გადატრიალების მომლოდინე სუსი, პრემიერი ამერიკაში და ფარცხალაძის ფენომენი?!

ჯერ კიდევ წვიმებია ბევრი, ყოველშემთხვევაში, ხვალ და ზეგ, აღმოსავლეთში იწვიმებს, ხოლო დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი გვექნებაო სინოპტიკოსებმა. სამაგიეროდ პოლიტიკურად აქტიური შემოდგომის ქარმა დაუბერა თბილისში, კერძოდ, შუშებიანი შენობიდან გაავრცელეს რომ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება წლის ბოლოს. დღის მთავარი ამბავიც ეგ იყო. ასევე ფარცხალაძის სანქციების თემაც კიდევ აქტიურობს, პრეზიდენტიც მეინსტრიმშია. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6360 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 18 სექტემბერი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

პრეზიდენტის საკითხი - კახა კალაძე პრეზიდენტზე - ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პირველია, ვინც არღვევს და პატივს არ სცემს ჩვენს კანონებს, სახელმწიფოებრიობას და მოსახლეობას - ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს. პაატა მანჯგალაძე - პრეზიდენტი არ არის „კავკასიელი ტყვე ქალი“, რომ კობახიძის ჭკუაზე იაროს. შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე - კონსტიტუციის განზრახი და უხეში დარღვევა, არ ეკადრება საქართველოს პრეზიდენტს, რომლის ფიციც იწყება, რომ ის დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას - ის უფლებამოსილების მიღმაა წასული. ნინო დოლიძე - პრეზიდენტის იმპიჩმენტი კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს აზიანებს. პრეზიდენტი - ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ, ვიყავით და ვიქნებით, ეს უნდა ყოფილიყო „ევროპალიაზე” ჩვენი მონაწილეობის მთავარი. სალომე ზურაბიშვილი - მთავარია, რომ ყველას უნდა ევროპული მომავალი, არ შეიძლება სხვა მომავალი იყოს რუსეთი, საქართველო ამას არ დაუშვებს - ყველაფერი ჩვენ ხელშია, ამას ვერავინ დაგვაკარგვინებს და ვინც ეცდება, თვითონ დაიკარგება.

სწავლა დაიწყო - თსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

პრემიერი ნიუ იორკში - ირაკლი ღარიბაშვილი - თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისა და ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის განმტკიცების გზები. დავით ბაქრაძე - დაიწყო პრემიერისა და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ნიუ-იორკში - ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს გენერალურ ასამბლეას, მსოფლიო ლიდერებს. პრემიერ-მინისტრი ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს შეხვდა.

კანონწესიერი კალაძე - კახა კალაძე - დასამალი არაფერი მაქვს, რაც არ უნდა ჩხრიკოთ, რაც არ უნდა ეძიოთ, ვერაფერს ნახავთ, რომ კახა კალაძეს რაიმე არასწორი, არაკანონიერი ჩაედინოს - მე ბიუჯეტის ხარჯზე არ მიმგზავრია, გადავრიცხე საკუთარი თანხები.

შეთქმულება გადატრიალებაზე - სუს-ი ავრცელებს ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. სუს-ი - გარკვეული ჯგუფი გეგმავს სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, განიხილება „ევრომაიდნის“ სცენარი - გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება გია ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი. მიხეილ დაუშვილი სუს-ის ინფორმაციაზე - ეს არ უნდა იყოს კიდევ ერთი გამოსვლა, როცა რაღაცას დაგვიანონსებენ და შემდეგ არაფერი მოხდება, ამიტომ თუკი დანაშაული მზადდება ან ჩადენილია, ამას სჭირდება გამოძიება. გივი მიქანაძე - რადიკალურ ოპოზიციას სურს, ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი და ეს მიზეზი გამოიყენოს არეულობისთვის. გიორგი ვაშაძე - „ქოცები“ არიან რუსები - აი, ეს არის სუს-ის განცხადების შინაარსი. გიორგი ბარამიძე სუს-ის განცხადებაზე - აბა, საკუთარ თავს როგორ გამოავლენდნენ?! - სუს-ი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რათა საქართველოში, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს „რუსული ოცნება“. ირაკლი ქადაგიშვილი სუს-ის განცხადებაზე - ისეთი კლიშეების დამკვიდრება ხდება, როგორიცაა „რუსული ხელისუფლება“, რომ სისხლიანი სცენარების წინ წამოწევის საბაბი ჰქონდეთ. რამაზ საყვარელიძე - ადრეც კეთდებოდა განცხადება, რომ „ევრომაიდნის“ მსგავსი მზადდება, მაგრამ საზოგადოება ფიქრობდა, რომ ეს პოლიტიკოსების მსუბუქი ენის ბრალი იყო - სუს-ის განცხადება კი სერიოზული მოვლენაა და ალბათ, უნდა წარმოადგინოს საბუთები. ვახტანგ ძაბირაძე - ყოველთვის სამოქალაქო არეულობაზეა საუბარი, როცა ხელისუფლებას გავლენას კარგავს, ასე იყო 2012 და 2003 წლებში - დაიწყო საზოგადოების დამუშავება, რომ ნაკლები რეაქცია ჰქონდეს, თუ სტატუსი არ მოგვანიჭეს. დავით უსუფაშვილი - ხელისუფლებას ჩვევად ექცა საშემოდგომოდ და საგაზაფხულოდ უბედურების დაანონსება - როგორც ჩანს, თავისთვის რთულ ვითარებას ელიან - ჩვენ გადატრიალებებში და გადმოტრიალებებში არც რეალობაში და არც ზღაპრებში არ ვმონაწილეობთ. არჩილ თალაკვაძე - სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის, რაც სუს-ისგან შევიტყვეთ - რადიკალური ოპოზიცია, მათი მეგობრები და საქართველოს მტრები საზღვარგარეთ არ წყვეტენ ლეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევას. მამუკა მამულაშვილი - რუსული სცენარით მიმდინარეობს ყველაფერი, როდესაც რუსეთში პოლიტიკური დაძაბულობა იწყება, იწყებს ომს, გადატრიალებაზე ლაპარაკს, ან ტერორისტულ აქტებს საკუთარ ტერიტორიაზე -„ქართულ ლეგიონს“ არ სცალია სუს-ის ჭორებისთვის. შალვა პაპუაშვილი - ეროვნებით ქართველი, თავისი სულით და გულით არაქართველი გია ლორთქიფანიძე ცდილობს, საქართველოში სიტუაცია არიოს - ის უკვე მეორედ იქნა მხილებული საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებების ორგანიზებაში. კახა ოქრიაშვილი - სუს-მა სახელმწიფო გადატრიალებაზე გაკეთებული განცხადებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთის აგენტის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე უპასუხა. ადვოკატი - გია ლორთქიფანიძე სუს-ის განცხადებას „სრულ ბოდვას“ უწოდებს - მას არანაირი საერთო ქართულ პოლიტიკასთან არ გააჩნია და შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური მიზანი არ აქვს. მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსთან“ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ბატურინმა განაცხადა, სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „სრული ბოდვაა“. უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი - საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინის დემონიზებას - უკრაინა არ ჩარეულა, არ ერევა და არ აპირებს ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში. დავით სიხარულიძე - სუს-ის განცხადების შინაარსის შეფასებას აზრი არ აქვს, რადგან ეს უკვე ნანახი გვაქვს - გახსოვთ „საბურავების რევოლუცია“.

ოლიგარქების ჩაგდება - უმრავლესობა მესამე მოსმენით „დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონის პროექტს მხარს არ დაუჭერს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ლომჯარია როგორც ლიდერი - სოზარ სუბარი - ნინო ლომჯარია, რომლისთვისაც არსებობდა ერთადერთი პატიმარი და ერთადერთი ადამიანი, რომლის უფლებებსაც იცავდა - მიხეილ სააკაშვილი, ვერ გახდება საზოგადოების ლიდერი.

სტიქიები - სტიქიის შედეგად დაზარალებული ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო დაეხმარება. გიორგი ბოტკოველი - კახეთში გუშინდელმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ 20 მილიონი ლარი, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებში გადაიხადეს, გაფლანგული და მოპარულია.

პარტნიორი უნგრეთი - შალვა პაპუაშვილი - საქართველო და უნგრეთი 2022 წლიდან სარგებლობენ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატით, რაც ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განსაკუთრებულ სიახლოვეს. უნგრეთის ასამბლეის სპიკერი - მიგვაჩნია, რომ ევროინსტიტუტებმა დაკარგული დრო უნდა აანაზღაურონ და გამოასწრონ შეცდომა, როცა კანდიდატის სტატუსი არ მისცეს საქართველოს და მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას. შალვა პაპუაშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა.

სანქციების ენა და ფარცხალაძის ფენომენი - კახა კალაძე ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე - საჭიროა მეტი ინფორმაციის გასაჯაროება, მეტი კონკრეტიკა - როდესაც სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი, ცნობილი უნდა იყოს, რა არის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი. ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურასთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა აქცია გამართეს. ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლება ან გონს მოეგება ან აშშ სანქცირების მექანიზმს გამოიყენებს - ვფიქრობ, ფარცხალაძის გარდა დასანქცირებული კიდევ ბევრი იქნება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართული მხარე ამერიკელი პარტნიორებისგან იმ მტკიცებულებების გადმოცემას ითხოვს, რომელიც ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად. გიგა ბოკერია - იმ რეჟიმის შეცვლის გარდა, რომელმაც ფარცხალაძე შექმნა, სხვა წამალი ამ ვითარებას არ გააჩნია. მიხეილ სააკაშვილი - ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი ოთარ ფარცხალაძის მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც - ეს ყველაფერი მშვენივრად იციან ამერიკელებმაც. ირაკლი ქადაგიშვილი - ბიზნესი რუსეთში ძალიან ბევრ ქართველს აქვს და ყველას დავერიოთ?! - როცა საუბარია, რომ ფარცხალაძე „ზეგავლენას ახდენდა პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე“, ფაქტი ან საბუთი უნდა იყოს, რომ დავიჯერო. ლევან ხაბეიშვილი - „რიგითი“ ფარცხალაძის გადასარჩენად, რუსეთის ჯაშუშები ამოქმედდნენ და დაადასტურეს, რომ სუს-ი რუსული „ფე ეს ბეს“ გავლენის ქვეშაა. სუს-ში არ აკონკრეტებენ, დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე ოთარ ფარცხალაძე. ირაკლი ზარქუა - ფარცხალაძის თემა რადიკალებმა და მერე მათმა პატრონებმა წამოწიეს, აშშ შეცდომაშია შეყვანილი - რატომ გგონიათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ან თეთრი სახლი თუ იტყვის რაღაცას, აპრიორი მართალია?! თინა ბოკუჩავა - დარწმუნებული ვარ, ბიძინა ხედავს და ძალიან ღელავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და ძალიან ახლოს მიდის პირადად მასთან. ირაკლი კობახიძე ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე - ამ შემთხვევაშიც მტკიცებულებები არ არსებობს - შესაბამისად, ჩვენთვის რთულია ამ თემასთან დაკავშირებით რეაგირება. არჩილ თალაკვაძე - ფარცხალაძე არ არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იმუშავებდა და თავის ქვეყანას ძირს გამოუთხრიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა. სალომე ზურაბიშვილი - ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი ყოფილა - მოვითხოვ, საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალური გამოძიებით. იაგო ხვიჩია - ეჭვი მაქვს, ფარცხალაძემ „ქეშის” გამოტანა მოასწრო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვაზე, „პირდაპირ ეწინააღმდეგება“ საქართველოს კონსტიტუციას. კახა ქემოკლიძე - ფარცხალაძის საქმე მხოლოდ აისბერგის წვერია, ეს არ არის რიგითი ჯაშუშის საქმე - ძალიან საინტერესოა, როდის მოხდა გადაბირება?

სტატისტიკა - „საქსტატი“ - 2023 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა.

პურის ფასი - ლევან სილაგავა - პურის ფასთან მიმართებით პრობლემები არ არის - ფასი სტაბილური და შენარჩუნებული იქნება.

საპარლამენტო არხი - შალვა პაპუაშვილი - ახალი საპარლამენტო არხის დაარსებით ქართული დემოკრატიისათვის მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებას ვიწყებთ.

საზღვარგარეთულები:

უკრაინა - ანა მალიარი - უკრაინელებმა ბახმუტთან 50 კმ-ზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს. ჰააგის სასამართლომ რუსეთის წინაამდეგ უკრაინის მიერ შეტანილ სარჩელზე მოსმენა დაიწყო. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ევროკავშირი პოლონეთს, უნგრეთს და სლოვაკეთს უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს. კიევი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვის გახანგრძლივების გამო, პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგ ჩივილს გეგმავს. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინელებმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ადმინისტრაციის შენობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. გერმანია უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.

ჩინეთის საგარეო მინისტრი რუსეთში სერგეი ლავროვს შეხვდება.

ტესლა თურქეთში - რეჯეფ თაიფ ერდოღანი ილონ მასკს თურქეთში Tesla-ს ქარხნის აშენებას სთხოვს.

ვლადიმერ პუტინი - რუსული ეკონომიკის აღდგენის ეტაპი დასრულებულია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 86

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters