- ჩქარა, ჩქარა... - გუნებაში განუწყვეტლივ იმეორებდა ნანი, თითქოს ეს სიტყვაც დაეხმარებოდა, რათა რაც შეიძლება სწაფად ერბინა. ცალი ხელით თავსაფრის ბოლოები შემოეკრიბა, რომ არ ეფრიალა, მეორეთი მკერდი ეჭირა, რძით სავსე, დამძიმებული. რძეს ვეღარ სწოვდა მისი პატარა, თუმცა ბევრს ცდილობდა ნანი, თუნდაც რამდენიმე წვეთი გადაეყლაპა პატარას. რაღაც ავადმყოფობა შეეყარა, სამიოდე დღეში სრულიად შეიცვალა, ვარდისფერი ლოყები გაუფითრდა, მერე კანი მოეჩვარა, ბალღურ მიამიტ თვალებს ხანდაზმული ადამიანის ტკივილნარევი გამომეტყველება მიეღო, რაც ნანის დანასავით უსერავდა გულს. სამი ღამეა თითქმის არ უძინია, ბალღს ერთი წამითაც არ სცილდება, თვალს არ აშორებდა, თითქოსდა თვალებით სურდა შთაებერა მისთვის ჯანი და ძალა. სახლეულიც გვერდით ედგა, ყველა ცდილობდა რითიმე დახმარებოდა. ქმარი და დედამთილი გამგონედ შეჰყურებდნენ თვალებში, ყურადღებას არ აკლებდნენ. მამამთილი, ღვთისმოსაობით ცნობილი ჭაღარა ანანია ლამის ქადაგად დავარდა, ღმერთს მხურვალედ შესთხოვდა შველას. მკურნალიც მოიყვანეს, შემლოცველიც. არაფერი შველოდა პაწიას, თვალსა და ხელს შუა დნებოდა. ამას ყველა ამჩნევდა, ცხადია, თვით ნანიც, ოღონდ დაჯერება უჭირდა. ხანდახან კითხვის თვალით შეხედავდა სახლეულს, ნეტავი რას ფიქრობენო. დაბნეულობის მეტს ვერაფერს ხედავდა მათ თვალებში. თვითონ ნანიმ არ იცოდა როგორი გამომეტყველება ჰქონდა მის თვალებს: ორ სამსჭვალს დაემსგავსნენ ისინი. პიტალ კლდეს გაბურღავდნენ, ოღონდ საშველი ეპოვნათ რაიმე.

      მესამე დღეს რეიზლი მოვიდა, ჭაღარა ანანიას უფროსი დაი, ბალღის ავადმყოფობა გაეგო. ნაოჭებად ასხმოდა პერგამენტივით გამომშრალი კანი, ოღონდ ამ ნაოჭებში საკვირველად ცოცხლად უელავდნენ თვალები. დახედა ბალღს. მაშინვე სასწაულმოქმედ მოძღვარზე ალაპარაკდა, ის ნამდვილად უშველიდა პაწიასო. ერთი მისი ხელის შეხება და ავადმყოფობა ვითომ არც ყოფილა. "იესოზე ამბობ?" - ჰკითხა ანანიამ. "სწორედ" - მიუგო რეიზლიმ. "ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ იესო ახლა შეპყრობილია, ვერავინ მიაღწევს მასთან."

      დუმილი ჩამოვარდა. მძიმე, უილაჯო დუმილი. მერე რეიზლი ისევ ალაპარაკდა: "იქნებ მაინც გეცადა" - მიუბრუნდა იგი ნანის, - "ბალღის თან წაყვანა არაა აუცილებელი, ოღონდ ერთი დალოცოს შენი პაწია, მეტი არც არაფერია საჭირო. ჩემი თვალით ვნახე, როგორ უშველა ვიღაც კაცს, ავადმყოფი შვილის პატრონს. ერთი აღმართა მის თავზე მარჯვენა და როცა ის კაცი სახლისაკენ გაეშურა, შვილი გზაში შემოხვდა, სრულიად გამოჯანსაღებული. თუ როგორმე ხმას მიაწვდენდი, იესო არც ახლა გეტყოდა უარს დახმარებაზე, ისეთი კეთილია..."

      ნანი წამოხტა. "იჩქარე" - მიატანა რეიზლიმ, - იესო უკვე მიჰყავთ დასასჯელად, ჯვარს უნდა აცვან გოლგოთაზე, მილეთის ხალხი მისდევს თან;" ნანი შეყოყმანდა: სასიკვდილოდ მიმავალს როგორ ვთხოვო შველა? რეიზლი დადუმდა. ეს დუმილი ყველა სიტყვაზე უკეთ ამბობდა, მეტი საშველი აღარ არისო, ირგვლივ მყოფთა სახეებიც ამავეს ამბობდნენ. "ბალღს მიმიხედეთ" - თქვა ნანიმ და ტყვიასავით გავარდა გარეთ. გარბოდა, თან რეიზლის ხმა მიაცილებდა; "შენ შენი სცადე, უარს არ გეტყვის, ჯალათის დანა კისერთან რომ ჰქონდეს მიტანილი, მაინც დაგლოცავს და გიშველის, ოღონდ ცოცხალს მიუსწარი როგორმე..."

      ერთხელაც არ შეუსვენია, ისე მიატანა გოლგოთის მთამდე. ნაბიჯის შეუნელებლად შეუყვა აღმართს. აქ მართლაც ბევრ ხალხს გაევლო, ამას მრავალი ნიშანი ადასტურებდა. ნანის სულ უფრო და უფრო უჭირდა სირბილი, მაინც ცდილობდა ერბინა. გარბოდა, სანამ ყველაფერს სქელი ნისლი არ გადაეკრა. მძიმედ აქოშინებულმა მიაღწია თხემამდე, ხალხის ხმაური ჩაესმა და მალე გაარჩია კიდეც მარლა აღმართული ჯვრები. "დავიგვიანე" - რაღაცამ მწარედ დაიღმუვლა გულ-ღვიძლის სიღრმეში, თითქოს აღარაფერს ჰქონდა აზრი, ნანი მაინც არ შეჩერებულა. ფეხებმა თითქოს თავისით მიიყვანეს იგი ხალხის დუნდგოსთან, იდაყვებმა გზა გაუკაფეს, მაშინღა შედგა, როცა მცველების ცოცხალ ღობეს გადააწყდა.

      ირგვლივ ხალხი გაუთავებლად ყაყანებდა, ნანის არაფერი ესმოდა მათი, ერთი გაბმული ზრიალი ედგა ყურებში. თითქოს სქელი ნისლიდან ამოიზიდაო, თანდათან გამოიკვეთა ჯვარზე გაკრული ადამიანის სხეული. მაშინვე ამოიცნო იესო. იმ ორისთვის არც კი შეუხედავს, ადრეც ჰყავდა ნანახი იერუსალიმის ქუჩებში. დაინახა კისერზე ჩამოგდებული, უსიცოცხლო სახე, ჯვარზე ლურსმნებით გაკრული, ფერდგაფატრული სხეული, საიდანაც სისხლი მოჟონავდა, დაბლა წვეთავდა, გული სიბრალულით მოეწურა ნანის, თვალი ძლივს გაუსწორა ამ საზარელ სანახაობას. "ეს რა დღეში ჩაუგდიხართ, საბრალოვ", - მოსწყდა მის ტუჩებს ოდნავგასაგონი ხმა, - ალბათ რა მწარედ გტკივა მთელი სხეული. შენ ხომ ყველას შველოდი, ყველა გებრალებოდა, შენ თვითონ რატომ არ შეგიბრალეს. მეც საშველის საძებნელად მოვედი შენთან. ჩემი საკუთარი ტკივილისთვის არ გთხოვ სალბუნს, ტანჯულ ღმერთს ამას ვერ შემოგბედავდი, მაგრამ პაწია ბალღი მეცოდება... ო, როგორ მწარედ მტკივა მისი ტკივილი, ჩემს საკუთარ ტკივილზე ბევრად უფრო მწარედ... შენც შეიცოდე იგი, ჩემი სიცოცხლე წაიღე სანაცვლოდ და ის გადამირჩინე..."

      თითქმის უხმოდ, გულში ღაღადებდა ამ სიტყვებს, ტუჩებს ოდნავ თუ ამოძრავებდა, მაგრამ იმდენ მხურვალებას აქსოვდა მათში, ღმერთამდე ალბათ მიაღწევდნენ, ოღონდ ღმერთი, თავად ტანჯული, უსიცოცხლოდ ეკიდა ჯვარზე, მხოლოდ სისხლის წვეთებს შერჩენოდათ ჯერჯერობით სიცოცხლე, შეუნელებლად მოჟონავდნენ ჭრილობებიდან, ჯვრის ძირას მიწას ერეოდნენ...

      ხალხი ისევ გუგუნებდა, ათასნაირ აზრს გამოთქვამდა მომხდარზე. ნანის არაფერი ესმოდა, ისევ ჩაფლული იყო თავის ფიქრებში. უცბად ფიქრის ძაფი გაუწყდა; შეამჩნია, უფლის მარჯვენას მოსწყდა სისხლის წვეთი. რაღაც უცნაურად გაიბრწყინა მზის სხივებზე, ძვირფასი თვალივით გაიელვა, სანამ დაბლა, მიწაზე დაეცემოდა. ნანიმ თვალი მიადევნა და იმავ წამს, როგორც კი წვეთი მიწას შეეხო, არც კი დაფიქრებულა, ისე გაიჭრა წინ, თითებით მოხვეტა ნამიანი, სისხლით გაჟღენთილი მიწა... იმავ წამს ღონიერი მუჯლუგუნი იგრძნო ფერდში, ეს მცველმა ჩააზილა წიხლი. ნანის არც კი აუხედია მაღლა, უკან ფორთხვით დაიწია, ფეხზე წამოხტა, სასწრაფოდ გამოერიდა ხალხს, სირბილით დაეშვა დამრეც ფერდობზე, ძვირფასი გუნდა თავსაფრის ყურში გამოკრა, ისე რომ, სირბილი წამითაც არ შეუნელებია. ჩქარობდა, ძალიან ჩქარობდა. ეს წვეთი ხომ ტანჯული ღმერთის სხეულს მოსწყდა, სალბუნად დაედება პაწიას... სულს ძლივსღა იბრუნებდა, როცა ბოლოს და ბოლოს მიაღწია სახლამდე.

      "დაიგვიანეო" - ხმამაღლა არავის უთქვამს, მაგრამ დამხვდურთა იერი, კარის ზღურბლიდანვე რომ შეეგება, ცხადად ღაღადებდა ამაზე. ერთი შეხედეს და თვალი აარიდეს... ყველა დუმდა, ჩამოვარდნილ სიჩუმეში მხოლოდ ნანის მძიმე სუნთქვა ისმოდა. რამდენიმე ნაბიჯი ბარბაცით გადადგა, ხელში აიყვანა პატარა, უმოძრაო ფუთა, გულზე მიიკრა და ტახტზე ჩამოჯდა...

      დიდხანს იჯდა გაუნძრევლად. არც კი დაუხედავს ბალღისთვის, ტანჯული ღმერთის უსიცოცხლო სახე ედგა თვალწინ. როგორც იქნა, გაბედეს, სცადეს, ბავშვი გამოერთმიათ. ნანიმ ღონივრად შემოხვია მკლავები, არ დაანება. "ერთად დაგვმარხეთ ორივე" - ასე უპასუხა, როცა ჭაღარა ანანიამ უთხრა, ბავშვი დასამარხად უნდა მოვამზადოთო. აღარ მიეძალნენ, გული მოიოხოსო. ასე გაილია დღე, ამ ყოფაში უწიათ ღამემ. ადამიანები იმავე მდგომარეობაში დარჩნენ, რომელშიც ღამის სიბნელე მიეახლათ, თითქოს რაღაც მძიმე მდინარემ დატბორა იქაურობა. "ღმერთო, ასე რატომ დაამძიმე ჩემი ყოფა?" - ჩუმად საყვედურობდა ჭაღარა ანანია. სხვები ხმას არ იღებდნენ.

      ნანი ისევ ღონივრად იკრავდა მკერდში ძვირფას ფუთას, თუმც წართმევას არავინ უპირებდა. მკვრივი, უსიცოცხლო, უმოძრაო ფუთა... რაღაც უფრო მკვრივი შეიგრძნო მკერდთან. ხელი მოუფათურა, თავსაფრის ყურში გამოკრული მიწის ბოლქვი აღმოჩნდა, მუჭით რომ მოხვეტა ჯვარცმული ღმერთის ფეხებთან. გამოხსნა და ბავშვის უსიცოცხლო სხეულს ჩააყარა სახვევებში. მერე ისევ ჩაიხუტა და დაჯდა გაუნძრევლად, ფუთას ოდნავ არწევდა. "ერთად დაგვმარხეთ ორივე, ღმერთის ნიშანი ჩვენთანაა" - იმეორებდა თავისთვის. ალბათ ვერავითარი ძალა ვერ გამოგლეჯდა ამ ფუთას ხელიდან. ასეთ დღეში მყოფს ეწვია ძილბურანი, რომელსაც ბუნდოვანი ხილვები მოჰყვა. მერე ეს ბუნდოვანება გაიფანტა და ნანიმ ცხადად დაინახა ჯვარცმული ღმერთის სახე, ოღონდ ისეთივე მშვიდი და ნათელი, როგორც იმ კურთხეულ დროს, , როცა საღ-სალამათი იყო, უხვად არიგებდა ლოცვა - კურთხევას, ავადმყოფებს კურნავდა, ბრმებს თვალებს უხელდა. ღმერთი მშვიდად შეჰყურებდა ნანის, მერე კი ასეთი უცნაური სიტყვები უთხრა: "შენ გინდოდა ჩემთან ერთად დამარხულიყავი?"

      კიდევ უფრო უცნაური ის იყო, რომ ნანის სულაც არ გაკვირვებია ეს სიტყვები. სიზმარში როგორღაც გაიგივდნენ მისი შვილი და ჯვარცმული ღმერთი. ისინი ერთნი არიან, ერთარსებად იქცნენ. ღმერთის სიტყვები იგივე მისი შვილის სიტყვებია. ნანის ესმის მათი და გუნებაში ფიქრობს: "კიდევ კარგი, არ დავმარხეთ, ის ხომ ცოცხალია, საღ - სალამათი... განა შეიძლებოდა მისი დამარხვა... "

      ნანიმ შვებით ამოისუნთქა, ასე კარგად რომ დასრულდა ყოველივე. გადავრჩიო - გაივლო გულში, ამის გაფიქრება იყო და ჯვარცმულმა ღმერთმა აღმართა მარჯვენა ხელი, რომელზეც სისხლის წვეთი უბრწყინავდა, მისკენ გამოიწოდა. ხედავს ნანი, ღმერთის ხელი რაღაც უსაზღვრო სივრცეში გამოეკიდა. ეს სივრცე განფენილიყო კიდით კიდემდე, სადღაც მის დასალიერთან სუფევდა იგი და ლოყაზე უწვდენდა მარჯვენა ხელს. არც ეს გაკვირვებია ნანის, ისევ უდიდს სიხარულს და შვებას გრძნობდა, რამაც ერთიანად აავსო მისი არსება. "რა ბედნიერებაა, რომ არ დავმარხეთ ტანჯული ღმერთი, რაღაც დიდ საშიშროებას გადავრჩით," - ასე ხმიანებდა მისი ცნობიერება, ღვთის ხელი კი ისევ სათუთად ეხებოდა სახეზე, რა ნაზი, რა სანეტარო იყო ეს თითები...

      გამოეღვიძა, უკვე დილის რიჟრაჟი იყო, ნაზი, სათუთი თითები მართლა ეხებოდა სახეზე, ნანი გამოერკვა ბურანიდან, ხელი მოჰკიდა ამ ნაზ თითებს, ბალღის ხელები აღმოჩნდა... სახეზე ხელებს უცაცუნებდა მისი პატარა, თან რაღაცას ჭყლოპინებდა ბარტყივით, დილის ნაზ შუქში სიცოცხლით სავსე სახე და თვალები უბრწყინავდა... საკინძე შეიხსნა, ძუძუ მიაწოდა პატარას. ისიც მაშინვე ჩააფრინდა ტუჩებით, მომღიმარე თვალებით კი დედას შეჰხაროდა.

      ოთახში რაღაც გაფაჩუნდა, ნანიმ თავი ასწია, ახლობლები შემოხვეოდნენ, გაოგნებულები შეჰყურებდნენ, ხმა ვერავის ამოეღო...

      დღემ ძალა მოიცა, ყვლაფერი უკეთ გამოჩნდა, თითქოს ცხადიც გახდა, თუმცა ნამდვილ სიცხადემდე ჯერ კიდევ ბევრი უკლდა. ნანის ნამალევად შეჰყურებდნენ, შეკითხვას კი ვერ უბედავდნენ, თვითონ ნანის კი ისე ეჭირა თავი, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარიყოს. ანანია ჩუმად სწირავდა ღმერთს მადლობას, სახეზე გაოგნებული იერი შერჩენოდა. კიდევ საკმაო დრო გაივლის, სანამ მიხვდებიან, თუ რა დიდი მოწყალება მოიღო მათზე ჯვარცმულმა ღმერთმა. ამის გააზრება ჯერჯერობით ვერ მოესწროთ, იმ უდიდეს შვებას კი ერთნაირად განიცდიდა ყველა, დიდი სასიშროების თავიდან არიდებას რომ მოჰყვება ხოლმე. დედამთილმა ტახტი მიალაგა, სადაც ნანიმ მთელი ღამე მჯდომარემ გაათენა, გულში ჩაკრული პაწია ფუთით. ტახტზე მიწის გოროხის ნაფხვენები ეყარა, სისხლის სინედლე სრულად არ შერჩენოდათ. "ეს რა არის"- ჰკითხა დედამთილმა ნანის და მიწის გოროხის ნაფხვენებზე მიანიშნა, "ღმერთის ნაკვალევია" - თქვა ნანიმ, არავის აღარაფერი უკითხავს, აღარც ნანის უთქვამს რაიმე, თავის პაწია ღმერთს ვერ აშორებდა თვალს.

ნახვა: 298

ტეგები: Qwelly, მოთხრობა, ნაკვალევი, ნუნუ_ქადაგიძე, ღვთის_ნაკვალევზე

ლაშა: მაისი 13, 2016||12:18pm
გარდაცვალება უფრო დიდი მადლი იყო თუ გაცოცხლება? (ნანისთვის, ანანიასთვის)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლე

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:03am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტილია II-ის

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).

აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი, - ქრისტე აღდგა!

ენით გამოუთქმელი და მიუწვდომელი ეს…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters