ომის „იუბილე?!“ ანუ გმირებისა და გმირობების გახსენება, ოკუპაცია მავთულხლართების მიღმიდან და გენერლის საქმის გამოძიება

      მართალია აგვისტოს ომი 8 აგვისტოს სულაც არ დაწყებულა და პირველივე დღებიდან დაიწყო, მაგრამ ამ ისტორიის კულმინაცია მაინც დღევანდელი დღეა ხოლმე და 08/08/08 ერთგვარ მარადიულ ტრაგიკულ სიმბოლოდ იქცა. ამიტომ მთელი დღე ომის მოგონებით საპროტესტო აქციებით და გმირების თაყვანისცემით მიდიოდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 8 აგვისტო, 2018 /

      აგვისტოს ომი ტეგზე #080808 - რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეებმა სიმბოლურად მავთულხლართები გააბეს. პრეზიდენტმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჟურნალისტები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს გამთლიანება გარდაუვალია და ამის გარანტი არის საზოგადოება, რომელიც ხელს არასოდეს მოაწერს ქვეყნის გახლეჩას. მამუკა ბახტაძე - 21-ე საუკუნეში, როდესაც კაცობრიობა ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ადამიანურ ურთიერთობებს, ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე გვაქვს მავთულხლართები. მამუკა ბახტაძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა და ოპერატორებმა რუსეთ-საქართველოს ომის დროს საგმირო საქმე ჩაიდინეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრეზიდენტს აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას უდასტურებს. გერმანიის საგარეო უწყება - საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ცალმხრივი აღიარება რუსეთის ფედერაციისა და კიდევ ოთხი სახელმწიფოს მიერ მიუღებელია. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი - ჩვენ ვგლოვობთ დაღუპულებს და გვახსოვს ათასობით ადამიანი, რომლებიც ამ დრომდე საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან. სლოვაკეთის საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, 2018 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს. დავით ბაქრაძე - ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, ქართველები არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. აგვისტოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით გორში ღონისძიებები გაიმართა. ნინო ბურჯანაძე - 2008 წლის აგვისტოში შეშლილი სააკაშვილის ქმედებები ტრაგედიის მიზეზი გახდა, ამისთვის ის უნდა დაისაჯოს. აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გორში, 8 აგვისტოს მემორიალთან პატივი მიაგო. კახა კალაძე - აგვისტოს ომი უდიდეს ტრაგედიასა და ტკივილთან ერთად, გმირობისა და თავდადების არაერთ ისტორიას ინახავს. გიორგი მარგველაშვილი - გამარჯვება და ქვეყნის გამთლიანება უფრო ახლოს არის, არ გამტყდარა არც ჩვენი მორალი, არც ჩვენი რწმენა და მხარდამჭერების რაოდენობაც გაზრდილია. გორში, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან, ომის თემაზე შექმნილი ვიდეო ინსტალაციით 10 წლის წინ მიმდინარე მოვლენები გაიხსენეს. ფოთში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულებს პატივი მიაგეს. კახეთის გუბერნატორი - ჩვენ გვახსოვს ომის გმირები და პატივს მივაგებთ. წყალტუბოში აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი კინოს კვირეული გაიხსნა. ქუთაისში, აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს. გაერო-ში რუსეთ- საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა. თბილისში ერთ-ერთ ქუჩას აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, შმაგი სოფრომაძის სახელი მიენიჭება. დიმიტრი ლორთქიფანიძე - აგვისტოს ომთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი კომისიის მასალები და დასკვნა პარლამენტის საიტიდან გამქრალია. მამუკა მდინარაძე - არ ვიცი, რა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა, ჩემთვის მიუღებელია ის, რომ საქართველო აგრესორია და ომი მან დაიწყო. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულებს აჭარაში პატივი მიაგეს. აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ა" კორპუსის ფასადზე მოეწყო აქცია პროექცია - 10 წელი აგვისტოს ომიდან. ლიეტუველი დეპუტატები ინიციატივით გამოდიან, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გადაიხედოს და რუსეთს სანქციები დაუწესდეს. დავით ბაქრაძე - ლიეტუვის ინიციატივა პირველი შემთხვევაა, როდესაც ხდება საკითხის ინიცირება, რომ რუსეთის სანქციების საფუძველი გახდეს საქართველოს ოკუპაცია. ნინო ბურჯანაძე - ჩვენი გმირების პატივსაცემად, არც ერთ ხელისუფლებას არც ერთი ნაბიჯი წინ არ გადაუდგამს. არჩილ თალაკვაძე - ჩვენი პოზიცია ომთან დაკავშირებით ცალსახაა - აგრესია რუსეთის მხრიდან განხორციელდა. გიორგი მარგველაშვილი ჯარისკაცებს - თქვენთან ერთად ვდგავარ და ვხედავ იმ გამარჯვებას, რომელსაც თქვენი რწმენა და სიმტკიცე მიაღწევს. პრეზიდენტი - როდესაც ერთი ქვეყნის ძალები მეორეში იჭრება, ეს ნიშნავს, რომ ომის დაწყების გადაწყვეტილება მან მიიღო, რომელიც სხვას დაესხა თავს.

      ზოგადი თემები ოკუპაციის, ოკუპირებული ტერიტორიების და დეფაქტოების გარშემო - სერგეი მარკედონოვი - საქართველოს ხელისუფლებას „სამხრეთ ოსეთზე“ თავდასხმის განმეორების შესაძლებლობა არ აქვს. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი - მედვედევი ნულია - ვფიქრობდი, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მქონდა საქმე, თუმცა აღმოჩნდა, რომ არაფერს წარმოადგენს, უბრალოდ არარაობაა. სერგეი შამბა - ქართული ჯარი 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთზე თავდასხმისთვის კარგად იყო მომზადებული. მიხეილ სააკაშვილი - 2008 წლის ომის დროს ჯორჯ ბუშთან დაძაბული საუბარი მქონდა - მას ამის გახსენება არ უყვარს, თუმცა ისტორიიდან ფურცლებს ვერ ამოგლეჯ. სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის პროვოკაციაზე აყოლას, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია - გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ საუკუნოვან მტერთან გაუგებარი გარიგება?! სერგეი ივანოვი - დასავლელი ლიდერები კარგად ხვდებოდნენ, რომ მათმა სატელიტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს აიწყვიტა და წითელი ხაზი გადაკვეთა. ედუარდ კოკოითი - არსებობს რეალობა, რომელიც უნდა მიიღო - საქართველომ უნდა აღიაროს დამარცხება. მიხეილ სააკაშვილი - პუტინი არ გაჩერდება, ვიდრე მას არ გააჩერებენ.

      დღის დასასრული - ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი გაჩნდა.

      გენერლის საქმე - გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების ფარგლებში ერთხელ უკვე დაკავებული გიორგი ჭანტურია ხელმეორედ დააკავეს. ადვოკატის მტკიცებით, გიორგი ჭანტურიას მამის სახლის სარდაფის ჩხრეკისას პოლიციამ იარაღის არსენალი ამოიღო, რომელიც მას თავად პოლიციამ ჩაუდო. მეზობლის ინფორმაციით, გიორგი ჭანტურიას სახლში სამართალდამცველები ჩხრეკას მთელი ღამის განმავლობაში ატარებდნენ. გიორგი ჭანტურიას და გამორიცხავს, რომ მის ძმას სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან ან სახლში აღმოჩენილ იარაღთან კავშირი ჰქონდეს. ადვოკატი - საზოგადოებამ შეაფასოს, რამდენად ლოგიკურია, გიორგი ჭანტურიას სახლში ორჯერ ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, ამავე სახლში იპოვონ ავტომატები, ვაზნები და მჭიდები. შსს-მ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ადვოკატი - გიორგი ჭანტურია უდანაშაულოა და შსს ცირკს და მასკარადს დგამს. რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი - რადგან შსს-მ დაადგინა, რომ გიორგი ჭანტურია ალბათ დამნაშავეა, მე ვენდობი გამოძიებას. გიორგი ჭანტურიას მამა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადვოკატი - გიორგი ჭანტურიასთვის უცნობია, რა მტკიცებულებებზე საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

      გამოცდების შედეგები - ქიმიკოსების და ფიზიკოსების ანტიპათიები - მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ქიმიაში აბიტურიენტთა დაახლოებით 20%-მა, ხოლო ფიზიკაში დაახლოებით 25%-მა ვერ გადალახა. აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება ხვალიდან შეეძლებათ.

      მერიის გაუმართავი ავტოფარეხი - თბილისის მერიის კუთვნილმა 42-მა ავტომობილმა ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა, რის გამოც ისინი მოხმარებიდან იქნება ამოღებული. აქვე იყოს მერიის სხვა თემები - კახა კალაძე - 90 ახალი ავტობუსი საკმარისი არ არის - 2018-2019 წლებში მოხდება ავტობუსების სრული განახლება. კახა კალაძე - ოპონენტებმა გენგეგმას ვერანაირი ხარვეზი ვერ უპოვეს და რაღაცებს მიედ-მოედებიან. კახა კალაძის განცხადებით, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის დაშავების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და დამნაშავე კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება. მარშალ გელოვანის გამზირის და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა დაიწყო.

      შესაწყალებელი დეკანოზი - გიორგი მამალაძის ადვოკატები პრეზიდენტს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართავენ. თორნიკე მამალაძე - ოჯახი მივმართავთ პრეზიდენტს - მხოლოდ მას შეუძლია უდანაშაულო მსჯავრდებულის გათავისუფლება.

      პრეზიდენტობის სამზადისი - „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე გორში, სოფელ ორთაშენში ომის ვეტერანებს შეხვდა. მამუკა მდინარაძე - საპრეზიდენტო არჩევნებში ივანიშვილის კანდიდატურა რომ განხილულიყო და მას თანხმობა განეცხადებინა, უალტერნატივო იქნებოდა. დამნაშავე კანდიდატი სასჯელის გარეშე - სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძე სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა მხოლოდ შენიშვნა მისცა - საქმე 12 მაისს, კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ შემთხვევას ეხებოდა, როდესაც ჯაფარიძე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით, პოლიციის შურაცხყოფისთვის დააკავა.

      სმიტების მკვლელობიდან - ადვოკატი - ლორა სმიტის სხეულზე მალხაზ კობაურის ბიოლოგიური მასალებია აღმოჩენილი, თუმცა ექსპერტიზას არ დაუდგენია, რომ ის გაუპატიურებულია. ადვოკატი - მალხაზ კობაური ხუმრობს კიდეც - როცა ექსპერტიზაზე მიმიყვანეს, მითხრეს, შენ კი არ უნდა გამოეგზავნეთ აქ, ის უნდა მოეყვანათ, ვინც შენ გამოგიშვაო. ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზა ამ დრომდე ვერ ახერხებს მოკლული რაიან სმიტის ტელეფონის გაშიფვრას.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 246

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

George: აგვისტო 9, 2018||12:07am

მგონი ჩვენთან ომის კულტი იქმნება ( ასეთი იყო სსრკ -ში დიდი სამამულო ომის კულტი(( - ბი-ბი-სი -ზე დევს ტალიამინის კომისიის დასკვნა - *ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებანი დაიწყო ქართული სამხედრო ოპერაციით? რომელსაც წინ უსწრებდა მასსიური დაბომბვა ...* 

აბა ქუჩაში იკითხეთ გაგრის გენოციდის თარიღი ?  .. ან სოხუმის დაცმის დღე ასე რატომ არ აღინიშნება ?

  

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How Can I Get Paperwork Apostilled In the united kingdom

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 18, 2024.
საათი: 8:40am 0 კომენტარი





Company in today and age has State-of-the-art radically and extended throughout the world. As a consequence of its huge community and around the world existence, it has gotten more simple to arrive at objective customers anyplace throughout the world. Despite the fact that issues have absent simpler, working jointly all throughout the world presents numerous problems way too. As an example, it involves a further force to guarantee and confirm corporate archives. Mainly because when…

გაგრძელება

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters