თემიდას კლანი, გოგებაშვილის განათლება, გადამეტებული პოლიციელობანა და კალაძის ქალაქი

      ტემპერატუა 20 ივნისის საქმეზე ჯერ კიდევ ინარჩუნებს ჩერნობილის გრადუსს - დაკავებების ორმხრივი სერია მიმდინარეობს პარალელური აქციებით. ასევე თბილისს აქვს ახალი ანონსები, ხოლო აზერბაიჯანს ახალი ტერიტორიებისკენ სწრაფვა გარეჯის მიწაზე, თემას კლანი სოპრანოსას აჯობებს პოპულარულობით და განათლების ბედი კვლავ გაურკვეველ წარსულშია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16 ივლისი, 2019/

      ორმხრივი დაკავებების სერია - 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ვატო გელაშვილი დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებული კახა ღავთაძის დედა - ჩემი შვილი ამბობს, რომ რამდენიმე პოლიციელი, რომლისთვისაც მომიტინგეებს შესაძლოა, რამე დაეშავებინათ, დაპირისპირების ადგილს გაარიდა. ეკა ბესელია - ის, რომ მხოლოდ ერთი სამართალდამცველია დაკავებული 21 ივნისის შემდეგ, ყველაზე დიდი დანაშაულია. გიორგი კანდელაკი - ერთი პოლიციელის დააკავება ეს არის ჯოხის გადატეხვის მცდელობა საბჭოთა კავშირის სტილში. გია ვოლსკი - წინასწარ საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაკავება, ხელს უშლის გამოძიებას. პოლიციელები გარკვეულ წესებს უნდა ემორჩილებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩამოყალიბდება იგივე ძალადობრივი სისტემა, რაც მოვიშორეთ 2012 წელს. მამუკა ბახტაძე - გიორგი გახარია არ გაურბის პასუხისმგებლობას, ისე როგორც არც მე და არც ჩვენი გუნდის სხვა წევრი. მამუკა ბახტაძე - პროკურატურას ვისთანაც ექნება კითხვები დასვამს - გახარიამ არაერთხელ განაცხადა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს. პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა. პროკურატურის განცხადებით, შსს-ს დაკავებულმა თანამშრომელმა 21 ივნისს აქციის დაშლისას დაარღვია სპეცსაშუალებების გამოყენების წესი და დაზიანება მიაყენა აქციის 2 მონაწილეს. პროკურატურამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც 20-21 ივნისის მოვლენებისას შსს-ს დაკავებული თანამშრომლის ქმედებებია ასახული. გია ხუხაშვილი - გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი მაინც არ მოიხსნება, 50 პოლიციელიც რომ დაიჭირონ.

      ნიუსები თბილისის ქალაქობის საამქროდან - კახა კალაძე - ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში იმოძრავებენ, არასწორია - ქალაქი გარეუბნებად და ცენტრალურ უბნებად არასდროს დაგვიყვია. კახა კალაძე - დიდგაბარიტიანი ავტობუსებისთვის სპეციალური საავტობუსო დერეფნები შეიქმნება. კახა კალაძე კალათბურთის გულშემატკივრებს 2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩების ჩატარებას ულოცავს. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომა სხვადასხვა სფეროში მომუშავე უხუცესებთან ერთად გახსნა. მერია ახალგაზრდული ბანაკების და ლაშქრობების მოწყობას გეგმავს. კახა კალაძე - ვიწყებთ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წყალარინების სისტემის დაერთების სავალდებულო რეჟიმის შექმნაზე მუშაობას. მოქალაქეებს, ვისაც გენგეგმის მიხედვით სიტუაცია გაუუარესდათ, შეუძლიათ მუნიციპალიტეტს მომართონ და ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს. თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსის რეაბილიტაცია იწყება.

      ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატებმა და პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

      გართულებული გამოცდა - მართვის მოწმობის აღების მსურველებს ის ქუჩები, რომლის გავლაც გამოცდის დროს მოუწევთ, წინასწარ არ ეცოდინებათ.

      აზერბაიჯანის პრეტენზიები - საქართველოს ელჩს აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში დავით გარეჯის ინციდენტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება და მომხდარის გამოძიება მოსთხოვეს. დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი ხელისუფლებას - ბატონებო, კატეგორიულად მოსთხოვეთ აზერბაიჯანის მხარეს, რომელიც შემოჭრილია იარაღით ხელში, დატოვოს ჩვენი ტერიტორია! არქიმანდრიტი ილარიონი - ასეთი წაყრუებით, რაც დღეს ხელისუფლების მხრიდან დავით გარეჯის თემაზეა, სიკეთე არ იქნება - მოსახლეობას ატყუებენ, თითქოს პრობლემა არ არის. გიდები დავით გარეჯთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავენ. პაატა ზაქარეიშვილი - უმჯობესია დავით გარეჯის მონასტერი იყოს დაცული და საზღვრის გამო არ დავარღვიოთ აზერბაიჯანთან ურთიერთობები. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისია მუშაობას უახლოეს კვირებში განაახლებს.

      განათლება საუკუნენახევრის წინ და მომავალშიც - მიხეილ ბატიაშვილი - როგორც სხვა ავტორებს, ასევე გოგებაშვილს აქვს უფლება, სკოლაში მისი “დედა ენაც” არსებობდეს. მიხეილ ბატიაშვილი - გარწმუნებთ, არ ვაპირებთ „ბუქების“ ამოღებას და საბეჭდი მანქანების დაბრუნებას სკოლებში. მიხეილ ბატიაშვილი - ქართველ მეცნიერებს მიეცემათ შესაძლებლობა ისარგებლონ იმ ბენეფიტებით, რომლებიც არსებობს ევროკავშირის შიგნით. ზაზა გაბუნია - “დედა ენის” როგორც ფასეულობის დაცვა, მისი ოფიციალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვითაა შესაძლებელი. განათლების სამინისტრო ევროპის სამეცნიერო სივრცეში - EURAXESS-ში გაწევრიანებისთვის ემზადება. მამუკა ბახტაძე - EURAXESS-ში გაწევრიანება ჩვენს მეცნიერებს საშუალებას მისცემს ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებში ჩაერთონ. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლებში სხვადასხვა ავტორების 6-მდე „დედაენის“ სახელმძღვანელო დარჩება და ამასთან, პედაგოგებს გოგებაშვილის „დედაენით“ სწავლებაც შეეძლებათ.

      ჯანდაცვა შემოწმებით - პაატა იმნაძე - რამდენიმე ოჯახში, სადაც ბავშვებში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, მამა მონადირე ან მეთევზე იყო.

      ერორი, ერორი - „რუსთავი 2"-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. „თბილისის თამბაქო“ - „რუსთავი 2“ და ზაზა ოქუაშვილი თამბაქოს ქართულ წარმოებას იმპორტიორების სასარგებლოდ უთხრიან ძირს.

      შრომის ფასი - დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელი - დოლაბაურის ქუჩაზე უბედური შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევაა.

      თემიდას კლანი - ანა დოლიძე - მოსამართლე ილონა თოდუა ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელი, ზურაბ ადეიშვილის ნარჩენია. ეკა ბესელია მზადაა, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი იურისტების მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის ინიცირებაში ჩაერთოს. ნაზი ჯანეზაშვილი - დასტურდება, რომ იუსტიციის საბჭოში „კლანია" და ეს ხალხი ლობირებს თუნდაც ილონა თოდუას. სერგო მეთოფიშვილი - ნაზიბროლა ჯანეზაშვილს არც მორალი და არც სინდისი არ გააჩნია, ამიტომაც ლაპარაკობს უზნეოდ. დიმიტრი გვრიტიშვილი - ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ თავიანთი ქმედებებისა და განცხადებებისთვის პასუხი უნდა აგონ. საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე რეზოლუციის პროექტის ინიცირებას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები მოახდენენ. სერგო მეთოფიშვილმა სახალხო დამცველის განცხადებას "დაუსაბუთებელი ბრალდება" უწოდა. მოსამართლე ირაკლი ბონდარენკო - ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა ილონა თოდუას დაკითხვა მოუწყვეს, ისინი გასცდნენ საკუთარ უფლებამოსილებას. ეკა ბესელია - სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება შესაცვლელია და შესაქმნელია სპეციალური კომისია. იუსტიციის საბჭო 17 ივლისს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს.

      რუსეთში პოპულარიზაციისთვის ნული ლარი - მარიამ ქვრივიშვილი - 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ნულოვანი დანახარჯი აქვს.

      შეუზღუდავი ჭიდაობა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“- გეგა გეგეშიძის მოსვლის შემდეგ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ძალაუფლება, ფაქტობრივად, შეუზღუდავი გახდა - პროცესებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი - თუ რამე დავაშავე და დამიმტკიცებენ, მე ვაგებ პასუხს, მაგრამ თუ ვერ დამიმტკიცებენ, მაშინ ბოდიში უნდა მომიხადონ.

      ლარიანი მედიკამენტები - პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს 35 დასახელების მედიკამენტის შეძენა ერთ ლარად შეეძლებათ.

საზღვარგარეთულები:

      ცეცხლი რუსეთს - რუსეთის რამდენიმე რეგიონში ტყეებში ხანძრის შედეგად ათასობით ჰექტარი დაიწვა.

      ევრო არჩევნები - ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩიეს.

      შეშფოთება ძველებურად - გაერო შეშფოთებულია, რომ აშშ-ში ირანის საგრეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფს გადაადგილებაზე შეზღუდვები დაუწესეს

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 66

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:26pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროტესტები საარჩევნოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს დაანონსებული წვიმები მხოლოდ ქობულეთს აუხდა მძიმედ - ძლიერმა წვიმამ სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა. ქვეყანაში ისევ მოსმენების ამბავია აქტუალური და კვლავ სუს მიმართ ისმის კითხვები და პროტსტები. ცხადია, ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება და მის გარშემო ტრიალებს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1141 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16…

გაგრძელება

საარჩევნო ტრადიცია - მოსმენები, მიყურადებები და ჩანაწერების გამომზეურება, მერე კომენტარები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 15, 2021.
საათი: 10:30pm 1 კომენტარი

      გამოდარებას არ შეგარგებენ რა, ხვალ და ზეგ წვიმა და ძლიერი ქარი გველოდებაო. დღეს კი მეინსტრიმული აღმოჩნდა ჩვენი საარჩევნო ტრადიცია - ფარული მიყურადების, მოსმენოების, ჩანაწერების მოულოდნელი გამომზეურება და სკანდალ-სკანდალ ნიუსები. დღის მთავარი თემა სწორედ ეს იყო. მეორე მთავარი ამბავია მოახლოებული არჩევნები. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 15…

გაგრძელება

Qwelly World

free counters