ძილისმოყვარულთა საზოგადოებაში განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ფილმები სიზმრებზე და ამავე საზოგადოების თითოეულ წევრს, გარკვეული, ზოგჯერ, საკრალური დამოკიდებულებაც კი (გვ)აქვს სიზმრის ამოუცნობ ფენომენთან. მართალია, დიდი სიზმართმცოდნეობით ვერ დავიტრაბახებ, ანდა რაღა უნდა ვისაუბრო ფროიდის შემდეგ და როგორღა უნდა წარმოადგინო სიზმრები, Inception-ის შემდეგ, მაგრამ ყოფილა სიზმარი, რომელშიც ფილმი ისე მინახავს თავიდან ბოლომდე, რომ ეს ფილმი ჯერ გამოსულიც არ იყო და მხოლოდ Trailer-სთვის მომიკრავს თვალი. მოკლედ, ვთანხმდებით, რომ სიზმარი ამოუცნობი ფენომენია, მაგრამ ფილმი, რომელზეც დღეს მინდა პოსტი შემოგთავაზოთ, სიზმრებზე გადაღებული ფილმებში სრული შედევრია!
მე და დევიდ ლინჩი პირველად ერთმანეთს მალჰოლანდ დრაივზე შევხვდით. ვერ გეტყვით, ქუჩამ ძალიან მომხიბლა და აღმაფრთოვნათქო, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი ლოს ანჯელესი მოჩანდა. მაგრამ ფილმმა, რომელიც 2001 წელს გამოვიდა ეკრანებზე უდიდესი შთაბეჭილება მოახდინა ჩემზე, თუნდაც იმიტომ, რომ კარგად ვერ გავიგე საერთოდ რა მოხდა ამ ფილმში და როდის დაიძინეს ან თუ გაიღვიძეს საერთოდ. მერე, მივდექი-მოვდექი, მივიკითხე-მოვიკითხე და აღმოჩნდა, რომ ეს დევიდ ლინჩია და ის სულ ასეთ ფილმებს იღებს.
რამდენიმე კვირის წინ დაანონსდა - "2017 წელს გამოდის Twin Peaks-ის მესამე სეზონი!", იმავე რეჟისორით, კომპოზიტორით, სცენარისტით და ა.შ. ატყდა ერთი ალიაქოთი კინომოყვარულებში, როგორი იქნება, ვინ გადაიღებს, გამოუვა თუ არა რეჟისორს ისეთივე შედევრი, როგორც პირველი სეზონები და ა.შ. რომ გითხარით, ლინჩზე მივიკითხ-მოვიკითხეთქო, სწორედ მაშინ, ტვინ პიქსზეც მესაუბრნენ, მაგრამ ვერ მოვახერხე მენახა ეს სერიალი, ამიტომ ახალმა აჟიოტაჟმა მეტი შემართებით ამავსო და ... ჩავუჯექი.
ზოგადი ინფორმაცია:
რაც შეეხება ფილმს სცენარს. ტვინ პიქსი დაახლოებით რაჭის, უფრო კონკრეტულად, კურორტი შოვი რომ გააფართოვოთ, აი ისეთი ადგილია (ამერიკული მაღალი მთებით, ნაძვნარით და სხვა სიამტკბილობით). შოვისგან განსხვავებით, ტვინ პიქსში 51 201 ადამიანი ცხოვრობს. ერთ დღესაც, საზარელი ამბავი დატრიალდება და იპოვიან მოკლულ 17-18 წლის გოგონას, რომელსაც წყალი გამორიყავს. ასაკის მიუხედავად, სერიიდან სერიამდე ხვდები, რომ ამ გოგონას მთელს ქალაქში იმაზე მეტი მნიშვნელობა და წონა ჰქონდა, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობას. საქმის გამოძიებას ადგილობრივი შერიფი ბოლომდე ვერ იკისრებს და მოიწვევენ FBI-ს აგენტს, რომელიც შერლოკის თვისებებთან ერთად, სიზმართმოყვარეობის თვისებებს ავლენს. პერსონაჟებს არ იკითხავთ? - თითოეულზე ცალკე დეტექტივის გადაღება შეიძლება, ყველას აქვს მრავალი იდუმალი ისტორია და ეს კავშირები, ისეთივე ძაფებითაა შეკერილი, როგორ სიზმარი - ნერვული დაბოლობების შედეგი, რომელიც სად იწყება და სად სრულდება, კაცმა არ იცის.
ძვირფასო მკითხველო, მთელი ფილმის განმავლობაში მუსიკა, მუქი ფერი, წყანი და მონოტონური მოძრობები, სპეციალურად შექმნილი თითქოსდა უინტერესო დიალოგები, ხელოვნური ემოციები თუ შეშლილი სახეები, კადრების ჩაბნელება და ისე გადასხვლა ახალ კადრზე იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენ დევიდ ლინჩის სიზმრის ნაწილი გახდეთ, ან მთელი ეს სერიალი იყოს თქვენი სიზმარი, რომელშიც მონაწილეობთ. ჟანრში, დრამასთან ერთად ამოვიკითხე "საშინელება", მაგრამ მსგავსი რამ იქ არ არის, აი მისტიკა - დიდი რაოდენობით. ეს ისეთი მისტიკაა, რომელიც ნელ-ნელა, სერიიდან სერიამდე იხსნება, მაგრამ ყოველ ახალ სერიაში კიდევ ემატება რაღაც სიახლე და პირველი შეკითხვა რომელიც ამ დროს გიჩნდება - ამას რაღა უნდა?
ფილმი იმდენად ჩახლართული გეჩვენება, რომ დასასრულის მოლოდინით სერიიდან სერიაზე გადასვლა სიზმრისგაუწყვეტელობას ჰგავს, აი იმ სიზმრის, გამოფხიზლება რომ არ უნდა ადამიანს. თავიდან პარადოქსი მეგონა - კრისტოფერ ნოლანის ფილმს, რომელსაც ჰქვია ინსომნია (Insomnia) და სადაც ჩემთვის პატივცემული და საყვარელი მსახიობები ალ პაჩინო და რობინ უილიამსი თამაშობენ, 10 ცდის მიუხედავად, ერთხელაც ვერ ვუყურე ბოლომდე, რადგან ყოველთვის ფილმის შუა ნაწილზე მეძინება (არადა უძილობა ჰქვია), მაშინ როდესაც, აგერ უკვე 3 ღამეა, ტვინ პიქსში და დევიდ ლინჩის სიზმრებში ვათენებ. პარადოქსი კი არა, ესაა სწორედ კანონზომიერება.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ასეთი სერიალის "სპოილერობა" უდიდესი ბოროტება იქნება, შეიძლება მხოლოდ ჰიტლერს გავუტოლდეთ. ამიტომ ფილმზე მეტს არაფერს მოგიყვებით, ჯერ ნახეთ - შემდეგ ვისაუბროთ. ამავე ფილმმა/მინი-სერიალმა, ჩემს კინომაყურებლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მომენტი ისე გააგრძელა, რომ ნერვები დაწყვეტას მქონდა, მსგავსი რამ არცერთ ფილმზე არ დამმართვია. გამოგიცდიათ ალბათ, ფილმის მთავარ გმირს სიავე რომ შეემთხვევა, როგორ განიცდის გულშემატკივარი მაყურებელი, განსაკუთრებით თუ ეს დეტექტივია და საქმე აქვს გამოსაძიებელი, მაშინ ორმაგად ცუდია მისი ავადმყოფობა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ასეთ დროს, რა საშინელებაა სასტუმროს ოთახის სერვისი და თბილი რძე.
ფილმი შევაფასოთ ასე:
ისევ ის მუსიკა, ისეთივე ფერები ტიტრებში და ისევ ისეთი სასიამოვნოდ საინტერესო ლინჩისეული ლაბირინთები. რა უნდა ინატრო კაცმა ამის მეტი.
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 7:21am
0 კომენტარი
0 მოწონება
MMOexp VIDEO OF THE DAYSCROLL TO preserve WITH content material
With its darkish fantasy placing and a gameplay loop that blends elements of dungeon crawlers and battle royale video games, Dark and Darker speedy stuck the eye of some Dark And Darker Gold gamers seeking out a damage from the glut of military-themed shooters.
Even though the sport’s get away from Tarkov-motivated motion drew rave critiques from many…
გაგრძელება
გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 6:37am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 5:50am
0 კომენტარი
0 მოწონება
The Comeback of the Horadric dice in Diablo 4? Examples of Diablo 4 runes. Effect Runes and situation Runes. No longer very last versions.
Snowstorm has determined that the franchise can be returning to its well-known Diablo 4 roots in the approaching call. While heaps of that is innovative and tale-driven exalternate, snowstorm furthermore discovered that runes and runewords from Diablo 4 are being reintroduced. This makes it very possible that Horadric cube should make a…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…
გაგრძელება© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია