ევროვიზიის კონკურსი წლიდან წლამდე უფრო და უფრო პოლიტიკურდება და დროსთან ერთად კარგავს მთავარ იდეას - მუსიკალურობას. მუსიკალური კონკურსად თუკი ოდესმე იყო, დღეს შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ევროვიზია, ევროპის მუსიკის გამოხატულება არ არის. ეს შესავალი იმისთვის, რომ ქართული კონკურსის შესახებ რამდენიმე დეტალი გამეხმოვანებინა.

      საინფორმაციოდ ვიტყვი, რომ ევროვიზიის კონკურსი ორ ეტაპიანია:

  1. ეროვნული კონკურსი - სადაც კონკურსანტებს უწევთ საკუთარ ქვეყანაში გამარჯვება;
  2. ევროვიზიის კონკურსი - სადაც კონკურსანტებს წინა წელს გამარჯვებულ ქვეყანაში უწევთ ევროპის მთავარი მუსიკალური სიმღერის ჯილდოს მოპოვება.

      წელს მასპინძელი ქვეყანა არის უკრაინა.

      ამ პოსტში, ეროვნულ კონკურსზე ვისაუბრებთ.

      საქართველოში, ტრადიციულად ეროვნული კონკურსი საზოგადოებრივ მაუწყებელზე იმართება (სხვა ქვეყნების უმრავლესობაში ასეა) და ჟურისთან ერთად, მაყურებელს უწევს გამოავლინოს "ღირსეული" კონკურსანტი, რომელიც წარადგენს ჩვენს ქვეყანას.

      შერჩევის კრიტერიუმების კრიტიკას აზრი არ აქვს, თავად შესარჩევზე ვისაუბროთ.

      წელს, ევროვიზია 2017-ის კონკურსისთვის წარდგენილია 25 სიმღერა.

  1. MISHO - Magic
  2. მარიკო ლეჟავა - Light it Up
  3. ანდრია გველესიანი - Revolutionise
  4. დავით შანიძე - "მტვერის კაცი"
  5. გიორგი ჩიქოვანი - Make it Right
  6. თაკო გაჩეჩილაძე - Keep the Faith
  7. ჯგუფი Sparkle - On The Top
  8. ნინო ბაშარული - "ლილეო" (Lileo)
  9. მარიამ ჩაჩხიანი - Fly
  10. ჯგუფი The Mins - Crime
  11. რატი დურგლიშვილი - Why
  12. მალიბუ - We Live Once
  13. ბრენდონ სტოუნი და ეთერ ბერიაშვილი - Heyo Song
  14. ნანუკა გიორგობიანი - Let The Sunshine In
  15. ოთო ნემსაძე და ჯგუფი Limbo - Dear God
  16. ნუცა ბუზალაძე - White Horses Run
  17. საბინა ჭანტურია - Stranger
  18. ელენე მიქიაშვილი - Fighter
  19. ალისა დანელია - We Are Eternity
  20. ტრიო "მანდილი" - "მე და შენ"
  21. ჯგუფი Asea Sool - Nature
  22. ჯგუფი EOS - Urban Signs
  23. თემო საჯაია - All The Same
  24. დიმა კობეშავიძე - Scream
  25. თორნიკე ყიფიანი და გიორგი ბოლოთაშვილი - You Are My Sunshine

      სია აღებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის soundcloud გვერდიდან, სადაც თითეული სიმღერის მოსმენაც შეგიძლიათ, მაგრამ ვერ გეტყვით რომ ისიამოვნებთ. წესით, 25 სიმღერით, ერთი კარგი კონცერტის გაკეთება შეიძლება, მაგრამ სიტყვა კარგი - პრობლემურია.

      მუსიკალურ გემოვნებაზე კამათს არ ვაპირებ, ვის რა მოსწონს და როგორ, ეს გამოჩნდება კონკურსის ბოლოს, ჩემი ყურადღება მიიქცია რამდენიმე დეტალმა და მინდა გაგიზიაროთ.

      პირველი, ესაა სათაურები. სათაურების მიხედვით, ჩვენ ვართ უცნობი მოჩხუბარი მარადისობა, ურბანული სიმღერებით, რომლებიც თეთრი ცხენის კვალზე მზის ნათებისას მივრბივართ და ვკივით. ვცხოვრობთ ერთხელ და მაგიურად დავფრინავთ, ვერ გამოვდივართ რევოლუციონისტური განწყობიდან, ვცდილობთ დავრჩეთ მორწმუნეებად და ძვირფას ღმერთს სულ ვეკითხებით რატომ? საბოლოოდ, ყველაფერი მარტო მეზე ან მე და შენზე დაიყვანება. 

      სამწუხაროდ, ამ სათაურებში ვერ ჩავსვი მტვერის კაცი, ალბათ იმიტომ, რომ მტვრის კაცი უფრო სწორი ფორმაა.

      ეგეც არ იყოს, მთელს კონკურსზე სულ ორი ქართულენოვანი სიმღერაა, აქედან ერთი ფანოღია და მეორეს არასწორად ჰქვია სახელი. ალბათ მესამეც შეამჩნიეთ - ლილეო, ვიფიქრე ქართულად უმღერიან მზესთქო, მაგრამ გავწბილდი.

      ჩემი თავი შევიბრალე, ამიტომ ყველა არ მომისმენია, მაგრამ რაც მოვისმინე, ძირითადად ელექტრონული მუსიკით გაჯერებული დისკო შემხვდა.

კითხვა - რატომ უნდა მოვიგოთ ევროვიზია 2017?

ნახვა: 292

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ევროვიზია, კონკურსი, ხელოვნება

თათია: დეკემბერი 16, 2016||2:43pm

წარმოდგენილი მომღერლებიდან უმრავლესობა არ ვიცი ვინ არის :( :( :D

ლაშა: დეკემბერი 16, 2016||4:17pm

მთავარია, მანდილის სიმღერამ არ გაიმარჯვოს ))

Nirvana: დეკემბერი 17, 2016||4:31am
ახლა მოვრჩი ამათ მოსმენას. ქალბატონების ტრიო ,მალიბუ ,საჯაია ,კობეშავიძე ,მტვერის კაცი ,ლილეო , The mins ,საბინა, ყიფო და გველესიანი საევროვიზიოები არ არიან ნამდვილად .დანარჩენებს არაუშავთ თუ ევროვიზიაზე წარდგენილ სხვა ქვეყნების სიმღერების უმეტესობას გავითვალისწინებთ .
ლაშა: დეკემბერი 17, 2016||1:54pm

სხვა ქვეყნის არ მომისმენია თამრი, მაგრამ მიშო სულუხიას მაგიურმა ელექტრო მუსიკამაც ყურები ამატკია და ძალიან მეეჭვება რამე შედეგი გამოიღოს.

ლაშა: იანვარი 21, 2017||2:16pm

თამრის ჩამოთვლილებიდან ვერცერთმა ვერ მიიღო საგზური - თაკო გაჩეჩილაძე, იქნება ის მეათე ქართველი შემსრულებელი, რომელიც წარდგანეს ჩვენს მუსიკალურ კულტურას ევროვიზიაზე სიმღერით - შეინარჩუნე რწმენა!

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters