მეორე ტურის თარიღი და დასვენება, ახალაიას ბრალის დადასტურება, ევროპარლამენტის მოწონებები, მერის მადლიერება და ბიუჯეტის განხილვები

      დანიშნული მეორე რაუნდი და ქალ-ვაჟური ბრძოლა პრეზიდენტობისთვის გაიმართება 28 ნოემბერს და ეს დღე გამოცხადდება უქმედ. ესაა აბავი, რომელიც ყველაზე მთავარი იყო დღეს, რადგან სხვა ყველა ნიუსი ისედაც არჩევნების გარშემო ტრიალებდა ან არჩევნებისთვის ხმიანდებოდა. ერთნაირად სარგებლობდნენ ოპონენტები არჩევნებისთვის ისეთი თემებიტ როგორიცაა, შვილმოკლული მამები და ევროპარლამენტის რეზოლუცია, ჯანდაცვა და ქალაქის სიახლეები, ახალაიას ბრალი და სხვა წვრილ-მსხვილი თემები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 14 ნოემბერი, 2018 /

      არჩევნები და მისი მომიჯნავე ამბები - ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნება“ რომ შეიცვლება, მოიკიდებენ გუდებს ფარცხალაძეები და სხვები, წავლენ და ისევე არხეინად იცხოვრებენ, როგორც კეზერაშვილი, თარგამაძე და სხვები ცხოვრობენ. ევროპარლამენტის წევრი ვიქტორ ბოშტინარუ - ყოფილი რუსი ელჩი, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად. ანა გომეში - მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს. ალეკო ელისაშვილი - ხელისუფლების მიერ სამოქალაქო ომის დაწყებაზე საუბარი არასახელმწიფოებრივი პოზიციაა - ნუ თამაშობენ ამ თემით, ეს არის ძალიან მტკივნეული თემა. არასამთავრობო სექტორი ცესკოს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს არ დანიშნოს, თუმცა მოწოდება მოწოდებად დარჩა. არქიმანდრიტი ბართლომე - წარმოუდგენლად მიმაჩნია, დაბრუნდეს ის ხელისუფლება, რომელიც ადამიანებზე ძალადობდა და წამებით იყო დაკავებული. ოთარ კახიძემ არჩევნების თარიღად 28 ნოემბრის დასახელება, მოსახლეობისთვის ბარიერის შექმნის მცდელობად შეაფასა. რომან გოცირიძე - სამარცხვინოა საპრეზიდენტო არჩევნების სამუშაო დღეს დაინიშვნა. გიორგი ვაშაძე - გაუგონარ თაღლითობას აქვს ადგილი ცესკოს მხრიდან - მთავარი თაღლითი არის თამარ ჟვანია. გიორგი ვაშაძე - გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, რომელ დღესაც არ უნდა დანიშნონ საპრეზიდენტო არჩევნები. ეკა ბესელია „ედისონ რისერჩის“ კვლევაზე - ეს ციფრები იქნება შორს იმ რეალობისგან, რომელსაც მეორე ტურის შემდეგ ვნახავთ. გია ვოლსკი „ედისონ რისერჩის“ კვლევას პროპაგანდად და საზოგადოების დათრგუნვის მცდელობად აფასებს. მამუკა ბახტაძე - ვაშაძის კანდიდატად წარდგენა სააკაშვილის მხრიდან რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში გადადგმული ნაბიჯია - რევანშისტების გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ყველა მიღწევას. მოძრაობა „არა ნაციზმს" ტრანსპორტით უზრუნველყოფას სთავაზობს იმ მოქალაქეებს, ვინც მეორე ტურში რეგიონებში ჩასვლას და ხმის მიცემას ვერ ახერხებს. ირაკლი კობახიძე - არ მგონია, რომ არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს აქტივობაზე - სპეკულაციებისთვის საფუძველი ნამდვილად არ არის. სერგო რატიანი - 2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა ამომრჩეველი, როდესაც თქვა, რომ მასწავლებლის ხელფასი იქნება საშუალოდ 800 ლარი. არჩილ თალაკვაძე - წინა ხელისუფლება რევოლვერით ადგა თავზე ბიზნესს, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ და არ ვკადრულობთ. კახა კალაძე - რუსი დიპლომატის გაპრეზიდენტება ევროპისთვის კატეგორიულად მიუღებელია. კახა კალაძის განცხადებით, 28 ნოემბერს არჩევნების შედეგი იმ კვლევებისგან განსხვავებული იქნება, რაც „ედისონ რისერჩმა“ გამოაქვეყნა. ირაკლი კობახიძე - მიუღებელია იმ ადამიანის პრეზიდენტად არჩევა, რომელსაც აქვს საბჭოთა დიპლომატიური წარსული. სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირის ელჩმა გამოთქვა წუხილი, რომ წინასაარჩევნო გარემო უფრო ევროპული და ცივილური არ არის. გრიგოლ ვაშაძე - Edison Research-ის შედეგები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბრძოლას და მუშაობას ყოველთვის აქვს აზრი. ნუკრი ქანთარია - გრიგოლ ვაშაძე არის პირწავარდნილი რუსული მენტალიტეტის ჩინოვნიკი. ემიგრანტებს არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ, ავღანეთში კი კენჭისყრა 26 ნოემბერს ჩატარდება. თინა ბოკუჩავა თამარ ჟვანიას - თქვენ ექვემდებარებით ივანიშვილის პოლიტიკურ ხუშტურებს. ცესკოს თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავას კომისიის სხდომა დაატოვებინა, რასაც ხმაური მოჰყვა. გიგა ბოკერია “ქართულ ოცნებას“ - გაქვთ სულელური პროპაგანდა, რომ თურმე საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი გებრძვით - მაშინ რატომ ხდება, რომ ყველა პრორუსი თქვენ გიჭერთ მხარს?!

      იურიდიული კომიტეტი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოთარ კახიძესა და ეკა ბესელიას შორის შელაპარაკება მოხდა. „ევროპული საქართველოს“ წევრებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დატოვეს. ეკა ბესელია „ევროპული საქართველოს“ წევრებს - ყველაფერს საზღვარი აქვს, კოლეგებო, კომიტეტის სხდომაზე ხართ თუ მიტინგზე?

      მომავალში გასაკეთებელი პარტია - თაკო ჩარკვიანი - არჩევნების შემდეგ ახალი პარტია - „კანონი და სამართალი“ გამოჩნდება. თაკო ჩარკვიანის მიერ დაანონსებული ახალი პარტიის წევრები გიორგი უშიკიშვილი და დავით იმედაშვილი იქნებიან. გიორგი უშიკიშვილი და დავით იმედაშვილი თაკო ჩარკვიანთან ერთად ახალი პარტიაში გაწევრიანების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ.

      ბახტაძის ავტოპარკი - რომან გოცირიძე - მამუკა ბახტაძემ პრემიერად დანიშვნისას პირველი განცხადება სამთავრობო ავტოპარკის 1200 მანქანით შემცირებაზე რომ გააკეთა, ერთი მანქანა მაინც გაიყიდა?

      ევროპარლამენტი - ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი - პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ზედამხედველობაში. მამუკა ბახტაძე - მადლობას ვუხდი ევროპარლამენტარებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი გამოხატავენ საქართველოს და მისი ევროპული მომავლის მიმართ. რეგიონის ვარსკვლავობა - ევროპარლამენტარი კლერ მუდი - საქართველო ვარსკვლავია რეგიონში ევროპული ღირებულებების ერთგულების კუთხით. კახა კალაძე - რუსი დიპლომატის გაპრეზიდენტება ევროპისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ეკა გიგაური - ევროპარლამენტის რეზოლუცია მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ უნდა წამოიწყოს ანტიკორუფციული სისტემისა და პოლიტიკის გადახედვის პროცესი. გიორგი ქობულია ევროპარლამენტის ანგარიშზე - ძალიან დიდი აღიარებაა იმ პროგრესის, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაში საქართველოს პროგრესს მიესალმებიან. თამარ ჩუგოშვილი – ჩვენ გვადარებენ არა ჩვენს მეზობლებს, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მათთან შედარებითაც კი ჩვენი ქვეყანა არის ბევრზე წარმატებული.

      მესტიის გააქტიურება - ოქტომბერში მესტიის აეროპორტში მგზავრთნაკადი 99%-ით გაიზარდა.

      თეთრაძის მწამებელი ახალაია - ბაჩო ახალაია სერგო თეთრაძის წამების საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს მიერ სერგო თეთრაძის საქმეზე ბაჩო ახალიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში დატოვებაზე განცხადებას ავრცელებს. ბაჩო ახალაიას ადვოკატი სერგო თეთრაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ეკა ბესელია - თეთრაძის საქმის ჩამდენი ადამიანები თავს უფლებას აძლევენ და გველაპარაკებიან, რომ ისევ ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ.

      ბიუჯეტის თემა და სახელმწიფო ფინანსები მინისტრისგან - ივანე მაჭავარიანი - რესურსების მობილიზაციის და მათი ოპტიმალურად გადანაწილების კუთხით არის ერთ–ერთი საუკეთესო ბიუჯეტი. ეკა ბესელია - ფინანსთა მინისტრის გამოსვლაში ჩანდა არა მხოლოდ ციფრები, არამედ ჩანდა დინამიკა და ხედვა. სალომე სამადაშვილი ფინანსთა მინისტრს - ბატონო მინისტრო, ქართველი ხალხი ცოდოა თქვენი ექსპერიმენტების საცდელი თაგვი გახდეს. გიორგი კანდელაკი ფინანსთა მინისტრს - თუ ხალხი უკეთესად ცხოვრობს, რაზეც თქვენ საუბრობთ, მაშინ შეუძლებელია, რომ მოიხმარდეს ნაკლებ საკვებ პროდუქტს. ოთარ კახიძე ფინანსთა მინისტრს - ივანიშვილის განცხადება დევნილების და პენსიონერებისთვის შემწეობების გადახედვაზე, ლარნახევრიანი ტყუილი აღმოჩნდა.

      მადლიერი მერი ქალაქის სიახლეებიდან - კახა კალაძე თბილისელებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და თბილისის მერად მუშაობის ერთწლიანი შედეგები შეაჯამა. კახა კალაძე - რომელი ოპონენტის ავადმყოფურ გონებაში მომწიფდა აზრი, რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაესვა ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის. კახა კალაძე - საბანკო სექტორი მზადაა, შეიმუშაოს კონკრეტული მოდელი, როგორ წავახალისოთ ელექტრომობილების და ჰიბრიდული ავტომობილების მფლობელები. კახა კალაძის განცხადებით, მერიაში ცხელ ხაზზე დარეკვის მხრივ არსებული პრობლემა გამოსწორდება. კახა კალაძე სავაჭრო ობიექტების მფლობელებს მიმართავს, „საახალწლოდ, ფასადზე თითო სათამაშო ჩამოკიდონ“. თბილისის მერიის შენობა, შესაძლოა, გაიყიდოს.

      განმხილველი პარლამენტი - რომან გოცირიძე - პარლამენტი არ იხილავს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დადგენილების პროექტს, ვინაიდან იციან, რომ ნებისმიერი განხილვა დამთავრდება დამნაშავეების მხილებით.

      ჯანდაცული საქართველო - მარიამ ჯაში - აბსოლუტურად რეალურია, რომ 2020 წლისთვის საქართველომ მიაღწიოს C ჰეპატიტის ელიმინაციას. დავით სერგეენკო - ჯანდაცვაზე უნდა ისაუბროს იმ ადამიანმა, ვისაც ერთი ღამე მაინც აქვს გატარებული კლინიკაში ავადმყოფის მოსავლელად.

      მამები რუსთაველიდან - ია მეტრეველი - ნამდვილად არ სჭირდებოდა ზაზა სარალიძეს ასეთი ამბის ატეხვა და მკვლელების გვერდით დგომა. ზაზა სარალიძე - ერთადერთი, რისი თქმაც ია მეტრეველის განცხადებაზე შემიძლია არის ის, რომ მისი გარდაცვლილი შვილის სულის პატივსაცემად, კომენტარზე უარს ვამბობ.

      გაზიფიცირებული ქართლი - ნათია თურნავა - შიდა ქართლის რეგიონი თითქმის სრულად გაზიფიცირებულია.

      დანაშაული საზღვარზე - მირდატ ქამადაძე შემოსავლების სამსახურს და სასაზღვრო პოლიციას მისი კონსტიტუციური უფლების დარღვევაში ადანაშაულებს.

      საზღვრებთან ვიზიტები - ქეთევან ციხელაშვილი - ვისურვებდი, ამ ადგილას ძალიან მალე შეგვძლებოდეს ვიზიტი ისე, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერები არ იყოს არც მოლდოვაში, არც უკრაინასა და არც საქართველოში.

      ადვოკატები ციანიდით - საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატების სარჩელის განხილვა დაიწყო.

      სპორტული ბედნიერებანი - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონია.

საზღვარგარეთულები:

      ევროპული არმია - ანგელა მერკელი ევროპული არმიის შექმნის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის იდეას მხარს უჭერს. მარინ ლე პენმა ევროპული არმიის შექმნის შესახებ ემანუელ მაკრონის იდეა გააკრიტიკა.

      აზერბაიჯანნიუსი - ახლობლების ინფორმაციით, საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს უფროსი მირტაგი ასადოვი აზერბაიჯანულმა მხარემ ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 137

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom…

გაგრძელება

MMOexp: FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 5:04am 0 კომენტარი

In their way is Portugal, who accidentally put six goals accomplished Switzerland with Cristiano Ronaldo sitting on the bench. It won't be easy, but aloof how abundant of FC 24 Coins an underdog is Morocco vs. Portugal? Actuality is how FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup.

We aboutface to the best reliable antecedent of football admonition there is, FC 24, to accommodate us with some perspective. We best Morocco…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters