ძილისმოყვარულთა საზოგადოებაში განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ფილმები სიზმრებზე და ამავე საზოგადოების თითოეულ წევრს, გარკვეული, ზოგჯერ, საკრალური დამოკიდებულებაც კი (გვ)აქვს სიზმრის ამოუცნობ ფენომენთან. მართალია, დიდი სიზმართმცოდნეობით ვერ დავიტრაბახებ, ანდა რაღა უნდა ვისაუბრო ფროიდის შემდეგ და როგორღა უნდა წარმოადგინო სიზმრები, Inception-ის შემდეგ, მაგრამ ყოფილა სიზმარი, რომელშიც ფილმი ისე მინახავს თავიდან ბოლომდე, რომ ეს ფილმი ჯერ გამოსულიც არ იყო და მხოლოდ Trailer-სთვის მომიკრავს თვალი. მოკლედ, ვთანხმდებით, რომ სიზმარი ამოუცნობი ფენომენია, მაგრამ ფილმი, რომელზეც დღეს მინდა პოსტი შემოგთავაზოთ, სიზმრებზე გადაღებული ფილმებში სრული შედევრია!

      მე და დევიდ ლინჩი პირველად ერთმანეთს მალჰოლანდ დრაივზე შევხვდით. ვერ გეტყვით, ქუჩამ ძალიან მომხიბლა და აღმაფრთოვნათქო, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი ლოს ანჯელესი მოჩანდა. მაგრამ ფილმმა, რომელიც 2001 წელს გამოვიდა ეკრანებზე უდიდესი შთაბეჭილება მოახდინა ჩემზე, თუნდაც იმიტომ, რომ კარგად ვერ გავიგე საერთოდ რა მოხდა ამ ფილმში და როდის დაიძინეს ან თუ გაიღვიძეს საერთოდ. მერე, მივდექი-მოვდექი, მივიკითხე-მოვიკითხე და აღმოჩნდა, რომ ეს დევიდ ლინჩია და ის სულ ასეთ ფილმებს იღებს.

      რამდენიმე კვირის წინ დაანონსდა - "2017 წელს გამოდის Twin Peaks-ის მესამე სეზონი!", იმავე რეჟისორით, კომპოზიტორით, სცენარისტით და ა.შ. ატყდა ერთი ალიაქოთი კინომოყვარულებში, როგორი იქნება, ვინ გადაიღებს, გამოუვა თუ არა რეჟისორს ისეთივე შედევრი, როგორც პირველი სეზონები და ა.შ. რომ გითხარით, ლინჩზე მივიკითხ-მოვიკითხეთქო, სწორედ მაშინ, ტვინ პიქსზეც მესაუბრნენ, მაგრამ ვერ მოვახერხე მენახა ეს სერიალი, ამიტომ ახალმა აჟიოტაჟმა მეტი შემართებით ამავსო და ... ჩავუჯექი.

      ზოგადი ინფორმაცია:

  • სახელწოდება: ტვინ პიქსი (Twin Peaks) - არ ითარგმნება, რადგან ადგილს ჰქვია ასეა (სოფელ-ქალაქია).
  • რეჟისორი: დევიდ ლინჩი (David Lynch)
  • პირველი ორი სეზონი გამოვიდა 1991-1992 წლებში და 1992 წლის აგვისტოში, გამოვიდა ფილმიც: Twin Peaks: Fire Walk with Me, თუმცა ისეთივე გიგანტური წარმატება და აღიარება არ მოჰყოლია, როგორც თავად მინი-სერიალს (მხოლოდ 3 სატურნის ჯილდო და კიდევ რამდენიმე ნომინაცია).
  • სერიალს მოპოვებული აქვს ოქროს გლობუსები, გამარჯვებული და ნომინიმრებულია 40-ზე მეტ ფესტივალზე.
  • სცენარს, დევიდ ლინჩთან ერთად წერდა მარკ ფროსტი.
  • და სამსახიობო თანავარსკვლავედს რაც შეეხება, ესაა კელი მაკლაჰანი, მაიკლ ონტკინი, შერილინ ფინი, შერილ ლი და ა.შ.
  • ვფიქრობ (და მხოლოდ მე არა, ჯილდოები მოწმობენ ამაზე), ფილმის პოპულარობის მთავარი მიზეზია მისი მუსიკა და კომპოზიტორი ანჯელო ბადალამენტი, რომელიც ზემოდასახელებული მალჰოლანდ დრაივის კომპოზიორიცაა და შეიძლება ითქვას, დევიდ ლინჩის პირადი კომპოზიტორიც.
  • პირველ სეზონში სულ 8 სერიაა, მეორე სეზონში 22, მაგრამ დრო ისეთივე სიწრაფით მიედინება, როგორც სიზმრებში.

      რაც შეეხება ფილმს სცენარს. ტვინ პიქსი დაახლოებით რაჭის, უფრო კონკრეტულად, კურორტი შოვი რომ გააფართოვოთ, აი ისეთი ადგილია (ამერიკული მაღალი მთებით, ნაძვნარით და სხვა სიამტკბილობით). შოვისგან განსხვავებით, ტვინ პიქსში 51 201 ადამიანი ცხოვრობს. ერთ დღესაც, საზარელი ამბავი დატრიალდება და იპოვიან მოკლულ 17-18 წლის გოგონას, რომელსაც წყალი გამორიყავს. ასაკის მიუხედავად, სერიიდან სერიამდე ხვდები, რომ ამ გოგონას მთელს ქალაქში იმაზე მეტი მნიშვნელობა და წონა ჰქონდა, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობას. საქმის გამოძიებას ადგილობრივი შერიფი ბოლომდე ვერ იკისრებს და მოიწვევენ FBI-ს აგენტს, რომელიც შერლოკის თვისებებთან ერთად, სიზმართმოყვარეობის თვისებებს ავლენს. პერსონაჟებს არ იკითხავთ? - თითოეულზე ცალკე დეტექტივის გადაღება შეიძლება, ყველას აქვს მრავალი იდუმალი ისტორია და ეს კავშირები, ისეთივე ძაფებითაა შეკერილი, როგორ სიზმარი - ნერვული დაბოლობების შედეგი, რომელიც სად იწყება და სად სრულდება, კაცმა არ იცის.

      ძვირფასო მკითხველო, მთელი ფილმის განმავლობაში მუსიკა, მუქი ფერი, წყანი და მონოტონური მოძრობები, სპეციალურად შექმნილი თითქოსდა უინტერესო დიალოგები, ხელოვნური ემოციები თუ შეშლილი სახეები, კადრების ჩაბნელება და ისე გადასხვლა ახალ კადრზე იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენ დევიდ ლინჩის სიზმრის ნაწილი გახდეთ, ან მთელი ეს სერიალი იყოს თქვენი სიზმარი, რომელშიც მონაწილეობთ. ჟანრში, დრამასთან ერთად ამოვიკითხე "საშინელება", მაგრამ მსგავსი რამ იქ არ არის, აი მისტიკა - დიდი რაოდენობით. ეს ისეთი მისტიკაა, რომელიც ნელ-ნელა, სერიიდან სერიამდე იხსნება, მაგრამ ყოველ ახალ სერიაში კიდევ ემატება რაღაც სიახლე და პირველი შეკითხვა რომელიც ამ დროს გიჩნდება - ამას რაღა უნდა?

      ფილმი იმდენად ჩახლართული გეჩვენება, რომ დასასრულის მოლოდინით სერიიდან სერიაზე გადასვლა სიზმრისგაუწყვეტელობას ჰგავს, აი იმ სიზმრის, გამოფხიზლება რომ არ უნდა ადამიანს. თავიდან პარადოქსი მეგონა - კრისტოფერ ნოლანის ფილმს, რომელსაც ჰქვია ინსომნია (Insomnia) და სადაც ჩემთვის პატივცემული და საყვარელი მსახიობები ალ პაჩინო და რობინ უილიამსი თამაშობენ, 10 ცდის მიუხედავად, ერთხელაც ვერ ვუყურე ბოლომდე, რადგან ყოველთვის ფილმის შუა ნაწილზე მეძინება (არადა უძილობა ჰქვია), მაშინ როდესაც, აგერ უკვე 3 ღამეა, ტვინ პიქსში და დევიდ ლინჩის სიზმრებში ვათენებ. პარადოქსი კი არა, ესაა სწორედ კანონზომიერება.

      შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ასეთი სერიალის "სპოილერობა" უდიდესი ბოროტება იქნება, შეიძლება მხოლოდ ჰიტლერს გავუტოლდეთ. ამიტომ ფილმზე მეტს არაფერს მოგიყვებით, ჯერ ნახეთ - შემდეგ ვისაუბროთ. ამავე ფილმმა/მინი-სერიალმა, ჩემს კინომაყურებლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მომენტი ისე გააგრძელა, რომ ნერვები დაწყვეტას მქონდა, მსგავსი რამ არცერთ ფილმზე არ დამმართვია. გამოგიცდიათ ალბათ, ფილმის მთავარ გმირს სიავე რომ შეემთხვევა, როგორ განიცდის გულშემატკივარი მაყურებელი, განსაკუთრებით თუ ეს დეტექტივია და საქმე აქვს გამოსაძიებელი, მაშინ ორმაგად ცუდია მისი ავადმყოფობა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ასეთ დროს, რა საშინელებაა სასტუმროს ოთახის სერვისი და თბილი რძე.

      ფილმი შევაფასოთ ასე:

Twin Peaks, Qwelly, ბლოგი, დავიდ ლინჩი, კინომანია, სიზმარი, ქველი, ტვინ პიქსი

ნახვა: 343

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დევიდ_ლინჩი, კინომანია, სერიალი, სიზმარი, ქველი

ლაშა: თებერვალი 24, 2017||5:13am
ეშმაკს ადამიანები ქმნიან, რადგან ამ მშვენიერ სამყაროში მისი ადგილი არ არის. - ესეც ტვინ პიქსიდან.
ლაშა: მარტი 6, 2017||5:15am
სერიალის მთელი ხიბლი მის დასასრულშია. და ეს დასასრული არის ყველაზე საშინელი და წარმოუდგენელი (ყველა შესაძლო ვერსია რომელიც შეიძლება მოიფიქროთ, გაგიცრუვდებათ). განცდა, ანუ ის, რის გამოც სერიალია გადაღებული, ბოლო სერიებში შემდეგი სიტყვებით აღიწერება: „ეე, კარგი რა, კარგი რა“!
ლაშა: ივნისი 3, 2017||12:53am

ისევ ის მუსიკა, ისეთივე ფერები ტიტრებში და ისევ ისეთი სასიამოვნოდ საინტერესო ლინჩისეული ლაბირინთები. რა უნდა ინატრო კაცმა ამის მეტი. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Even though the sport’s get away

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 7:21am 0 კომენტარი

MMOexp VIDEO OF THE DAYSCROLL TO preserve WITH content material

With its darkish fantasy placing and a gameplay loop that blends elements of dungeon crawlers and battle royale video games, Dark and Darker speedy stuck the eye of some Dark And Darker Gold gamers seeking out a damage from the glut of military-themed shooters.

Even though the sport’s get away from Tarkov-motivated motion drew rave critiques from many…

გაგრძელება

MMOexp: The Forester is one of the attenuate examples

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 6:37am 0 კომენტარი

Pros Is able to activity adjoin the majority of PvE enemies about absolutely safely. Can annihilate an adversary afterwards them alike actuality able to acknowledge with the appropriate Ability bureaucracy and complete aim. Is able to add accession band of aberration to opponents block them application their traps. Has acquiescent healing with the Acreage Ration Ability Is a chic with abundant alternation acceleration acceptation doors, campfires, animate shrines, and accessories all actuate… გაგრძელება

MMOexp: Sincere extra critical part of Diablo 4's lore

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 5:50am 0 კომენტარი



The Comeback of the Horadric dice in Diablo 4? Examples of Diablo 4 runes. Effect Runes and situation Runes. No longer very last versions.

Snowstorm has determined that the franchise can be returning to its well-known Diablo 4 roots in the approaching call. While heaps of that is innovative and tale-driven exalternate, snowstorm furthermore discovered that runes and runewords from Diablo 4 are being reintroduced. This makes it very possible that Horadric cube should make a…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters