ანტიკანაფური მოძრაობები და ქადაგებები, მოსამართლისა და პრეზიდენტის მოლოდინი, ომის წლისთავი

      აგვისტოს პირველი დღეები ყოველთვის ომის გახსენებით იწყება ხოლმე. ამას გარდა, წელს საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში ახალი ამბებიც გატრენდდა. იყო კიდევ ტერორიზმის და აფხაზეთ-ოსეთის ამბები. დღეს შედარებით გვიგრილავდნენ ღრუბლები და ასეც გაგრძელდებაო - სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6 აგვისტო, 2018 /

      საკვირაო ქადაგება ლეგალიზებულ მარიხუანაზე - ილია მეორე - ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა. ილია მეორე - მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაღუპავთ შვილებს, ნუ დაუშვებთ ამ უკანონობას. ბათუმის ეპარქიის მრევლი საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციას გამართავს. ზურაბ ჯაფარიძე - ილია მეორე საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ითხოვს. „თავისუფალი საქართველო“ მარიხუანას ლეგალიზაციის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაგეგმილ აქციას უერთდება. „კანაფის მიღების ნების დართვა ჩვენი ერის მტრობაა" - ამ ლუზინგით საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს. სასულიერო პირებმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე უწყების გაუქმება მოითხოვეს.

      აქციებს მოაყოლეს - დეკანოზი დავით ისაკაძე - ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

      შვილმკვდარი მამის გეგმები - ზაზა სარალიძე - გადავდივარ სათადარიგო გეგმის ამუშავებაზე. ზაზა სარალიძე - ხელისუფლებამ ჩემი მოშორება გადაწყვიტა. ელისო კილაძის განმარტებით, ის, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მზად არიან ითანამშრომლონ როგორც გერმანულ, ასევე ამერიკულ გამოძიებასთან.

      აგვისტოს მოგონებები, 10 წლიანი პერიოდის შემდეგ - რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავზე, საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან. ლინას ლინკევიჩიუსი - ლიეტუვა თქვენს გვერდით დგას, საქართველო. გამოკითხული რუსების უმრავლესობა 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობას საქართველოსა და ნატო-ს ხელმძღვანელობას აკისრებს. მიხეილ სააკაშვილი - მხოლოდ სრულ იდიოტებსა და დებილებს შეუძლიათ იმის თქმა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი - 2008 წელს საქართველო შვიდმა ევროპელმა ლიდერმა გადაარჩინა. აშშ-ს საელჩო - რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაციის პოლიტიკას განაგრძობს, ისინი აშორებენ ოჯახებს, მეზობლებს. დავით ზალკალიანი - ძალიან ვაფასებთ იმას, რომ ჩვენი მეგობრები, დასავლელი პარტნიორები ჩვენთან ერთად არიან.

      საქართველოს უზენაესი მოსამართლე - მამუკა ბახტაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს აპოლიტიკური და უნდა სარგებლობდეს ძალიან მაღალი რეპუტაციით. პრეზიდენტმაი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციებს დღეიდან დაიწყო. სულხან სალაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა უნდა მოხდეს დღეს არსებული წესით და ეს პროცესი საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ უნდა გაჭიანურდეს. ვახუშტი მენაბდე - პოზიცია, რომ პარლამენტმა არ უნდა განიხილოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატი და ამ პროცესს გადაისვრის მომავალში, არის პრობლემური. ფიქრია ჩიხრაძე - აღარ გვაქვს დრო სასამართლო სისტემაში არსებულ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს ვუპასუხოთ უბრალო ნაბიჯებით. გიგა ბოკერია - ჩვენი მოთხოვნა პრეზიდენტისგან არის ის, რომ არ მოიქცეს ისე, როგორც გვენეტაძის შემთხვევაში მოიქცა. ფიქრია ჩიხრაძე - ის, რომ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წევრები დამტკიცებული არ არიან, უსერიოზულეს პრობლემას ქმნის.

      ნარკოტიკები ახლოს - საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ახლოს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს.

      პრემიერი აჭარაში - მამუკა ბახტაძე - გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები, რომ მოვახდინოთ ბათუმის ურბანული განვითარება, დავამკვიდროთ ევროპული სტანდარტები. მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვჭირდება ისეთი პროექტები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, მთიანი აჭარა ოთხსეზონიან კურორტად ვაქციოთ.

      გარდაცვალება მილიონერის ოჯახში - მიხეილ ხუბუტიას შვილი გარდაცვლილი იპოვეს.

      მუქარა ნატოელობისთვის - დიმიტრი მედვედევი - საქართველოს ნატო-ში შესვლამ შესაძლოა საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს. თენგიზ ფხალაძე - რუსეთი ცდილობს განავითაროს მითი, თითქოს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია დაკავშირებულია რაიმე ტიპის დესტაბილიზაციასთან. დავით ბაქრაძე მედვედევის განცხადებაზე - ეს უნდა იყოს იმის მოტივაცია, რომ უფრო სწრაფად და აქტიურად ვიმოძრაოთ ნატო-სკენ - ნატო არის ჩვენი ქვეყნის დაცულობა და უსაფრთხოება. ჩეხეთი მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმაში დაეხმაროს.

      ტერორისტული მუქარა - ISIS-ის ქართული დაჯგუფება მუქარის შემცველ ვიდეოს ავრცელებს. ორი ძმა მოგვიკალით (დაგვიწვით) არაფრის გულისთვის! სულ მალე მიიღებთ ამისთვის სასჯელს ურჯულოებო! გეშინოდეთ ჩვენი... გაუჩინარებული მაგამედოვი!! დიახ, ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი... გაბრიელ სალოსის სპეცოპერაცია!!! აქაც დაგვიხოცეთ ძმები ღალატით და მოტყუებით. ინშა ალლაჰ, ჩვენი მეომრები მზად არიან შურისძიებისთვის, - ნათქვამია ვიდეომიმართვაში. მალხაზ მაჩალიკაშვილი გავრცელებულ ვიდეოზე - ჩემთვის ეს მუქარა მიუღებელია და ვცდილობ, კანონის ფარგლებში დაისაჯონ ჩემი შვილის მკვლელობაში დამნაშავეები. სუს-ი ISIS-ის ქართული დაჯგუფების მუქარისშემცველ ვიდეოზე - ვიდეოს შესახებ ჩვენთვის ცნობილი იყო, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ მალხაზ ტოხოსაშვილს პატიმრობა შეეფარდა. ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული - ისეთი ბრალდებები მოვისმინე, მე თვითონაც ბევრი რამე მიკვირს. მალხაზ ტოხოსაშვილის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციის შედეგად გადავწყვეტ, გავასაჩივრებ თუ არა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულის მამა - ყველაფერი ტყუილია, სახელმწიფო იგონებს ყველაფერს. ოჯახს არ სჯერა, რომ ISIS-ის ქართული დაჯგუფების მუქარის შემცველი ვიდეოს გავრცელებაში მალხაზ ტოხოსაშვილს რამე კავშირი აქვს. ნინო ბურჭულაძე - აღნიშნული ვიდეოგზავნილი სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ ქართველი მხარდამჭერებისთვისაა გაკეთებული. მალხაზ მაჩალიკაშვილი - არ მგონია, ეს ვიდეომუქარა „ისლამური სახელმწიფოს“ რაღაც ჯგუფისგან იყოს შექმნილი, ვინაიდან მასში თემირლანი არ იქნებოდა.

      გირჩის ლიდერის აქტიურობები - ზურაბ ჯაფარიძე - მოსახლეობის 90%-ს შეიძლება დიდი სურვილი ჰქონდეს ფეხებით ჩამომკიდონ ხეზე, მაგრამ მათ არ აქვთ ამის გაკეთების უფლება ანუ არსებობს უფლებები, რომლებიც დაცულია. სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს.

      დაანონსებული მატჩი და სხვა უნამუსობები - 8 აგვისტოს, ოკუპირებული აფხაზეთის ფეხბურთის ე.წ. ახალგაზრდული ნაკრები ნიგერიის სტუდენტურ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. ანატოლი ბიბილოვი - ქართულ საზოგადოებას ესმის, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ისევე ვერ დაინახავენ, როგორც თავიანთ ყურებს. აფხაზეთის ყოფილი ე.წ. მინისტრი - ჰილარი კლინტონმა ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ქვეყნის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას შეუშალა ხელი.

      სმიტების მკვლელობა - სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი, შემთხვევის ადგილზე ახლა უკვე 7 პირის ყოფნის შესახებ საუბრობს. სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი, ლორა სმიტის მკვლელობის დროისა და იმ მომენტში მისი ადგილმდებარეობის დადგენას ითხოვს.

      პენსიების მომავალი - აკაკი ზოიძე - ჩვენ ბიზნესს საკმარისი დრო მივეცით იმისათვის, რომ საპენსიო რეფორმისთვის მოემზადონ. ნიკოლოზ გაგუა - დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ქვეყანაში უფრო ეფექტური და სამართლიანი საპენსიო რეფორმის შექმნის სტიმული იქნება. ეკატერინე მიქაბაძე - საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მხოლოდ ერთი პროდუქტი, რომელიც საპენსიო დანიშნულებას ასრულებს, ღირსეულ პენსიას ვერ უზრუნველყოფს. “ღია საზოგადოება საქართველოს” კვლევის თანახმად, დღეს არსებული პენსიონრების სიღარიბიდან ამოყვანა საბაზისო პენსიის ზრდის საფუძველზე შეუძლებელი იქნება.

      პრეზიდენტის მოლოდინი - გედევან ფოფხაძე - სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში დასახელებულ კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი შანსი აქვს. დიმიტრი ხუნდაძე - ვისურვებდი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყოს ბოლომდე დამოუკიდებელი და არ იყოს არც ერთი პარტიის კუთვნილება. ზაქარია ქუცნაშვილი - საპრეზიდენტო არჩევნებში სახელისუფლებო პარტია საკუთარი კანდიდატურით უნდა წარდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საერთოდ არ ჩაერთოს წინასაარჩევნო პროცესში. გია ვოლსკი - პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები ყოველთვის მისი აპარატიდან იყვნენ - არც ერთი არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი რაიმე ნიშნით. სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა. სალომე ზურაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ქვეყანა სტაბილური და გაერთიანებული იყოს. სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში ახლა ჩართვის გადაწყვეტილებას იმასაც უკავშირებს, რომ მალე შესაძლოა ბებია გახდეს და „მომავალში ამ ვალდებულებას ალბათ, ნაკლებად შეასრულებს“. სალომე ზურაბიშვილი - საქართველო მინდა გახდეს ის, რაც მე ვარ ანუ ევროპელი და ქართველი. სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მის მიერ ადრე გაკეთებული განცხადების თაობაზე განმარტებებს აკეთებს. „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს. სალომე ზურაბიშვილი - მე ვითხოვ არა მხოლოდ მოსახლეობის, არამედ ბიზნესის მხარდაჭერასაც. სალომე ზურაბიშვილი - თუ არ ვიზრუნეთ, რომ აფხაზეთში და სამაჩაბლოში მცხოვრები მოსახლეობა შემოვირიგოთ და ერთად დავინახოთ საქართველოს პერსპექტივა, ტერიტორიები არაფერს ნიშნავს. ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის პოსტზე პარტიული კანდიდატის არჩევის პირობებში, მას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნება გაუჭირდება. არჩილ თალაკვაძე - დაველოდებით, ვიდრე პრეზიდენტობის ყველა კანდიდატურა არ დასახელდება და შემდგომ გადავწყვეტთ, ვის დავუჭერთ მხარს. მაია ცქიტიშვილი - ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა ქართული დემოკრატიისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩამოყალიბების პროცესში. მამუკა მდინარაძე - იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები, ვერ დავუშვებთ 0,1%-იან რისკსაც კი, რომ არჩევნებში რომელიმე მათგანმა რამე უპირატესობა მოიპოვოს. ირაკლი კობახიძე - ჩვენ კანდიდატს მხარს დავუჭერთ პირობების გარეშე და ეს იქნება მისი დამოუკიდებლობის გარანტია. მამუკა მდინარაძე - მარგველაშვილის წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესიდან პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს. დავით უსუფაშვილი - იმედია, “ქართული ოცნება“ ამ კრიზისს გადალახავს - ასეთი რამ ხდება, როცა პარტია საკუთარი კანდიდატის შერჩევას ვერ ახერხებს და სხვის იმედზეა. დავით ბაქრაძე - ველოდები პასუხს “ქართული ოცნებისგან“, ეთანხმება თუ არა სალომე ზურაბიშვილს, რომ 2008 წლის აგრესია საქართველომ დაიწყო და რუსეთი, როგორც ოკუპანტი, დამნაშავე არ არის.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 197

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters