რენე დეკარტი - მეტაფიზიკური მედიტაციები

პირველი მედიტაცია

რენე დეკარტი, დეკარტე, მეტაფიზიკა, მედიტაცია, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

საგნები, რომელთაც შესაძლოა დაგვაეჭვონ

      ეს რამდენიმე წელია შევნიშნე, რომ სიყრმიდან ჭეშმარიტად მიჩნეული ძალზე ბევრი რამ მცდარი გამოდგა და ისიც, რაც შემდგომ მათ საფუძველზე ავაგე, ერთობ საეჭვოა; ასე რომ, საჭირო იყო ჩემ სიცოცხლეშივე ერთხელ ყველაფერი ძირფესვიანად დამენგრია, თავიდან - საფუძვლებიდან - დამეწყო ყოველივე და მეცნიერებაში საბოლოოდ დამედგინა უდავო და ჟამთასვლის გამძლე რამ. მაგრამ ეს ამოცანა მაშინ ძალზე რთული და განუხორციელებელი მეჩვენა; ამის გამო ველოდი მოწიფულობის გარკვეულ ასაკს, რომელიც, მომდევნო წლებთან შედარებით, ყველაზე ნაყოფიერი იქნებოდა საჭირო ცოდნის შესაძენად. ასე ხანგრძლივი ყოყმანით ველოდი ხელსაყრელ დროს, ამიერიდან კი შეცდომა იქნებოდა სამოღვაწეოდ დარჩენილ დროს კვლავ ფიქრს თუ მოვანდომებდი. და აი, ეს დროც დადგა; ყოველგვარი საზრუნავისაგან თავისუფალი გონებით, ყოფით საქმეთაგან მოცლილი და მშვიდი, მე განვმარტოვდი, რათა ბოლოს და ბოლოს დინჯად და ძალდაუტანებლად, საერთოდ უარმეყო ჩემი შეხედულებები.

      ამ მიზნის მისაღწევად არ იყო საჭირო იმაში დარწმუნება, რომ ყველა ჩემ ნააზრევთაგანი მცდარია - ეს იქნებ ვერც ვერასოდეს შევძლო; მაგრამ რაკი გონება უკვე მკარნახობს, რომ საკამათო და სადავო საგნების სარწმუნოდ მიჩნევასაც ისევე საგულდაგულოდ უნდა ვუფრთხოდე, როგორც თვალნათლივ მცდარი საგნებისას, ამდენად, უკვე ეს აზრიც სრულიად საკმარისია, რათა უარვყო ყველაფერი, რასაც თითოეულ მათგანში საეჭვოდ მივიჩნევ. არ არის აუცილებელი, რომ ეჭვქვეშ დაყენებული თითოეული საგანი სათითაოდ განვიხილო; ეს უზომოდ დიდი გარჯა იქნებოდა. საკმარისია საფუძველის შერყევა, რომ მასზე აღმართულ მთელ ნაგებობასაც ძირი გამოეთხაროს და თავისთავად ჩამოინგრეს. ამიტომ მეც ამთავითვე შევუტევ ზუსტად იმ პრინციპებს, რომელთაც ეფუძნება ჩემი ყველა ადრინდელი რწმენა.

აქამდე ყველაზე ჭეშმარიტად და სარწმუნოდ მიმაჩნდა გრძნობები ან ის, რაც გრძნობათა გზით შევიცანი, მაგრამ ზოგჯერ მათ მცდარობაშიც დავრწმუნებულვარ; ამიტომ წინდახედულება გვმართებს, რათა სრულად არასოდეს ვენდოთ მას, ვინც თუნდაც ერთხელ მოგვატყუა.

      თუმცა, შესაძლოა, გრძნობები გვატყუებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შესაცნობი საგნები ძნელად საგრძნობნი და ერთობ შორეულნი არიან; მიუხედავად ამისა, მაინც მრავლადაა ისეთები [საგნები], რომლებსაც გრძნობათა მეშვეობით ყოველგვარი დაეჭვების გარეშე ვიღებთ. მაგალითად, ის, რომ ამჟამად ვარ აქ, ვზივარ ცეცხლთან ახლოს, მაცვია საშინაო ტანსაცმელი, ხელთ მიჭირავს ეს ქაღალდი და სხვა მისთანანი. რა საბაბით შეიძლება უარვყო უეჭველობა თავად ამ ხელებისა და მთელი ამ სხეულისა - ჩემი სხეულისა? ცხადია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავემსგავსებოდი იმ შეშლილებს, რომელთა ტვინიც შებურულია სქელი და შხამიანი ორთქლით, რის გამოც შეპყრობილნი არიან ავადმყოფური ჟინით: ღარიბ-ღატაკნი ჯიუტად ჩემულობენ მეფობას, ანდა მთლად შიშველ-ტიტველნი ირწმუნებიან - მდიდრული სამეფო სამოსი გვაცვიაო, ანდა ჰგონიათ, რომ თიხის თავი აქვთ, მათი სხეული დოქია, ან მთლად მინისაგან არიან შექმნილნი. არც არის საკვირველი - ისინი ხომ უგონონი არიან; მეც არანაკლებ შეურაცხადად წარმოვჩნდებოდი მათსავით რომ მემსჯელა და მათს მაგალითს ავყოლოდი.

      კეთილი! მე ადამიანი ვარ, ჩვეულებრივ, ღამე რომ სძინავს და ძილში უყურებს ყოველივე იმას, ანდა ზოგჯერ უფრო დაუჯერებელ რამესაც, რასაც ეს შეშლილები ღვიძილის დროს ხედავენ! ღამით სიზმარში რამდენჯერ დამიჯერებია, რომ აქ ვარ, მაცვია სამოსი, ვზივარ ცეცხლთან ახლოს და სხვა მისთანანი, თუმცა კი გახდილი ვწოლილვარ ჩემს საწოლში! მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამჟამად ამ ფურცელს დავყურებ ფხიზელი თვალით, ვამოძრავებ თავს, რომელიც არ თვლემს; სრულად ვაცნობიერებ, რომ ამ ხელს ვიწვდი და ვგრძნობ კიდეც მას; ძილში შეუძლებელია რაიმე ხდებოდეს ასე გარკვევით. ნუთუ?! არადა, ისიც კარგად მახსოვს, ამგვარ ფიქრებსაც რამდენჯერ მოვუტყუვებივარ ძილში. როდესაც უფრო გულდასმით ვფიქრობ ამაზე, გაოცება მიპყრობს, რაოდენ ნათლად ვხედავ, რომ არ არსებობს ისეთი უდავო ნიშნები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ღვიძილი განვასხვაოთ ძილისაგან და თვით ამ გაოცებითაც გონება თითქოს მარწმუნებს, რომ მე მძინავს.

      მაშ ასე, დავუშვათ, გვძინავს და ყველა ეს კერძო ვითარება: ვახელთ თვალებს, ვამოძრავებთ თავს, ვიწვდით ხელებს, არ არის ჭეშმარიტი; იქნებ არც ისაა ჭეშმარიტი, რომ გვაქვს ეს ხელები და მთელი ეს სხეული. მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ის, რასაც ძილის დროს ვხედავთ, ჰგავს იმ ნახატ ფერად სურათს, რომელიც ასახავს მხოლოდ ჭეშმარიტ საგნებს. ასე რომ, ეს ზოგადი საგნები მაინც - თვალები, თავი, ხელები და მთელი დანარჩენი სხეული - არსებობენ და არა წარმოდგენაში, არამედ რეალურად. მართლაც, როდესაც მხატვრები ცდილობენ შექმნან არარსებული სირინოზებისა[1] და სატირების[2] სახეები, მათ არ ძალუძთ სურათზე ახალი ბუნებრივი თვისებებით წარმოგვიდგინონ ისინი და ქმნიან მხოლოდ ნაზავს სხვადასხვა ცხოველთა ნაწილებისა; ანდა, შესაძლოა, ისინი ქმნიან რაიმე ახალს, რომლის მსგავსიც საერთოდ არ გვხვდება, და ამგვარად, მათი ქმნილება აბსოლუტურად არარსებული და გამოგონილია; მაგრამ ის ფერები, რომლებითაც მხატვრებმა შექმნეს ეს სახეები, ხომ ჭეშმარიტია. ანალოგიურად, ეს ზოგადი საგნები - თვალები, თავი, ხელები და სხვა მისთანანი, წარმოდგენითიც რომ იყოს, მაინც აუცილებლად უნდა ვაღიაროთ შემდეგი: არსებობს ბევრად უფრო მარტივი და ზოგადი, ჭეშმარიტი საგნები, რომელთა შეერთებითაც ჭეშმარიტ ფერთა შეხამების მსგავსად, შეიქმნა ჩვენს გონებაში არსებული ყველა საგნის - ჭეშმარიტი იქნება ის, თუ მცდარი - ხატი. ჩანს, ამ სახისაა საერთოდ სხეულებრივი ბუნება და მისი განფენილობა: განფენილ საგანთა ფორმა, მათი წონა თუ მოცულობა, რაოდენობა; მათი მყოფობის ადგილი, არსებობის ხანგრძლივობა და ა.შ.

      აუცილებლად უნდა ვაღიაროთ შემდეგი: არსებობს ბევრად უფრო მარტივი და ზოგადი, ჭეშმარიტი საგნები, რომელთა შეერთებითაც ჭეშმარიტ ფერთა შეხამების მსგავსად, შეიქმნა ჩვენს გონებაში არსებული ყველა საგნის - ჭეშმარიტი იქნება ის, თუ მცდარი - ხატი. ჩანს, ამ სახისაა საერთოდ სხეულებრივი ბუნება და მისი განფენილობა: განფენილ საგანთა ფორმა, მათი წონა თუ მოცულობა, რაოდენობა; მათი მყოფობის ადგილი, არსებობის ხანგრძლივობა და ა.შ. სწორედ ამიტომ არ შევცდებით, თუ ამის საფუძველზე დავასკვნით: ფიზიკა, ასტრონომია, მედიცინა და ყველა სხვა მეცნიერება, რომლებიც რთულ საგანთა კვლევას ემსახურება, ძალზე საეჭვოა. მაგრამ არითმეტიკა, გეომეტრია და მათი მსგავსი სხვა მეცნიერებები, რომლებიც უმარტივეს და უზოგადეს საგნებს განიხილავენ და რომელთაც ნაკლებად აინტერესებთ არსებობს თუ არა მათი კვლევის ობიექტები ბუნებაში, შეიცავენ რაღაც უდავოსა და უეჭველს; მღვიძავს თუ მძინავს, ორს მიმატებული სამი მაინც ყოველთვის ხუთია, ოთხკუთხედს კი ოთხზე მეტი გვერდი არა აქვს. ჩანს, შეუძლებელია, ეჭვი აღგვეძრას, რომ ესოდენ ცხადი ჭეშმარიტებები მცდარია. მაგრამ მაინც ჩემს გონებაში დიდიხანია აღბეჭდილია შემდეგი უტყუარი აზრი: არის ერთი, მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელსაც ყველაფერი ძალუძს და რომელმაც მე შემქმნა ისეთად, როგორიც ვარ. მაგრამ იქნებ მან ისე მოაწყო ყოველივე, რომ საერთოდ არავითარი მიწა, არავითარი ცა, არავითარი განფენილი საგანი, არავითარი ფორმა, არავითარი სიდიდე, არავითარი ადგილი არ არსებობს და მაინც მეჩვენება, რომ ისინი არიან ზუსტად ისეთი, როგორადაც მე მათ აღვიქვამ. მეტიც, ჩემსავით ზოგჯერ სხვებიც ცდებიან იმ საგნების შეფასებაში, რომლებიც ჰგონიათ, რომ ყველაზე უკეთ იციან; მეც საიდან ვიცი, რომ ღმერთმა ყველაფერი არ მოაწყო ისე, რომ მეც ყოველთვის ვცდები, როდესაც ორს ვუმატებ სამს, ოთხკუთხედის გვერდებს ვთვლი, ან ვმსჯელობ რაიმე უფრო მარტივზე რისი წარმოდგენაც კი შესაძლებელია? იქნებ ღმერთს არ ნებავდა, რომ მე ასე ვცდებოდე - იგი ხომ უსაზღვრო სიკეთის მოქმედად არის აღიარებული. მაგრამ თუ ამ სიკე თის საპირისპიროდ მან შემქმნა ისეთად, რომელიც ნიადაგ ცდება, მაშინ უდავოდ თავად ამ სიკეთეს უნდა შეწინააღმდეგებოდა ისიც, რომ მე ვცდებოდე ზოგჯერ, ღმერთი ამას რომ უშვებს, შეუძლებელია დავეჭვდე.

      ცხადია, იქნებიან ისეთებიც, რომლებიც ამჯობინებენ ერთადერთი, ყოვლისშემძლე ღმერთის უარყოფას, ვიდრე ყველა სხვა რამის მიჩნევას საეჭვოდ. ნუ შევეწინააღმდეგებით მათ და შევთანხმდეთ, რომ ყველაფერი, რაც აქ ითქვა ღმერთის შესახებ, ფიქციაა. მაგრამ მაინც როგორადაც არ უნდა დაუშვან მათ, რომ მე ვარსებობ - ბედისწერით თუ შემთხვევით, დაუსრულებელ ჯაჭვად საგნებისა თუ ნებისმიერი რომელიმე სხვა ფორმით, რაკი სიცრუე და ცდომილება არასრულყოფილების გამოვლინებაა, რაც ნაკლებ ძლევამოსილი იქნება შემოქმედი, რომელსაც მიაწერენ ჩემს შექმნას, მით უფრო დასაშვები იქნება ჩემი არასრულფასოვნებაც, რის გამოც მუდამ უნდა ვცდებოდე.

      მართლაც, არაფერი მაქვს ამ არგუმენტების პასუხად. და ბოლოს იძულებული ვარ, ვაღიარო, რომ ყოველივე იმაში, რაც ოდესღაც მიმაჩნდა ჭეშმარიტებად, შეუძლებელია, არ დავეჭვდე არა წინდაუხედაობისა /ირრ é ფლ ეხიონ/ ან არასერიოზულობის გამო, არამედ მყარ და მოფიქრებულ / მ é დიტ é ეს/ საფუძვლებზე დაყრდნობით. ამრიგად, თუ მე მსურს აღმოვაჩინო რაიმე უტყუარი, ამიერიდან გულდასმით უნდა შევეწინააღმდეგო საკუთარ თავს, როგორც იმ საგნების ნდობისას ჭეშმარიტად რომ მეჩვენება, ასევე იმ საგნებისაც, რომელთა მცდარობაც აშკარაა.

      მაგრამ მხოლოდ ამგვარი შენიშვნები როდი კმარა. საჭიროა, მახსოვდეს ისინი, რადგან ნაცადი ძველი შეხედულებები ახალი ძალით კვლავ მიბრუნდება და ჩემი ნების უკითხავად იპყრობს ჩემს ნდობას. თითქოს ხანგრძლივმა და ჩვეულმა გამოყენებამ მათ უფლება მისცა დაემონებინა ჩემი გონება; მე კი, ალბათ, ვერც გადავეჩვევი მათზე დაფუძნებასა და ნდობას მანამდე, ვიდრე მათ მივიჩნევ ისეთებად, როგორებიც არიან სინამდვილეში, კერძოდ, ზოგჯერ საეჭვოებს, როგორც ეს ახლახან გიჩვენეთ, და მაინც იმდენად საალბათოებს, რომ უფრო მეტი საფუძველი გვაქვს ვენდოთ მათ, ვიდრე უარვყოთ ისინი. სწორედ ამიტომ ცუდი არ იქნება, თუ თავს მოვიტყუებ, საპირისპირო აზრს გავიზიარებ და რაღაც გარკვეული დროით დავუშვებ, რომ ყველა ეს შეხედულება მცდარი და გამოგონილია. ასე მოვიქცევი მანამდე, ვიდრე, საბოლოოდ, ორივე სახის - ძველ და ახალ - ვარაუდებს არ შევარყევ იმდენად, რომ მათ ვეღარ შეძლონ ჩემი აზრის გადახრა ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. ამგვარად, მე გავათავისუფლებ ჩემს განსჯას იმ მავნე ჩვევათა მორჩილებისაგან, რომლებიც გადააცდენენ ხოლმე მას სწორი გზიდან, ჭეშმარიტების შემეცნებამდე რომ ძალუძთ მისი მიყვანა. დარწმუნებული ვარ, ამ ხნის განმავლობაში ამას არ მოჰყვება არც საფრთხე, არც შეცდომა და იმაზე მეტ უნდობლობასაც აღარ გამოვიჩენ, ვიდრე საჭიროა, რადგან ამჟამად მე მხოლოდ შემეცნებისაკენ მოვუწოდებ საკუთარ თავს და არა მოქმედებისაკენ.

      ამრიგად, ჭეშმარიტების პირველწყაროდ დავუშვებ არა ყოვლად კეთილ ღმერთს, არამედ რომელიმე ბოროტ გენიას, იმდენად ძლევამოსილსა და ცბიერს, რომ მან შეძლო თავისი ოსტატობით ჩემი მოტყუება. ჩავთვლი, რომ ცა, ჰაერი, მიწა, ფერები, ფორმები, ბგერები და დანარჩენი ყველა გარე არსებული მხოლოდ ზმანებისმიერი მისტიფიკაციაა, რომლებიც მან გამოიყენა ჩემთვის - მიმნდობი და იოლად დამყოლი პიროვნებისათვის - მახის დასაგებად. საკუთარ თავსაც ისე მივიჩნევ, რომ არც ხელები გამაჩნია, არც თვალები, არც ხორცი, არც სისხლი, არავითარი გრძნობა, მაგრამ ვცდები როცა ვიჯერებ, რომ ყოველივე ეს მაქვს. ასეთ მედიტაციას ჯიუტად მივეცემი და თუ მისი მეშვეობით ვერ შევძლებ რაიმე ჭეშმარიტების შემეცნებას, ერთადერთი, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული და რასაც საგულდაგულოდ მოვერიდები ისაა, რომ არ ვირწმუნებ რაიმე მცდარს და არ დავუშვებ, რომ ამ მაცდურმა გენიამ, მისი ძლევამოსილებისა და ვერაგობის მიუხედავად, რაიმე შთამაგონოს.

      მაგრამ ეს განზრახვა დიდ ძალისხმევას ითხოვს, მე კი ერთგვარი სიზარმაცე მეზიდება ცხოვრების ჩვეული დინებისაკენ. მე ტუსაღს ვგავარ, რომელსაც მხოლოდ ძილში შეუძლია დატკბეს წარმოდგენითი თავისუფლებით, შემდეგ კი, როცა მიხვდება, რომ სძინავს, ეშინია გაღვიძებისა და დუნედ მისდევს ამ სასიამოვნო ილუზიებს. ზუსტად ასევე მეც, ჩემდა უნებურად, ვუბრუნდები ძველ შეხედულებებს და მეშინია გაღვიძებისა, რათა სანეტარო თვლემის შემდეგ გარჯით სავსე ყოფამ ისე არ ჩაიაროს, სინათლის სუსტმა სხივმაც არ შეაღწიოს სირთულეთა იმ გამოუვალ წყვდიადში, რაზეც ახლახან იყო საუბარი.

მედიტაცია მეორე »

----------------------------------

შენიშვნები:

[1] სირინოზები /სირენები/ - მითების თანახმად ულამაზესი ზღვის ქალწულები, ქალის თავითა და თევზის ტანით, რომლებიც უტკბესი სიმღერით იზიდავდნენ მეზღვაურებს და ღუპავდნენ მათ.

[2] სატირები - ტყის ღვთაებები; სატირი ნახევრად თხა - ნახევ რად ადამიანია; აქვს თხის კუდი, ფეხები, თხისმაგვარი ყურები, ორი პატარა რქა; სატირის ატრიბუტებია ღვინით სავ სე ჭურჭელი, სალამური, ან რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტი.

ტეგები: Qwelly, დეკარტი, მედიტაცია, მეტაფიზიკა, საგნები, ფილოსოფია

ნახვა: 233

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom…

გაგრძელება

MMOexp: FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 5:04am 0 კომენტარი

In their way is Portugal, who accidentally put six goals accomplished Switzerland with Cristiano Ronaldo sitting on the bench. It won't be easy, but aloof how abundant of FC 24 Coins an underdog is Morocco vs. Portugal? Actuality is how FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup.

We aboutface to the best reliable antecedent of football admonition there is, FC 24, to accommodate us with some perspective. We best Morocco…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters