რაც უფრო დიდი დრო გადის სულ უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს სპორტის ეს სახეობა საქართველოში და უკვე მრავალი გულშემატკივარიც ყავს, თუმცა ბევრმა ამ თამაშის წესები არ იცის თამაშის მიმდინარეობისას სათანადოდ ჩართვას ვერ ახერხებს იმისათვის, რომ თამაში უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდეს მოკლედ წარმოგიდგენთ რაგბის თამაშის წესებს.

      თამაშის არსი გახლავთ იმაში, რომ ორმა 15 მოთამაშისგან შემდგარმა გუნდმა ბურთის წაღებით, გადაწოდებით, დარტყმით და დამიწებით შეაგროვოს რაც შეიძლება მეტი ქულა, გუნდი რომელსაც მეტი ქულა ექნება თამაშის ბოლოს ითვლება გამარჯვებულად, ქულის მიღება ხდება ლელოს დადებით ან დარტყმით, ლელოს გატანა გახლავთ როდესაც მოთამაშე შევა მოწინააღმდეგე გუნდის ჩათვლის ტერიტორიაზე და ბურთს დადებს, ლელოს დამდები გუნდი იღებს 5 ქულას დარტყმა კი არის როდესაც დარტყმის შედეგად ბურთი გაფრინდება და გადაკვეთავს ძელებს შორის საზღვარს არსებობს სამი ტიპის დარტყმა

  1. არეკნი-თამაშის დროს დარტყმა და ფასდება 3 ქულით
  2. ჯარიმა- ინიშნება მაშინ როდესაც გუნდი დაარღვევს თამაშის წესს და ფასდება ასევე 3 ქულით
  3. გარდასახვა - ინიშნება ლელოს გატანის მერე და ირტყმება ლელოს გატანის ხაზის გასწვრივ და ფასდება 2 ქულით

სათამაშო პოზიციები

მოგეხსენებათ გუნდი 15 მოთამაშისგან შედგება 8 ფორვარდს წარმოადგენს 7 მოთამაშე კი ბექს იგივე უკანა ხაზელს, ყველა გუნდს უფლება აქვს მოახდინოს 7 შეცვლა შესაბამისად 7 სათადარიგო მოთამაშე ყავთ, თუ რომელიმე მოთამაშე დაშავდება მაგრამ მოედანზე 15 წუთში დაბრუნდება ცვლილება არ ითვლება.

წინ თამაში

      წინ თამაში რაგბის წესების მიხედვით დარღვევად ითვლება და ისჯება შერკინებით მოწინააღმდეგე გუნდის სასარგებლოდ მოთამაშე ვალდებულია ბურთი ყოველთვის უკან გადააწოდოს და არა წინ.

რაქი

      რაქი ხდება მაშინ როცა ბურთი აღმოჩნდება მიწაზე და როგორც წესი იქმნება ხოლმე შებოჭვის შემდეგ, თუმცა სხვა ნებისმიერ ეპიზოდშიც ეიძლება განვითარდეს სარაქო სიტუაცია :D მეტოქეები ებრძვიან ერთმანეთს ბურთის დასაუფლებლად ფეხით და ცდილობენ თავისკენ გადააგდონ და მოწინააღმდეგე არ მიუშვან ბურთთან, რაქში აკრძალულია ბურთზე ხელით თამაში

მოლი

      მოლი ხდება მაშინ როდესაც მოთამაშეს ეჭიდება მოწინააღმდეგე გუნდიდან ერთი და ერთზე მეტი მოთამაშე ამ დროს დაშვებულია ხელით თამაშიც, თუ ბურთი დროულად არ გამოვიდა მოლიდან ინიშნება შერკინება მოლის გამომწვევი გუდის საწინააღმდეგოდ.

შერკინება

      შერკინება ხდება ხოლმე მაშინ როდესაც დაირღვა თამაშის წესები მაგრამ უნდა გაგრძელდეს თამაში სამ ხაზად დგებიან ფორვარდერები ანუ 8 მოთამაშე ერთი ხელის გაწვდენის დისტანციაზე შემდეგ აწვებიან ერთმანეთს და ცდილობენ ბურთი გამოიტანონ თავისი მოედნის მიმართულებით შემდეგ შეუძლიათ შეტევაც დაიწყონ როგორც უმეტეს შემთხვევაში შერკინებას იგებს ხოლმე გუნდი, რომლის სასარგებლოდაც ის ინიშნება შერკინება ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სახიფათო მომენტია რაგბში ტრამვების თვალსაზრისით.

დერეფანი

      როდესაც ერთი გუნდის მოთამაშე გადააგდებს ბურთს მოედნის გვერდით ხაზს იქით, ინიშნება დერეფანი მეორე გუნდის სასარგებლოდ და ინიშნება იმ ადგილას სადაც ბურთმა მოედნის ხაზი გადაკვეთა ორივე გუნდის 7 ფორვარდი დგება საკუთარი მოედნის მხარეს და ცდილობენ მოწოდებული ბურთის დაჭერას როგორც წესი ნახტომში მეორე ხაზელები მე-4 ან მე-5 ნომრები მონაწილეობენ დანარჩენები კი მხოლოდ ეხმარებიან მათ ნახტომში. ყველა ის მოთამაშე რომელიც დერეფანში არ მონაწილეობს 10 მეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული ბურთის დაჭერის შემდეგ მოთამაშეს შეუძლია იგი თანაგუნდელებს გადააწოდოს ან შეუტიოს.

ნახვა: 2086

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ბურთი, ლელო, რაგბი, სპორტი, ქველი

ლაშა: მაისი 20, 2018||9:15pm

კი ჩვენი თამაშია, მაგრამ მე ვერა და ვერ ვითამაშე ერთხელაც. 

ლაშა: მაისი 20, 2018||10:15pm

როგორი ავი წინასწარმეტყვეელბაა, კახა. ეს სპორტი მაინც შევირგოთ. ((

vako: მაისი 20, 2018||10:21pm

კაცო პოსტს უხდებოდა სათაური თორე ვისიც გინდა იმისი იყოს :DDD

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp: It was a bittersweet experience slowly finishing

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 6:54am 0 კომენტარი

The Diablo 4 Season 1 patch notes dropped yesterday, with headline changes focusing on buffing classes but nerfing powerful builds, especially those based around Crit Damage and Vulnerable enemies. According to the reaction across social media, they've proved pretty unpopular, but Blizzard says it's aware of the sentiment around the update.



We have been hearing feedback from players regarding some of the changes in 1.1.0 for #DiabloIV. We are going to have a Campfire Chat later this… გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:40am 0 კომენტარი



In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of …

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters