მასხარები
IV თავი

ჩვენი ეტლი სასახლეს მიუახლოვდა.

მოჭარბებულად დიდი იყო სამეფო კარი. ძვირფასი ქვებით ნაგები უზარმაზარი გალავანი სალტესავით შემორტყმოდა მწვანე გაზონებით, მოცეკვავე ფანტანებითა და იშვიათი ჯიშის მცენარეებით გაწყობილ გიგანტურ ეზოს, რომლის გულშიც ელვასავით ბრწყინავდა თვალ-მარგალიტით მოჭედილი სასახლე.

მისი კოშკები ცას სწვდებოდნენ. ყველაზე მაღალი კოშკის წვერზე ოქროსგან ჩამოსხმული დიადი ხელმწიფის სახე იყო გამოსახული, რომელიც გამუდმებით ბრუნავდა და ოქროს სახეში ჩასმული ალმასის თვალებით მთელ მის შემოგარენს მახვილი მზერით ზვერავდა.

სასახლის აღმოსავლეთით, ცასა და მიწას შორის, ხელმწიფის ბრძანებით იდუმალი ბაღი გაეშენებინათ მისი უსაყვარლესი ცოლისთვის, დიადი დედოფლის ამიტისისთვის, რომელიც მთიანი ქვეყნიდან, მიდიიდან იყო. დაკიდული ბაღებიკი მას თავის სამშობლოს აგონებდა.

ჩვენი თორმეტცხენა დაუბრკოლებლად შეგრიალდა სამეფო ქალაქის ღია კარიბჭეში, რომელიც მეფის ბრძანებით ჩვენთვის გაიხსნა და რამოდენიმე ხნის ჭენების შემდეგ სასახლის შესასვლელთან გაჩერდა.

ძლივს ჩამოვიხლართეთ ეტლიდან. მომქანცველმა ჯდომამ გვერდები გაგვიზარმაცა. ისე ვიყავით, რომ პროწიალი გვეზარებოდა. მაგრამ გულმა არ გაგვიძლო და ერთი-ორჯერ მაინც გადავპროწიალდ-გადმოვპროწიალდით.

გამოვარდნენ მსახურები.

- რას შვებითო? აქ პროწიალი როგორ შეიძლებაო? აქ ხომ მხოლოდ რევერანსით ვესალმებით ერთმანეთსო?!

რაღას ვიზამდით?! ჩვენი ბარგი-ბარხანის ჩამოღება დავაპირეთ ეტლიდან, რომ ახლა ამაზე ატეხეს ერთი ალიაქოთი:

-როგორ გეკადრებათ?! ამისთვის აქ მსახურები არსებობენ, ისინი დააბინავებენ თქვენს ბარგსო.

ვეღარ გავიგეთ რა გაგვეკეთებინა. რაც ყველაზე მეტად გვიყვარდა იმას გვიშლიდნენ. ვხედავდით, რომ ჩვენი თავისუფლება თვალსა და ხელს შუა გვეკარგებოდა.

მოვიწყინეთ. მე კაუჭა ცხვირი ჩამოვუშვი. ყურებდიდამ ყურები ჩამოყარა. ნიკაპგრძელამ კი ნიკაპი ააცახცახა.

ის იყო ტირილი დავაპირეთ, რომ საიდანღაც ერთი პატარა, ხუჭუჭთმიანი ზანგი მსახური ბიჭი გამოჩნდა. მასაც ჩვენსავით მოუსვენარი, სიცოცხლით სავსე და კეთილი თვალები ჰქონდა.

მოვიდა და ყურში ჩაგვჩურჩულა:

-ნუ იტირებთ. ცოტა მოითმინეთ. დაბინავდით და მერე მე ვიცი. თქვენი გამხიარულება მე მომანდეთო.

ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სხვა აპირებდა ჩვენს გამხიარულებას. მოგვეწონა მისი ზრუნვა და ახლა მივხვდით, თუ რა სამსახურს უწევდა დათრგუნულ ხალხს ჩვენი მხიარული განწყობა, რომელიც თურმე მათ ახალი ცხოვრების დაწყების იმედს აძლევდა და ნუგეშს სცემდა.

მოგვეწონა გულისხმიერი ზანგი ბიჭუნა. ჩვენც კეთილად გავუღიმეთ. გამოვცოცხლდით.

მეფის მსახურებს ეტლიდან ჩვენი ბარგი ჩამოჰქონდათ და ჩვენთვის საცხოვრებლად განკუთვნილ სამეფო პალატებში ეზიდებოდნენ.

უცებ ვიღაცამ იყვირა:

-მოგვეშველეთ! გველი! გველიო!

გავიაზრე რაც მოხდა. მივხვდი, რომ ჩვენი ბრძენი კობრას ხილვამ დააფრთხო მსახურები და მეც შევძახე:

-ნუ გეშინიათ! ეგ ჩვენი ბრძენი და კეთილი კობრაა, არაფერს გავნებთ-თქო!

მივედი და კობრა ეტლიდან გადმოვიყვანე.

სიყვარულით შემომეხვია ჩვენი ერთგული მეგობარი. მთელი ტანით გულში ჩამიკრა. ბრტყელი თავი მხარზე ჩამომდო და თვალები მილულა.

შეშინებული მსახურები თანდათან დამშვიდდნენ, მივდნენ, რომ გველი მართლაც არას ავნებდათ და თავიანთ საქმეს მიუბრუნდნენ.

-ეჰ, აქ როგორ უნდა გავძლოთ სიცოცხლის მოყვარულმა მასხარებმა ჩემო კობრავ? - წუწუნს მოვყევი ბრძენ მეგობართან.

- აქ რომ სიცოცხლე და ხალისი ყოფილიყო თქვენ ვიღას დაჭირდებოდითო? - მკითხა კობრამ ისე, რომ თვალი არ გაუხელია.

ჩვენს უკან მდგარმა ჩემმა ძმებმა ჩვენს საუბარს მოკრეს ყური და მოგვიახლოვდნენ. დედიკომ და მამიკომაც მიატოვეს ეტლის ჩამოტვირთვის ყურება და ისინიც ჩვენთან მოვიდნენ; და ასე ერთიანად, სრულიად ბუნებრივად, მასხარების მთელი ოჯახი ერთად დავდექით.

-ერთი შეხედვით უზარმაზარი სივრცეა, მაგრამ ისეთ სივიწროვეს განვიცდი თითქოს ქალ-ქამარას არტახებით ვარ შებოჭილი, რომელიც საჯამბაზო თოკებს გვიწნავდა წარმოდგენისთვის ზედ სახტომიალოდო - ამოიოხრა ყურებდიდამ.

- ჰო, მეც ეგრე ვარო, - აჰყვა წუწუნში ყურებდიდას ნიკაპგრძელაც. - ისეთ წნეხს განვიცდი ჩემს გემოზე ნიკაპიც კი ვერ ამიცახცახებიაო.

- რა გაწუწუნებთ შვილებო? თუ ფახლავა და შაქარყინული თავზე საყრელი გექნებათ, სხვა სადარდებელი რაღა გაქვთო? - იკითხა გაოცებულმა მამიკომ.

- მხოლოდ მუცლის ამოყორვა ბედნიერება არ არისო. - ამოიდუდუნა ისევ თვალებმინაბულმა გველმა

-მაშ, რიღასთვის ცხოვრობს ადამიანიო? -იკითხა დაბნეულმა დედიკომ.

- გემრიელ სასუსნავებს მხოლოდ თავისუფლებაში აქვს ტკბილი გემოო - გაეპასუხა გველი და თვალებახელილმა თავი წამოწია.

-ნეტავ რა გვიშლის ხელს, რომ ამხელა სასახლეში თავისუფლად ვიყოთო? - ვიკითხეთ თითქმის ერთხმად.

- თავისუფლება სახლის სიდიდეში კიარა, მის ატმოსფეროშიაო, - კვლავ ბრძნულად ამოიდუდუნა გველმა. - ერთი აღზევებული ადამიანის ძალაუფლების კვერთხის ბრახუნს შეუძლია მის ირგვლივ ყველას თავისუფლება წაართვას იქამდე სადამდისაც მისი კვერთხის ბრახუნი წვდებაო. ასეთ ატმოსფეროსკი გაურბიან თავისუფლების მოყვარე ადამიანებიო.

- მაშ ჩვენ რაღა ვქნათ, როგორღა მოვიქცეთო? - ვიკითხეთ ისევ ერთხმად.

-ისე მოიქეცით როგორც მასხარ-ნანოს ნაწნავებით გამაგრებულ ქოხში იქცეოდით. მშვიდობა შეინარჩუნეთ. სიყვარულით, ხალისითა და მეგობრული ურთიერთობით მოექეცით ყოველ სულიერს და ეს შებოჭილი ატმოსფეროც გაიფანტება და სიცოცხლითაც აივსება ირგვლივ ყველაფერიო. - ჩვეულებისამებრ ბრძნულად დაგვარიგა მეგობარმა და მამას მიუბრუნდა:

- დაბინავებისთანავე გეხვეწები კინტაურის რეპეტიციები გავაგრძელოთ, ძალიან მომენატრა ცეკვაო...

◄ წინა ნაწილი გაგრძელება ►

ნახვა: 202

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მასხარები, რომანი, საბავშვო

პაატა ტეტუნაშვილი: დეკემბერი 30, 2013||10:40pm
1. "- რა გაწუწუნებთ შვილებო? თუ ფახლავა და შაქარყინული თავზე საყრელი გექნებათ, სხვა სადარდებელი რაღა გაქვთო? - იკითხა გაოცებულმა მამიკომ.
- მხოლოდ მუცლის ამოყორვა ბედნიერება არ არისო. - ამოიდუდუნა ისევ თვალებმინაბულმა გველმა
-მაშ, რიღასთვის ცხოვრობს ადამიანიო? -იკითხა  დაბნეულმა დედიკომ.
- გემრიელ სასუსნავებს მხოლოდ თავისუფლებაში აქვს  ტკბილი გემოო - გაეპასუხა გველი და თვალებახელილმა თავი წამოწია.
-ნეტავ რა გვიშლის ხელს, რომ ამხელა  სასახლეში თავისუფლად ვიყოთო? - ვიკითხეთ თითქმის ერთხმად.
- თავისუფლება სახლის სიდიდეში კიარა, მის ატმოსფეროშიაო, - კვლავ ბრძნულად ამოიდუდუნა გველმა. - ერთი  აღზევებული ადამიანის ძალაუფლების კვერთხის ბრახუნს შეუძლია მის ირგვლივ ყველას თავისუფლება წაართვას იქამდე სადამდისაც მისი კვერთხის ბრახუნი წვდებაო.  ასეთ ატმოსფეროსკი გაურბიან თავისუფლების მოყვარე ადამიანებიო."
+ + +
კიდევ ის მომეწონა გველი კინტაურის სწავლას რომ ითხოვს. : DDDDDDD

მაგარია ძალიან, მე მომწონს და ბავშვებისთვის შეგნება იქნებოდა ნამდვილი.
კარგი ანიმაციური ფილმიც გამოვიდოდა...
5
ნეფერტარი. 2012-09-10 13:44:53

2. მასხარების ოჯახს თვალ-ყურს ვადევნებ:)
jonatan livingstoni. 2012-09-10 15:23:45

3. ძალიან  მომეწონა.  შესანიშნავი  თხრობა,
  " გავპროწიალდ-გადმოვპორწიალდით"
"ჩვენი  თავისუფლება  თვალსა და  ხელს  შუა  გვეკარგებოდა"
" მხოლოდ მუცლის ამოყორვა ბედნიერება  არ  არისო"

გემრიელ  სასუსნავებს მხოლოდ    თავისუფლებაში აქვს  ტკბილი გემოო"

პატარებს  კი არა  ჩვენც  კარგად  მოგვიხდება  ამ  სიბრძნის  გააზრება.
მუხა. 2012-09-10 21:16:17

4. მასხარების გადაბარგებას, სასახლის კარზე, ვკითხულობდი და ერთი ამბავი გამახსენდა: როდესაც ალექსანდრე დიდის გაგზავნილი კარისკაცები მივიდნენ კასრში მცხოვრებ დიოგენესთან და მეფის მიწვევა გადასცეს, რომ მეფე თავის სასახლეში გთავაზობს საცხოვრებელსო, დიოგენემ ისინი უარით გიასტუმრა უკან და უთხრა მათ: - სისულელეა მაშინ ვჭამო და მაშინ გავიცინო, როდესაც ეს დიდ ალექსანდრეს მოესურვებაო. - მასხარებსაც გული უგრძნობთ რომ ასე მოიწევთ, და ამის გამო დათრგუნულნი მეჩვენა ისინი. ველოდებით რა მოხდება შემდგომში.
კახა გრძელიშვილი. 2012-09-10 22:56:58

5. მალე ყველაფერი გამძაფრდება მეგობრებოოოო ;) გმადლობთ რომ მკითხულოოობთ
მასხარა1. 2012-09-10 22:59:34

6. მალე ყველაფერი გამძაფრდება მეგობრებოოოო ;) გმადლობთ რომ მკითხულოოობთ
მასხარა1. 2012-09-10 22:59:36

7. ისევ სიამოვნებით წავიკითხე...:)
ისე ერთიბრძენი გველი  ნათიას ნაჩუქარ სახლშიც არ გვაწყენდა...:-*რას იტყვი?...:-*
ჭა. 2012-09-11 10:37:07

8. მაშინ გაამზადეთ "მასხარასთვის" ცალკე ბინა :::დ
მასხარა1. 2012-09-11 11:31:24

9. იმ  კოშკურაში  გამოუძებნეთ  ერთი პატარა ხვრელი...:) სადაც  მასხარები ცხოვრობენ მწერალთან ერთად...:-*
საიდუმლოდ კი ინახავდით  მაგრამ  კოშკურის ქიმის გარშემო იმდენს პროწიალობდნენ...შეუმჩნეველი როგორ დაგვრჩებოდა?..:-*
ჭა. 2012-09-11 15:08:18

10.   ო-პააა!აი მასხარებიც გამოჩნდნენ.

  კი გავუგზავნე ოფიციალური აჯა მასხარათა პრეზიდიუმს;-კარგია ,მარა ცოტაა-თქვა...ჰოდა,ვინ გისმენს?

    მე არა ვარ ცოდო,ასე ცოტ-ცოტას რომ ვკითტულ

ბენჟამენი. 2012-09-11 19:01:15

11.     მე არა ვარ ცოდო თქო ასე ცოტას რომ ვკითხულობ?რას იზამ.

                                                +5+
ბენჟამენი. 2012-09-11 19:03:54

12. ძალიან მაინტერესებს ჩვენი მასხარების ოჯახის შემდგომი ბედი და თავგადასავლები..
დარწმუნებული ვარ ბავშვებიც სიამოვნებიტ წაიკითხავენ ან მოისმენენ.
ნათია პაპიძე. 2012-09-11 19:35:34

13. მიხარია მეგობრებო რომ კითხულობთ :) :-*

ისიც მიხარია ბენჟამენ, რომ ცოტა გეჩვენება ნაწერი..........  ეს ნიშნავს რომ მოგწონს :)

რა ვქნათ ბენჟამენ, ვიმსჯელეთ მასხარების ოჯახში და მოცულობა ფიზიკურად ვერ გავზარდეთ წასაკითხად, რადგან ეს ხომ ბავშვებისთვისაა გათვლილი და სხვანაირად ვერ მოხერხდა, თორემ შენ როგორ გაწყენინებდით შე-კაცო :)

მადლობას გიხდით ყველას მოკითხვისა და წაკითხვისათვის :)
მასხარა1. 2012-09-11 22:11:04

14. ყველა მიყვარს უკვეეეე:)
ჩემს კრისტის ვუკითხავ:)
და სულმოუთქმელად ველი გაგრძელებას ტკბილო:)
ენი40. 2012-09-14 22:25:02

 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters