დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8 აპრილი, 2024

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, აპრილი

ვითომგასამჭვირვალებელი კანონი - ხატია დეკანოიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შემობრუნებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, საზოგადოება გახლიჩოს და ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლა შეაჩეროს. გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროა, რომ ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში, პარლამენტში და მის გარეთ არიან ოპოზიციონერები, რომელთაც ეზარებათ წერა-კითხვა და საზოგადოებასაც მოუწოდებენ, არ წაიკითხონ კანონი. ირაკლი კობახიძე - რესურსულად ყველაზე ძლიერ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას 85 მილიონიდან მინიმუმ 70 მილიონი დახარჯული აქვს ყოველგვარი დეტალური ინფორმაციის წარმოდგენის გარეშე, სრულიად გაუმჭვირვალედ. ნინო წილოსანი - ქვეყნებში, სადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონმდებლობა ამ ფორმულირებით არ აქვთ, მოქმედებს ლობისტების შესახებ კანონი, სადაც კანონის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება უცხოური დაფინანსების საჯაროობა და გამჭვირვალობა. მედიაორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ - გავაძლიერებთ წინააღმდეგობას, დავიცავთ ჩვენს უფლებებს, ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და ჩვენი ქვეყნის უფლებას, თავისი ცივილიზაციური არჩევანის თანახმად იმოქმედოს. იაგო ხვიჩია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - სინამდვილეში, ის ანტიამერიკულია - ქართველმა ხალხმა უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა ვიყოთ თუ არა ანტიამერიკული ქვეყანა. ლაშა ხუციშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე - სათაურის გარდა სხვა არაფერზე მოგვისმენია არგუმენტი - სათაურს უნდა გავცდეთ და საუბარი შინაარსზე დავიწყოთ. „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს გრანტის მიმღები ორგანიზაციებისთვის დამატებითი ანგარიშგების მექანიზმებს სთავაზობს. დიმიტრი ხუნდაძე - დრომ სიმართლეზე იმუშავა, ოპოზიცია მარცხდება სიმართლესთან - ის რომ, ეს კანონი რუსული არ არის, ყველა აღიარებს, შინაარსშიც რომ არავითარი საეჭვო არ არის, სწორედ ამიტომ ამბობენ, შინაარსში არ შევიდეთო. ლევან დავითაშვილი - კანონპროექტის შინაარსი საზოგადოებრივ ინტერესებს პასუხობს - ეს არის ანგარიშგება, გამჭვირვალობა და მაქსიმალური ანგარიშვალდებულება. ირაკლი კუპრაძე - სიმბოლურია, რომ დღეს, 9 აპრილის წინა დღეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, იწყებს რუსული კანონის განხილვას. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე ალტერნატიული კანონპროექტი „არ იძლევა იმ სურათს, რომელსაც გამჭვირვალობაზე უნდა იძლეოდეს“. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გივი მიქანაძესა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს შორის შეხვედრა გაიმართა. „არა რუსულ კანონს“, „თავისუფლება ლაზარეს!“ - სამოქალაქო აქტივისტებისა და სტუდენტების ნაწილი, ამ მოწოდებებით პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციას მართავენ. ანა ნაცვლიშვილი - არქივი ინახავს პუტინის პრესკონფერენციებს, სადაც მან აგენტების კანონის დაინიცირებისას თქვა, თითქოს მას უნდა უზრუნველეყო გამჭვირვალობა, დღეს ცხადია, რა იყო რუსეთში ამ კანონის ამოცანა - იგივე ამოცანა აქვს რუსულ კანონს საქართველოში. ბაჩო დოლიძე - საზოგადოება კონსოლიდირებულია, მათთვის ორგანულად მიუღებელია რუსეთი - რაც ბიძინა ივანიშვილისთვის ორგანულად მისაღებია, ხალხისთვის მიუღებელია. ირაკლი ქადაგიშვილი - ეს კანონი არავის წინააღმდეგ არ არის, არავის ებრძვის, ეს არის საზოგადოებისთვის გამჭვირვალობის შესაქმნელად. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების პროცესი კამათის ფონზე მიმდინარეობდა. თეონა აქუბარდია „ოცნებას“ - მთავრობის განკარგულებების გამჭვირვალობით და მოსამართლეთა დეკლარაციების შემოწმებით დაიწყეთ - ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებებით დაიწყეთ, გასაჯაროება რომ გეშინიათ. გია ვოლსკი - მაცადეთ! შალვა როგორ ატარებს ხოლმე ასე? ძალიან დავიძაბეთ! იაგო ხვიჩია - უნდა დავასახელოთ ვის ვებრძვით და ჩემი აზრით, ვისაც ზოგადად ყველაზე მეტად ებრძვიან ამ კანონით, არის აშშ. ანა ბუჩუკური - პარლამენტის თითოეულ დეპუტატს, მათ შორის „ოცნების“ წევრებს მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ ჩვენს კანონპროექტებს - გამოიყენონ ეს უკანასკნელი შანსი და დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს! „პუბლიკის“ ჟურნალისტმა პარლამენტის ბიუროს სხდომის პარალელურად, სხდომის ოთახთან ბანერი გაშალა წარწერით: „არა რუსულ კანონს“. გია ვოლსკი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს - ბჭობაში ნუ შემოდიხართ! ბიუროს წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან, თქვენ კი არ გაქვთ ამის უფლება! - მაშინ დაჯექით ბიუროს წევრად! ბექა ლილუაშვილი - ბიუროს სხდომა უმრავლესობის მხრიდან გამოყენებული იყო დეზინფორმაციის წყაროდ - ამათი სიტყვის უკვე აღარავის სჯერა, თვითონ აღარ სჯერათ თავისი სიტყვის. გია ვოლსკი - არ მესმის, გამჭვირვალობის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლა რატომ არის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 15 აპრილს განიხილავს. ანრი ოხანაშვილი „გახარია საქართველოსთვის“ ალტერნატიულ კანონპროექტზე - გახარია გაააქტიურეს მაშველ რგოლად „შავი ფულისთვის“ ბრძოლაში. პრემიერ-მინისტრი - გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა რუსულია, გაუმჭვირვალობა - ევროპული, შარშან მოახერხეს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამას ვეღარ შეძლებენ. იაგო ხვიჩია „ქართულ ოცნებას“ - ეს ბრძოლის კანონპროექტია და უნდა დავასახელოთ, ვის ვებრძვით - მგონია, რომ ეს ქვეყანა ჩვენგან ბრძოლას არ იმსახურებს. ნიკა სიმონიშვილი - შემიძლია „ლინკები“ გავუგზავნო პრემიერ-მინისტრს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები დებენ დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციას. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებულია - მასთან ერთად დაინიცირდა ორი ალტერნატიული პროექტი. გიორგი მსხილაძის განცხადებით, პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. პაატა ზაქარეიშვილი - პაპუაშვილი ნერვიულობს, ნუ ეძახით „რუსულ კანონსო“, თუმცა ორჯერ რუსულია - იმედია, დღეს მეტი ხალხი გამოვა, მაგრამ ხელისუფლება უფრო მზად არის გაუმკლავდეს გამოწვევას, არ გამოვრიცხავ, სისხლის დაღვრაც კი დაუშვან.

პრეზიდენტის ევროპა - გურამ მაჭარაშვილი - როგორც ბავშვს არ შეიძლება ასანთი ანდო ან უთო დატოვო ჩართული, ასევე არ შეიძლება ზურაბიშვილის გაშვება უცხოეთში - სად აფეთქდება და ქვეყანას სად დააზიანებს, არავინ იცის. ნინო წილოსანი - გვაქვს ეჭვი, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობისას სალომე ზურაბიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოს საზიანო განცხადებები წამოვიდეს მათი მხრიდან.

სხვა კანონი - იაგო ხვიჩია - ლგპტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის სახალხო განხილვაში არ ჩავერთვები - მრცხვენია, ქართველ ხალხს ვუთხრა, მე და მთავრობა რომ არ ვიყოთ, „თქვენ „გაპიდარასტების“ საფრთხე გემუქრებათ“.

აფეთქება სასროლეთში - გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან, ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„ხულიგანის“ სასამართლო - თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე ლაზარე გრიგორიადისს - სასამართლოში სიგარეტის მოწევა სასამართლოს უპატივცემლობაცაა და წესრიგის დარღვევაც - პირდაპირ გვაბოლებს კამერაში, გაფრთხილებას ვაძლევ. ელენე ხოშტარია - ეს არ არის სასამართლო პროცესი, ეს პოლიტიკური დევნის, თავისუფლების ჩახშობის, რუსული წესების თავსმოხვევის პროცესია ლაზარე გრიგორიადისის გარშემო. ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი - მოვისმინეთ, რამდენად უსუსური იყო ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა, რაც მხოლოდ ვერსიებს ეფუძნებოდა. ლაზარე გრიგორიადისის დედა - ბრალდების მხარე ისევ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს იშველიებს - ძალიან სასაცილოა. მოსამართლე აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენს „გონივრულ ვადაში“ გამოაცხადებს.

კორუფცია - ხატია დეკანოიძე ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართავს კითხვით, რის საფუძველზე შეაჩერა ოთხი მოსამართლის, მათ შორის მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის დეკლარაციების განხილვა.

წინ გერმანიისკენ - ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გერმანიის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი ფრენების დანიშვნისა და ღირებულების საკითხს უწყება, მიმდინარე კვირის განმავლობაში დაამუშავებს. პრემიერი ეკონომიკის სამინისტროს ავალებს, საფეხბურთო მატჩებზე დასწრებისთვის, გერმანიის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნოს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი ბილეთები დაბალი ტარიფით იქნას შეთავაზებული.

ახალი აეროპორტი - ირაკლი კობახიძე - თბილისში ახალი აეროპორტის აშენების გადაწყვეტილება მივიღეთ - მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები. ლევან დავითაშვილის განცხადებით, თბილისის ახალი აეროპორტიდან ფრენების განხორციელება, სავარაუდოდ, 2028 წლის ბოლოდან იქნება შესაძლებელი.

არჩევნების წელია - მთავრობამ ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო ამნისტიის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი კობახიძე - განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალური ათვისების შედეგად, 800 მგვტ ჯამური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტები განხორციელდება. მთავრობა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარის პრეზენტაციას გაეცნო. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა 145 ათას პირს შეეხება, დავალიანების ჯამური ოდენობა კი 590 მილიონ ლარს შეადგენს. ზურაბ ჯაფარიძე ხელისუფლებაზე - ვა-ბანკზე წავიდნენ, გადაწყვიტეს არჩევნები აქციონ ფორმალობად, როგორც რუსეთშია - ესენი ჯერ ქუჩაში და შემდეგ არჩევნებზე უნდა დასრულდნენ, სხვა გზა არ არის.

ონკოპაციენტების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ საპროტესტო აქციას იწყებს.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

საზღვარგარეთულები:

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ კონგრესი უკრაინას არ დაეხმარება, უკრაინა ომს წააგებს. მედია - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის წინადადება გულისხმობს უკრაინის მიერ ყირიმისა და დონბასის რუსეთისთვის დათმობას. დიმიტრი მედვედევი - „კროკუსში“ განხორციელებული ტერაქტის ნამდვილი დამკვეთები არიან უკრაინელი ბანდერ ნაძირალები, ამ მკვლელობის თანამზრახველები ხართ თქვენ : ბაიდენი, მაკრონი, სუნაკი, შოლცი. უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი - ვაზუსტებთ დეტალებს ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელზეც სამი უკრაინელი ტყვის დახვრეტაა ასახული. ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - ეს ომი უკრაინამ უნდა მოიგოს, თუ უკრაინა წააგებს, ჩვენ ყველა წავაგებთ.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - ევროკავშირის არჩევნების ფონზე რუსეთის კიბერშეტევები და დეზინფორმაცია გააქტიურდება.

ისრაელსა და ღაზაში უარყოფენ ინფორმაციას, კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესის შესახებ. ბენიამინ ნეთანიაჰუ - გამარჯვება რაფაჰში შესვლას და იქ ტერორისტების ბატალიონების ლიკვიდაციას მოითხოვს, ეს მოხდება - თარიღი არსებობ.

ოლაფ შოლცი ჩინეთში ჩადის

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 16

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters