დისნეის საამქროდან, პიტ დოკტერის რეჟისორობით 2015 წელს გამოსული, მაღალრეიტინგული ანიმაცია Inside Out, ჩვენებურად, როგორც თარგმნეს, "თავდაყირა" ან "თავსატახი", იმ მულტფილმთა სათავეში დგას, რომელიც ბოლო ხანებში ვნახე და ვფიქრობ, 90_იანების ბავშვობის დროინდელი, გრაფიკით ჩართული ტელევიზორის ეკრანზე ნანახი ანიმაციური სერიალებისგან განსხვავდება იმით, რომ სულაც არ არის ბავშვური. მიუხედავად ანოტაციისა, სადავ ვკითხულობთ, რომ ანიმაციური ფილმი განკუთვნილია 6 წლის მოზარდებისთვის, არ მგონია 6 წლისამ შეძლოს და გაიაზროს, როგორ მოხდა რომ ერთი გოგონას (რაილის) გონებაში არის 5 სხვა გოგონა, რომლებიც რაღაცეებს აკეთებენ და ეს მოქმედებები შემდეგ რაილის მოქმედებებს უკავშირდება. მითუმეტეს რთული გასაგები იქნება, მათ მშობლებსაც რატომ ჰყავთ თავში ქალები და კაცები და სხვებსაც. რა ხდება ამ მულტფილმში ამის ასახსნელად, მინიმუმ უფროსია საჭირო.

InsideOut, Qwelly, blog, ანიმაცია, ბლოგი, ემოციები, თავდაყირა, თავსატეხი, კინომანია, ფილმები, ქველი      ფილმის მთავარი მესიჯია - ემოციები მართავენ ადამიანს. სიუჟეტს არ მოვყვები "სპოილერი" რომ არ გამომივიდეს, მითუმეტეს, რომ პოსტს სხვა იდეა აქვს. შეკითხვა მექნება ბლოგის ბოლოს და იქითკენ მინდა წავიყვანო საუბარი. მულტიფლმში გადმოცემულია გოგონას გონება, რომელშიც 5 ემოცია მართავს ყველაფერს: სიხარული, სევდა, შიში, მრისხანება და ზიზღი. ამ ხუთ ემოციას გადანაწილებული აქვს სხვა ემოციებიც და აკონტროლებენ ყოველივეს. რა თქმა უნდა, ახალშობილი იბადება სიხარულის ემოციით (მიუხედავად იმისა, რომ ყველა ახალშობილი ტირის, რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ პირველი ემოცია რომელსაც სამყაროსთვის უნდა შეეხება, ესაა სიხარული). და შემდეგ ეკრანზე ჩნდებიან სხვა ემოციებიც. ბავშვობაში სამართავ პულტთან სიხარული დგას, გარემოებებიდან გამომდინარე ენაცვლებიან ერთმანეთს ემოციები და ასაკის მატებასთან ერთად მმართველის ადგილს სევდა იკავებს და საბოლოოდ, დედამისის გონებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტორის აზრით, ქალების მთავარი წარმმართველი, სევდის ემოციაა, მეტიც - სევდის ემოციაა მხსნელი.

      ფილმში საკმაოდ ორიგინალურად არის გადმოცემული ადამიანის ფსიქოლოგიის ის ძირითადი ნარატივები, რომლებიც შეეხება ქვეცნობიერს, არაცნობიერს, მეხსიერებას, სიზმრებს და სხვა ფროიდიანულ სამყაროს. აქვე არის ფიქრებისა და იდეების წყაროც, დავიწყების უფსკრული, ოცნებისა და წარმოსახვის პლანეტა, ღრუბლების ქალაქი და ა.შ.

      ერთი რაც ამ ფილმში არ არის და შეკითხვაც ფაქტობრივად ასე ჟღერს, ვინც ფილმი ნახეთ, ან ეს პოსტი წაიკითხეთ, როგორ გგონიათ, სად არის ამ გოგონას სული მოთავსებული? ან სად შეიძლება იყოს?

ნახვა: 684

ტეგები: Qwelly, ანიმაცია, ბლოგი, ემოცია, თავსატეხი, კინომანია

BrOliKa: თებერვალი 16, 2016||8:03pm
სული თავად გოგონაა ♡ ისინი უბრალოდ სხეულის ის ნაწილებია რომლებიც მას მართავს...
BrOliKa: თებერვალი 16, 2016||8:04pm
ტვინის სხვა და სხვა ფუნქციები ანიმაციაც მთლიანად ანატომიაზეა აგებული, მაგრამ არც ერთი მათგანი თავად რაილი არაა...
ლაშა: თებერვალი 16, 2016||9:21pm

არც მათი ერთობა არ ქმნის რაილის სულს. ემოციები სამშვინველის ნაწილია. 

BrOliKa: თებერვალი 16, 2016||9:28pm
რა თქმა უნდა ჯერ რაილი იყო ანუ სული და შემდეგ ემოცია ანუ სიხარული შობის...
ლაშა: მარტი 5, 2016||3:20am

მაღალრეიტინგულობას არ დაჯერდა - ოსკარიც აიღო. :) 

BrOliKa: მარტი 5, 2016||11:38am
იმედია მეორე სერიაც ექნება :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How Can I Get Paperwork Apostilled In the united kingdom

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 18, 2024.
საათი: 8:40am 0 კომენტარი





Company in today and age has State-of-the-art radically and extended throughout the world. As a consequence of its huge community and around the world existence, it has gotten more simple to arrive at objective customers anyplace throughout the world. Despite the fact that issues have absent simpler, working jointly all throughout the world presents numerous problems way too. As an example, it involves a further force to guarantee and confirm corporate archives. Mainly because when…

გაგრძელება

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters