ყველა მწერალი ვალდებულია ზრუნავდეს თავის მკითხველზე. დიადი მწერლები სხვადასხვაგვარად გამოხატავდნენ ამ ზრუნვას, ზოგი მარტივი ენით ცდილობდა ეთქვა სათქმელი, ზოგიერთი მკითხველის გონებას საუკუნეებით წინ წასწევდა, ზოგი ყოველდღიურობისთვის მისცემდა ხსნის გასაღებს, ვინ მხატვრულად და რბილად, ვინ ხისტად და ყვირილით.

      ერთი, რომ დიადი მწერალი არ ვარ და მეორე რომ არც ეს პოსტია მაღალი იდეების მატარებელი, ამიტომ ჩემს ზრუნვას მკითხველისადმი მარტივად გამოვხატავ. ჩემო ძვირფასო მკითხველო, თუ იმ კატეგორიის ადამიანთა რიგს მიეკუთვნები, რომლებმაც პოსტის სათაურზე გაიფიქრეს "სექსიზმიაო" და ფიქრობ, რომ არ შეიძლება სერიალი, ჩასაცმელი, აქსესუარი, სუნამო და ა.შ. არსებობდეს კაცის და ქალის, მაშინ აქვე გირჩევ, რომ კითხვა არ გააგრძელო, რადგან ამ პოსტში ხშირად მომიწევს ვახსენო "ქალების" და "კაცების". დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის.

      ახლა, ვინც დარჩით, იმათ გასაგონად, ამ პოსტში თუ დიადი სერიალის ან ფილმის განხილვას ელით, უნდა გაგაწბილოთ. ეს ძალიან კარგი სერიალია, მაგრამ გენიალური არა.

Qwelly, blog, anarqiis shvilebi, sons of anarchy ანარქიის შვილები, ბლოგი, ეჭვი, კინომანია, სერიალი, სიყვარული, ფილმი, ქალები, ქველი, ღალატი

      რამდენიმე კვირის წინ, ფილმების ძებნისას, სერიალებზეც წამიცდა მაუსი და ერთი განსაკუთრებით მაცდური აღმოჩნდა - მაღალი რეიტინგი პოპულარულ სიებში, ასევე კრიტიკოსთა ბლოგებზე, ოქროს გლობუსი ჯილდოების თაროზე, რამდენიმე დაჯილოდების გამარჯვებული და ნომინანტი და ა.შ. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ მოტოციკლები დიდად არ მიყვარს, არც ჰარლის ფანი ვყოფილვარ არასოდეს და ბაიკერებიც თავისი წვერით ყოველთვის ნერვებს მიშლიდნენ, მაინც მომიწია მენახა სერიალი "ანარქიის შვილები".

      პოსტში ბევრი "სპოილერი" იქნება და თავს ამის უფლება იმიტომ მივეცი, რომ სერიალი 2008 - 2014 წლებში გადიოდა და მგონი უკვე ყველა სერიალთმოყვარემ ნახა და დააფიქსირა თავისი აზრი, ყოველშემთხვევაში ქართულ საიტებზე მოწონების და კომენტარების ნაკლებობას არ უჩივის.

      შემოქმედის სახელია - კურტ სატერი. ესაა კაცი, რომელმაც 2002-2008 წლებში გადაიღო "ფარი" (The Shield), მაგრამ უფრო მეტად გეცოდინებათ ბოლო ფილმით, მოკრივეზე, რომელიც 2015 წელს გამოვიდა - "ცაცია" (Southpaw). თუ გაიხსენეთ, ალბათ მიხვდით ამ რეჟისორისთვის დრამა რამდენად მნიშვნელოვანია. და განვაგრძოთ სწორედ დრამატულობით.

      ფილმის ბოლო სეზონის ბოლო სერიას თუ ნახავთ, რაც არ უნდა გულგაციებული იყოთ, თქვენც მოგადგებათ თვალზე ცრემლები იმ დრამისა და გამომშვიდობების გამო, რომელიც ამ 80 წუთში ჩაეტია (მუსიკაზე აღარაფერს ვამბობ, ბოლო 8 წუთი ისმის და სხეულის ყველა უჯრედს მოიცავს და სწორედ ის ახერხებს დაგაჯეროს ბოროტების სიკეთეში). ძალიან სენტიმენტალური ბოლო სერია გამოდგა. იმასაც იფიქრებთ, რომ სიმბოლოებით დატვირთული ფილმია, თუ კი სიკვდილის სცენაში შეამჩნევთ პურს და სისხლს, რამდენიმე წუთით ადრე ღვინოსა და პურს. რეჟისორმა ისე დახატა ყველაფერი, მეგონა ჯვარცმის ეპიზოდი იყო და გამოსყიდვაც ისეთივე, როგორც გოლგოთაზე 21 საუკუნის წინ. დავიჯერებდი ამას, რომ არ მენახა წინა 7 სეზონი და თითოეულში 13 სერია, ანუ დაახლოებით 90 საათი არ გამეტარებინა მთავარი გმირისა და მის გარშემო განვითარებული მოვლენების გვერდით. ერთი კია, უნდა ვაღიარო - კეთილისმყოფელთა რჩევის მიუხედავად, ჩემმა სიჯიუტემ თავისი გაიტანა და მე ეს სერიალი თავიდან ბოლომდე ვნახე.

      სერიალი იწყება შავი მტრედებით, ანუ ყვავებით და სრულდება ყვავებით. ერთ ნორმალური მტრედი, სერიალის ბოლო სეზონში, მთავარმა გმირმა თავისი ბაიკით ჩაჭყლიტა, იმის ნიშნად, რომ მშვიდობა არ იქნება (ძალიან ზედაპირული და მარტივი სიმბოლოები აქვს ფილმს, იმდენად მარტივი, რომ გაღიზიანებს კიდეც).

      პირველი რაც რამდენიმე სერიის ნახვის შემდეგ თავში მოგივათ - ძალიან მაგარი კაცური სერიალია. კაცური სერიალია იმიტომ, რომ ფილმი მოგვითხრობს მამაკაცი ბაიკერების ჯგუფზე, რომლებსაც "ანარქიის შვილები" ჰქვიათ და რომელიც ამერიკის ერთ-ერთ შტატში, კალიფორნიაში, ერთ ქალაქს მთლიანად აკონტროლებს. ლეგალური ბიზნესის გარდა (ავტომობილების შეკეთება) დაკავებულნი არიან იარაღის გაყიდვით, კავშირები აქვთ ირლანდიასთან, (სიმართლე გითხრათ, მთელი სერიალის განმავლობაში კარგად ვერ მივხვდი რა სიმბოლოს, რა სათქმელს, რა იდეას ატარებდა მაინცდამაინც ირლანდია და მაინცდამაინც ირლანდიის არმია, დაკომპლექტებული ყოფილი ჯარისკაცებით, რომლებიც რევოლუციას უჭერენ მხარს და ამიტომ ყიდიან იარაღს) და ამ ბაიკერებს აქვთ თავიანთი ისტორიები და რაც მთავარია ჩემი პოსტისთვის - ჰყავთ ცოლები, ჰყავთ ოჯახი.

      დიახ, პირველივე სეზონის ბოლოს ხვდები, რომ ფილმმა ამოწურა თავისი სათქმელი მამაკაცებისთვის. პირველივე სეზონში ნახავთ, რას ნიშნავს იდეის მსახურება, როგორი უნდა იყოს გუნდური მუშაობა, თვალი როდის უნდა დახუჭო გუნდის წევრის შეცდომაზე, როდის უნდა მოითხოვო პასუხი და რომ ყველაფერი უნდა შესწირო იმ იდეას, რომელიც აერთიანებს არა ორ (კაცსა და ქალს), არამედ მრავალ ადამიანს (გუნდს). მოკლედ, ბიჭებო, თქვენთვის საკითხავი დასრულდება პირველივე სეზონში. ვისაც უასაკობის გამო ჯერ კიდევ არ აქვს კარგად გათავისებული რას ნიშნავს გუნდური მუშაობა და მიზნისკენ გუნდური სვლა, უყუროს სერიალის პირველ და ჰაჰა მეორე სეზონს, ხოლო თუ გინდათ გაიგოთ გუნდში მომუშავე ბიჭების ცოლები ან დედები როგორები არიან სინამდვილეში, უყურეთ სერიალს ბოლომდე და თქვენც, ქალბატონებო, თავიდან ბოლომდე უყურეთ სერიალს, რომ იქაური ქალები როცა შეგზიზღდებათ, იქნებ შემდეგ გააცნობიეროთ, რომ ხშირად ასე ექცევით იმ ადამიანებს, ვინც გიყვართ. 

      ფილმი აუტანელი ხდება მას შემდეგ, რაც ერთადერთი დადებითი პერსონაჟი, მთვარი გმირის ბავშვობის მეგობარი, კვდება. ესაა კაცი, რომელიც ფილმში ჩნდება როგორც ძმისთვის (ძმა როგორც ერთი გუნდის წევრი და არა როგორც დედმამიშვილი) თავდადებული ტიპი, რომელმაც არ ჩაუშვა პარტნიორი და ამის გამო ციხეში მოიხადა სასჯელი. გამოდის ციხიდან და.... საბოლოოდ კვდება ისევ ძმაკაცისთვის. ფილმში, არაერთი ღალატია ძმებს შორის, როგორც სასიყვარულო დონეზე (ძმა ძმის ცოლთან რომანს გააბამს) ასევე საქმის დონეზე (ერთმანეთის გადაგდება, გაყიდვა, ღალატი), მაგრამ არცერთი ღალატი არ არის ოუპის ანუ ამ კაცის კისერზე. ჰოდა, ერთ-ერთ სეზონში სწორედ ამ კაცს კლავს რეჟისორი. მერე ვითომ იმით გამოისყიდა დანაშაული, რომ მთავარი გმირის "გარდასახვა" მთლიანად ამ კაცის კისერზე გადაატარა, მას მიაწერა დამსახურებად, რაც მაინცდამაინც დამაჯერებლად არ გამოსვლია. თითქოს ოუპის სიკვდილმა შეცვალა ჯექს ტელერი (ესაა მთავარი გმირი, სიმპატიური ჯეკი).

      ამის შემდეგ, სერიალის ყურება კვლავ ქალების გამო გავაგრძელე. მაინტერესებდა, სადამდე დაეცემოდნენ. ტიპიური რძალ-დედამთილის სიტუაციაა.

      უყვართ თავიანთი კაცები, მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთები არიან და არამცდაარამც იმიტომ, რომ ამ კაცებს რაღაც სხვა დიდი მიზანიც აქვთ ოჯახის გარდა და ამ მიზანს ჰქვია ბაიკერების კლუბი - ანარქიის შვილები

      მთელი სერიალი აგებულია ამ ქალების შეცდომებზე, დანაშაულებებზე, ღალატებზე, მიქარვებზე და ამ მიქარვების გამო კლუბის საქმეზე. თითქოს მეორეხარისხოვანი როლი აქვთ, როგორც აღვნიშნე კაცური სერიალია (კაცები დომინირებენ, კაცი ბაიკერები, ბევრი სისხლი, მკვლელობა, ნარკოტიკები, საროსკიპოები, მეძავები, იარაღი, სმა, მოსაწევი, ქალების ჩაგვრა, კაცთა უპირატესობა, ძალადობა) მაგრამ თუკი რამე კეთდება ან ფუჭდება, ყველაფერი ქალების გამო. პრინციპში, როგორც ზოგადად ცხოვრებაში.

      აბუჩად აიგდო ღალატის თემა რეჟისორმა და ისე მარტივად დაუტრიალა მოღალატეებს თავიანთი ღალატი უკან, მეტი რომ არ შეიძლება. არც იმას მოვყვები, ზოგჯერ როგორი გაქექილი პოლიციელი გამოჰყავს მოხუცი უიენი და ზოგჯერ როგორ უცბად შტერდება, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე ეხება მისი ცხოვრების ერთადერთ და მიუწვდომელ სიყვარულს, მთავარი გმირის დედას. 

      ჩემი გაკვირვება გამოიწვია სერიალის დასასრულმაც, არც მეტი არც ნაკლები უილიამ შექსპირის ჰამლეტიდან გამოჩნდა ციტატა შავ მონიტორზე. მეორე მოქმედების მეორე სცენაში პოლონიუსი ჰამლეტის წერილს უკითხავს დედოფალ გერტრუდს:

Doubt thou the stars are fire,
Doubt that the sun doth move,
Doubt truth to be a liar,
But never doubt I love.

      თარგმანში (ივანე მაჩაბელი):

თუნდ ნუ ენდობი ვარსკვლავთ სინათლეს,
ნურც ცის სფერაში ტრიალსა მზისას,
თუნდ ნუ ენდობი მართალთ სიმართლეს, -
ენდე ძალს ჩემის სიყვარულისას.

      ქართულად ძალიან ლამაზად ითარგმნა, მაგრამ მთავარი სიტყვა, რომელიც ამ ფილმს დაუკავშირდა, გამქრალია.

      ეჭვი. კურტმა ეს მონაკვეთი სწორედ ამ სიტყვის გამო გამოაჩინა ფილმის ტიტრებში - ეჭვი მთელი ფილმის მთავარი სისაძაგლეა.

      მიუხედავად იმისა, რომ მეექვე სეზონის მეცხრე სერია ასეთი სათაურით გამოვიდა "იოანე 8: 32", ფილმი მაინც ეჭვებზეა. გაგახსენებთ იოანე მახარებელი რას წერს მერვე თავის 32-ე მუხლში: 

"სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ"

      ჰო, მთავარ გმირს ამან არ უშველა.

      კურტისგან განსხვავებით მე აღარ ვიწამე მთავარი გმირის სიყვარულისა (ბოლო მომენტით, თორემ იქამდე ჰგავს შეყვარებულს), არც იმის, რომ მან ან ჭეშმარიტების ან თავისუფლების ფასი იცის და არც მისი გადადგმული თავგანწირვა მიმაჩნია ქრისტეს მიმსგავსებად, პირიქით, ჩემი აზრით, ფილმის ფინალი სწორედ რომ ბოროტების ზენიტის გამოხატულება იყო და ბოროტების საბოლოო გამარჯვებით სრულდება. იქ სიყვარულის ადგილი არ არის! ნაბიჯ-ნაბიჯ, სერიიდან-სერიამდე მიდიოდა მთავარი გმირი ამ დასასრულამდე, რომელიც გავიმეორებ - არ არის ქრისტიანის დასასრული. ან იქნებ ვცდები და ასე არც ჩაუფიქრია რეჟისორს და უნდოდა ბოროტების გამარჯვება ეჩვენებინა დინამიკაში, ბოროტების გამარჯვება რომელიც სიკეთისას ჰგავს. თუმცა, დაუკვირვებელი თვალიც შეამჩნევდა, რომ საბოლოოდ იმ პურითა და სისხლით ყვავები "ეზიარებიან".

      მუსიკა უფრო გამომხატველი აღმოჩნდა. The White Buffalo და The Forest Rangers მთელი მონდომებით მღერიან:

Come join the murder
Come fly with black
We'll give you freedom
From the human trap
Come join the murder
Soar on my wings
You'll touch the hand of God
And He'll make you king
And He'll make you king.

ნახვა: 1506

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ეჭვი, კინომანია, სერიალი, სიყვარული, ფილმი, ქველი, ღალატი

ლაშა: აპრილი 25, 2016||10:47pm

დაწერ, გადაიკითხავ, ჩაამატებ, კიდევ გადაიკიხავ, ჩაასწორებ, კიდევ გადაიკითხავ და მაინც აკლია რაღაც, აი ეგ განცდა და მაგის სმაილი. 

ლაშა: აპრილი 27, 2016||2:22pm

კიდევ ერთი დეტალი - სერიალმა ოქროს გლობუსი აიღო ქეით საგალის (ჯექსის დედა) "ხარჯზე" - ქალის როლის საუკეთესო წარმოდგენისთვის. :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters