ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის, 13 644 ტაქსის მძღოლს აქვს ტესტირება ჩატარებული და კორონავირუსი 79-ს დაუდასტურდა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უსამართლობა ანუ ვაქცინების მიწოდებაში არასამართლიანობაა. უახლოეს დღეებში გვეცოდინება, დაბალ და საშუალოგანვითარებული 51 ქვეყნიდან, რომელს შეარჩევს “კოვაქს” პლატფორმა „ფაიზერის“ ვაქცინის მისაწოდებლად. ჩამოყალიბდა ზამთრის კურორტების ასოციაციის ჯგუფი, რომელსაც აქვს ხედვა, შესაბამისი პირობების დაცვით, როგორ შეიძლება კურორტების გახსნა. ევროკავშირის 7-8 ქვეყნისგან შეპირებაა, რომ თუ მათ მეტი დოზა აქვთ შეკვეთილი ვაქცინის, ვიდრე სჭირდებათ და როდესაც მიიღებენ ჭარბ დოზებს, საქართველოს გადმოუნაწილებენ. ყველაფერი ერთბაშად რომ გაიხსნას, იგივე ვითარება დადგება, რაც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა - ვერ დავუჭერ მხარს, ისევ შევიდეთ იმ მასშტაბის ტალღაში, როგორიც გვქონდა. ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი დღეს არის ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე ნაკლები - 3,5%.

      ეკონომიკის პრობლემა - ნათია თურნავა ავიაკომპანიებს მიმართავს, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც PCR ტესტის ნეგატიური პასუხი, ან კოვიდვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნებათ. ყველა წინაპირობა გვაქვს, რომ 2021 წელი ზრდის და აღდგენის წელი იყოს. ჩვენთვის პრიორიტეტი სკოლების გახსნაა და თარიღებშიც ამდაგვარად აისახება. რადგან ქვეყნის ბიუჯეტი გადატვირთულია სოციალური პროგრამებით და ხარჯებით, აქცენტი კერძო სექტორის ინიციატივაზე გადავა. თუ ყველა შევასრულებთ რეკომენდაციებს, დიდი იმედი მაქვს, რომ რესტორნები არა მარტო აჭარაში, არამედ დანარჩენ საქართველოშიც იმუშავებენ. ძალიან მკაცრი კონტროლი იქნება, რომ აჭარაში, კაფეებსა და რესტორნებში არ იყოს დიდი, ხალხმრავალი ღონისძიებები - ეს დარღვევა იქნება და ამას არ დავუშვებთ. ძალიან ვთხოვ ყველას, თავი შეიკავოს ჩვენი საამაყო ეპიდემიოლოგების უსამართლო კრიტიკისა და დადანაშაულებისგან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოსტკოვიდ პერიოდში, რაც შეიძლება მეტი იაპონელი ინვესტორი დავაინტერესოთ და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას.

      „ქვეყანა უნდა გაიხსნას“ - ამ მოწოდებით მოძრაობამ „ხალხისთვის“ სიგნალების აქცია გამართა. სერგო ჩიხლაძე - ოპოზიციაში რევოლუციაზე არავინ საუბრობს - აქციები იქნება, მაგრამ ამას რევოლუციად ვერ მონათლავს ვერც ხელისუფლება და ვერც გომელაური.

      გარეთ დარჩენილებიდან კიდევ შეემატნენ პარლამენტს - მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტის თაობაზე მმართველ გუნდში დისკუსია „ბოლო წუთამდე გაგრძელდება“. გია ვოლსკის განცხადებით, აქვს განცდა, რომ ოპოზიციის მხრიდან მანდატების შეწყვეტის “გააფთრებული მოთხოვნა” იმასთანაა დაკავშირებული, რათა მოლაპარაკებები არ შედგეს. ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ორმა კაცმა რაც შევძელით, მაქსიმუმი გამოვგლიჯეთ „ქართულ ოცნებას“ - დანარჩენი ოპოზიცია არის 54 დეპუტატით გარეთ დარჩენილი, ისინიც შემოვიდნენ, დაელაპარაკონ, იმუშაონ და დავასრულოთ ეს ყველაფერი. ლევან იოსელიანი - დღეს ხელში გვიჭირავს საარჩევნო სისტემის რეფორმა, 4 ადამიანი არის გარეთ, ეს ყველაფერი არის მოლაპარაკების და იმის დამსახურება, რომ ჩვენ ეს მოლაპარაკებები გავაგრძელეთ. არჩილ თალაკვაძე - დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ჩვენ და „მოქალაქეებმა“, ღიაა სხვა პარტიებისთვისაც - განვაგრძობთ დიალოგს და ველით, რომ ოპოზიციის მონაწილეობა პარლამენტში გაფართოვდება. თინა ხიდაშელი - ელისაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც გამოვარდა და ცნობილი განცხადება გააკეთა: გამორიცხულია, ამათთან ერთად პარლამენტში რა გვინდაო - როგორც ჩანს, გამოუცდელობით მოუვიდა, შევუნდოთ. გიორგი ვაშაძე - ძალიან ვწუხვარ იმ გადაწყვეტილების გამო, რაც ელისაშვილმა და იოსელიანმა მიიღეს, მაგრამ 2 ადამიანის დამატება ვერანაირ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს პარლამენტს - თვითონ დოკუმენტი მკვდრადშობილია.

      ეკოომიკის სტატი - წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში გაცემული მშენებლობის ნებართვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 11%-ით შემცირდა. რომან გოცირიძე - საქსტატი ხშირად ეწევა მთავრობის საქმიანობის შელამაზებას - როგორც ინფლაციის მაჩვენებელი გააყალბა, ახლა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც დაამახინჯა.

      კარტოგრაფები ოციათასად - სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ხელისუფლებას ნებისმიერ მომენტში შეეძლება ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ციხეში დააბრუნოს, ამიტომ ამ საქმეზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. გია ხუხაშვილი - შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ოპოზიციასთან სავაჭროდ გამოუშვეს - გამოიყენეს, ახლა გადააგდეს. მიხეილ სარჯველაძე - ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით არც ერთი დამაჯერებელი ახსნა არ მოგვისმენია, ოპოზიციური ძალები და ბრალდებულები დაკავებულები იყვნენ იმის გაცხადებით, რომ გარეჯი საქართველო არ არის. რამაზ საყვარელიძე - თუ გარეჯის საქმეში მაღალი თანამდებობის პირების ბრალეულობა არ დამტკიცდა, სახელმწიფო და სამართალდამცავი უწყებები საზოგადოების ნდობას დაკარგავენ. ხათუნა გოგორიშვილი - გირაოს თანხასთან დაკავშირებით სოლიდარობა ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვერანაირად ვერ მოახერხა მოღალატის იარლიყის მიწებება კარტოგრაფებისთვის. ვახტანგ ძაბირაძე - როცა 4-5 დღე დარჩა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტამდე, ილიჩოვა-მელაშვილის გათავისუფლება კონკრეტული პარტიებისთვის პარლამენტში შესვლის მოწოდებისკენაა მიმართული. საბა ბუაძე - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მათი პოლიტიკური დევნის დასრულებას არ ნიშნავს. ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება მოლაპარაკებების შედეგია. ომბუდსმენი - ივერი მელაშვილის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა დადგინდა. დავით ჭიჭინაძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე - ასე იოლად თუ შეგიძლია, ადამიანს სახელმწიფოს ღალატი დააბრალო და მერე რაღაცებზე ივაჭრო, თავად ხარ ყველაფრის მკადრებელი! სოზარ სუბარი - ივერი მელაშვილმა დაადასტურა, რომ შეგნებით მონაწილეობდა დანაშაულში - თუ ასე ბევრნი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ასე უხარიათ, როცა ვინმე იტყვის, რომ გარეჯი საქართველო არაა, ვერ წარმომედგინა. ივერი მელაშვილი - უშუალოდ დავით გარეჯის მონაკვეთი შეუთანხმებელია - არ შევითანხმეთ, ქართულმა მხარემ „გავჭედეთ“, რადგან ეს ჩვენია. ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ პოლიტიკურის გარდა, სხვა შინაარსი არ აქვს - ეს იყო არჩევნების დროს პოლიტიკური ოპონენტების „გაშავება“.

      დასჯა - საპატრიარქო - ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ჯანმო-ს ინფორმაციით, უხანში ჩასული ექსპერტები ლაბორატორიებს, ბაზრებსა და საავადმყოფოებს დაათვალიერებენ. აშშ-ში კორონავირუსის 164 665 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 872 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთი - 59 ახალი შემთხვევაა და 2 პაციენტი გარდაიცვალა. მექსიკამ კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით ინდოეთს გადაუსწრო და მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა. ევროკომისიის პრეზიდენტი - AstraZeneca-სგან ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით დასაბუთებული ახსნა გვსურს. რუსეთში კორონავირუსის 19 238 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 534 ადამიანი გარდაიცვალა.

      ქედმოხრა - ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას - ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი მთავრობის შეუპოვრობის წინაშე, რომელსაც თქვენ იჩენთ რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 140

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: იანვარი 30, 2021||8:52pm

ახლა ვაქცინა აღარაა მნიშვნელოვანი, გარეჯი საქართველოა და მცხეთა მცხეთაა! ესაა მთავარი...

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters