აგენტურის აღმოჩენა, პირბადიზაციის წესები, არჩევნების ფალავნები და ინსპექტორის ამბები

      კორონას სტატისტიკამ მოიმატა და ქვეყანაც ნელ-ნელა შეშფოთებამ მოიმატა, დაიწყო მეორე ტალღებსა და შესაძლო აკრძალვებზე საუბარი. ამ დროისთვის კორონავირუსი დადასტურებულია - 879 მოქალაქის ტესტში, გამოჯანმრთელებული - 704, გარდაცვლილი - 14. ქვეყნის სხვა ამბებში მოახლოებული არჩევნებისთვის კანდიდატის მოფიქრება-მომზადების ნიუსებია, ასევე დიპლომატებთან შეხვედრა და დღის ბოლოს ხმაური რუსი აგენტის დაკავებაზე. რაც შეეხება წვიმიან მომენტებს - 15-19 ივნისს, მაღალი ტემპერატურის პარალელურად, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-სეტყვა. პირბადიზაციის წესებიც დადგენილია!

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 15 ივნისი, 2020

      ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ფართოვდება პირთა წრე, ვისაც კორონავირუსზე მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდება. ოკუპირებულ ცხინვალში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. მარიამ ქვრივიშვილი - ერთ-ერთი რეკომენდაცია შიდა მოგზაურებისთვის არის ის, რომ განთავსდნენ ისეთ სასტუმროებში, რომლებიც შემოწმებულია და შესაბამისი ნებართვაც გაცემულია. პრეზიდენტი მოსახლეობას - მინდა თქვენთან ერთად დავიწყო მოგზაურობა ჩვენს ქვეყანაში, ერთად აღმოვაჩინოთ საქართველო! ამირან გამყრელიძე - რაც ბოლო 4-5 დღეში ხდება პროგნოზირებადი იყო - ეს არ არის არც პანიკის, არც შეშფოთების საფუძველი, თუმცა სიმშვიდე აუცილებლად გვმართებს. მარიამ ქვრივიშვილი - როცა გერმანია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან საზღვარს გახსნის, საქართველო იქნება ერთ-ერთი, ვისთანაც ფრენებს აღადგენს. პაატა იმნაძე - ჩვენი მოქალაქეების ნაწილის ქცევას როცა ვუყურებთ, შეიძლება სიტუაცია გაცილებით უფრო ადრე დაიძაბოს, ვიდრე ამას ველოდებოდით. ამირან გამყრელიძე - სომხეთისთვის დახმარების შეთავაზების საკითხი ძალაშია. ქვეყანა საკარანტინო ზონებს ჯერჯერობით ვერ გააუქმებს. კორონავირუსზე ტესტირება საქალაქო ტრანსპორტში მომუშავე მძღოლებსა და კონდუქტორებს ჩაუტარდება. კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებს შორის, რუსთავის “ცხელების ცენტრში” მოთავსებული 82 წლის მამაკაცია. ლევან გოფოძე - მედპერსონალის შემთხვევაში კლასტერების მოძიება რომ დაიწყო, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ვარაუდი გამოთქვა, რომ გარედან შემოტანილი ინფექცია იყო, ახლა ამის მტკიცება, ცოტა ძნელია. ამირან გამყრელიძე - არსებული დინამიკა არ უქმნის საფრთხეს არც სწავლის დაწყებას და არც არჩევნების ჩატარებას - თუ „ავიშვით“, მაშინ არის რისკი ეპიდსიტუაციის გაუარესების. ორივე სამედიცინო პერსონალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა.

      ჯარიმები რეკომენდაციებზე - ორ დღეში შემოწმებული 26 კვების ობიექტიდან, რეკომენდაციების დარღვევის გამო, 16 კომპანია ჯამში 160 000 ლარით დაჯარიმდა.

      ბიუჯეტის ამბავი - რომან გოცირიძე - საგანგებო კი არა, საგანგაშო ბიუჯეტია, ბიუჯეტის შემოსავლების 54% ფორმირებულია სესხებით და ნაჩუქარი სახსრებით. ამბობენ, ბიუჯეტი შევკვეცეთ და „ქამარი შემოვიჭირეთ“, ეს არაა ქამრების შემოჭერა, ეს ის თანხებია, რომელიც ვერ დახარჯეს.

      არჩევნები მოდის ან გადადის - სალომე სამადაშვილი - ხელისუფლებას უკიდურესად ეშინია მოახლოებული არჩევნების, ამიტომ არ მიკვირს, რომ საუბარი დაიწყო არჩევნების შესაძლო გადადებაზე. ირაკლი აბესაძე - ამ ეტაპზე, ერთადერთ რაციონალურ აზრად, მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება მიგვაჩნია. გია ვოლსკი - განცხადებები, რომ დამარცხების შიში გვაქვს და ამიტომ ვცდილობთ არჩევნები დეკემბრისთვის გადავიტანოთ, არალოგიკურია - არ მინდა სიტყვა „სისულელე“ გამოვიყენო. გიგა ბოკერია - როცა უნდათ, პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ამხელა ძალაა და ახლა უცებ გაირკვა, რომ ყველა სუბიექტთან ცალკე უნდა იყოს მოლაპარაკება?! ლევან კობერიძე - ნათელაშვილის ოფისში არსებულ მაგიდასთან არ მივდივარ, რადგან წითელი ხაზი მაქვს გავლებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. დავით ბაქრაძე - ოპოზიცია თბილისის კანდიდატებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში შეჯერდება.

      შეხვედრა დიპლომატებთან - პრემიერი - სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ არჩევნების გამო ვირუსის გავრცელება მინიმიზირებული იყოს და ჩვენ ამას შევძლებთ ყველა შემთხვევაში. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ქვეყანამ ადაპტაცია გაიაროს და ისწავლოს, როგორ უნდა მართოს ეპიდემია. ნათია თურნავა დიპლომატებს - ჩვენ ვართ უსაფრთხო, მწვანე, სასურველი ქვეყანა ყველა ვიზიტორისთვის - სასიხარულო ცნობები მოგვდის დილიდან, რომ პრაქტიკულად, დატვირთულია ჩვენი სასტუმროები. კელი დეგნანი - საქართველომ აჩვენა, რომ არა მხოლოდ ერთგულია ნატოს მხარდაჭერისა, არამედ უკვე თავად შეუძლია გაწვრთნას და სერტიფიცირების სწავლება ჩაუტაროს საკუთარ თავდაცვის ძალებს. გერმანიის ელჩი - გამოვთქვამ იმედს, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება დემოკრატიის ტრიუმფი. კარლ ჰარცელი - საქართველოს თავადაც შეუძლია, ასწავლოს სხვებს, რაზეც მეტყველებს დღემდე მიღწეული შედეგები. აშშ-ის ელჩი - ყოველი არჩევნები უკეთესია, ვიდრე წინა, საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაუდასტუროს მსოფლიოს საკუთარი პროგრესი.

      საზოგადოებრივი ფული - სამი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი 9 600-მა მოქალაქემ თქვა.

      სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - ლონდა თოლორაია - მსხვერპლთა 30% აცხადებს, რომ ფიზიკური ძალადობა ავტომანქანაში მოხდა, სამართალდამცავების მანქანების შიდა პერიმეტრზე ვიდეოკამერები დამონტაჟებული არ არის. 1-ელი ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 351 შეტყობინება შევიდა, გამოძიება 68 შემთხვევაზე დაიწყო, აქედან 64 სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხებოდა. ჩვენი მთავარი იარაღი კანონი და თანამშრომელთა პროფესიონალიზმია. აქტიურად ჩავერთვებით საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნის რეფორმის პროცესში, რაც დაჩქარებას საჭიროებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უმნიშვნელოვანესია. ფარული სატელეფონო მიყურადებისა და ჩაწერის მიმართულებით სასამართლოს მიერ 1362 განჩინება გაიცა - შეჩერების მექანიზმი 98 შემთხვევაში გამოვიყენეთ.

      რუსეთის ჩეჩენი აგენტი - ქავთარაძეზე დაკავებული რუსი აგენტი ქვეყანაში 4 თვეს ცხოვრობდა. დაკავებულ ჩეჩენს, ფორმულას ინფორმაციით, ცნობილი ჟურნალისტის მოკვლა ჰქონდა დავალებული. გავიგეთ მას შემდეგ, რაც უკრაინიდან გამოიგზავნა მასალა - გვარამია გიორგი გაბუნიას დაგეგმილი მკვლელობის შესახებ. უსუფაშვილი რუსეთის მოქალაქის დაკავებაზე - სახელმწიფოს მოვალეობაა საზოგადოების დროული ინფორმირება. ჟურნალისტების მკვლელობის რუსულმა პრაქტიკამ გადმოინაცვლა ჩვენს ქვეყანაში - სამადაშვილი. ნიკა გვარამია - რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას კადიროვის დაკვეთით გეგმავდა. რაც ჩვენს ხელთ არის ცნობილი კონტრტერორისტული დეპარტამენტიდან გამოძიება დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინელებისთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე თვის წინ, შარშან მის ტერიტორიაზე ეთნიკურად ჩეჩენი, თუ არ ვცდები, უკრაინის მოქალაქის მიერ ხდებოდა კოორდინირება გიორგი გაბუნიას საქართველოს ტერიტორიაზე ლიკვიდაციის. აღნიშნული იმართებოდა რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან. ხოლო უშუალო განხორციელება მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე. ნიკა გვარამია - თვეების განმავლობაში გიორგი გაბუნიას უთვალთვალებდნენ. მოვუწოდებ ქართველ და უკრაინელ სამართალდამცავებს, მაქსიმალურად საჯარო გახადონ ინფორმაცია. სუს-ში კომენტარი არ კეთდება, იგეგმებოდა თუ არა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია. ნიკა გვარამიას განცხადებით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დავალებით იგეგმებოდა.

      პირბადიზაცია - მივიღეთ დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება მოქალაქეებისთვის, ისევე, როგორც ამ დაწესებულებების თანამშრომლებისთვის იქნება სავალდებულო. ასევე ზოგიერთი კატეგორიის ადამიანებისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ასაკიდან გამომდინარე დაწესდა გარკვეული გამონაკლისები, კერძოდ ამ ადამიანებს პირბადის არტარების შემთხვევაში არ დაეკისრებათ კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა. რაც შეეხება საკითხს, თუ სად არის სავალდებულო პირბადის ტარება, არჩეული იქნა ის ადგილები, ის დახურული სივრცეები, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკებია, კერძოდ: პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულების მისაღებში, სადაც ყველაზე მეტად არსებობს შეხება მოქალაქეებთან და ყველაზე მეტი რაოდენობა იყრის თავს ადამიანების, ასევე სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე თავშეყრისას, იმ დაწესებულებებში, სადაც შეუძლებელია 2 მეტრის დისტანციის დაცვა, მათ შორის ხალხისთვის გასაგები რომ იყოს, უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე შეუძლებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. ასევე შეხვედრებზე თავშეყრისას გამომსვლელს, მომხსენებელს შეუძლია არ გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას, მოხსენების გაკეთებისას, პრეზენტაციის გაკეთებისას, მაგალითად ვგულისხმობ ისეთ შემთხვევას, როგორშიც ახლა მე ვიმყოფები, თუ ამ ადამიანს შეუძლია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა. ასევე, სავალდებულო იქნება საერთო სარგებლობის ლიფტებში, სავაჭრო ობიექტებში, ესენიც გახლავთ მაღალი რისკის მქონე დახურული სივრცეები, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აგრეთვე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აქ იგულისხმება მეტრო და ტაქსები და აგრეთვე, როგორც მოგეხსენებათ, არსებობს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც ადგენს სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციებს და ამ გათვალისწინებულ შემთხვევებში, აქ ძირითადად იგულისხმება ეკონომიკური საქმიანობები, აქაც პირბადის ტარება იქნება სავალდებულო.

საზღვარგარეთულები:

      კორონა გარშემო - სომხეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 16 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 8 246 ადამიანი დაინფიცირდა, 143 კი გარდაიცვალა. გერმანიაში კორონავირუსის 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 ადამიანი გარდაიცვალა.

      ფრანგული სიმტკიცე - ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ძეგლებს არ ჩამოაგდებს და საკუთარ ისტორიას არ წაშლის. აშშ-ში საპროტესტო აქციები გრძელდება.

      რუსეთმა ორი ჩეხი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 119

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

მაიკო: ივნისი 16, 2020||12:49pm

ამბობენ რომ ექვსი მეწილე ყავს ბაზრობას, გუშინ სასამართლო იყო რაღაცაზე ვერ თანხმდებოდნენ და სავარაუდოდ ვერც გუშინ შეთანხმდნენ (( დილით ისევ დამწვრის სუნი ტრიალებდა ((

ლაშა: ივნისი 17, 2020||9:31pm

დღეს ყველა ჟურნალისტია, რა პრობლემაა ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters