ძიუდოისტების პროტესტი, დაბალი პროცენტები ბანკებს, უსაფრთხოების პაკეტები, ოსეთის ჩაკეტილობა და განათლების გეგმა

      ნარკოპოლიტიკა ისევ პრობლემებშია გახვეული, არადა გაზაფხული ისედაც მრავალსურნელოვანია და რაღა საჭიროა სხვა, არ ვიცი. მაგრამ არის ისე, როგორც არის და გარდაცვლილი ახალგაზრდების კვალდაკვალ მძაფრდება ანტინარკოტიკული განცხადებები - მაგრამ მარტო სიტყვები, არაფერს შველის. ამას გარდა, ძიუდოისტები აჯანყდნენ პრეზიდენტის წინააღმდეგ. ფინანსთა მინისტრმა პროცენტების დაწევა იწყებაო, დაგვაიმედა და ოსებმა კი, ჩაკეტილობა არჩიეს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 მაისი, 2018 /

      ფინანსები, ეკონომიკა და ამ თემაზე მიჯაჭვული ბანკების საქმე - კომერციული ბანკებისთვის ახალი რეგულაციები დღეიდან ამოქმედდა. კომერციული ბანკებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, სწრაფ და ონლაინ სესხებზეც გავრცელდება. მამუკა ბახტაძე - ნურავის ექნება ილუზია, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის გადასაჭრელად უკან დავიხევთ, პირიქით, ამას გავაკეთებთ ძალიან სწრაფად და პრინციპულად. მამუკა ბახტაძე - მინდა მოვუწოდო ოპონენტებს, ნუ ხარჯავენ დროს, ახალი სამართლიანი თამაშის წესები საქართველოში აუცილებლად დადგინდება. მამუკა ბახტაძე - აუცილებლად დასაწესებელია ჭერი ე.წ. ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე. მამუკა ბახტაძე - საქართველოში იქნება უპრეცედენტო 1%-იანი, დაბალი საგადასახადო გარემო. მამუკა ბახტაძე - ჩვენმა საერთაშორისო ვიზიტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გვაქვს სრული მხარდაჭერა იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც ვახორციელებთ.

      აქცია, რომელსაც ვერ დაშლი, თუ ორი თავი არ გაქვს - ძიუდოისტები დღეიდან ფართომასშტაბიანი აქციით იმუქრებიან და მუქარის აღსრულება დღეს დაიწყეს. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება. საქართველოს ძიუდოს ფედერაცია, მწვრთნელების, მსაჯების და კლუბების წარმომადგენლების განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმ ცვლილებების შესახებ, რაც ქართულ ძიუდოში დავით ქევხიშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მოხდა. ვარლამ ლიპარტელიანი - დავით ქევხიშვილთან ჟურნალისტების თანდასწრებით შეხვედრა გვსურდა, თუმცა, დღეს კაბინეტში არ იმყოფება. მიხეილ ყაველაშვილი - დავით ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს. მიხეილ გიორგაძე - ძიუდოს ფედერაციაში სიტუაცია მწვავეა და საკითხი სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს. ვარლამ ლიპარტელიანი - ჩვენ არც ერთი ნაბიჯით უკან არ ვიხევთ და ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის.

      პარლამენტის საქმეებიდან - საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც სამოქალაქო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა ახალ მოდელზე გადადის, პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის. ამ პაკეტის მიხედვით - სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები მკაცრდება. სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ნუსხა იზრდება. საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლოა დაეკისროს ვალდებულება, საგანგებო სიტუაციის დროს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, საზოგადოების დროული ინფორმირება უზრუნველყოს. წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და უსაფრთხოების წესების დარღვევა 1 000 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. სახანძრო უსაფრთხოებას დაქვემდებარებული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე დასკვნა სავალდებულო ხდება.

      ოსური პროტესტი და ჩაკეტილობა - გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებას, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებლის და მრევლის სოფელ აძვისთავში გადასვლის სურვილი პროვოკაციაა, გაუგებარს უწოდებს. სასულიერო პირი იმედოვნებს, რომ მომავალ წლებში ქართველები და ოსები წმინდა გიორგის დღესასწაულს ერთად იზეიმებენ. მიტროპოლიტი ანდრია - მივდიოდით ბავშვებთან და ქალებთან ერთად ტაძარში და ეს თუ შეიძლება ჩაითვალოს პროვოცირებად, გაუგებარია. ჩაკეტილი ცხინვალი - მიხეილ ჯანელიძე ე.წ. საზღვრის ჩაკეტვაზე - ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამშვიდობო ბერკეტს, ინსტრუმენტსა და საერთაშორისო ფორმატს, რათა შეზღუდვები რაც შეიძლება მალე გაუქმდეს. ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას პროვოკაციას უწოდებს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციული საზღვრის დროებით ჩაკეტვის საკითხს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში განიხილავენ.

      ქალაქის სიახლეებიდან - მეტროსადგური „გურამიშვილი“ გაიხსნა. თბილისის 10-ვე რაიონში გზის მორეცხვის სამუშაოები დაიწყო. „სითი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია „ფრეშ ფილდი“ დაიქირავა. კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიწისქვეშა პარკინგთან დაკავშირებით ათას სისულელეს საუბრობენ. კახა კალაძე უფასო სასადილოებზე - თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ოპოზიციის მითითება მე და ჩემს გუნდს ნამდვილად არ გვჭირდება. კახა კალაძე - დედაქალაქის მერიაც აიყვანს იურისტებს „სითი პარკის“ წინააღმდეგ. კახა კალაძე - სამწუხაროდ, უამრავი ავარიული შენობა გვაქვს ქალაქში, ჩვენ ეტაპობრივად ვეცდებით ყველა უბანში შევიდეთ და გავალამაზოთ.

      განათლებასაც აქვს სამოქმედო გეგმა - მიხეილ ჩხენკელმა განათლების სამინისტროს სამოქმედო გეგმა წარადგინა. გეგმის მიხედვით ზოგად განათლებაში შემდეგი სიახლეები იქნება: მასწავლებლების მხარდაჭერა და მათი პროფესიული განვითარება; მოსწავლეების ხარისხიანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა; სისტემის განვითარება – ზოგადი განათლების სისტემა შეფასდება ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების მიერ; მოზარდებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება; ტექნოლოგიების დანერგვა სკოლებში - იგეგმება Microsoft-ის საგანმანათლებლო პროექტ Minecraft Education Edition-ის სკოლებში დანერგა; სოფლის სკოლების ახალი სიცოცხლე; პრემიერი - ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, სკოლასა და ზოგადად, განათლების სისტემაში ძალადობისგან თავისუფალი, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა. გიორგი კვირიკაშვილი - ახალგაზრდებს გააჩნიათ სხვანაირი ხედვა, თამამი იდეები, თამამი გადაწყვეტილებების მიღების სხვაგვარი უნარი, რაც მნიშვნელოვანია ქვვეყნის აღმშენებლობისთვის. გიორგი კვირიკაშვილი - სკოლაში ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს და აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ სწორად დაგეგმილი, თანმიმდევრული ნაბიჯებით.

      ნარკოტიკები კლავს - ეკა ბესელია ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად გარდაცვალების შესახებ - განგაშის ზარებია შემოსაკრავი. აკაკი ზოიძე - ახალი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთაც ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა, კლუბური თუ არაკლუბური მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება. დიმიტრი ხუნდაძე - თხოვნით მივმართავ ყველა მედიასაშუალებას, სახელმწიფოსთან ერთად აწარმოეთ ძლიერი ანტინარკოტიკული პროპაგანდა. სახალხო დამცველი - მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ნარკომომხმარებლების მიმართ ლიბერალური მიდგომა ჰქონდეს. ოთარ კახიძე - საჭიროა ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, რომ ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ სახელმწიფოს გზავნილი უმკაცრესი იყოს. ნინო ბურჯანაძე - აშკარაა, რომ ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსანი მფარველობს ნარკობიზნესს. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე პარლამენტში ინიცირებული პაკეტის განხილვის ვადამ ერთი თვით გადაიწია. დავით სერგეენკო - ნებისმიერი ნაბიჯი ნარკოტიკის მიწოდებისა და მოხმარების შემცირებისკენ უნდა იყოს მიმართული. აკაკი ზოიძე - ნარკოტიკები, რომელიც ე.წ. კლუბური თუ მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება, სასიკვდილო შხამია და საათების განმავლობაში კლავს. ეკა ბესელია - ხელისუფლებას არ აქვს რეპრესიული პოლიტიკა მომხმარებლების მიმართ და არის შეურიგებელი ნარკორეალიზატორების მიმართ. გიგა ბუკია - შემოტანილია პირდაპირ საწამლავი, რომელიც ნებისმიერი რაოდენობით მიღების შემთხვევაში კლავს - ნუ მიიღებთ ნურანაირ ნარკოტიკს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 ნარკორეალიზატორი დააკავეს. სერგო რატიანი - იმაზე უარესი არაფერი შეიძლება ხდებოდეს, როდესაც რეალურად, სამართალდამცავებმა და საზოგადოებამ არ იციან, როგორ ნარკოპოლიტიკას ატარებს ხელისუფლება.

      ნარდის მსოფლიო ჩემპიონატი? - ნარდში საერთაშორისო პირველობა გაიმართა.

საზღვარგარეთულები:

      პუტინი აკურთხეს - რუსეთში დღეს პუტინის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. კვლევის თანახმად, პუტინის მთავარ წარმატებად მოქალაქეები ქვეყნისთვის „უდიდესი და გავლენიანი სახელმწიფოს სტატუსის“ დაბრუნებას ასახელებენ. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პრემიერის პოსტზე კვლავ დიმიტრი მედვედევი წარადგინა.

      თურქეთის ციხეების გავსება გრძელდება - ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირების გამო იზმირში 72 ადამიანი დააკავეს. და არც ევროკავშირზე ამბობენ უარს - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთს არასოდეს უთქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანების იდეაზე. თურქეთში, საქართველოს სამი მოქალაქის პროსტიტუციაში იძულების წესით ჩართვის ბრალდებით 18 პირი დააკავეს.

      ლიტვა ადიდასმა აღაშფოთა - ლიტვა Adidas-ის პროდუქციაზე საბჭოური სიმბოლიკის დატანით აღშფოთებულია.

      მოლდოვა ნატოს არ წყალობს - იგორ დოდონი - ვიდრე მე ვარ პრეზიდენტი, მოლდოვაში ნატო-ს ბაზები არ იქნება.

      ირანის კიდევ ერთი მიწისძვრა - ირანში მიწისძვრის შედეგად 82 ადამიანი დაშავდა.

      მშვიდი ასადი - ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი - მიუღებელია ის, რომ ასადი მშვიდად ზის სასახლეში და ირანს საშუალებას აძლევს, სირია ისრაელზე თავდასხმებისთვის ბაზად აქციოს.

      ისრაელინიუსი - იერუსალიმის მერმა ქალაქში პირველი საგზაო ნიშანი დადგა წარწერით - „აშშ-ს საელჩო“

      სომხური სამთავრობო ცვლილება - ნიკოლ ფაშინიანი - ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ვენდეტა არ იქნება, ასევე, ჩემს მთავრობაში არ იქნებიან ოლიგარქები. სომხეთის პრეზიდენტი - ეს არის გარდამტეხი და საპასუხისმგებლო მომენტი სომხეთის მომავლისთვის - სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი იმედოვნებს, რომ ქვეყნის პოლიტიკური ძალები, პრემიერმინისტრის არჩევისას, გონიერებას გამოიჩენენ.

      ჰასან რუჰანი - ირანი გააფთრებით შეეწინააღმდეგება აშშ-ს მხრიდან წნეხს, თუკი ის შეეცდება ირანის გავლენის შეზღუდვას როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ისე მსოფლიოში.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 275

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: მაისი 7, 2018||10:48pm

სამოქმედო გეგმაში რომ განათლების შეფასებაა ჩაწერილი, ეგეც არანაკლებ საინტერესო ამბავია ))

vako: მაისი 8, 2018||8:54pm
თითქოს იქამდე არ იცოდნენ ბასიანზე მტკვარზე ან ჯემ ფესტზე ან სარრთოდ რა ხდებოდა და როგორ იყიდებოდა და იღებოდა ფაქტი ყოველდღიურად მამულიჩა რო ბარიგაა რგ ვაფშე ვინმემ არ იციის? თიზტქოს ამხაფხულს ანაკლიაში არ გარდაიცვალა პერედოზით ახალგაზრდა გოოგო ეხლა ყველამ თავი დაიდებილა ამათი ძუკნა...
დედა თურმე ქვეყანაში რა ხდება და ამათ არაფერი არ იციან :DD
vako: მაისი 8, 2018||9:04pm
შსს-ს არავინ დაუჭერია აბოლებენ ხალხს და თუ ვინმეს აიყვანენ ეგეც უბრალოდ ფაქტის დამდებია იგივე ფოსტალიონი და არა ბარიგა მთავარ ბარიგებს აფარებენ ხელს !

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp: when the EA Sports FC 24 release date arrives

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 4:44am 0 კომენტარი



That means Ultimate Team, Career Mode, Clubs (previously Pro Clubs), and VOLTA Football will be included once again when the EA Sports FC 24 release date arrives. We’ll take you through all the details below. From September 25th, the EA Sports FC 24 bundle is available for FC 24 Coins pre order.

If you want access to the upcoming game as soon as possible you will want to place a pre order for it, which means you will also want…

გაგრძელება

There is a mastery skill

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 4:40am 0 კომენტარი



Here's how I did it.

There is a mastery skill that gives 5% attack speed to each mob at close range, with it we can hit 100 attacks per second with minimal investment in attack speed.

How we survive pulling a lot of mobs:

For pulling mobs, we have a 4 liter configuration POE currency trade with unusual tornadoes, different recoil, health boost on hit, and brutality (we also use fire avatars), making…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters