მასხარები
III თავი

დიდმა ხელმწიფემ საცხოვრებლად თავის სასახლე შემოგვთავაზა.

ორად გაიყო მასხარების ოჯახი. მამიკო და დედიკო სიხარულით ცას ეწივნენ. სულ აქეთ-იქით პროწიალობდნენ. ჩვენ კი დავნაღვლიანდით. მშობლიური, ჰაერში გამოკიდებული ქოხი ყველა სასახლეს გვერჩია. მაგრამ რას ვიზამდით?! დედიკო და მამიკო ხომ ჩვენი მშობლები იყვნენ და უნდა დაგვეჯერებინა. გადაწყდა და მეფის კარზე გადავედით საცხოვრებლად, თუმცა ჩვენ, პატარებმა, მოვიწყინეთ.

ყურებდიდა მასხარა ყურებჩამოყრილი იჯდა და ყურებს აღარ აპარტყუნებდა. ნიკაპგრძელა მასხარასაც ნიკაპი აეკეცა და აღარ აცახცახებდა. მეც, ჩემი კაუჭა ცხვირი ჩამოვუშვი და აღარავის საქმეში აღარ ვყოფდი. ვიჯექით მოწყენილები და ჰაერში გამოკიდებული, ჩვენი დიდი ბებიის, მასხარ-ნანოს ნაწნავით მთვარის წვეტოებზე დაკიდებული, თავისუფალი სახლი გვენატრებოდა.

უცნაურად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება. ჯერ იყოდა ჩვენი სახლიდან თორმეტცხენა ეტლით წაგვიყვანეს.

ჩვენ ვუთხარით:

- თქვენ თუ გნებავთ ეტლით წადით, ჩვენკი პროწიალით გამოგყვებით უკან-თქო, - მაგრამ მეფის მსახურებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს:

- რას ამბობთ? დღეიდან სამეფო სასახლის მასხარები ხართ და ქუჩაში თქვენი პროწიალი ცოტა არ იყოს უხერხულია, აღარ შეგეფერებათო.

ბრძენი კობრაც დიდი ხვეწნა-მუდარისა და ყელის გამოწევა-ტუჩების პრუწვით ძლივს შემოვაშვებინეთ ჩვენს ეტლში. უფრო მეტიც, მოკვლაც კი დაუპირეს, ვითომც და ემანდ ხელმწიფე არ დაგესლოსო და ხმლის ვადაზე იტაცეს ხელი. მაგრამ ავწივლდით და ავკივლდით მთელი ოჯახი. სულ თავდაყირა გადავედით გაცოფებულები, მაგრამ მეფის მსახურნი არად დაგიდევდნენ ჩვენს გულისტკივილს და ხმალამოღებულები დასდევდნენ გველს მოსაკლავად.

ბოლოს ატირებულმა მსახურთუხუცესს ვკითხე:

- ნუთუ დიდმა ხელმწიფემ ბრძანა და მისი სურვილია ბრძენი გველის სიკვდილი-თქო?

- არაო, - მიპასუხა მსახურთუხუცესმა.

- მაშ რატომღა გსურთ მისი სიკვდილი თუ მეფეს არ უბრძანებია?

- იმიტომ, რომ საშიშია , ბრძენი თანაც მოლაპარაკე გველი, რომელმაც მიწის ყველა ხვრელი იცის და ყველა ღრიჭოში ძვრება სადაც თავი ეტევა. ერთ დღეს, სიბნელის საიდუმლოებების ყოვლისმცნობელმა, ყელმოღერებით რომ ამცნოს მეფეს სიბნელეში მომხდარი ამბები, განა მეფე ამით არ დაიგესლება და სასიკვდილოდ არ დაავადდებაო?

- ნუთუ დღის სინათლეზე გამოტანილი სიბნელის საიდუმლო ასე აშინებთ მეფის მსახურთო? - იკითხა ბრძენმა კობრამ, რომელიც მდევრთაგან თავის დასაღწევად გაქცეული ერთიანად ოფლში გაწუწულიყო.

- ჩვენ სიბნელის საიდუმლოს გამოაშკარავება-კი არა, მეფის მდგომარეობა გვადარდებსო - უპასუხა მსახურთუხუცესმა.

- ცრუობთ, მეფე მხოლოდ მიზეზია, - უპასუხა გველმა, - თქვენ რომ მეფის ინტერესები მართლა გადარდებდეთ, მის ბრძანებას შეასრულებდითო.

- თუ მეფის არა, მაშ ვის ბრძანებას ვასრულებთო?

- თქვენ რომ მეფის ბრძანებას ასრულებდეთ მაშინ მეფეს მასხარებს მიჰგვრიდით და არა ჯამბაზებსო.

- განა მასხარები არ მიგვყვავს მეფესთანო? - იკითხა გაოცებულმა მსახურთუხუცესმა.

- მე თუ მომკლავთ, ეგენი ხომ გველის სიბრძნის გარეშე კვლავ ჯამბაზებად გადაიქცევიანო? ჰოდა, თუ მომკლავთ არც თქვენ დაგადგებათ კარგი დღეო. - ირონიულად ჩაისისინა კობრამ და ორკაპა ენა ცინიკურად გაასარსალა.

- გამოდის, რომ შენს მოკვლაზე ხელი უნდა ავიღოთო - გულდაწყვეტით გამოცრა კბილებში მსახურთუხუცესმა

- თუ ხელს არ აიღებთ, მაშინ, მეფის ბრძანების არშესრულებისთვის ჩემს ბედს გაიზიარებთო.

დაფიქრდა მსახურთუხუცესი და მიხვდა, რომ გველი სიმართლეს ეუბნებოდა. ცოტა არ იყოს შეშინდა კიდეც, რადგან კარგად მოეხსენებოდა მრისხანე მეფის ამბავი. ამასთან ჩვენი ხვეწნა- მუდარა, ყელის გამოწევა და სამართლიანი მოთხოვნაც ზედ დავურთეთ გველის მსჯელობის დამარწმუნებელ არგუმენტებს და რაღას იზამდნენ?! ჩასვეს გველიც თორმეტცხენა ეტლში და ისიც ჩვენთან ერთად გამოამგზავრეს ხელმწიფის სასახლისკენ.

◄ წინა ნაწილი გაგრძელება ►

ნახვა: 343

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მასხარები, რომანი, საბავშვო

პაატა ტეტუნაშვილი: დეკემბერი 30, 2013||10:32pm
1. რა ბრძენია ეს კობრა-  "სიბნელის საიდუმლოებების  ყოვლისმცნობელი".
-ნუთუ  დღის სინათლეზე გამოტანილი სიბნელის საიდუმლო ასე აშინებთ მეფის მსახურთო?
კარგად იკითხება.
jonatan livingstoni. 2012-08-27 21:48:30

2.       ჯერ მარიობას გილოცავთყველას და წმინდა მარიამის მადლი შეგეწიოთ ყველას.

          ახლა ნაწარმოებს მივხედოთ.ძალიან მაწყენინე,ჩემო კარგო.შწორია თოლია;-კობრაც ბრძენია და კარგადაც იკითხება...კიდევ ბევრ კაი-კაი რამე-რუმეებსაც დავუმატებდი ასე გულგატეხილი რომ არ დაგეტოვებინე.
          ჰოდა იცოდე აწი ასეთ მოცუცქნულ რაიმეს მომაწოდებ წასაკითხად...
          ვაი-მე და ვაი შენი ბრალი.იმნაირს მოვუყვები შენზე თქვენს დიდ ხელმწიფეს-სახელმწიფოში კიარა დედამიწიდან გადაგყაროს იქნება...
          მაგრამ ამ ერთხელ იყოს ეგრე.და რა ნაწერიცაა ისე შეგაფასებთ...

                      ჩემი მოკრძალებული მაქსიმუმი მასხარას.



ბენჟამენი. 2012-08-28 07:28:46

3. - მე  თუ  მომკლავთ, ეგენი ხომ  გველის სიბრძნის გარეშე კვლავ ჯამბაზებად გადაიქცევიანო?
                                  ბრძენთა ბრძენი გველი...:-*
იხ. ილუსტრაცია...მასხარ- ნანოს ცნობილი ნაწნავი...:))                               
ჭა. 2012-08-28 10:16:49

4. +++++
ია ჯიათელი. 2012-08-28 23:10:59

5. ბევრად ნაჯახირები კი ხართ მთელი ოჯახი.

ჩემი და შეფთისა არ იყოს.

ჩვენ მშობლები არა გვყოლია, ერთი ბიძა გვყავდა მყვინთავი სერგი,მადერაზე. ეგ იყო და ეგ. იმიტომაც დავფრენ-ხვრინაობდით საითაც მოგვესურვებოდა იქით.
მხვრინავი ეშლი. 2012-08-30 02:14:43

6. ჰო,  ჩემო მხვრინავო მეგობარო. ალბათ ასეთია  თავგადასავლების მაძიებელთა ბედი.

შეფთი და ბიძია მყვინთავი სერგი მომიკითხე :-*
მასხარა1. 2012-09-01 14:15:01

7. ნეტა როდის დაიწყებენ "ნორმალურ" ცხოვრებას, როდის გადახდებათ ნამდვილი ფათერაკები თუ თავგადასავლები?
კახა გრძელიშვილი. 2012-09-01 14:15:53

8. ვ ე ლ ო დ ე ბ ი    ა ხ ა ლ ს !

ი მ ი ტ ო მ  რ ო მ    წ  ი ნ ა    ნ ა წ ე რ ე ბ ი  მ ო მ ე წ ო ნ ა !
ნეფერტარი. 2012-09-07 14:56:59

9. ტუჩების  პრუწვითძლივს  შემოვაშვებინეთ.

ორკაპა  ენა ცინიკურად  გაასარსალა.

სამართლიანი  მოთხოვნა.

რა  ორიგინალურად  გაქვს    სიმართლე  ჩამჯდარი  იუმორში.

მუხა. 2012-09-10 20:54:13

 

ლაშა: თებერვალი 19, 2014||2:27pm

მოკლედ, ჯერ სულ რაღაც სამი თავი წავიკითხე და ცოტა დაბნეულობაში ვარ :) 

რატომაა ეს საბავშვო მოთხრობა??? და თუ საბავშვოა, რატომ მსიამოვნებს ასე ძალიან მისი წაკითხვა უკვე დიდი ხნის ბავშვობიდან გამოსულს? :) :) 

პაატა ტეტუნაშვილი: თებერვალი 19, 2014||5:21pm

იქნებ ლამაზად და უმტკივნეულოდ გაბრუნებს, ლაშა, ბავშვობაში?:) :) 

ლაშა: თებერვალი 19, 2014||6:12pm

პაატა შეიძლება ასეცაა :) აი, ამაღამ დარჩენილ ნაწილებსაც წავიკითხავ და შემდეგ უფრო მკაფიოდ დავაფიქსირებ აზრს :)) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Dodgers Blank Mets Behind Wrobleski’s Career Gem

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am 0 კომენტარი

LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.

Rookie left-hander…

გაგრძელება

Aaron Judge Smashes Two Homers in Yankees’ Dramatic Walk-Off Win

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am 0 კომენტარი

NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters