არჩევნების შედეგები და ერთპარტიული პარლამენტი - სხვებისგან უარი

      არჩევნები ჩატარდა. როგორც ევროპული სადამკვირვებლო მისიები ამბობენ, მეტწილად თავისუფალ გარემოში ჩატარდა და შედეგებიც ლეგიტიმურიაო, მეზობელი აზერბაიჯანი პრემიერს და ოცნებას გამარჯვებასაც ულოცავს უკვე, მაგრამ მეათე მოწვევის პარლამენტი ოპოზიციური სპექტრის მხრიდან ბოიკოტირებულია და მხოლოდ ქართული ოცნებაა ჯერ-ჯერობით პარლამენტში შემსვლელი. დაგეგმილია აქციები. კორონა არ ჩერდება - - დადასტურებული შემთხვევა - 42579, გამოჯანმრთელებული - 26800, გარდაცვლილი - 342, კარანტინში - 2977.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 2 ნოემბერი, 2020

      #Covid19GEO - დავიწყოთ ვირუსი ცნობილ და სამთავრობო სახეებში - აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. დაუდასტურდა ასევე პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას. ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დანარჩენ საქართველოში კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც თბილისში 650, აჭარაში - 389, იმერეთში 441 შემთხვევა გამოვლინდა. ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 699 თავისუფალი საწოლია. ამირან გამყრელიძე - ახალი შემთხვევებიდან 70%-მდე არის სიმპტომებიანი პაციენტი - ოდნავ დაიკლო სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელმა.

      #არჩევნები2020 და შედეგები თავისი წესებით - ცესკოს ყველა უბნის წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 48.15%, „ნაციონალურ მოძრაობას” 27.14% აქვს. ყველა უბნის წინასწარი მონაცემებით, მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 საარჩევნო სუბიექტი მოხვდება, მათ შორის „ქართულ ოცნებას“ 61 მანდატი ექნება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ახალი მოწვევის პარლამენტში 75 მანდატი აქვს. “ქართული ოცნება“, რომელმაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 48.15% მიიღო, ამ შედეგით, ე.წ. ჩამკეტი მექანიზმის“ გამო, პარლამენტში ჯამში 90 დეპუტატზე მეტს ვერ შეიყვანს. ცესკოს ყველა უბნის მონაცემებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 16-ში, მათ შორის თბილისის 8-ვე ოლქში მეორე ტური გაიმართება. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არაუგვიანეს 20 დეკემბრისა უნდა გაიმართოს. ოპოზიციის მიერ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაშიც, მათი კანდიდატები არჩევნებიდან არ მოიხსნებიან.

      არჩევნების შედეგები გამოხმაურებებით - მამუკა მდინარაძე - მიღებული შედეგების პროპორციულად საბედნიეროდ, მე-10 მოწვევის პარლამენტს ექნება ლეგიტიმაცია, რომ მუშაობა დაიწყოს. ბედის ირონიაა, არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით რომ ჩატარებულიყო, „ქართული ოცნება“ 98 მანდატს მიიღებდა. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის დაყენების საფუძველი არ არსებობს. დავით ზალკალიანი - დიდი მადლობა საერთაშორისო პარტნიორებს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციის მხარდაჭერისთვის. ურმას პაეტი - ვულოცავ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის წარმატებით ორგანიზებას, თუმცა გარკვეული ხარვეზები უნდა მოგვარდეს. ვენდი მორტონი - მოვუწოდებთ მხარეებს არჩევნების მეორე ტურის სამართლიანად და კანონის სრული დაცვით ჩატარებისკენ. პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს. ანა დოლიძე - ცესკოს შენობაში მოთავსებულმა კუდიანებმა არჩევნები გააყალბეს. გიორგი მშვენიერაძე - აუცილებელია ოპოზიცია თანმიმდევრული და მოთხოვნის ფორმირებისას თანაზომიერი იყოს. ხატია დეკანოიძე - არც მეორე ტურში გავდივარ და არც პარლამენტში შევდივართ. სერგი კაპანაძე - 8 ნოემბერს იქნება საერთო ეროვნული აქცია, ჩვენი მოთხოვნაა, ვადამდელი არჩევნების ჩატარება. მამუკა ხაზარაძე - თუ ჩვენ ამ "შულერებს" ამას შევარჩენთ, ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის ვერ იქნება კიდევ რამოდენიმე ათეული წელი. სერგი კაპანაძე - ჩემი პირადი აზრია, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდეთ, მაგრამ ჩვენთან ერთი ადამიანი არ წყვეტს, ამაზე გვექნება დისკუსია და გამოვაცხადებთ პოზიციას. ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი - მეორე ტურში მონაწილეობას აზრი არ აქვს, თვითონ არ ვაპირებ, თუმცა გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს. სერგი კაპანაძე - ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ სერიოზული პრობლემები იყო არჩევნების დღეს ძალადობასთან, მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით. თამარ ჩუგოშვილი - ამ არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია უკვე აქვს და ამ პირობებში მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ვერც ამომრჩეველი გაიგებს და ვერც საერთაშორისო პარტნიორები. ხათუნა ლაგაზიძე - ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმამდე რისკები უნდა გადათვალოს, თორემ ეს ისეთ დამანგრეველ შედეგებს მოუტანს, არსებული მხარდაჭერაც სანატრელი გაუხდება. ბადრი ჯაფარიძე - პასუხისმგებლობა პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი უნდა იყოს. თინა ხიდაშელის შეფასებით, ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა შეცდომა იქნება. იმის მიუხედავად, რას ვფიქრობ მე და რა განწყობა მაქვს ამ არჩევნებზე, ეს არჩევნებიც ფორმალური თვალსაზრისით იქნება ლეგიტიმური. ლევან ბოძაშვილი - ახლა ყველაზე სწორი იქნება შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში და შექმნას თემატური კოალიცია. დავით ბერძენიშვილი - ჩვენთვის ადვილი არ არის ამ მანდატებზე უარის თქმა, მაგრამ „რესპუბლიკური პარტია“ ცალკე არ შევა პარლამენტში - საერთო შეთანხმება უნდა შედგეს. მე არ ვარ განწყობილი, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოხერხდება. გიგი უგულავა - ამ გაყალბებულ პარლამენტში შესვლა ნიშნავს პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას. ელენე ხოშტარია - არ ვიღებთ ზოგადად ამ თამაშის წესებს, არც მეორე ტურის სახით და არც ამ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლის სახით. შალვა შავგულიძე - ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმური არაა და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლა, ყალბი სურათის შექმნა იქნება. დავით ბაქრაძე - საკუთარი პარტიის შეფასებას ყველა თვითონ გაახმოვანებს, მაგრამ ერთს დავამატებ, ოპოზიცია არის ერთიანი. გიგა ბოკერია - ჩვენ გვაქვს ნებისყოფა და რწმენა, რომ მორალურად გავტეხოთ ივანიშვილი და მისი პოლიტიკური „კლოუნების“ გარემოცვა. დავით ბაქრაძე - აუცილებლად მოუწევთ დათმობაზე წამოსვლა, რადგან ერთპარტიული პარლამენტი არ არის პარლამენტი, ეს პარლამენტი ვერ იმუშავებს. ანა დოლიძე ცესკო-ს სრული შემადგენლობით გადადგომას მოითხოვს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. გიგი წერეთელი აცხადებს, რომ საერთაშორისო შეფასებებში, განსაკუთრებით კი, ეუთო/ოდირის დასკვნაში, არჩევნებზე გამოვლენილი ყველა დარღვევაა წარმოჩენილი. ოპოზიციური პარტიების წევრები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ზურაბ ჯაფარიძე - თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, „გირჩიც“ არ შევა. „ნაცმოძრაობის" წევრის გიორგი კირთაძის განცხადებით, საუბნო კომისიის წევრებს საოლქო კომისიაში იბარებენ და გაყალბებულ დოკუმენტებზე ხელის მოწერას სთხოვენ. გიორგი ვაშაძე - საერთო ოპოზიციური პოზიცია უნდა გვქონდეს, ვიხრებით იქით, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევიდეს პარლამენტში. ნინო ბურჯანაძე - მამაღმერთის გარდა, „ოცნებას“ ვერაფერი უშველის. გია ხუხაშვილის შეფასებით, ოპოზიცია პარლამენტში შევა თუ არა, პოლიტიკური კრიზისი მაინც გარდაუვალია. თინა ბოკუჩავა - არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს და მოვითხოვთ ახალ არჩევნებს, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. „ნაციონალური მოძრაობა" აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატებზე უარს აცხადებს. გიორგი კახიანი - იმედი მაქვს, რომ გონს მოეგებიან და დაუბრუნდებიან როგორც საარჩევნო რეჟიმს, ისე შემდგომ საპარლამენტო ცხოვრებას. ყოველი ხმა იქნება დაცული, ამის გარანტი არის ხელისუფლება. პროპორციული არჩევნები ჩავთვალოთ, რომ უკვე შედგა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ლეგიტიმურადაა ცნობილი. ვახტანგ ხმალაძე - როგორი უარიც არ უნდა გამოუცხადოს ოპოზიციამ პარლამენტს, „ოცნების“ წარმომადგენლებს მათი უფლებამოსილების ცნობა არათუ შეუძლიათ, არამედ ვალდებულნი არიან ეს გააკეთონ. გიგი უგულავა - ყველა, ვინც შეურაცხყოფილია ამ გაყალბებული არჩევნებით, ვიკრიბებით დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ. მეთიუ ბრაიზა - ვფიქრობ, საუკეთესო იქნება, თუ ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შევა. ბადრი ჯაფარიძე - ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. შალვა ნათელაშვილმა დეპუტატის მანდატზე უარი განაცხადა. ნინო ბურჯანაძე - მნიშვნელოვანია ის განცხადება, რაც ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელმა გააკეთა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ განცხადებასთან დაკავშირებით გარკვეული მანიპულაციები იყო. ბადრი ჯაფარიძე - "ქართული ოცნების" მხრიდან ერთადერთი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნება საუბარი ვადამდელ არჩევნებზე - მზად ვართ, ამის თაობაზე მათთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ. ხათუნა სამნიძე - სამართლებრივ ბრძოლასაც ვაპირებთ, ყველა ოქმის ბათილობას მოვითხოვთ. ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები ნიშნავს კაპიტულაციის გამოცხადებას მეორე ტურამდე - იციან, რომ აგებენ და მარცხის გაფორმებას ერიდებიან. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კომისიის თავმჯდომარემ მასთან პირადი საუბრისას დაადასტურა, რომ ოლქების უმეტესობაზე იყო მნიშვნელოვანი დარღვევები. ირმა ინაშვილი მხარდამჭერებს 7 ნოემბერს „თავისუფლების მოედანზე“ შეკრებისკენ მოუწოდებს. ხატია დეკანოიძე - ღრმა უფსკრულია, როდესაც პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის ერთპარტიული პარლამენტი გვეყოლება. მარკეტა გრეგოროვა - ცნობები ამომრჩევლებზე ზეწოლის და ხმების დათვლის დროს დაშვებული შეცდომების შესახებ შემაშფოთებელია. ვიზიარებ ხალხის შეშფოთებას ამ არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით, თუმცა ვფიქრობ ქვეყნის სტაბილურობაზე - ახლა საერთო ენის გამონახვის დროა. ანდერს ფოგ რასმუსენი - იმედი მაქვს, ქართული პოლიტიკური პარტიები გააგრძელებენ დემოკრატიის დაცვას ფრონტის წინა ხაზებიდან. მიხარია, რომ შაბათს ჩატარებულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ქართველების ერთგულება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი. მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა პანდემიის მიუხედავად. საერთაშორისო დამკვირვებლების პირველადი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო. თუმცა, არჩევნების შედეგებისადმი ნდობის განსამტკიცებლად, საჭიროა დარღვევების სათანადოდ გადაწყვეტა. სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნება“ იქნება მარტო და ერთპარტიულ პარლამენტს საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ ექნება - ეს სადღეგრძელოებისა და დითირამბების პარლამენტი იქნება. დავით მათიკაშვილი ოპოზიციის ბოიკოტზე - ეს ყველაფერი ხელმოცარული პოლიტიკოსების განცხადებებს უფრო ჰგავს - 2 წელიწადი ოპოზიციის უდიდეს ნაწილს პარლამენტში ვერ ვხედავდი და ვერც მათი საქმიანობა დავინახე. პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბებნენ. NDI - ცნობები სავარაუდო დარღვევების, გადაცდომებისა და დაშინების შესახებ აკნინებს იმ სამართლებრივ და ადმინისტრაციულ წინსვლას, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაუმჯობესებისთვის განხორციელდა. ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი გახარიას საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა. საბოლოოდ - „ევროპული საქართველო“ ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ამბობს. ახალი მოწვევის პარლამენტის საქმიანობაში ჩართვას არც „პატრიოტთა ალიანსი“ აპირებს. "ლელო" ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ამბობს. "გირჩი" პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. პარლამენტში არც „სტრატეგია აღმაშენებელი“ შედის. "ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები" ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს აცხადებს.

      საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა, რომელიც 1-ელი ნოემბრიდან იგეგმებოდა, გადაიდო.

      მოსამართლეები - ნაზი ჯანეზაშვილი - სერგო მეთოფიშვილი არ არის ყველაზე გამორჩეული მოსამართლე, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს თბილისის საქალაქო სასამართლოს. ნიკოლოზ მარსაგიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გარეშე ვერ დავტოვებდი.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - ჩეხეთმა 100 ათას მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებლით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. დონალდ ტრამპი - ევროპამ დრაკონული „ლოქდაუნი“ დააწესა, რა ჯანდაბას აკეთებენ? სომხეთში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 28 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 18 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 238 პაციენტი გარდაიცვალა. ირანში კორონავირუსის 8 289 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 440 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 596 შემთხვევა დაფიქსირდა.

      ომი - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხეთი აღდამისა და აღჯაბედის რაიონებს ბომბავს. სომხური მედია - აზერბაიჯანმა სასტიკ ბრძოლაში მთელი ასეული დაკარგა.

      მიწისძვრა თურქეთში - თურქმა მაშველებმა 3 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევებში 65 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა.

      არეულობა - ბელარუსში სამართალდაცავებმა 221 დემონსტრანტი დააკავეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 128

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

George: ნოემბერი 3, 2020||3:54pm

განაცხადა ადამიანმა, რომელიც 4 წელი ერთპარტიულ პარლამენტს ხელმძღვანელობდა : *დავით ბაქრაძე - აუცილებლად მოუწევთ დათმობაზე წამოსვლა, რადგან ერთპარტიული პარლამენტი არ არის პარლამენტი, ეს პარლამენტი ვერ იმუშავებს*

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლე

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:03am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტილია II-ის

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).

აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი, - ქრისტე აღდგა!

ენით გამოუთქმელი და მიუწვდომელი ეს…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters