მარტში, ჰო, ალბათ მარტი იყო, როცა ახალ ოფისში ამაყად შევაბიჯე. უკვე ვიცოდი, რომ სამსახური მქონდა. მაგრამ მაინც ვნერვიულობდი. მეორე სართულზე ავწკაპუნდი, დერეფანს გავუყევი და თაგვისფერ კარებთან დაბალი, სასიამოვნო გარეგნობის, მომღიმარი პუტკუნაზე უფრო პუტკუნა ქალი დამხვდა. პირველი, რაც გავიფიქრე სამსახურს არ ეხებოდა:

- ნეტა რატომ აცვია ასეთი მჭიდრო შარვალი ?!

Qwelly, Qwellyland, lost, დაკარგვა, ქველი, ბლოგი      გამიღიმა და მთხოვა დამლოდებოდა. მეც ჩამოვჯექი. თან ფიქრი არ მშორდებოდა მის ჯინსზე. ოდნავ გამჭვირვალე კლასიკური შინდისფერი პერანგი მეცვა, სახელდახელოდ შევიძინე 3 დღის უკან, შავი შარვალი კოჭამდე ტანზე მოყვანილი. მუქი შინდისფერი ქუსლები და ამავე ფერის ლეპტოპის ჩანთა საქმიან იერს მმატებდა, მე ასე მეგონა. არადა, დამხვედრთან შედარებით კონტექსტიდან ამოვარდნილ კომენტარს უფრო ვგავდი, რომელიც უხერხულობაში აგდებს მთელს აუდიტორიას და თავად მთქმელსაც. არ შევიმჩნიე ჩემი გადაპრანჭულობა და დერეფანში გამოჩნდა პუტკუნა მენეჯერიც.

- მაპატიე, რომ გალოდინე.

- არაუშავს, კარგი ინტერიერია, გავერთე. ( რა გევრთე, რა ინტერიერი, ეს სულელური სიტყვებიც ჩემს ნერვიულობას დავაბრალე)

      უხერხულობის პირველი 16 წამი, როცა დავძლიეთ, როცა დამავიწყდა, რომ მჭიდრო შარვალი ეცვა, მთხოვა ჩემს შესახებ მომეყოლა. მეც ვუყვებოდი, არადა ვიცოდი ჩემზე ბევრ სმენია, მალევე შემაწყვეტინა მადლობა მითხრა, რომ ძველი სამსახური დავტოვე და მათთან გადავედი. ამიხსნა ფუნქცია მოვალეობები და მეც საქმეს შევუდექი.

      აი ასე, შინდისფერი პერანგით უკვე ჩემს ოთახში ვიჯექი. ვერ ვმუშაობდი, ვფიქრობდი

- ტყუილა მაქეს ?! 

- ნეტა იმედებს თუ გავუმართლებ?!

- უფროსები საზღვარგარეთ არიანო...

- ნეტა როდის ჩამოვლენ?! მეკითხა...

პირველი დღე ლეპტოპის მონიტორს ვუცქერდი და ყველას ვინც ჩემს ოთახში "გასაცნობად" შემოდოდა (მე გასაჭორადს უფრო დავარქმევდი) ვუღიმოდი და ალბათ, ზედმეტად ჭკუამხიარულის შთაბეჭდილებას ვტოვებდი. პუტკუნა ხშირად შემოდიოდა ჩემთან, თან მწერდა როგორი იმედი აქვს მთელს ოფისს ჩემი. მეკითხებოდა, როგორ ემუშავა პროგრამაში, მეც დიდი სიამოვნებით და სიამაყით ვასწავლიდი. ასე გავიდა რამოდენიმე დღე და მე ყველაზე საყვარელი ახალი თანამშრომელი გავხდი.

      დილაა, ცოტას წვიმს. მე ვმუშაობ. პუტკუნა იგვიანებს. კარი გაიღო. არ ამიხედავს, როგორც გითხარით, ვმუშაობ. მარიამ, ესენი ჩვენი უფროსები არიან. გავუღიმე, მე ხომ ბევრი მსმენია პუტკუნასგან მათზე. ისინი ჭკვიანები არიან და ხშირად გადიან ქვეყნიდან. სასიამოვნოა, პირველი უფროსი მაღალია, ყელზე გასაღებები უკიდია, ჟურნალები უჭირავს და წითელი კეტები აცვია. მეორე უფროსმა, ხელი ჩამომართვა, ვიგრძენი მისი მზერა. დავჯექი, გავაგრძელე მუშაობა. გავიდნენ. მე კიდევ დავფიქრდი, რატომ არ გამეღიმა, ან ცოტაოდენი სითბო გამომეჩინა ამხელა კომპანიის დამაარსებლებს შევხვდი. გავბრაზდი, პუტკუნაზეც გავბრაზდი, რატომ არ გამაფრთხილა, მოვემზადებოდი. პირველი უფროსი ძალიან ჭკვიანია, სულ კითხულობს და არასდროს არ სცალია, მეორე უფროსი ჩემი უშუალო უფროსი ყოფილა გავარკვიე.

ოთახში ვართ, მე პუტკუნა და ჩემი მეორე უფროსი. ვმუშაობთ. მოგზაურობა ყვარებია, მეც მიყვარს მოგზაურობა. ისტორიები გავცვალეთ. მითხრეს, რომ მათთან ერთად წავსილუყავი საღამოს ბარში. უარი ვუთხარი, არადა მეცალა. რატომღაც ჩემი ბეჭედი ხელში უჭირავს და ატრიალებს, პუტკუნას გაეღიმა. მე მაშინ გავბრაზდი.

ახლა სექტემბერია, 2 სამსახური გამოვიცვალე. მინდა შემეძლოს დროის უკან დაბრუნება. შინდისფერ პერანგს არ ვიყიდდი. პუტკუნას არ გავუღიმებდი. ძველ სამსახურში დაცვა ისევ შოკოლადებს მომიტანდა.

რა კარგი იქნებოდა გამოტოვებული აბზაცების წერა, რომ შემეძლოს. ალბათ, ამის დროც მოვა და ვიტყვი ამ აბზაცებში როგორ დავიკარგე.

ნახვა: 355

ტეგები: Qwelly, Qwellyland, lost, დაკარგვა, ქველი

ლაშა: სექტემბერი 15, 2016||10:38pm

გოგონამ ყვავილის სახელით, სიყვარულის/რომანტიკის ისტორია დაგვიმალა (( ან აბზაცებში განგებ დაკარგა. 

არა, ის მაინც გეთქვა, რა ბეჭედს ატრიალებდა შენი მეორე უფროსი, ხელი რომ ჩამოართვი. სამსახურის ბეჭედს თუ? )) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters