ზაფხულობით, როცა სითბო მათ ძვლებს მალამოდ ედება, კიდევ შეიძლება გაიგო, მაგრამ ახლა, დეკემბრის სიცივეში, რა ძალა აძლებინებს?

      რამდენიმე დღის წინ თბილისში მომიწია წასვლა. მოჟამული ამინდი იყო. თოვლს ჩვენში რა ესაქმება, მაგრამ ყინვა და სიცივე იცოცხლეთ, არ გვაკლია. ზამთარს უხდება კიდეც.

      წვიმდა, ცრიდა და სიცივე სხეულის თითოეულ უჯრედს აცარიელებდა. გზად მიმავალმა, მუხათგვერდის გადასახვევთან ერთი მოხუცი ბებო დავინახე. ყავარჯენს ეყრდნობოდა და ზამთრის ყვავილებს სთავაზობდა გაქცეულ ავტომობილებს. წელში მოხრილი, თავწაკრული და შეფუთული, არც თვალები უჩანდა და არც შუბლი - სციოდა მაგრამ ლუკმა-პური მისატანი იყო სახლში, ამიტომ სიცივეს ვინ დაეძებდა? როგორც ჩანს სიცივეს ისე შეებოჭა, ხელებსაც ვერ გრძნობდა და ყვავილები უვარდებოდა. მთებზე, თოვლის ქექვაში მოკრეფილი ყვავილები. მყიდველი კი არსად ჩანდა.

      ჰოდა მაშინ მომაფიქრდა...

      მარტი.

- გამარჯობა!

- გაგიმარჯოს!

- გოგონა, ეს თქვენსავით მშვენიერი ყვავილები რა ღირს?

- რომელი?

- აქედან ალბათ არცერთი არ არის თქვენსავით მშვენიერი, მაგრამ მე მაინტერესებს, აი, ის გვირილები, რა ღირს?

- ეგენი 20 კაპიკი ერთი კონა.

- სულ რომ წავიღო?

- სულ არ შეიძლება, იქნებ სხვასაც უნდა ყიდვა?

- რას ამბობ ბებო გენაცვალოს, გაატანე, სხვებისთვის კიდევ დავკრეფთ. წაიღე შვილო, წაიღე.

- აბა, გამატან ყველა ყვავილს თუ არა?

- კარგი, წაიღე. ბებოს ხათრით.

      მეორე დღესაც იყიდა ბიჭმა გვირილების თაიგული, ყველა რაც კი ჰქონდა ბებიას და შვილიშვილს. მესამე დღესაც გაჩერდა იმავე დროს მანქანა ყვავილების ჯიხურთან. გოგონამ შორიდანვე იცნო და მოამზადა გვირილების შეკვრა. დიდხანს გრძელდებოდა ასე. ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს ჩერდებოდა მანქანა და ბიჭი მთელს შეკვრა გვირილებს ყიდულობდა. გვირილები რომ გამოელიათ, ხან იებს, ენძელებს, ყოჩივარდებს, ქრიზანთემებს, კესანებს და ზამბახებს. ყველაფერს, რაც მუხათგვერდის ტყეში ან ბებიას ეზოში მოიკრიფებოდა.

      ბებია დიდი ხნით ადრე მიხვდა რაშიც იყო საქმე. გოგონა უარობდა - „მოიცა ერთი ბებია, გელანდება რაღაც, მოვწონვარ არა ისა, რომ მოვწონდე, სახელს მაინც არ მკითხავდა? ან რად უნდა ეს ამდენი ყვავილები, ალბათ საცოლე თუ ჰყავს და იმისთვის იხარჯება ასე ძალიან“. არადა, ბებია კარგად ამჩნევდა, ყოველდღე უფრო და უფრო რომ იპრანჭებოდა და თვალებიც უბრწყინავდა, თუ ცოტას დაიგვიანდებდა მანქანა, მოიღუშებოდა და მოიწყენდა - „აი, ის ბიჭი, დღეს არ მოვიდა. შენ კიდე ამბობდი, უთუოდ უყვარხარო“.

      ოქტომბრის მიწურულს.

- ბებიაშენი სად არის?

- ბებია ცუდად გახდა, დღეს ვერ წამოვიდა.

- რა დაემართა?

- გუშინ შემოდგომის ენძელების საკრეფად იყო. ძლიერ წვიმაში მოყვა და გაცივდა. დღეს რომელ ყვავილებს წაიღებ?

- ბებიის ავადმყოფობის ყვავილებს.

- კარგი, 20 კაპიკი თითო კონაში, სულ გამოგ...

- არა, არა. მაგის შეფასება შეუძლებელია. გამომართვი ეს ფული და ხურდა არ მინდა.

- ამას ვერ ავიღებ.

- წამლები იყიდე ბებიასთვის და საღამოს მეც მოვინახულებ.

- კი მაგრამ რა იცი სად ვცხოვრობთ?

      საღამოს, ბებია-შვილიშვილის სახლთან რამდენიმე მანქანა გაჩერდა.

- შვილო, გაიხედე, სტუმრები უნდა იყვნენ.

- კი ბებია, ის ბიჭია, ყვავილებს რომ ყიდულობს ხოლმე. თქვა საღამოს მოვალო და მგონი მართლა მოვიდა.

      ბებიას ბედნიერმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.

- მაგრამ ამდენი მანქანით რატომ მოვიდა ნეტავ.

      კარი გაიღო და თითოეული მანქანიდან ყვავილების გადმოზიდვას შეუდგნენ. გოგონა გარეთ გამოვარდა გაკვირვებული.

- კი, მაგრამ ეს რა არის?

- ეს ის ყვავილებია, მარტის მერე რაც შენ მომყიდე.

- ინახავდი? რისთვის?

- ბებია როგორ არის? ხომ არ სძინავს?

- არა, სახლშია. შემოდი.

- გამარჯობა შვილო!

- გამარჯობა ქალბატონო.

- ბებია, იცი ამ ბიჭმა ყველა ყვავილი დააბრუნა რაც კი ჩვენგან იყიდა. ახლა რა, ფული უნდა მოგცეთ? - მიუბრუნდა გოგონა ბიჭს!

- არა სულელო, ეს ყვავილები შენ მოგართვა - გადაიხარხარა ბებიამ.

- არა ქალბატონო, ეს ყვავილები თქვენ მოგართვით?

- მეე?

- დიახ, თქვენ.

- კი მაგრამ...

- ეს ყვავილები, ბაბუაჩემის სიყვარულის გამოსასყიდია. ბაბუას, თქვენსავით ყვავილების გამყიდველი ქალი შეუყვარდა, მაგრამ შემდეგ ომში წასვლა მოუწია, იქიდან კი ვეღარ დაბრუნდა. ქალს მისი სიყვარული შეუნახავს, არ გათხოვილა და არც იმ საქმისთვის დაუნებებია თავი, რომელმაც ბაბუა გააცნო. წლების შემდეგ ბაბუას წერილი მოვიდა, ანდერძი იყო, რომლითაც მევედრებოდა იმ ქალის პოვნას და მისთვის ბოდიშის მოხდას, რომ ცოცხალი ვერ ბრუნდებოდა.

      ამ სიტყვებზე ბებიას თვალები ცრემლებით აევსო და უკანა ოთახში გავიდა.

      უძრაობა. ცოტა ხნის შემდეგ, ისევ ბიჭმა დაიწყო.

- ქალბატონო...

-

- ქალბატონო, გესმით?

- ბებია, ცუდად ხომ არ ხარ?

      კარი მძიმედ გაიღო და ბებია გამოვიდა.

- არა შვილო, კარგად ვარ.

- ქალბატონო, კიდევ მაქვს ერთი ...

- კი, შვილო, კი! მე თანახმა ვარ ჩემი თხაჯანა რომ მოგათხოვო, ახლა მას ჰკითხე.

- ბებია! რას ამბობ...

- აბა, ასე, საქორწილოდ გამოწყობილი მოვიდოდა სარეცელზე ჩემთვის ბოდიშის მოსახდელად? ან ჯიბეში ნიშნობის ბეჭედი ჩემთვისაა შე სულელო?

- მე არ ვარ თანახმა!

- ლილი, გამომყვები ცოლად?

- არამეთქი! ეს რა წესია. სახელიც არ გიკითხავს, არც მე ვიცი რა გქვია, ვინ ხარ და სადაური. ვერ გამოგყვები.

- ლილი, ცოლად გამომყვები?

- ვერ გაიგე? არა!

- გაყევი ბებია, გაყევი. - ღიმილით უთხრა ბებიამ.

- არა მეთქი!

      ორი დღის მერე ბებია გარდაიცვალა. ყვავილების მინდორში დაკრძალეს.

      იმ დღის შემდეგ, ლილი ყოველდღე ჩამოდის გზაზე ყვავილების თაიგულით ხელში, არა იმის მოლოდინით, რომ ის ბიჭი კიდევ ჩამოივლის და ხელს სთხოვს, არამედ იმ სიყვარულით, რომელიც იმ ბიჭის მოლოდინს ჰქონდა. და მისი სითბოც ესაა და ლუკმა-პურიც.

      ჰოდა, მაშინ მომეძალა სურვილი - ერთხელ მეც გავაჩერებ და ვიყიდი მთელ შეკვრა თაიგულს...

ინსპირაცია:

ერთხელ ბაზარში

ნახვა: 566

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მოლოდინი, მოხუცი, სიყვარული, ქველი

ლაშა: დეკემბერი 5, 2016||8:32pm
ჰმ, ფსევდონიმი გულმაჩუყებელი - მომიხდება ვითომ ? ))
თათია: დეკემბერი 5, 2016||11:06pm
ფილმის სცენარს ჰგავს:-)
თათია: დეკემბერი 5, 2016||11:06pm
ძალიან მომეწონა!
salome: დეკემბერი 6, 2016||1:31am

სევდიანია(((

BrOliKa: დეკემბერი 6, 2016||4:38pm
მმმ არ შეიძლება ჰეფიენდათ გადავაკეთოთ? :-D
ლაშა: დეკემბერი 7, 2016||10:52am

მაგ შემთხვევაში გულმაჩუყებლის ფსევდონიმს დავკარგავ ((

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters