სააქციო-საგამოძიებო ნიუსები, ბიძინა და მისი ოცნება, არჩევნები და მოსამართლეების რვიანი

      ვიდრე ზაფხულის სიცხე დაბრუნდებოდეს, მთავარ ამბებში ისევ ივნისია და ივნისის გამოძიებები, ასევე ქართული ოცნების ბათუმური შეკრება და სამართლის მაძიებელი მარადიული მოსამართლეების არჩევა - მრავალია წვეული და მცირედის გამორჩევა პრობლემური.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 17 ივლისი, 2019

      ივნისიდან ივლისამდე, თითქმის თვე აქციების გამოძიებაში - პროკურორის განცხადებით, დაკავებულმა პოლიციელმა აღიარებითი ჩვენება მისცა. პროკურორი - ყველა შემხვედრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შს მინისტრი გამოიკითხება. პროკურატურა დაკავებული პოლიციელის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. დაკავებული პოლიციელი დუმილის უფლებას იყენებს. სულხან სალაძე - რამდენი სამართალდამცავიც არ უნდა მისცეს პასუხისმგებლობაში გამოძიებამ, ეს არ ხსნის შს მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული კახა ღავთაძის ადვოკატი დაკავებულისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს. ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, პროკურატურას 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველა კამერის ჩანაწერი აქვს გამოთხოვილი. ნინო ლომჯარია - 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ხერხდება სპეცრაზმელების იდენტიფიცირება. 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული ვატო გელაშვილის მიმართ აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო 18 ივლისს იმსჯელებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე აქციის კიდევ 3 მონაწილე დააკავა. აქციის დაკავებულ მონაწილე კახა ღავთაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა. შს მინისტრი - შს სამინისტრომ და პოლიციელებმა შეძლეს და ქვეყანას აარიდეს სამოქალაქო დაპირისპირება, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა. ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისის მოვლენების შესახებ მეორე დღეს გაიგო. ნიკა მელია - გმირები არიან ის ვაჟკაცები, რომლებსაც თქვენ და გახარია ერეკებით ციხეებში, დიახაც, ისინი უწევდნენ წინააღმდეგობას ჩუბინიძის, გახარიას და ივანიშვილის რაზმებს. ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე პროკურატურა პოლიციის მაღალჩინოსნების გამოკითხვას მომავალი კვირიდან დაიწყებს. ეკა გიგაური 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებაზე - იმედი გვაქვს, რომ გამოძიება მზად არის იმისთვის, რომ უკვე მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენოს. მაია მწარიაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებაზე - მაინტერესებს პასუხები: ვინ გასცა ბრძანება, რატომ, როგორ, რა ვითარებაში, როგორი თანამიმდევრობით ჩატარდა ეს ოპერაცია. 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებულ მუხრან ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რომან კაკულია - ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, შს მინისტრი გადადგებოდა, მაგრამ ნორმალური ქვეყანა არ არის, რადგან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს არა ოპონირება, არამედ მტრობა.

      ივანიშვილის შეკრებილი ოცნება და ვრცელი კომენტარები - ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ბათუმში "ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა გაიმართა. ბიძინა ივანიშვილი კოალიციურ მთავრობაზე - „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ჩვენ ალბათ, ყველასთან ვითანამშრომლებთ. ბიძინა ივანიშვილი მამუკა ხაზარაძეზე - რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია. ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე კითხვები არ ისმის არსაიდან - არც ევროპაში, არც ელჩებთან, ვიცი ვაშინგტონის პოზიციაც. ივანიშვილი გავრილოვის ჩამოსვლაზე - 2016 წელსაც იმყოფებოდნენ საქართველოში რუსი დეპუტატები, სად იყავით მაშინ? შეკითხვაზე, გასცა თუ არა მან აქციის დაშლის ბრძანება - ეს სიბრიყვეა, ასეთ სისულელეს მხოლოდ „ნაცები“ თუ იტყვიან. გვარამიას და გაბუნიას გამოსვლები იყო არაქართველური და არაკულტურული, ეს იყო სირცხვილი. ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. ნახეთ, როგორი აქტიურობა იყო 21 ივნისის ღამეს, როგორია დღეს - 200 კაცს უყრიან თავს დასავლეთში და 200-ს - აღმოსავლეთში. ბიძინა ივანიშვილის ესკორტისთვის გზის გადაკეტვას, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. ბიძინა ივანიშვილი „ნაცმოძრაობამ“ მოახერხა და რუსულ ჯარს შემოუძღვა, დღესაც ასე უნდათ - საქართველოში შემოვიდეს არა რუსი ტურისტი, არამედ რუსი ჯარისკაცი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მათგან მართულ „ენჯეოებს“ უნდათ, მშენებლობა შეაჩერონ საქართველოში, მათ უნდათ, რომ დაანგრიონ ქვეყანა. უარს ვამბობთ რეჟიმზე, რომ პარტია არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა და არჩევნებზე აქტიურდებოდა. გიგი უგულავა - “ოცნების“ ერთადერთი შესაძლო პოლიტიკური პარტნიორია “პატრიოტთა ალიანსი“ ან ლევან ვასაძის გუნდი. გიორგი კანდელაკი - ბახტაძემ და ივანიშვილმა გვითხრეს, რომ დიახ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკაა, რომ ჩვენ დამოკიდებული ვიყოთ რუსეთზე ეკონომიკაში. მამუკა მდინარაძე - ე. წ. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს ისე განუცხადებია, რომ ჩვენთან კოალიციას არ შექმნის, თითქოს ვინმე კალთებს ახევდეს. ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე - დღეს ჩვენ ვიხილეთ უკიდურესად დაბნეული, გაღიზიანებული და შეშინებული ოლიგარქი. ბიძინა ივანიშვილი - გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი პირდაპირი მნიშვნელობით. ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა - ასეთია და კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, ის თანამდებობაზე არ იომებს.

      არჩევნები მომავალ წელს - არჩილ თალაკვაძე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება პოლიტიკური სტაბილურობისა და ხელისუფლების მეტი ლეგიტიმაციისთვის მივიღეთ. კახა კალაძე - გვაქვს ამბიცია და “ქართულ ოცნებას“ იმის რესურსიც გააჩნია, რომ 2020 წლის არჩევნებზე პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს.

      ახალი მოძრაობა - გურამ ფალავანდიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად “ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” დააარსა.

      ქალაქის რეაბილიტაციიდან - დღეიდან თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

      გარეჯის ამბებიდან მცირედ - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, დავით გარეჯის გარკვეული მონაკვეთი „ყველა სამართლებრივი დოკუმენტით“ აზერბაიჯანის კუთვნილებაა.

      სამართალმა პური ჭამოს! - ნაზი ჯანეზაშვილი - მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისადმი ნდობა მინიმალური მაქვს, ვის უნდა ვენდო, ირაკლი შენგელიას, რომელიც ცოლის ძმას ირჩევს? ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების სხდომის წაყვანას აპროტესტებენ. უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შესახებ ინფორმაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს უნდა მიეწოდოს. მოსამართლე თამარ ონიანი მოსამართლეობის კანდიდატ ზურაბ აზნაურაშვილთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის აზრით, მოსამართლისთვის ღამის კლუბში სიარული შესაძლოა, შეუფერებელი საქციელი იყოს. ანა დოლიძე - სასამართლოს ე.წ. კლანი ცდილობს საზოგადოებამ არ დაინახოს თუ როგორი ადამიანების გამწესება სურს უზენაეს სასამართლოში. თამარ ალანია ნაზი ჯანეზაშვილს - არ მომწონს თქვენი დამოკიდებულება, რომ თითქოს თან ხართ, ბულინგის მსხვერპლი, თან არ ხართ. თამარ ალანია ნაზი ჯანეზაშვილს - რატომ უნდა ვთქვა, რომ ლევან მურუსიძე იყო უზურპატორი?! მოსამართლეობის კანდიდატი დიანა ბერეკაშვილი - ჩემი ლიდერები ჩემი შვილები და სულიერი მოძღვარია.

      ფრენა ჩრდილოეთში - სერგეი ლავროვი - ფრენები საქართველოსთან განახლდება რუსებისთვის საფრთხის აღმოფხვრის შემთხვევაში

      ტყუილები გენოციდზე - გლენ ჰოვარდი - საქართველოს მიერ ოსი ხალხის გენოციდზე პუტინის განცხადება უკიდურესად აბსურდულია.

საზღვარგარეთულები:

      რასიზმი ტრამპთან - აშშ კონგრესმა ტრამპის რასისტული განცხადება დაგმო.

      უარი ოპოზიციას - რუსეთის საარჩევნო კომისიამ რამდენიმე ოპოზიციონერს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 71

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters