გული: გამიშვი რააა, გამიშვი, ახლავე გამიშვი.

გონება: არა, ვერსადაც ვერ წახვალ. არ გაგიშვებ.

გული: გამიშვი, მასთან მინდა. მას კიდევ ვუყვარვარ ეს ვიცი.

გონება: არა, არ უყვარხარ. თავს ნუ იტყუებ და გააგრძელე ცხოვრება, როგორც საჭიროა.

გული: მხოლოდ ერთხელ შევხედავ და წავალ. გთხოვ...გთხოოვ

გონება: ამას არ დავუშვებ, მერე უფრო დაიტანჯები. დროა წახვიდე.

გული: ძალიან მიყვარს.

გონება: მას აღარ უყვარხარ, დაგივიწყა ვერ ხედავ? ყველაფერი ამაზე მეტყველებს და შეეშვი მასზე ოცნებას.

გული: ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ ეს ოცნება მკლავს. სასიკვდილო ოცნება მაქვს და ვიცი არც არასდროს ამიხდება. ოცნება ოცნებად დარჩება.

გონება: მართალი ხარ. ასეა. მას რომ უყვარდე აქამდე დაგიბრუნდებოდა.

გული: ხო, რამდენი ველოდე. იმედი რამდენი ხანი არ გადამიწურავს, მაგრამ... გამიშვი, გამიშვი ხელი, გამიშვი.

გონება: ნუ ჯიუტობ და წარსულში ნუ იქექები.

გული: ის ჯერ კიდევ აწმყოა.

გონება: არა შენ გინდა, რომ ასე იყოს.

გული: ვიცი ვუყვარვარ, ვიცი ვჭირდები მეც მჭირდება გამიშვი გთხოოოოვ.

გონება: იცი რას გეტყვი?  მას არ ახსოვხარ, შეიძლება უკვე სხვა იპოვა და მასთან ბედნიერია. დაივიწყე და გააგრძელე ცხოვრება როგორც მან.

გული: არა ასე ვერ მოიქცეოდა. ნამდვილად ვიცი, რომ ვუყვარვარ. უბრალოდ ამის აღიარება მისი მხრიდან ძალიან რთულია.

გონება: ცხოვრებაა რთული. თავისი წესები და კანონები აქვს, შენ კი ამ წესების მიხედვით უნდა ითამაშო.

გული: შენ არ გესმის...

გონება: არა კარგად მესმის, ეს შენ არ გესმის. მხოლოდ იმაზე ფიქრობ და წინ აღარ იყურები. სადამდე უნდა დაგიჭირო. სადამდე უნდა გათრიო და გასწავლო ცხოვრება სადამდე?

გული: არ მინდა შენი სწავლება. მე კარგად ვიცი, როგორ ვიცხოვრო. უბრალოდ ის არ ვიცი მის გარეშე როგორ ვიცხოვრო გესმის?

გონება: ერთ რამეს გეტყვი. ასეთს სიყვარული არც აინტერესებს. მასში შეცდი. ზოგი მალე ივიწყებს იმ სიკეთეს, რასაც უკეთებ. მალე ავიწყდება სიყვარული, რომლის გარეშე წუთსაც კი ვერ ძლებდა. ავიწყდება ის ბედნიერება, რომლის გამოც ყველაფრისთვის მზად იყო, მაგრამ გადის დრო და ბედნიერებაც უკვალოდ ქრება.  აი ზოგი კი წარსულს ეკიდება, გამუდმებით იხსენებს და ნატრობს რომ დრო დაბრუნდეს უკან, მაგრამ საათის ისრები წინ გარბიან და დრო უკან კი არა, სვლასაც კი არ ანელებს პირიქით რაც ძალი და ღონე აქვს უმატებს და უმატებს. გარბის იქით საითაც არ არის საჭირო. დამიჯერე დაივიწყე.

გული: არა, არა და არა. მას დაველოდები, რამდენი ხანიც არ უნდა დამჭირდეს.

გონება: კარგი რააა, ნუ ხარ ჯიუტი. რომ სდომოდა ასე უმოწყალოდ არ წავიდოდა შენგან, უფრო სწორედ ჩვენგან. ხომ უნდა იაზროვნო რა არის ამის მიზეზი?

გული: იქნებ უბრალოდ გაბრაზებულია. გადაუვლის და დაბრუნდება.

გონება: იქნებზე არ უნდა იყო დამოკიდებული. არანაირი იქნებ. მხოლოდ ორი სავარაუდო პასუხია კითხვაზე უყვარხარ? კი ან არა და შენ კარგად იცი რომელიც არის სწორი.

გული: კი

გონება: არა

გული: კი მეთქი.

გონება: არა, დამიჯერე არა. მას არ ყვარებიხარ, გეთამაშებოდა და მოსწონდა ის რომ შენ გიყვარდა.

გული: იმ ლექსების გამო იყო ჩემთან?

გონება: კარგი ეხლა, ცხვირი ნუ ჩამოუშვი. სიმართლე მწარეა, მაგრამ უნდა აიტანო.

გული: კარგი, შენ გაიმარჯვე. მაჯობე. კმაყოფილი ხარ?

გონება: რა თქმა უნდა. ის არ იმსახურებდა იმასაც კი, რასაც ვუკეთებდით. ყოველ დილა მესიჯს ვახვედრებდით იმ შინაარსით, რომ ძალიან გვიყვარს, სულ შენთან ყოფნა გვინდა ჩემო უმშვენიერესო და ასე შემდეგ. მერე ის გვწერდა ვაიმე მეეეეეც მიყვარხარ. ვფიქრობ, რომ სერიოზულად არ გვიყურებდა ასე, რომ დაივიწყე.

გული: კარგი. მაპატიე ამდენი რომ ვიწუწუნე, არ ვიცი რა ვქნა. ამას ადვილად ვერ გადავიტან, მაგრამ მას აუცილებლად დავივიწყებ. შეიძლება გავიდეს ერთი, ორი, სამი, ოთხი თვე, მაგრამ გპირდები დავივიწყებ.

გონება: უკვე ჩემიანი ხარ. ასე არ ჯობია? მომწონს შენი საქციელი. წეღან ვერ გცნობდი. ასე არცერთი განშორების დროს არ გაგიკეთებია. არათუ ასე, ისინი ძალიან მალე დაივიწყე. 4 დღეც არ დაგჭირდა ნერვიოლობაზე რომ არაფერი ვთქვა.

გული: ისინი ალბათ ისე არ მიყვარდა, როგორც საჭირო იყო. ნამდვილი სიყვარულის დავიწყება უფრო რთული აღმოჩნდა.

გონება: კარგი რააა. რა უნდა მის დავიწყებასაც. მე უკვე აღარც მახსოვს.

გული: შენ ვინ გახსოვს ნეტავ? მე მისი საქციელით ძალიან მეტკინა. ძალიან და ასე იოლად ვერ დავივიწყებ.

გონება: ცხოვრება ომია, რამდენჯერაც დაეცემი იმდენჯერ უნდა ადგე. წინა ფრონტზე უნდა იდგე და მტერს ლახვარს სცემდე. ცხოვრება ბრძოლაა, რომელიც მუდამ გამარჯვებულმა უნდა გაიარო.

გული: მომწონს, როგორც შენ აზროვნებ. ეეჰ, ნეტავ მეც შემეძლოს ყველაფრის დათმობა და დავიწყება ის რაც ასე მაყენებს ტკივილს. არ ვარ მაგარი, რომ ყველაფერს მარტივად გავუძლო. იცი? უკვე დავიღალე ამდენი ტანჯვით, ამდენი ტკივილით და სევდით. დამღალა ამდენმა უიღბლო სიყვარულმა.

გონება: რას იზამ, უნდა შეეგუო.

გული: გამიშვი, არავითარ შემთხვევაში გამი...

გონება: ჩუმად სიამაყე არ გააღვიძო, ტკბილად სძინავს.

გული: გამიშვი, მეთქი. ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მიყვარს და მზად ვარ დავუჩოქო, რომ მაპატიოს. გამიშვი.

გონება: აბა რა სისულელეებს იძახი. ამის უფლებას არ მოგცემ. ცოტა ჩუმად მეთქი ნუ ღრიალებ.

სიამაყე: რა ხდება, რას ჩხუბობთ?

გონება: მაინც გააღვიძე არა? ვინც მოვიდა გაუმარჯოს. მედიდურად გამოიყურები.

სიამაყე: მე სულ მედიდური ვარ დაგავიწყდა? რა ხდება აქ - მეთქი?

გული: ის გოგო ხომ იცი, რომ მიყვარდა? თუმცა შენ საიდან გეცოდინება გეძინა ტკბილად.

სიამაყე: კი ვიცი, ყველაფერი ვიცი. მეძინა, მაგრამ ის გოგო ვიცი.

გული: ისევ მიყვარს და არ მინდა მისი დაკარგვა.

სიამაყე: ეგ არ გამაგონო. გიყვარს? ის გოგო ვინც ამხელა ტკივილი მოგაყენა მაინც გიყვარს?

გული: ხო მიყვარს. სიგიჟემდე, გადარევამდე. მას ისევ ვაღმერთებ, მაგრამ არ ვიცი როგორ მივაწვდინო ხმა.

სიამაყე: მას ხმას აღარ გასცემ. მორჩი ყველაფერს. თავს ნუ იკატუნებ ვითომ ვერ ხვდები, რომ ყველაფერი დამთავრდა. თვალი გაახილე და რეალობას შეხედე. ის გოგო შენი აღარ არის, არც არასდროს ყოფილა და არც იქნება.

გული: ვერ დაგეთანხმები. ჩემი იყო, მხოლოდ ჩემი და ახლაც ჩემია უბრალოდ მინდა ეს გავაგებინო. ამაში კი თქვენ დამეხმარებით.

სიამაყე: უარს ვამბობ.

გონება: მეც.

გული: კარგით რაა, სხვა რამესთან დაკავშირებით ხომ არაფერი მითხოვია არა? ეს ერთი თხოვნა შემისრულეთ. გვერდში დამიდექით, რომ დავიბრუნო ის გოგო ვისთვისაც სიცოცხლე მიღირს.

სიამაყე: გადაიტან, ის აღარ შეგიყვარებს. შენ კი თავს დაიმცირებ ხვეწნით, რის უფლებასაც არ მოგცემ. არავითარ შემთხვევაში.

გული: გამიშვიიით, ახლავე დამემორჩილეთ და გამიშვიიიიიით.

გონება: ვერ მოგვერევი, დროა დანებდე. ჩვენ იმას გეუბნებით რაც შენთვისაც უკეთესია. გავა დრო და დაგავიწყდება დამიჯერე.

გული: შენ რა იცი, რომ დამავიწყდება. რა იცი, გამაგებინა რა?

გონება: ხომ ამბობენ დრო კურნავს ტკივილსო. ჩემი მოგონილი კი არ არის.

სიამაყე: მართალია, უნდა დაივიწყო.

გული: შენ დაიძინე რა ისევ, შენღა მაკლდი. მალე დავითანხმებდი და შევძლებდი მის დაბრუნებას, ახლა კი შენ გაიღვიძე და ორივე ჩემს წინააღმდეგ ხართ.

სიამაყე: შენ გამაღვიძე და ახლა დაძინებას მთხოვ?

გული: ხო მიდი რა დაიძინე. შენი გაღვიძება არ მაწყობდა. უბრალოდ ნერვებს ავყევი და ინსტიქტურად ღრიალი მოვრთე.

სიამაყე: ძალიანაც კარგი, მას აღარ დაუბრუნდები. ის არ დაგიბრუნდება რამდენიც არ უნდა ეცადო და შენ კი მასთან მხოლოდ თავს დაიმცირებ კიდევ გავიმეორებ.

გონება: მიმოიხედე, გარშემო რამდენი ლამაზი გოგო დადის. ვინმეს აუცილებლად ნახავ, რომელიც ისეთს შეგიყვარებს, როგორიც ხარ და არასოდეს დაგკარგავს. სიყვარული იოლი არაა, მას უნდა ეძებდე და შენი მონდომებით დაიმსახურო.

გული: წინაზეც მასე მეუბნებოდი, ვიპოვე, დავკარგე და ახლა აღარც მაბრუნებინებთ.

გონება: მაშინ სულ სხვა იყო, მაშინ მეც მიყვარდა.

გული: მე თქვენი იმედი მქონდა. აიღე ეხლა ტელეფონი და მიწერე მე გიკარნახებ რაც მიწერო. შენით არაფერი დაწერო არ დამღუპო.

გონება: გაჩუმდი რა, უკვე ძალიან მიშლი ნერვებს. სიამაყეს არ აძინებ და მე კი ფხიზლად ყოფნის საშუალებას არ მაძლევ. შენ გამო მეც სულ მასზე ვფიქრობ და უკვე ნორმალურად ვეღარ ვაზროვნებ. ჩემი მტერი ხარ ვერ გავიგე?

გული: მე საკუთარი თავის მტერიც გამოვდივარ, არათუ შენი. მიყვარს, უმიზეზოდ არაფერი ხდება ამქვეყნად. ძალიან შემიყვარდა, ძალიან. მისით ვცოცხლობდი, მისით ვარსებობდი. ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ლხინში მასთან ვიყავი, ჭირშიც ვამშვიდებდი და ვამხიარულებდი. ლექსებით ვანებივრებდი. მის გამო ღამეებიც მითენებია განა დაგავიწყდათ?

გონება: ჩვენ არა, მას დაავიწყდა.

სიამაყე: შენც დაივიწყე. თუ უყვარხარ და უშენოდ ვერ გაძლებს თვითონ მოვა შენთან. წავედი ისევ დავიძინებ. თუ დაგჭირდით აქა ვარ გამაღვიძეთ.

გული: არა, არ დამჭირდები. დაიძინე. დაიძინე და ნუღარ გაიღვიძებ. არ მჭირდება ეს ყველაფერი მარტო მოვაგვარებ ჩემს საქმეს.

გონება: რა ხდება, ღმერთო რა ხდება? შენ მაინც შეძელი ეს? არა, არა, არ მიწერო. არ გინდა, უარესს იზამ.

გული: მინდა, მხოლოდ ის მინდა და მას ვერ დაველოდები.

გონება: როგორ მოახერხე აქ ყველაფერს ხომ მე ვმართავ? ვერ გეწინააღმდეგები ღმერთო ჩემო.

გული: სიყვარული ყველაზე და ყველაფერზე ძლიერია, აქ შენც კი უძლური ხარ, რადგან გარეგნულად ასე ფიქრობ და ქვეცნობიერად შენც გიყვარს. მაგრამ რატომღაც გინდა ძლიერი გამოჩნდე, რომ ყველა მოატყუო იმაში, რომ არ გყვარებია და ცდილობ დაივიწყო, მაგრამ მაინც არ გამოგდის. აქ უძლური ხარ. მაინც მივწერ.

მესიჯი: ჩემო გოგო, ჩემი ანგელოზი ხარ და არ მინდა შენი დაკარგვა. თუ რამე სისულელე ჩავიდინე გთხოვ მაპატიე. გულით ვნანობ, ძალიან მიყვარხარ. როცა ამ სმს-ს წაიკითხავ არ გაატარო და აუცილებლად მომწერე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, რადგან ჩემი გული თან დაგაქვს და მაპატიე გთხოვ. ახლა საშინლად ვარ, მიყვარხააააააარ. შენს დავიწყებას არ ვაპირებ. სანამ არ შემირიგდები არ შეგეშვები. შენს გარეშე ჩემს ცხოვრებას ფასი არ აქვს.

აი ამინდიც ზუსტად ისეთია, როგორც მე. ცაც გრძნობს რა დღეში ვარ და აირეკლავს ჩემს განცდებს და ტკივილს. გული მტკივა ჩემო საყვარელო, უსაყვარლესო. ცაში რომ ვიყურები შენს ულამაზეს და უმშვენიერეს სახეს ვხედავ. ეს ამინდი უფრო უარესად  მხდის და არ ვიცი ამ ღამეს როგორ გავუმკლავდე. არ ვიცი როგორ გავუმკლავდე ამ ფიქრებს, რომელსაც შენთან მოვყავარ. ამიტომ გთხოვ რომ დამიბრუნდე და ისევ ჩემთან იყო. მხოლოდ ჩემიიიი. თუ კითხულობ მომწერე, რადგან მე გელოდები. მიყვარხარ უზომოოდ.

 

პასუხი არ მისვლია...

ნახვა: 636

ტეგები: Qwelly, blog, ბლოგი, გიორგი_ლოგუა, გონება, გული, სიყვარული, ქველი, ჭიდილი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters