ჯონ გოლზუორთი - სრულყოფილება

       1889 წელს ლონდონში ვინმე ჰარისონი ცხოვრობდა, საამო და ჯიუტი ხასიათის კაცი. ერთ დილას, ჩერინგ-კროსის სადგურში, მანდილოსანმა, რომელსაც იგი ეკურკურებოდა, უთხრა: – მართლა, ბატონო ჰარისონ, რატომ არ წერთ? სწორედ რომ თქვენი საქმეა! ჰარისონმაც მართლა ირწმუნა, ეს სწორედ ჩემი საქმეაო და ორი წლის თავზე თერთმეტი მოთხრობა გამოაცხო. ორი მაინცდამაინც არ მოსწონდა, მაგრამ რაკი მათი ტყუილად გადაყრა არ უნდოდა, ისინიც სხვებს მიუმატა და ყველა ერთად გამომცემელს გაუგზავნა. ცოტა ხნის შემდეგ გამომცემლის წერილიც მიიღო. იტყობინებოდა, გარკვეული გასამრჯელოთი, ანდა საკომისიო საფუძველზე გავბედავ და ხელს მოვკიდებ ამ მოთხრობების გამოცემის საქმეს, თუ მთელ ხარჯებს თქვენ იკისრებთო. ჰარისონს ეამა, და რადგან ფიქრობდა, საჭიროა, რაც შეიძლება სასწრაფოდ გამოქვეყნდეს ჩემი ნაშრომიო, მისწერა გამომცემელს, მინდა ახლავე მოჰკიდოთ ხელი საქმესო. გამომცემელმა ამას ხარჯთაღრიცხვითა და ხელშეკრულებით უპასუხა, ხოლო ჰარისონმა სათანადო ჩეკი მიართვა. გამომცემელმა მყის თავაზიანი ბარათი უძღვნა, რომლითაც ურჩევდა, რომ ჰარისონისვე სასარგებლოდ საჭირო იყო ცოტაოდენი დამატებითი ხარჯები რეკლამისთვის. ჰარისონმაც საჭიროდ ცნო ეს და კიდევ ჩეკით უპასუხა – იცოდა, რომ ჯენტლმენებს შორის ფულის საქმე სახსენებელი არ გახლავთ.

       თავის დროზე წიგნი დაისტამბა. სახელად ერქვა „ვარსკვლავთა კვალზე“ კათბერტ ჰარისონისა, და ორ კვირაში უკვე რეცენზიებმაც იწყო დენა. იგი უდიდესი სიამოვნებით კითხულობდა მათ, რადგან აღსავსენი იყვნენ უზომო ლიქნით. ერთი ეკითხებოდა, „გადაცმული ლანსელოტი“ თქვენ ხომ არ ბრძანდებითო. ორ ლიბერალურ გაზეთს მისი მოთხრობები შედევრებად მიაჩნდა; ერთი ედგარ პოსა და მოპასანის საუკეთესო თხზულებებს ადარებდა; სხვა კი მეორე რადიარდ კიპლინგს უწოდებდა. ჰარისონი ფრიად გაამხნევა და შეაგულიანა ამან, მაგრამ ვინაიდან ბუნებით მოკრძალებული გახლდათ, მხოლოდ გამომცემელს მისწერა, მეორე გამოცემის თაობაზე რა აზრის ბრძანდებითო. გამომცემელმა ხარჯთაღრიცხვა მოართვა და გაკვრით ახსენა, უკვე დაახლოებით ოთხასიოდე ცალი გავასაღეო. ჰარისონმა თავის ჩეკების წიგნაკში ჩაიხედა და ნახა, რომ პირველ გამოცემაში ათასი ცალი შედიოდა. ამიტომ პასუხად შეუთვალა, ჯერ დავიცდიო. დაიცადა და ექვსი თვის თავზე კიდევ მისწერა. გამომცემელმა შეატყობინა, ახლა ოთხას სამი ცალია გაყიდულიო; მაგრამ რადგან ბატონი ჰარისონის სახელი ჯერ კიდევ კარგად ცნობილი არ არის, მეორე გამოცემას არ გირჩევთ – მოკლე მოთხრობებს ბაზარზე გასავალი აქვთო. ოღონდ ეს მოთხრობები მაინც ისე კარგად მიიღო მკითხველმა, რომ წინადადებას აძლევდა ბატონ ჰარისონს, უკვე გრძელი მოთხრობისთვის მოეკიდა ხელი. ეგ წიგნი კი, უეჭველია, წარმატებას მოასწავებდა იმდენად, რამდენადაც კი შეიძლებოდა ოდესმე წარმატება ხვდენოდა წილად მოკლე მოთხრობების რომელიმე წიგნს. ...თან მცირე თანხის ჩეკი და ბლომად რეცენზიებიც აახლა, რომლებიც უკვე ჰარისონს მიღებული ჰქონდა. ჰარისონმა გადაწყვიტა, მეორედ აღარ გამოეცა ეს წიგნი და თავისი Succes d’estime ეკმარა. მისი წარმატება მთელ ნათესაობას ფრიად ესიამოვნა და ჰარისონიც თითქმის მაშინვე შეუდგა გრძელი მოთხრობის წერას. ჰოდა, ისე მოხდა, რომ ჰარისონის მეგობრებში ერთი გენიალური კაცი ერია, რომელმაც წერილი გამოუგზავნა. „წარმოდგენა არ მქონდა, – სწერდა იგი, – თუ ასე წერა შეგეძლოთ. რასაკვირველია, ჩემო ძმაო, მოთხრობებს „ხელი აკლია“; უეჭველია, „ხელი აკლია“. მაგრამ დრო ბევრი გაქვთ, ახალგაზრდა ხართ და თან ვხედავ, ნიჭიერიც. ერთი შემოიარეთ და მოვილაპარაკოთ თქვენი საქმეების თაობაზე“. ამის მიღებისთანავე ჰარისონს აღარ დაუხანებია და შეუარა. გენიალურმა კაცმა ზაფხულის ნაშუადღევს კლარეტის წრუპვაში მიუთითა, მოთხრობებს რა ხელი აკლდა.

– გარეგნულ დრამატიზმს კი გაგრძნობინებენ, – უთხრა მან, – მაგრამ ჭეშმარიტი ფსიქოლოგიური დრამატიზმი არსად ჩანს. ჰარისონმა რეცენზიები გადმოულაგა. მეორე დღეს ცოტა გულაყრილი და განაწყენებული გამოემშვიდობა გენიალურ კაცს, ოღონდ რამდენიმე კვირაში წყენამ გაუარა, გენიალური კაცის ნათქვამი ჭკუაში დაუჯდა და ორი თვის თავზე ჰარისონმა მისწერა: „სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ – მოთხრობებს მართლა „ხელი აკლდა“. მაგრამ ახლა, მე მგონია, სწორ გზაზე ვდგავარ“. მეორე წლის ბოლოს, ერთი-ორჯერ გენიალური კაცისთვის ჩვენების შემდგომ, უკვე მეორე წიგნი დაასრულა და „ჯონ ინდეკოტი“ უწოდა. ამავე ხანებში თავი დაანება თავისი „თხზულებების“ ხსენებას და თავის ნაწერებს „ნაჯღაბნი“ შეარქვა. ჰარისონმა გაუგზავნა იგი გამომცემელს თხოვნით, ეგებ ჰონორარით გამომიცეთო. გამომცემელმა ჩვეულებრივზე უფრო შეუგვიანა პასუხი: ჩემი, როგორც არასპეციალისტის, აზრით, „ჯონ ინდეკოტმა“ მთლიანად ვერ გაამართლა ბატონ ჰარისონის პირველი წიგნით აღძრული დიდი იმედები და, რათა ჰარისონისთვის თავისი სრული პირუთვნელობა ეჩვენებინა, თან „მკითხველის“ რეცენზიის ნაწყვეტიც მოართვა, რომელშიც ავტორი ამტკიცებდა, ბატონმა ჰარისონმა „ვერც ხელოვნებას არგო რაიმე და ვერც ბრიტანეთის საზოგადოებას“. ამიტომ, მიუხედავად თავისი პირადი აზრისა, გამომცემელი ფიქრობდა, რომ წიგნის გასაღების მაშინდელ მძიმე პირობებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაიგდებდა თავს საფრთხეში და იკისრებდა გამოცემას, თუ ბატონი ჰარისონი აანაზღაურებდა ხარჯებს. ჰარისონს გული მოუვიდა და უპასუხა, არ შემიძლია ხარჯები ავანაზღაუროო. მაშინ გამომცემელმა უკან დაუბრუნა ხელნაწერი და თან მოაყოლა: ჩემი, როგორც არასპეციალისტის აზრით, ბატონი ჰარისონი მცდარ გზას დასდგომია, რაზედაც იგი (ე.ი. გამომცემელი) დიდ სინანულს გამოთქვამს, ვინაიდან ფრიად აფასებდა საამო ურთიერთობას, მათ შორის რომ ყოველთვის არსებობდა. ჰარისონმა წიგნი უფრო ახალგაზრდა გამომცემელს გაუგზავნა. მან მხოლოდ იმ პირობით მიიღო წიგნი, რომ გასაღების შემდეგ გაუსტუმრებდა ჰონორარს. წიგნი გამოვიდა.

       სამი კვირის შემდეგ ჰარისონმა რეცენზიების მიღება იწყო. ისინი სხვადასხვანაირი გახლდათ. ერთი ჩიოდა, სიუჟეტური ხლართი საკმაო არ არისო; მეორე, საბედნიეროდ, იმავე ფოსტით მოსული, – ძალიან დახლართული სიუჟეტი აქვსო. საერთო მიდრეკილება კი ის იყო, რომ წიგნის ავტორმა – „ვარსკვლავთა კვალზე“ – ვერ გაამართლა პირველი წიგნით აღძრული იმედები; წიგნისა, რომელიც ასეთ დიდ იმედს იძლეოდა მკითხველი საზოგადოების გემოვნების სრულიად დაკმაყოფილებისთვის. ჰარისონს შეიძლებოდა გული გასტეხოდა, რომ გენიალური კაცისგანაც არ მოსვლოდა წერილი, რომელშიც ეწერა: „ჩემო ძვირფასო, გამოთქმა არ ძალმიძს, რა ნასიამოვნები ვარ. ახლა კიდევ უფრო მჯერა, რომ თქვენ მართლაც კარგი რამეების დაწერა შეგიძლიათ“. ჰარისონი მყისვე შეუდგა მესამე წიგნს. ჰონორარის მიღების უკუღმართი პირობების წყალობით მეორე წიგნიდან არაფერი ხვდა წილად. გამომცემელმა სამასი ცალი გაყიდა. მესამე წიგნის წერის ხანაში (თვრამეტი თვე გრძელდებოდა იგი) ჰარისონს გენიალურმა კაცმა შემდეგი სიტყვებით გააცნო ერთი კრიტიკოსი: – შეგიძლიათ ენდოთ მის განსჯას, ეს ყმაწვილი შეუმცდარი, უზადო ნიჭით გამოირჩევა. ხოლო კრიტიკოსს მოახსენა: – უნდა გითხრათ, რომ ეს ნიჭიერი ვინმეა! კრიტიკოსი კარგად შეეწყო ჰარისონს, რომელიც, როგორც ზემოთაც ვთქვით, საამო კაცი გახლდათ. როცა ჰარისონმა მესამე წიგნი დაასრულა, იგი გენიალურ კაცს უძღვნა და „ზაფხული“ დაარქვა. „ჩემო ძვირფასო, – სწერდა გენიალური კაცი, წიგნის ხელნაწერის ცალი რომ მიიღო, – ჩინებულია! თქმა არ უნდა, ჩინებულია! აუწერელი სიამოვნებით წავიკითხე“. იმავე დღეს კრიტიკოსისგანაც მიიღო ჰარისონმა წერილი, რომელშიც ეწერა: „დიახ, ეს უეჭველად წინსვლაა. მთლად სრულყოფილი ვერ არის, მაგრამ დიდი წინსვლა კი ეტყობა!“ ჰარისონი კიდევ უფრო გამხნევდა და შეგულიანდა. იმავე გამომცემელმა დასტამბა წიგნი და მთელი ორასი ცალიც გაყიდა. მაგრამ ცოტა შეწუხებული კი სწერდა ჰარისონს: ჩანს, მოთხოვნილება წიგნზე „თითქმის ამოიწურაო“. რაკი აღიარებდა, შედარებანი საძაგელიაო, ჰარისონმა თავი შეიკავა შეედარებინა, რამდენად ცოტა გაიყიდა ეს წიგნი პირველ წიგნთან შედარებით – „ვარსკვლავთა კვალზე“, რომლითაც დიდ იმედს იძლეოდა, რომ „სრულიად დააკმაყოფილებდა მკითხველის გემოვნებას“. მართლაც, ამხანად მან უკვე დაიწყო ოცნება, ხელი აეღო შემოსავლის სხვა წყაროებზე და მთლიანად ნამდვილ სამწერლო მოღვაწეობას შესდგომოდა. რეცენზიები ბევრი აღარ დაბეჭდილა, მაგრამ ახლა მეოთხე წიგნი წამოიწყო.

       ჰარისონი ორ წელიწადს წერდა ამ „თხზულებას“. სახელად „დაკარგული კაცი“ უწოდა და კრიტიკოსს მიუძღვნა. ერთი გენიალურ კაცს მიართვა სახსოვრად და თითქმის მაშინვე პასუხიც მიიღო: „ჩემო ძვირფასო, განსაცვიფრებელია, სწორედ განსაცვიფრებელია, რა წარმატების გზით მიდიხართ! ვინ წარმოიდგენს, რომ თქვენ იგივე ხართ, ვინც „ვარსკვლავთა კვალზე“ დაწერა? მე მაინც ვამაყობ, იმ თქვენს პირველსავე წიგნში რომ აღმოვაჩინე, რა ნიჭი და უნარი შეგწევდათ. ეჰ! ნეტავი მეც შემეძლოს თქვენსავით წერა! „დაკარგული კაცი“ საოცრად კარგი რამ არის!“ გენიალური კაცი სავსებით გულწრფელად აღიარებდა ამას, რადგან ეს ბარათი პირველი ექვსი თავის გადათვალიერების შემდეგ აახლა – მართალი რომ მოგახსენოთ, წიგნის კითხვა არც დაუსრულებია. ისე ქანცმიხდილად გრძნობდა თავს, თითქოს ჰარისონმა არაქათი სულ გამოაცალა. მაგრამ ყოველთვის იხსენებდა ამ წიგნს, როგორც „საოცრად კარგს“. თითქოსდა მართლაც ბოლომდე ჩაებულბულებინოს იგი. ჰარისონმა მეორე წიგნი კრიტიკოსს მიართვა, რომელმაც გულწრფელი, ალერსიანი წერილი მოსწერა. იგი ამცნობდა, რომ მან, ჰარისონმა, ბოლოს როგორც იქნა, „მიაღწია“ საწადელს. „ეს, – ამბობდა კრიტიკოსი, – უკვე ხელოვნებაა! მეეჭვება, ოდესმე ამაზე უკეთესი რამ კიდევ გავაკეთოთ. „დამილოცნიხართ!“ ჰარისონი მყის შეუდგა მეხუთე წიგნს. სამ წელიწადზე მეტხანს ჩაჰკირკიტებდა ამ ახალ „თხზულებას“ და „მოსალოცად სიარული“ დაარქვა. როგორც იქნა, დიდი გაჭირვებით დააბეჭდვინა. რომ გამოქვეყნდა, ორ დღეში კრიტიკოსმა მოსწერა ჰარისონს: „არ შემიძლია გამოვთქვა, რა დიდად მიმაჩნია თქვენი ახალი წიგნი. თითქოს ეს უფრო ძლიერიც არის „დაკარგულ კაცზე“ და უფრო ორიგინალურიც. შეიძლება ძალიან... ოღონდ ჯერ კიდევ არ გამითავებია და ახლავე გწერთ, რომ ჩემი აზრი მეცნობებინა“. მართალი რომ მოგახსენოთ, ბოლომდე არც წაუკითხავს მას ეს წიგნი. ვერ შეძლო... ოღონდ თავის ცოლს კი უთხრა, „საოცრად კარგი რამ არისო“, და იმას თავიდან ბოლომდე წააკითხვინა. ამასობაში, გენიალურმა კაცმაც გამოუგზავნა დეპეშა: „მინდა, თქვენი წიგნის შესახებ მოგწეროთ. ნამდვილად ვაპირებ მოწერას, მაგრამ წელკავი მაქვს და კალამს ვერ ვიღებ ხელში“. ჰარისონი ვერ ეღირსა ამ წერილს, ოღონდ კრიტიკოსს კი მისწვდა გენიალური კაცის ნათქვამი: „შეგიძლიათ მაგ წიგნის წაკითხვა? მე არ შემიძლია. მართლაც რომ ნამეტანი უქნია და გადაუმლაშებია!“

       ჰარისონი აღფრთოვანებული გახლდათ, მისი ახალი გამომცემლისა კი რა მოგახსენოთ. მან ცოტა გაანჩხლებული კილოთი მოსწერა, წიგნს საერთოდ არავინ ყიდულობსო. ბატონი ჰარისონი უნდა ჩაუკვირდეს, რას სჩადის, თორემ თავს მოაბეზრებს მკითხველსო. თან ერთადერთი რეცენზიაც მოაყოლა, რომელშიც, სხვათა შორის, ესეც იყო ნათქვამი: ეს წიგნი შეიძლება ფრიად საუცხოო ხელოვნების ნიმუშიც იყოს, მეტისმეტად საუცხოოც; ჩვენ კი მოსაწყენად გვეჩვენაო. ჰარისონი საზღვარგარეთ გაემგზავრა და მეექვსე წიგნს შეუდგა. მას „სრულყოფილება“ უწოდა და განდეგილივით სიმარტოვეში წერდა. პირველად მუშაობდა ასეთი კმაყოფილებით. იგი, ასე ვთქვათ, მთელი თავისი გულის სისხლით წერდა, თითქმის მწარე სიამოვნებით. ხშირად ეღიმებოდა გულში, როცა მოაგონდებოდა, პირველი წიგნით რომ თითქმის დააკმაყოფილა მკითხველის გემოვნება; და მეოთხე წიგნზე კრიტიკოსმა რომ მოსწერა: „ეს უკვე ხელოვნებაა! მეეჭვება, ოდესმე ამაზე უკეთესი რამ კიდევ გააკეთოთ“. რა შორეულად ეჩვენებოდა ახლა ისინი! ეჰ! აი, ეს წიგნი მართლაც ასე ნანინანატრი „სრულყოფილება“ იყო! მოგვიანებით ინგლისს დაბრუნდა, ჰემპსტიდში იქირავა კოტეჯი და იქ დაასრულა წიგნი. როცა დაამთავრა, მეორე დღეს წაიღო ხელნაწერი, მყდურო ადგილი მონახა სერზე და წამოწვა, ბალახში რომ მშვიდად წაეკითხა თავიდან ბოლომდე. სამი თავი ჩაათავა, დანარჩენი ძირს დადო და თავზე ხელებშემოდებული წამოჯდა. „ჰო, – გაიფიქრა მან, – მართლაც რომ ხელი მოვუთავე ბოლოს. კარგი, მართლაც რომ საოცრად კარგი რამ არის!“ და მთელ ორ საათს იჯდა ასე, თავზე ხელებშემოდებული. მან დიახაც რომ მოაბეზრა თავი მკითხველს. იგი მეტისმეტად კარგი რამ იყო – მისი წაკითხვა თვითონაც აღარ შეეძლო!

        შინ რომ დაბრუნდა, ხელნაწერი უჯრაში ჩადო და ამიერიდან ერთი სიტყვაც აღარასოდეს დაუწერია.

1904 წ.


იხილეთ სხვა მოთხრობები: ჯონ გოლზუორთი - მოთხრობები

ნახვა: 592

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters