ედგარ ალან პო - გული-გამთქმელი


       დიახაც! ვიყავი და ვარ კიდეც ძალიან, ძალიან ნერვიული, მაგრამ ახლა არა თქვათ, გიჟიაო ეს კაცი. ავადობამ კი არ დამიჩლუნგა და შემიმუსრა, პირიქით, მთლად ამილესა გრძნობები. ყურთასმენა უფრო მახვილი გამიხდა. ყველაფერი მესმის ცისა და ბარის, ბევრი – ჯოჯოხეთისაც. რის გიჟი, რა გიჟი? აბა, ყური მიგდეთ, რა საღად, რა დალაგებულად გიამბობთ მთელ ამბავს! ზუსტად ვერ გეტყვით, როდის მომივიდა თავში ეს აზრი, მაგრამ რომ გამიჯდა, აღარც დღისით მომშვებია, აღარც ღამით. თავად ის რა შუაში იყო, გასაყოფი მასთან რა მქონდა, რაიმე უსიამოვნებაც არ მომსვლია, თავისებურად მიყვარდა კიდეც ის მოხუცი კაცი. ჩემთვის არასოდეს უწყენინებია, არც შეურაცხყოფა მოუყენებია, არც იმის ოქრო მომსურვებია. ყველაფერი მისი თვალის გამო მოხდა... ჰო, ასეა სწორედ! სვავისას მიუგავდა ერთი, ბუნდი, ცისფერი. მომაჩერდებოდა და გავხევდებოდი შეძრწუნებული. თანდათან, ცოტ-ცოტა მოვედი აზრზე, სიცოცხლეს მოვუსწრაფებ მოხუცს და ასე სამარადისოდ დავაღწევ-მეთქი ამ თვალს თავს.
ალბათ ფიქრობთ, რომ გიჟი ვარ. გიჟს კი რა მოეკითხება, მაგრამ აბა ერთი ჩემთვის შეგეხედათ, რა ბრძნულად, რა ფრთხილად, რა შორსმჭვრეტელობით, რა თავის მოკატუნებით შევუდექი ამ საქმეს! მთელი კვირა მკვლელობამდე ისეთი მოკრძალებული და თავაზიანი ვიყავი მოხუცთან, როგორც არასდროს. ყოველღამე, ასე, შუაღამემდე, გადავატრიალებდი კლიტეს და შევაღებდი კარს – ჰოი, რა ნაზად! თავი რომ შეეტეოდა, იმდენზე გაიღებოდა და ჩაბნელებულ, ყოველი მხრით ჩამოხურულ, მთლად სხივგამოუღწეველ ფარანს შევყოფდი ჯერ და მერე თავს. ჰოი, რა მოხერხებულად ვაკეთებდი ამას, ერთი გენახათ და გაგეცინებოდათ! ნელა, სულ ნელა, მოხუცს ძილი არ დავუფრთხო-მეთქი. საათს მოვუნდებოდი, ვიდრე თავს სრულად შევყოფდი კარის ღიობში და დავაცქერდებოდი ლოგინში მწოლს. რაო! გინახავთ სადმე ასეთი გონებაბრძენი გიჟი? მერე მოვაღებდი ფრთხილად, ფრთხილად... იმდენად მოვაღებდი ფარანს, რომ წვრილი სხივიღა მოხვედროდა სვავისებრ თვალს. შვიდი ღამე ზედიზედ სწორედ შუაღამით შევაღებდი კარს, მაგრამ სულ დახუჭული ჰქონდა თვალი და ეს საქმე აღარ მოგვარდა, რადგან თავად მოხუცი კი არა, მისი ავი თვალი მაცოფებდა. ყოველ დილაბინდზე მოხუცთან შევდიოდი თავდაჯერებული, მხნედ გავუბამდი საუბარს, სახელს დავუძახებდი, გულიანად გამოვკითხავდი, ღამე როგორ მოისვენე-მეთქი. გამჭრიახი გონების პატრონი უნდა ყოფილიყო ის კაცი, ეჭვი რომ აეღო – ყოველღამე, ზუსტად თორმეტ საათზე მძინარეს მითვალთვალებსო.
მერვე ღამეს ჩვეულებრივზე უფრო ფრთხილად შევაღე კარი. აქამდე არასოდეს მიგრძნია ასეთი ძალმოსილობა, გონების ასეთი გამჭრიახობა. სიხარულით ფრთაშესხმული ძლივს ვიოკებდი თავს. კარს ნელ-ნელა ვაღებდი, ეს კაცი რას მიხვდება, სიზმარშიც ვერ მოუვა აზრად ჩემი იდუმალი ზრახვა და ჩანაფიქრი-მეთქი, გავიფიქრე ეს და ჩავიხითხითე. ლოგინში შეწრიალდა ელდანაკრავივით, კიდეც გაიგონა, მგონი, და იმიტომ, იმწუთას უკან გამოვარდებოდა ეს კაციო – ამას გაივლებთ გულში. არა, ბატონო, მთლად განუჭვრეტელი ბნელ-უკუნეთი ჩამოწოლილიყო მის ოთახში, ვეღარაფერს შენიშნავს-მეთქი და ნელ-ნელა ვაღებდი კარს.
თავი შევყავი და ის იყო უნდა გამეხსნა ფარანი, რომ შუათითი მომისხლტა სამაგრს და საწოლზე წამოიჭრა მოხუცი ყვირილით: „ვინ არის?“
გავყუჩდი, ხმა არ ამომიღია. მთელი საათი არც კი შევტოკებულვარ, მთელი ეს დრო არ გამიგონია მისი დაწოლის ხმა. ლოგინზე იჯდა სმენად ქცეული.
უცებ ჩუმი კვნესა ჩამესმა. საშინლად დაშინებული კაცის ხმა შევიცანი. ტკივილი გახელებულის ან შეჭირვებულის კი არა, უფრო შიშნაჭამის სულის სიღრმიდან ამოღწეულ კვნესა-გმინვას ჰგავდა! კარგად ვიცნობ ამ ხმას. ხშირად, სწორედ შუაღამით, ქვეყანას რომ სძინავს, მკერდიდან მრავალგზის ამომხდომია შემზარავ ექოდ სასოწარკვეთილი შიშის ზარი. კარგად ვიცი-მეთქი, ვამბობ, ვხვდები მოხუცის განცდებს, მებრალება, თუმცა გულში კი ვხითხითებ. ისიც ვიცი, ჩემი ხმაური რომ ჩაესმა პირველად და ლოგინში შეწრიალდა, მას მერე სულ ღვიძავს ამ კაცს. სულ მეტად და უფრო იზაფრებოდა. ცდილობდა, როგორმე დაეჯერებინა თავი, ეს შიში უსაგნოაო, მაგრამ ამაოდ. გულში ასე გაივლებდა: „რა უნდა იყოს, სადღაც თაგვმა გაიფაჩუნა, თუ ქარმა გაიშრიალა ბუხარში“. დიახ, ასე ლამობდა თავის დამშვიდებას. სულ ამაოდ, რადგან მსხვერპლს უკვე წამოჰპარვოდა, თავს დასდგომოდა სიკვდილის შავი აჩრდილი.
მთლად სმენად ქცეულს, უსაშველო ლოდინის ჟამს მისი დაწოლის ხმა არ გამიგონია და გადავწყვიტე, მომეღო მცირედ... სულ მცირედ ფარნის სანათებელი. მოვაღე... ვერც კი წარმოიდგენთ, რა ნელა, ვიდრე ბოლოს ერთი მქრქალი, აბლაბუდას ძაფის სისხო სხივი არ გაუსწორდა მის სვავისებურ თვალს.
        დაეჭყიტა, დიდზე და ფართოდ დაეჭყიტა, და ბრაზი წამეკიდა ამის დანახვაზე. ცხადად, ნათლად ვხედავდი შესაზიზღარ, ლიბრგადაკრულ მრუმე ცისფერს, შიშის ზარმა დამიარა მთელ ტანში, თვალიღა ჩანდა. მეტი არაფერი, აღარც სახე და აღარც სხეული მოხუცისა, რაკიღა თითქოსდა გუმანით სწორედ ამ დაწყევლილ წერტილს გავუსწორე ფარნის სხივი.
აღარ გეტყვით, ხომ იცით უკვე, როგორ ცდებით, გიჟი რომ გგონივართ ასეთი გრძნობების კაცი. ჰოდა, მისმინეთ, ჩუმი ხმიანობა გავიგონე, ასეთს ბამბაში შეხვეული საათი თუ გამოსცემს, კარგად ვიცი, რაც არის, გული უფეთქავს მოხუცს. მთლად გამაცოფა ამან, ასე მოჰყავს მეომარი ბრძოლის ჟინზე დოლის ცემას. მაგრამ ახლაც შევიკავე თავი, გავისუსე, ფარანი არ შემიტოკებია, სულ იმის ცდაში ვიყავი, თვალისთვის არ მომეცილებინა სხივი. მატულობდა ამ დროს ჯოჯოხეთური დოლის ცემა – გულისცემის ხმაური. ყოველ წამს უფრო ძალუმი ხდებოდა. ასევე უნდა აზვირთებულიყო მოხუცის შიში! ძალუმად და უფრო ძალუმად-მეთქი ყოველ წუთს! ყურს ხომ კარგად მიგდებთ. უკვე გითხარით, ნერვიული ვარ-მეთქი – დიახაც! ამჟამად, ღამის უკუნეთში, ძველი სახლის შემზარავ მდუმარებაში სული ძლივსღა მეჭირა კბილით. კიდევ დიდხანს შევიკავე თავი, წყნარად ვიყავი. მაგრამ ძალუმად სცემდა, სულ ძალუმად! აჰა და გული გაუსკდება-მეთქი. ახლა იმან გამახელა, ვაითუ მეზობლებმა ეს ხმაური გაიგონ-მეთქი. ღრიალით სრულიად გადავხსენი სანათებელი და ოთახში შევიჭერი. მოვიდა მოხუცის აღსასრული. ერთხელ, ერთიღა შეჰყვირა მხოლოდ. გადმოვითრიე იმწუთას და ვეებერთელა ლოგინი ზედ გადმოვამხე. რაკიღა მოსახდენი ხდებოდა, სიხარულის ღიმილი გამიჩნდა, მაგრამ კიდევ დიდხანს უცემდა გული. მერე და რა, ეს მე აღარ მაღელვებდა. კედლებში არ გაატანდა ამ კაცის გმინვა. ბოლოს მიჩუმდა. გათავებულიყო მოხუცი. ლოგინი გადმოვატრიალე და გვამი გავსინჯე. ქვასავით იდო მკვდარი. კარგა ხანს მედო ხელი იმის მკერდზე, გული აღარ უცემდა, ვეღარაფერს დამაკლებდა აწი მისი თვალი. თქვენ კიდევ გიჟი გგონივართ? ცოტა ხანიღა იქნებით ამ აზრზე, ვიდრე გიამბობთ, რა ბრძნული სიფრთხილით გადავმალე გვამი. ღამე ილეოდა, სწრაფად, ოღონდ ჩუმად ვმუშაობდი.
       სამი ფიცარი ავაძრე ოთახის იატაკს, გვამი კოჭსა და კოჭს შუა ჩავდე, მერე ისე მოხერხებულად მოვარგე ფიცრები, ვერაფერს შენიშნავდა კაცის თვალი, თვით იმისი თვალიც. მორეცხვაც არ უნდოდა, აღარაფერი, სისხლის წვეთიც არ დარჩენილიყო სადმე. ჩემი სიფრთხილის პატრონს აბა რა შემეშლებოდა. ოთხი საათი იქნებოდა, როცა ამ საქმეს მოვრჩი, მაგრამ შუაღამის უკუნეთი იდგა ირგვლივ. საათმა როგორც კი დაჰკრა, სადარბაზოს კარზე დააკაკუნეს. ჩავედი და მშვიდად გავაღე, ახლა რისი უნდა შემშინებოდა? სამი მოკრძალებული მამაკაცი შემოვიდა, პოლიციიდან ვართო, თურმე ღამით მეზობელს გაეგონა რაღაც ყვირილი. ვაითუ უბედურება მოხდაო და სადაც ჯერ არს, იქ შეუტყობინებია, ეს სამი პოლიციელი კი მოსაკვლევად გამოეგზავნათ.
       გავუღიმე, შესაშინებელი რაღა უნდა მქონოდა? სალამი-მეთქი, ბატონებო. ვუთხარი, რომ სიზმარში მე დავიყვირე. მოხუცი, ისე, სხვათა შორის ვახსენე, სოფელში წავიდა-მეთქი. მთელი სახლი შემოვატარე. ყველაფერი კარგად, კარგად ნახეთ-მეთქი. ბოლოს იმის ოთახშიც შევუძეხი, მისი ქონება ვაჩვენე, უკლებლივ, მთელი და ხელუხლებელი. ჩემი გამბედაობით აღფრთოვანებულმა სავარძელი შემოვიტანე, აქ მოისვენეთ, დაღლილ-დაქანცული იქნებით-მეთქი. ზარზეიმური გრძნობით მოცულმა ჩემი სკამი სწორედ იმ ადგილას დავდგი, სადაც მსხვერპლის გვამი ჩავდე.
დაკმაყოფილდნენ, დააჯერა ჩემმა დახვედრამ. მშვენივრად ვთამაშობდი. დასხდნენ და სულ მოცინარ-მოღიმარი რომ ვპასუხობდი, თავადაც გამართეს მუსაიფი. მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ მკვდრისფერი დამედო, ნეტავ, ჩქარა წაშავდნენ-მეთქი. თავბრუ დამესხა, ყურში რაღაც ზარივით ჩამესმა, მაგრამ კვლავ ისხდნენ საუბრით გართულნი. მეტად და უფრო ნათლად გავიგონე რეკვა... აღარ შენელებულა და უფრო გამოკვეთილად გაისმა. მთლად ენად გავიკრიფე, იქნებ, ამეხსნას ეს ჯადო-მეთქი. აღარ შენელებულა და უფრო მკაფიო ხდებოდა... და მივხვდი, არ მეჩვენებოდა ეს ხმა.
ცხადია, გადავფითრდი... მაგრამ მაინც ვქაქანებდი გაუთავებლად, უფრო და უფრო ავუწიე ხმას. ის ხმაც მატულობდა... რა წყალში გადავვარდნილიყავი? ძლივს გასაგონი... ბამბაში შეხვეული საათი რომ გამოსცემს, ისეთი. სუნთქვა შემეკრა... იმათ კი არაფერი ესმოდათ. ვყბედობდი თავგადაკლული... მთლად გაშმაგებული. მაინც განუწყვეტლივ მატულობდა ეს ხმა. წამოვხტი და რაღაცებს მივედ-მოვედებოდი ხელების ქნევით, თითქმის აღრიალებული... მაინც მატულობდა ხმაური. რად არ მიეთრეოდნენ? დავძრწოდი აქეთ-იქით, მძიმედ და დიდზე ვადგამდი ფეხს, თითქოს ცეცხლი წამკიდა ამ ხალხის ცქერამ... მაინც მატულობდა ხმიანობა. რა წყალში უნდა გადავვარდნილიყავი, ღმერთო! ხვითქი გადამდიოდა... ვბოდავდი... ვიგინებოდი! სკამიანად ვწრიალებდი, ფხაკაფხუკი გამქონდა იმ ფიცრებზე, მაგრამ ყოველივე ჩაეხშო ამ ხმას და კვლავაც მატულობდა. მოუმატა... მოუმატა... მოუმატა! მაგრამ ეს ხალხი, ვითომცდა არაფერიაო, მასლაათობდა, იცინოდა, ნუთუ არაფერი ესმოდათ? ღმერთო დიდებულო!.. არა... ეჭვი აეღოთ!.. დამცინოდნენ! სასაცილოდ გაეხადათ ჩემი ტანჯვა!.. ასე გავიფიქრე მაშინ და ახლაც ასე ვფიქრობ, ყველაფერი მერჩია ამ წამებას! კაცი რას არ აიტანს, მაგრამ ასეთ აბუჩად აგდებას – არა! იმათ იქედნურ ღიმილს როგორ გავუძლებდი! გავთავდებოდი და ის იქნებოდა, რომ არ მეღრიალა!.. და მაშინ!.. მოუმატა! მოუმატა! მოუმატა! მოუმატა!..
– მხეცებო! – დავიყვირე, – თავს ნუ იკატუნებთ, ვაღიარებ – მე მოვკალი!.. აყარეთ ფიცრები!... აქ... აი, აქ სცემს მისი წყეული გული!

ნახვა: 4643

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters