დალოცვის, მილოცვის, მოკითხვისა თუ დამშვიდობების თანდართულ ტექსტად იქცა - წარმატებებს გისურვებ (უნდა იყოს წარმატებას, მაგრამ დღეს გრამატიკაზე არ ვისაუბრებ). წარმატების გაგება სხვადასხვაგვარია და ინტერნეტსაც თუ გადაქექავთ, ადვილად აღმოაჩენთ წარმატების საიდუმლო რეცეპტებს, შეგონებებს, წარმატებულობის ხერხებს და მრავალ სხვას (წარმატების აკადემიაც კი არსებობს თურმე).


(წყარო)

      სხვადასხვა კულტურებში და სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა რამ ითვლება წარმატებად და წარმატებულად, მეტიც უმეტესწილად ინდივიდუალურ დონეზე განიხილება ვისთვის რა არის წარმატება, მაგალითად 5 წლის ბავშვის წარმატებაა 7-8 სტროფიანი ლექსების ცოდნა? ალბათ კი. ოდესღაც წარმატებულ აქტად ჩაივლებოდა თუ გლეხის გოგო თავადიშვილზე გათხოვდებოდა, წარმატებულობისთვის იყვნენ განწირულნი ისინიც, ვინც მაღალი სოციალური სტატუსის ოჯახებში იბადებოდნენ. მოკლედ, ასეთი სიბუექტური მიდგომების მიუხედავად, ყოველ დროში არსებობს რაღაც ზოგადი შეხედულება ვინ არის წარმატებული. მაგალითად, წარმატებულია თუ არ არა ბილ გეითსი? კი, რა თქმა უნდა, ის ხომ უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში; წარმატებულია თუ არა, ბარაკ ობამა - დიახ, ის ხომ ამერიკის პრეზიდენტია; წარმატებულია თუ არა თქვენი ქალაქის მერი? რა თქმა უნდა - ის ხომ ქალაქის მერია. ესაა ზოგადი "კლიშეები", რომლითაც ჩვენ მსჯელობას ვავითარებთ ხოლმე. ამ ყოველივეზე დაკვირვებით, შეიძლება ჩამოვთვალოთ ის ძირითადი მახასიათებლებით, რაც წარმატებულობას განაპირობებს: ("წარმატებულობის" სოციოლოგიური კვლევები ხშირად ტარდება და თუ დაინტერესება იქნება, შესაძლებელია მათი მოძიება)

  1. მაღალი სოციალური სტატუსი (იქნება ეს მმართველობითი ორგანოს წარმომაგენელი, აღიარება საზოგადოებისგან, ცნობადი სახე და ა.შ.)
  2. ეკონომიკური მდგომარეობა.

      უფრო ვიწრო დონეზე, წარმატებით თვითკმაყფილებას სჭირდება პროფესიული წარმატებაც - ანუ იმ საქმით მოპოვებული სოციალური სტატუსი და ეკონომიკური მდგომარეობა, რომელი საქმეც მოგწონს და რისი კეთების სურვილიც გაქვს.

      ასე და ამგვარად, შეიძლება თქვენს ანგარიშზე შვეიცარიის ბანკში არ ირიცხებოდეს მილიარდები, მაგრამ შეიძლება ფილარმონიის სცენაზე კარგი შოუ დადგათ, შემდეგ რამდენიმე გადაცემაში მიგიწვევენ, ცოტას გაგაპოპლარულებენ, მერე სამსახურსაც გამოკრავთ ხელს ნორმალური ანაზღაურებით და ეს უკვე წარმატებაა. შემდეგ წარმატების ზედა საფეხურები - უკეთესი პოზიცია სამსახურში, მერე უკეთესი სამსახური, მეტი ანაზღაურება და ა.შ.

      აქამდე დავწერე ის, რაც ისედაც ყველამ იცის, მაგრამ არსებობენ ისეთი "წარმატებულებიც", რომლებმაც ამ ყველაფერზე უარი თქვეს და წარმატების ისეთი გზა შემოგვთავაზეს, რომელსაც პრინციპში წარმატება (ჩვენი გაგებით) არც მიესადაგება. ეგეც არ იყოს, მათი შემოთავაზებული წარმატება - რჩეულობა (როგორადაც ისინი იხსენიებენ), იმდენად განსხვავებული და გასაოცარია, ზოგჯერ დააეჭვებს კაცს - საერთოდ რეალურია კი?!. მაგრამ პასუხი ცალსახაა - დიახ, რეალურია, უბრალოდ როგორც სხვა დანარჩენი მათ გარშემო, წარმატებაც და რჩეულობაც იმდენად აღემატება ამ მსოფლიოს აზროვნებას, რომ გვიჭირს გაგება, დაჯერება და შესრულება.

      დღეს მათე მოციქულის ხსენების დღეა. მოციქულების ან მოციქულთასწორთა ხსენების დღეს, საღმრთო ლიტურღიაზე სამოციქულოს დროს პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე იკითხება. ყოველთვის ასეა და გარდა ამ ეპიზოდის შესწავლისა, ტაძარშიც არაერთხელ მომისმენია ეს ამონარიდი. დღევანდელი დღეც არ იყო გამონაკლისი, მხოლოდ, დღეს განსაკუთრებით ამეკვიატა ეს ეპიზოდი და გზაშიც და სახლშიც ბევრი მაფიქრა, მერე შემომეწერა კიდეც. აი რას წერს პავლე მოციქული კორინთელებს:

      "ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკანაჲსკნელად გამოგუაჩინნა ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა. ჩუენ სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ უძლურ, ხოლო თქუენ ძლიერ; თქუენ დიდებულ, ხოლო ჩუენ გინებულ. ვიდრე აქა ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ და ვშურებით, რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ; მგმობართა ჩუენთა ულოცავთ; ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა ნასხურ მოაქამდე." (1 კორ. 4, 9-13). როგორც ნახეთ აქ არც პატივზე საუბრობს პავლე მოციქული, არც დიდებაზე, არც ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, მგონი "ვარსკვლავობასა" და "ცნობადობაზეც" არ აკეთებს აქცენტებს, არამედ სრულიად ამოტრიალებულ აზრს აყალიბებს - გვშია, გვწყურია, არ გვაცვია, ვიდევნებით, ვშრომობთ, გვაგინებენ და ჩვენ ვაკურთხებთ, გვგმობენ და ჩვენ ვლოცავთ და სწორედ ამიტომ ვართ ნარჩევი სოფლისაო.

      რაღა მაქვს სათქმელი ანდა მოციქულ პავლეზე უკეთ როგორღა უნდა ვთქვა რამე?

P.S. მჩხრიკავებო, ნუ დაიხვევთ ახლა ამ ამონარიდს ხელზე და ნუ იტყვით, აი ასე უნდა ცხოვრობდნენ სასულიერო პირებიო, აქ პავლე მხოლოდ სასულიერო პირებზე არ საუბრობს, არამედ ქრისტიანის ცხოვრებაა ასეთი - დევნილი და გინებული! და თუ თქვენ ქრისტიანი ხართ და ამ დღეში არ იმყოფებით (იმ სასულიერო პირებისა არ იყოს, რომლებსაც ასე აკრიტიკებთ ხოლმე), თუ ადვილად უწყობთ ფეხს ამ სოფლის მოთხოვნებს, გაქვთ დაფასება და პატივი ე.ი. თქვენთანაც არის პრობლემა და თუ საერთო სიტუაციის გამოსწორება გინდათ, რა თქმა უნდა ჯერ ქვედა საფეხურები უნდა გამოსწორდეს და მერე გამოსწორება ჭერამდეც მიაღწევს.

ნახვა: 589

ტეგები: Qwelly, აზროვნება, ბლოგი, სარწმუნოება, ფული, ქრისტიანობა, ღირებულებები, წარმატება

ლაშა: ნოემბერი 30, 2015||1:14am

კარგი შენიშვნაა და დროული. საქმე ისაა, რომ ჯობსის "წარუმატებლობა" დრომ მოიტანა, 2011 წლის შემდეგ სხვაგვარად გადაფასდა მისი წარმატება, თორემ იქამდე ძალიანაც წარმატებულად ითვლებოდა კვლავ მისი ეკონომიკური დოვლათით, მისი "ნაწარმით" და ა.შ. )) კარგი მაგალითია წამრატებულების დროში გასაზომად, ჩვენთან ხომ საზომის უძველესი და უტყუარი საშუალება - დრო - სადღაც მიივიწყეს, მიაგდეს და მიაფუჩეჩეს, ან დააპატარავეს. )) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters