შეთანხმებული პარლამენტარები და კორონას 23 შემთხვევა საქართველოში

      ვინაიდან ქვეყნის მთავარი ამბავი უკვე დიდი ხანია კორონა ვირუსია, შესავალი ტექსტის წერა უინტერესო ხდება. ბოლო ორი დღეა, კორონას ამბებს ოპოზიცია-პოზიციის შეთანხმებაც გაუტოლდა და საქართველოსთვის დღის მეინსტრიმულ ნიუსად იქცა. კორონას ამბებზე ის გახდა საღამოს ცნობილი, რომ უკვე 23 პაციენტია ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით აღრიცხული. დღეს ასევე მექრთამე პროკურორს აკრიტიკებდნენ და უზენაეს მოსამართლეს ამ წოდებას ულოცავდნენ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 მარტი, 2020

      ვირუსის ბლოკი - საღამოს მონაცემებით - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა დადასტურდა. ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა, დაღუპულია ორი ადამიანი. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას ინფორმაციით, კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა თვითიზოლაციაში რჩება. იტალია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინს აწესებს. კანადაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. საფრანგეთის კულტურის მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა. NASA-ს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. დონალდ ტრამპი - კორონავირუსმა "მსოფლიო დააბრმავა". ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 70% -ზე მეტი გამოჯანმრთელდა. მსოფლიოში კორონავირუსით 4 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 113 000 - დაინფიცირდა, 64 081 კი - გამოჯანმრთელდა. მინისტრის მოადგილე - საქართველოს მოქალაქეებიდან, რომლებიც იტალიის დახურულ რეგიონებში იმყოფებოდნენ, ნაწილი უკვე რომშია. ბოლო 24 საათის მანძილზე, ჩინეთში, კორონავირუსის მხოლოდ 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების თხოვნით მიმართა. კორონავირუსის პრევენციისათვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ჩაერთო. იტალიიდან 200 ქართველი ჩამოაფრინეს. საქართველოს 200-ვე მოქალაქეს, რომელიც იტალიიდან თბილისში დღეს დაბრუნდება, კარანტინში გადაიყვანენ. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 33 ადამიანის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. საპატრიარქო კორონავირუსის გამო, ეკლესიაში ზიარების წესის ცვლილებას არ გეგმავს. იტალიის პრემიერი - ახლა სწორი გადაწყვეტილება სახლში დარჩენაა - ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია. მარინა ეზუგბაია მოქალაქეებს, რომლებიც მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოდიან, მიმართავს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციას მიმართონ. ლევან დავითაშვილი - ჩემ მოადგილეს, იური ნოზაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, შესაბამისად, მასთან დაკავშირებული წყაროთი სამინისტროში ინფექციის გავრცელების რისკი არ არსებობს. მოსამართლის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, სასამართლოს სხდომათა დარბაზებში მოქალაქეთა დასწრებაზე შეზღუდვები დაწესდება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვირის ბოლოს გადაწყდება, გახანგრძლივდება თუ არა სკოლებში არდადეგები. ახალ კორონავირუსზე ტესტებს თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩაატარებენ. კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, თვითიზოლაციის წესები დაიცვან. მოსამართლე - ძვირფასო მოქალაქეებო, კორონავირუსის გამო, თქვენი, პატიმრების და საზოგადოების ჯანდაცვიდან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად შეზღუდეთ ვიზიტები სასამართლოში. ჩეხეთის პრემიერი - კორონავირუსის შეჩერების მიზნით სკოლები დაიხურება - ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ის, რაც იტალიაში მოხდა. საქართველოს პარლამენტის აპარატის ორი თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამირან გამყრელიძე - ლუგარის ლაბორატორიის დეცენტრალიზაციის გადაწყვეტილება მივიღეთ - სკრინინგული კვლევები განხორციელდება ასევე ჩვენს დეპარტამენტებში, ქუთაისსა და ბათუმში. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, საქართველოს აეროპორტებში დამატებით თერმოსკანერები დამონტაჟდა. რისკებზე მზადყოფნის სამმართველოს უფროსი - კორონავირუსზე ტესტირების უარყოფითი პასუხი არ ათავისუფლებს ადამიანს თვითიზოლაციისგან. პაატა იმნაძე- ანალიზი მხოლოდ მაშინ უნდა გაკეთდეს, თუ პაციენტს ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოუვლინდება. ამირან გამყრელიძე კერძო ლაბორატორიებს სთხოვს, კორონავირუსზე ტესტირების შემთხვევაში, პროცედურა მოსახლეობისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი იყოს. ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია. თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება. Ryanair-ი იტალიის მიმართულებით 8 აპრილამდე ყველა საერთაშორისო ფრენას აჩერებს. ამირან გამყრელიძე - მოვიძიეთ სადეზინფექციო საშუალებების იმპორტიორი, რომელიც მზადაა ეკლესიას საჭირო სადეზინფექციო მასალა უფასოდ გადასცეს. ხათუნა ზახაშვილი - გაციების ყოველი სიმპტომისას ნუ იფიქრებთ, რომ აუცილებლად კორონავირუსი გემართებათ - სხვა ვირუსების გავრცელების მატება გვაქვს. საგარეო უწყება - მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რჩებიან იტალიაში, მაქსიმალურად დაიცვან იტალიის მთავრობის მიერ შემუშავებული პროტოკოლი. კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე პრეზიდენტი საზღვარგარეთ ვიზიტებს აუქმებს. ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევები არ ვლინდება.

      შეთანხმებული პოზიცია-ოპოზიცია - არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრაქტიკულად გამორიცხავს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან კოალიციის შექმნას. “ლელო საქართველოსთვის“ - ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების რეალიზებისა და არჩევნების სამართლიანობის უზრუნველსაყოფად გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ოპოზიციურ ძალებთან. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან თბილისში 7 ოლქის შექმნა განიხილება. ირაკლი კობახიძე - ახალი მოდელის მთავარი მახასიათებელია ის, რომ თანაბრად მისაღებია როგორც ოპოზიციისთვის, ისე ჩვენი დეპუტატებისთვის, მათ შორის მაჟორიტარებისთვისაც. რესურსი გვაქვს, რომ დეპუტატობის 20-25 ახალი კანდიდატი წარვადგინოთ საზოგადოების წინაშე. გიგა ბოკერია - იმის ილუზია არავის გვქონდა, „ქართული ოცნება“ გამოვიდოდა და იტყოდა, ვაღიარებთ, პოლიტიკური პატიმრები გვყავსო. ირაკლი კობახიძე - ერთადერთი ინსტანცია, რომელსაც გიგი უგულავასთან დაკავშირებით თეორიულად რაიმე გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, ეს არის პრეზიდენტი. მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატები 120/30 მოდელს მხარს უჭერენ და ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ კახა ოქრიაშვილია. დავით საგანელიძე - "ქართულ ოცნებაში" ბევრი ადამიანი სწორად ვერ აფასებს სიტუაციას და ნამდვილად არაა ღირსი, გულზე „ქართული ოცნების“ ემბლემა ატაროს. რომან გოცირიძე - თუ ბლოკები იქნა დაშვებული, გამორიცხული არ არის "ნაციონალური მოძრაობა" ბლოკის სახით ვიხილოთ. მამუკა მდინარაძე - ბლოკის საკითხი დღეს ღიაა - ბლოკი ვისი ინტერესიცაა, იმან ილაპარაკოს და შემდეგ საერთო პოზიციით მოვიდნენ. დავით საგანელიძე საარჩევნო სისტემის მოდელზე მიღწეულ შეთანხმებაში შეტანილი წვლილისთვის აშშ-ს ელჩს მადლობას უხდის. მამუკა მდინარაძე - შეთანხმების ჩაშლის არანაირ საფრთხეს არ ვხედავ - წარმოუდგენლად მიმაჩნია, ოპოზიცია შეთანხმებიდან გავიდეს მოგონილი და ტყუილი არგუმენტებით. გიგა ბოკერია - მიღწეული შეთანხმება მთლიანად უნდა შესრულდეს - ნაწილობრივ შეთანხმებული შესრულება არ არსებობს. გია ვოლსკი - მაქვს საფუძველი ეჭვი მქონდეს, რომ ჩვენს ოპონენტებს არჩევნები არ უნდათ, ვინაიდან, უტოპიურია მათი მოწოდებები.

      მექრთამე პროკურორი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული პროკურორი - შევცდი, ეს უღირსი საქციელი ჩავიდინე ღირსეულმა ადამიანმა - ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემ კოლეგებს, პროკურატურას.

      უმარლესი მოსამართლე - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის და ნინო ქადაგიძის კანდიდატურები დაასახელა. გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ნინო ქადაგიძე უმაღლესი დონის პროფესიონალია, რომელსაც სასამართლო სისტემაში 20- წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. სერგი კაპანაძე - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის აირჩევდა ივანიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, იმიტომ, რომ იქ „კლანის“ წევრები შეიყვანა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია. ანა დოლიძე - „ქართულმა ოცნებამ", საერთაშორისო წნეხის პირობებში, შალვა თადუმაძესთან მიმართებით ჩაატარა ოპერაცია - „ეს ბიჭი გადამალეთ".

      აქცია ბიძინას - „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გამართეს.

      სკლეროზის მკურნალობა - თბილისის მერიამ გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დასაფინანსებლად განცხადებების მიღება დაიწყო.

საზღვარგარეთულები:

      იენს სტოლტენბერგი - ნატო გააგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას.

      სლოვაკეთმა ორი კვირით საჯარო ღონისძიებები აკრძალა.

      აშშ ავღანეთიდან ჯარის გაყვანას იწყებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 76

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: მარტი 10, 2020||11:33pm

ფანტაზია არ ყოფნით ქართველებს რა - იტალიის გარდა იმოგზაურე რა სადმე სხვაგან, ანტარქტიდაზე, ბუტანში, შრი ლანკაზე...

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters