მაპზე უკეთესი უკრაინას ანუ უარი ან თანხმობა წინაპირობებით

      თბილი ამინდებით დავიწყებ და გეტყვით, რომ კიდევ 2-3 დღე წვიმა არ ჩანს. მთავარი ამბავი ცხადია კვლავ ვილნიუსიდან არის და ამჯერად, ზელენსკის არ უთქვამს, მაპზე უკეთესი მოგვცესო, რადგან მაპი საერთოდ არ დაგჭირდებათო უთხრეს, მაგრამ იქამდე არ მიგიღებთ, სანამ ეს ომი იქნებაო. ანუ არაფერიც არ შეიცვალა უკრაინისთვის. ცხადია, ჩვენი ადგილი იქ საერთოდ არ ჩანს და ესეც ოპო-პოს კამათის საგანია. ასევე დღეს მიიღეს თავდაცვის კოდექსი. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5834 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 12 ივლისი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივლისი

      ნატოელობა ჩვენში - ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცოგოვინას სამხედრო შესაძლებლობების განვითარებისთვის ნიდერლანდები ნატო-ს ფონდში დამატებით 8 მილიონ ევროს შეიტანს. ხატია დეკანოიძე - ამ ხელისუფლების პირობებში ნატო-ში ინტეგრაციის გზა ხარისხობრივად ვერ გაუმჯობესდა - ჩვენ რომ პროდასავლური ხელისუფლება გვყოლოდა, ნამდვილად სხვა მოცემულობა იქნებოდა. შალვა პაპუაშვილი - ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შემდეგ, კიდევ უფრო მყარად ვიმეორებ ყოველ სიტყვას, რომელიც სამიტამდე დავწერე. ნატო-ს სამიტის ფარგლებში, პირველად საქართველო-სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში შეხვედრა გაიმართა. ზურაბ ბატიაშვილი - საქართველო, რომელიც თავის დროზე, რეფორმებისა და დასავლეთთან დაახლოების საკითხში მედროშე იყო, ახლა ყველაზე ჩამორჩენილ ჯგუფშია - არ ჩანს პერსპექტივაც, რა შეიძლება ისეთი მოხდეს, რასაც ამ მდგომარეობიდან გამოსვლა მოჰყვება. ირაკლი კობახიძე - როგორც გუშინ არ იცოდა არავინ როდის და როგორ გახდებიან საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები, ანალოგიური ვითარებაა გუშინდელი კომუნიკეს შემდეგაც - რეალურად, სტატუს-კვო არ შეცვლილა. სალომე სამადაშვილი - საქართველოს უთხრეს, რომ მისი ხელისუფლების მიერ ჩაგდებული რეფორმების გამო, ჩვენთვის კიდევ მრავალი წელი დარჩება ნატოს კარი დახურული - რუსეთის მოკავშირე ხელისუფლებამ დაგვტოვა ნატოში გაწევრიანების შემოკლებული გზის გარეშე. ირაკლი ბერაია - საქართველოს ინტერესი ნატოში ინტეგრაციის მიმართ ურყევი და მყარია, ასევე ურყევია ალიანსის ინტერესი საქართველოს მიმართ - საქართველოს თავისი პირობები შესრულებული აქვს, ჯერი ალიანსზეა! ალეკო ელისაშვილი ვილნიუსის სამიტზე - დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი „ქართულმა ოცნებამ“ არ გაუშვა, ხოლო ღარიბაშვილი არ მიიწვიეს - ვინმე მეხინკლე მაინც გაგვეშვა, რომ იქ კარგი ხინკალი მოეხვია და ამით წარმოგვეჩინა ჩვენი ქვეყანა. გიგი წერეთელი - ვილნიუსის სამიტზე გაცხადდა, რომ საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესში პროგრესი არ არის და ეს სრულად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ანა ფოტიგა - ევროპა არის საქართველოსთვის ადგილი, სადაც უნდა იყოს - იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხის ნება გადამწყვეტი იქნება. არჩილ თალაკვაძე - ნატოს სამიტმა დაადასტურა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, ნატოსთან თანამშრომლობა ძლიერდება და არ შესუსტებულა - რაც შეეხება უკრაინას, ველოდით უფრო მკაფიო და ცხად გეგმას. მიხეილ სააკაშვილი - ვილნიუსში საქართველო უკრაინას ჩამოაშორეს - უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატო-ს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა „მშრალზე“. მამუკა მდინარაძე - მოდი, პირდაპირ ვთქვათ: სამწუხაროდ, ჩვენი შრომა, თავის გადადება და თავგანწირვა სათანადოდ არ ფასდება - პირდაპირ ვთქვათ ისიც, რომ არც უკრაინას დაუფასდა! - ბოდიში, თუ ძალიან სუბიექტური ვარ, მაგრამ ეს უნდა ითქვას! სალომე ზურაბიშვილი - ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის - არჩევანი ჩვენზეა და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს. ბათუ ქუთელია - ისტორიული უსამართლობაა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ჰყავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება - ხელისუფლება, რომელმაც ყველა ძაფის ჩაჭრა გადაწყვიტა ნატო-სთან, რომ რუსეთს ასიამოვნოს. ნატალია საბანაძე - რთული სანახავია ნატო-ს კონტექსტში უკრაინისგან დაშორება - ჩვენ სხვა ბანაკში გადავინაცვლეთ.

      გვარამია სტრასბურგში - მირიამ ლექსმანი - საქართველოში ძალიან ღრმა პოლარიზაციაა, ვფიქრობთ, რომ სიტუაცია უნდა შეიცვალოს - ეს ყველაფერი ჯანსაღი არაა. ვიოლა ფონ კრამონი - ვფიქრობთ, რომ მოსახლეობაზე ზეწოლის და დაშინების მცდელობა იქნება, ჩვენ ვიცით მათი ყველა „ტრიუკი“, რომ თავის სასარგებლოდ მოირგონ არჩევნების შედეგები.

      თავდაცვის კოდექსის კიდევ ერთ დღე - გრიგოლ გიორგაძე - მინისტრის მოადგილეებთან მიმართებაში ჩინებთან დაკავშირებით, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტით არანაირი სიახლეები არ არის. ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია „თავდაცვის კოდექსის“ მიღებაზე შფოთავს, რადგან შემოსავლის წყაროს დაკარგავს - ორი პარტია ქრთამს იღებდა იმაში, რომ ადამიანებს სამხედრო გაწვევისთვის თავი აერიდებინათ. გრიგოლ გიორგაძე - „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და სამხედროებისთვის სოციალური გარანტიების დაწესებას გულისხმობს. თეონა აქუბარდია - რადგან „ქართული ოცნება“ პრეზიდენტთან დაპირისპირებაშია, გადაწყვიტა, პრეზიდენტს შეუზღუდოს კონსტიტუციური უფლება, საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის საბჭო პრემიერ-მინისტრის თანხმობის გარეშე შეკრიბოს. მამუკა მდინარაძე - ადამიანები, რომლებიც ჯარისთვის თავის არიდებაში აკეთებენ ფულს, ჯარზე, „თავდაცვის კოდექსზე“ და კანონზე გველაპარაკებოდნენ, სამწუხაროდ, ამაში მხარს უჭერდა ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი. ირაკლი ბერაია - „თავდაცვის კოდექსს“ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები ექნება - ბევრი პარტნიორი ქვეყანა ელოდება მის მიღებას, რომ კიდევ უფრო გაეხსნათ ხელ-ფეხი საქართველოს მხარდაჭერის გასაძლიერებლად. პარლამენტმა მეორე მოსმენით “თავდაცვის კოდექსი“ მიიღო.

      გაცდენები - დავით სერგეენკო პარლამენტს ტოვებს. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი მის მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა. თინა ბოკუჩავა - ეს არის სადამსჯელო ოპერაცია დავით სერგეენკოს მიმართ - გაცდენებს „რუსული ოცნების“ არცერთ სხვა დეპუტატს არ უთვლიან, სერგეენკოს დაუთვალეს იმიტომ, რომ მან მონური მორჩილება არ აირჩია. ირაკლი კობახიძე გამორიცხავს, რომ დავით სერგეენკო ოპოზიციაში წავიდეს. არჩილ თალაკვაძე - დავით სერგეენკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკიდან გავიდეს და სხვა სფეროში საქმიანობა განაგრძოს - სკანდალის, სენსაციის ძებნა აქ ზედმეტია იმიტომ, რომ ის არ არსებობს.

      მოწამლული მეუფე - შს მინისტრის მოადგილე მეუფე შიოზე - გამოვიძიებთ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, რაც ამ საქმის ფარგლებში მნიშვნელოვანია - კონკრეტული დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. მეუფე იაკობი - საპატრიარქოში მეუფე შიოს მტერი არ ჰყოლია - წესიერი კაცია, გინახავთ, რომ ჩემსავით გამოვიდეს? მეუფე შიო - ჩვენ გვწამს და ვიცით, რომ უფალს შეუძლია მოახდინოს ცვლილება, როგორც პეტრესა და პავლეს შემთხვევაში, ისე ჩვენს ერშიც. ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოზე - შესაძლოა დადგინდეს, რომ რაღაც ყოფითი შემთხვევა იყო, თუმცა, არ უნდა გამოირიცხოს ჩარევაც - საქმეზე გამოკითხული მხოლოდ მე ვარ. მეუფე შიო მის სავარაუდო მოწამვლაზე - ღვთის შეწევნით კარგად ვარ - იმედია, რომ გაირკვევა, ალბათ, უნდა ჩატარდეს ხელახალი კვლევა.

      კალაძის მომავალი თბილისი - კახა კალაძის განცხადებით, 2023-2029 წლებში 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი პანდუსის მშენებლობა დასრულდა. მეტროსადგურ „ავლაბარში“ არსებულ რკინა-ბეტონის კონსოლს დემონტაჟი ჩაუტარდება, რის გამოც შესაძლოა, მეტროსადგურის ორი კვირით ჩაკეტვა გახდეს საჭირო. თბილისიდან 13-15 წლის მოზარდები ქალაქ ნანტში მოქმედ საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან. ირაკლი ხმალაძე - აგვისტო-თებერვლის პერიოდში დადგინდება ის 12 მეტროსადგური, რომელსაც მოდერნიზაცია და განახლება ჩაუტარდება.

      უკრაინის საქციელები - მამუკა მდინარაძე - გავრისკეთ და უკრაინას ყველა პლატფორმაზე, მათ შორის რუსეთის ჰააგაში გასამართლებას მხარი დავუჭირეთ, ხოლო ჰუმანიტარული დახმარების მიხედვით, სამეულში ვართ - დამნაშავე სააკაშვილის გამო ის ელჩი გამოუშვეს, რომელსაც კიევი დაბომბვის დროსაც არ დაუტოვებია.

      „კანონის უზენაესობის ცენტრი“ - საქართველოს პროკურატურაზე კონტროლი არ ხორციელდება და მის საქმიანობაზე არც ერთ ორგანოს ხელშესახები გავლენა არ აქვს.

      ბრილკას ამბავი სერიალად - The Hollywood Reporter - ნინო ხარატიშვილის წიგნის, „მერვე სიცოცხლის“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ.

      პრაიდის აქცია - ალექსანდრე დარახველიძე „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლაზე - 3000-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული, თუმცა სულ სხვაა აქციის მართვა ქალაქის პირობებში და სხვაა გაშლილ მინდორზე, ამიტომ ნუ შემეკამათებით ტაქტიკურ და ტექნიკურ გადაწყვეტილებებში.

      დამცირება შსს-ში - შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ მის მიმართ „დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობა ხორციელდება“. ალექსანდრე დარახველიძე შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის თანამშრომლის ბრალდებებზე - გოგა რაზმაძის განცხადება არის სრული ტყუილი, აბსურდი და არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება. სახალხო დამცველი შსს-ს თანამშრომელზე - გოგა რაზმაძის საქმეზე მოკვლევა ერთი კვირის წინ დაიწყო - ერთ კვირაში ვერაფერი გამოვლინდება, რადგან საქმის შესწავლას თავისი პროცედურა აქვს და გარკვეული დრო დასჭირდება.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევზე თავდასხმა მოიგერია. ანატოლი ანტონოვი - ვილნიუსში გაკეთებულმა განცხადებებმა ნატო-ს ანტირუსული მუხტი დაადასტურა - ცოტას თუ აინტერესებს "სასაკლაოზე“ მიგდებული უკრაინელების ბედი. Reuters - ბრიტანეთი უკრაინას 65 მილიონ დოლარამდე ღირებულების დახმარების პაკეტს მიაწვდის. უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებსა და რუსებს შორის 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა. შარლ მიშელი - მზად ვართ იმისთვის, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მივცეთ და ამ მიმართულებით ყველა ძალისხმევაში მივიღოთ მონაწილეობა. ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირსა და ნატოში სიღრმისეულ შიდა გარდაქმნას, ინსტიტუტების და სამართლის უზენაესობის გაძლიერებას მოითხოვს - მზად ვართ, დავეხმაროთ კიევს, რომ ეს გზა მალე გაიაროს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, დღეს G7-ის ქვეყნები უკრაინის უსაფრთხოების ზომებისთვის საერთაშორისო ჩარჩოების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს წარადგენენ. მეთიუ მილერი - რა გათვლაც და მოთხოვნებიც არ უნდა ჰქონდეს რუსეთს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების არდაშვებასთან დაკავშირებით, ის ამაო იქნება - ჩვენ დღესაც ვადასტურებთ ამ პოზიციას - უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გერმანია უკრაინას დამატებით Patriot-ის გამშვებ დანადგარებს და რაკეტებს მიაწვდის. თეონა აქუბარდია - უკრაინამ დაიმოკლა გზა ნატოში წევრობისკენ - საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ MAP-ის ამოღება და გზის შემოკლება მომხდარიყო. იენს სტოლტენბერგი - უკრაინა ნატოსთან ძალიან ახლოს დგას - მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა უკრაინას, როგორც მოკავშირეს შევხვდებით. ახლად შექმნილი უკრაინა-ნატოს საბჭოს მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ამ ორგანოს სხდომის ბლოკირება არა ერთ ქვეყანას შეეძლება, მათ შორის უნგრეთს. ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა საფრანგეთიდან შორს სასროლი შეიარაღების გარდა დამატებით განაღმვის საინჟინრო მოწყობილობასაც მიიღებს. ანჯეი დუდა - ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მომავალი წევრობის შესახებ ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საკმარისი არ არის. ჯეიკ სალივანის განცხადებით, დღეს ნატოში უკრაინის გაწევრიანება რუსეთთან ომის დაწყებას ნიშნავს. ნორვეგია უკრაინას სამხედრო დამხმარების დამატებით პაკეტს გადასცემს. ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს ქვეყნებს - დაფიქსირებულია, რომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმა არ იქნება საჭირო - მადლობას გიხდით ამ აღიარებისთვის. ჯო ბაიდენი ზელენსკის - ჩვენ ბოლო მოვუღეთ აზრს იმის შესახებ, სურთ თუ არა უკრაინის ნახვა ნატო-ში, ეს მოხდება - ვიზრუნებთ, რომ ყველაფერს იღებდეთ, რაც გჭირდებათ. დიდი ბრიტანეთის მთავრობა - უკრაინამ და “დიდი შვიდეულის” ქვეყნებმა უსაფრთხოების გარანტიების პარამეტრები განსაზღვრეს. ვოლოდიმირ ზელენსკი - არასდროს გავცვლით არანაირ სტატუსს ჩვენს ტერიტორიაზე, თუნდაც ეს ერთი სოფელი იყოს, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს - ჩემი პოზიცია მკაფიოდ იციან პარტნიორებმა.

      დმიტრო კულება - ნატო-მ უკრაინის გაწევრიანება გაურკვევლობაში არ უნდა დატოვოს - მოწვევის ყველა პირობა ვილნიუსში უკვე არსებობს.

      საფრთხე ჩინეთიდან - იენს სტოლტენბერგი - ჩინეთის ძალადობის პოლიტიკა ჩვენი ინტერესებისთვის, უსაფრთხოებისთვის და ფასეულობებისთვის საფრთხეს შეიცავს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 74

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters