„ვიდრე ჰხვალ, უფალო?(Quo vadis, Domine?!) ჰენრიკ სენკევიჩის ერთ-ერთი ნაწარმოებია, რომელიც შექმნილია ძველი რომის თემატიკაზე. ნაწარმოები საშუალებას გვაძლევს ვიმოგზაუროთ ძველ რომში და განვიცადოთ ყველა იმ ადამიანის ტკივილი თუ სიხარული, რომელიც ამ ეპოქაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით რთული და მძიმე ცხოვრება ჰქონდათ ქრისტიანებს. თუმცა უნდა ითქვას და აღინიშნოს ისიც, რომ მათ მშვიდი, უზრუნველი და დალხენილი ცხოვრება თითქმის არასოდეს ჰქონიათ. მთელი ისტორიის მანძილზე არაერთი ადამიანი წამებულა ქრისტესთვის. მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც არაერთი წმინდანი ჰყოლია როგორც ქართველი ისე არაქართველი. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან:აბო, შუშანიკი, ძმები დავით და კონსტანტინე მხეიძეები და კიდევ მრავალი სხვა. ისინი ხომ თავს სწირავდნენ მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის. „მხოლოდ ერთი ღვთაება არსებობს-საუკუნო, ყოვლისშემძლებელი, შემოქმედი. იგი აერთებს სულებს, სხეულებს და ნივთებს. მისი მძლეთამძლეობა უნდა ვცნოთ, თუმცა ნება გვაქვს, არც ვადიდოთ.“

      მოქმედება ვითარდება კეისარ ნერონის კარზე, სადაც დაუსრულებლად იმართება ნადიმები და პოეზიის საღამოები.ხალხი კი მაქსიმალურად ცდილობს ნერონის გულის მოგებას. ისინი ეთანხმებიან მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას და უფრო მეტიც, კომპლიმენტებსაც არ იშურებენ მისთვის. მათი ასეთი საქციელის მიზანი კი პირადი კეთილდღეობაა, მაგრამ მათ ავიწყდებათ ის, რომ „სიმდიდრე, დიდება, უფლება-ყველა სულ ამაოებაა!“ ჩვენ, ადამიანებმა, არ უნდა ვიფიქროთ სააქაო საქმეებზე. გაცილებით მნიშვნელოვანია სულის სისუფთავე და მისი კეთილდღეობა, ვიდრე გაუთავებელი, დაუსრულებელი ფიქრი ყველაფერ წარმავალზე. „ქვეყანას ნერონი კი არა, ღმერთი განაგებს.“ ჩვენ გვმართებს, რომ დავემორჩილოთ საუკუნო მეუფეს და არა რომელიმე დროებით დანიშნულ ადამიანს, რომელსაც ამა თუ იმ ქვეყნის მართვა ავალია მხოლოდ მცირე პერიოდით. „ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად.“ სიცოცხლე მხოლოდ ერთი თვალის დახამხამებაა. ამიტომაც წუთისოფელი არ უნდა განვლიოთ მხოლოდ ამქვეყნიურ საქმეებზე ფიქრით და ყოველთვის მზად ვიყოთ განკითხვის დღისთვის, რადგან არავინ იცის როდის დადგება ეს დღე. „ცოდვის უფრო მეტად უნდა გვეშინოდეს, ვიდრე სიკვდილისა.“ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის მომაკვდინებელი ცოდვები, რომელიც ფილმში „შვიდი“ მოცემულია. ესენია: ანგარება, ნაყროვანება, შური, უქნარობა, ამპარტავნება, სიძვა და მრისხანება.

      ჰენრიკ სენკევიჩის მოსაზრებით, „ცხოვრება სიცილის ღირსია, ამიტომაც ყველანი იცინიან.“ მართლაც ასეა. ცხოვრება ხომ ღმერთის საჩუქარია. ჩვენ მოვდივართ და ვვარსებობთ მხოლოდ ერთხელ. ამიტომაც ჩვენი სიცოცლე არ უნდა განვლიოთ სასოწარკვეთასა და უიმედობაში. წუთისოფელი ისედაც ხანმოკლეა. სიცილი და ბედნიერება ერთადერთი რამაა რაც ადამიანს ამქვეყნად გააძლებინებს. უიმისოდ სიცოცხლე ხომ აუტანელი იქნებოდა და შესაბამისად ცხოვრებაც წარმოუდგენელი.

      დავუბრუნდეთ ნაწარმოების შინაარსს. მისი მთავარი პერსონაჟები არიან: ლიგია, ვინიციუსი და პეტრონიუსი. პეტრონიუსი, რომელსაც კეისარზე დიდი გავლენა აქვს, ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს შეყვარებულ წყვილს. მას საკუთარი ძმის შვილი გულის სიღრმემდე ებრალებოდა. შეუძლებელია, რომ იმ ადამიანის მიმართ სინანული, განცდა და თანაგრძნობა არ გაგიჩდეს, რომელსაც სატრფო განგებამ არაერთხელ დააკარგვინა. ვინიციუსის პერსონაჟი ჰგავს შოთა რუსთაველის ტარიელს, რომელსაც ასევე სატრფო დაჰკარგვია და მის საპოვნელად ძალ-ღონეს არ იშურებს. „ხშირად ბრწყინვალე ტანისამოსი ღრმა იარებს ჰფარავს.“ ზემოთ ნახსენები ორივე პერსონაჟი ერთი და იმავე მდგომარეობაშია. მათ სიყვარულმა გონება დაუბნელა. „ვინიციუსმა ისე შეიყვარა ის გოგო, რომ ლამის მისი სახლი ოხვრისაგან ორთქლის აბანოდ გადაიქცეს.“ მის სიყვარულს ახალგაზრდა ლიგიელი ქალბატონისადმი საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა იყო პერიოდები, როდესაც მისი სიყვარული ზიზღად გადაიქცეოდა ხოლმე. ეს კი გამოწვეული იყო ლიგიას ქრისტიანობით. ვინიციუსი ხომ ერთ-ერთი წარმათთაგანი იყო. მისი აზრით, ქრისტიანობა ხელს შეუშლიდა მათ წრფელ სიყვარულს და ლიგიას მასზე მეტად სხვა ეყვარებოდა. აღნიშნული დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა ქრისტიანებთან ხანგრძლივი ურთიერთობის შემდგომ.

      ლიგია და ვინიციუსი პიროვნულად საკმაოდ ძლიერი ადამიანები იყვნენ. „ვინიციუსი ჯარისკაცი იყო და ჩვეული გახლდათ, არა მარტო მუდამ სიმტკიცე შეენარჩუნებინა, არამედ ემოქმედა კიდეც.“ ლიგიას სიძლიერეც ნაწარმოების დასაწყისშივე იკვეთება. მას შემდეგ რაც ლიგიამ სასახლიდან გაქცევა გადაწყვიტა, აქტეა გაკვირვებული ფიქრობდა: „ეს ბავშვი მაინც გაქცევას არჩევს ვინიციუსის საყვარლობას, გაჭირვებას - შერცხვენას, ხეტიალს - ფუფუნებით სავსე სახლს, მდიდრულ მორთულობას, განძეულობას, ნადიმებს.“ მაგრამ აღნიშნულ წყვილზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს ნაწარმოების კიდევ ორი მთავარი პერსონაჟი-პეტრონიუსი და ურსუსი. ისინი მუდმივად ამხნევებდნენ და მხარს უჭერდნენ მათ და რომ არა ისინი, ჩემი აზრით, დიდი ალბათობით წყვილის ცხოვრება აბსოლიტურად სხვანაირად წარიმართებოდა.

      პატიება-ძალიან რთული რამ ცხოვრებაში, მაგრამ სენკევიჩის პერსონაჟებისთვის ძალზედ მარტივი და მათთვის საკმაოდ ახლოს მდგომი. „მტრებიც უნდა გვიყვარდეს-ვინიციუსს ეს გამოუყენებელ თეორიად მიაჩნდა.“ მაგრამ ქრისტიანებმა ის დაარწმუნეს, რომ ეს ასე სულაც არაა. პატიებას არაერთი პერსონაჟისგან ვხვდებით ნაწარმოებში. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი-ეს არის პომპონიას მიერ ვინიციუსის პატიება. ის მას შემდეგი სიტყვებით მიმართავს: „მარკუს, ღმერთმა გაპატიოს, რაც შენ ჩვენ და ლიგიას ბოროტი გვიყავ. ეს სარწმუნოება მიტევებას ბრძანებს.“ ამ სიტყვებმა შეძრა ვინიციუსის სული. მას არ შეეძლო გაეაზრებინა რანაირად შეეძლო ქალბატონს მისი ამგვარი მოპყრობა. მაგრამ „მხოლოდ სუსტები იძიებენ შურს, ძლიერებს შეუძლიათ პატიება.“ პეტრე ქრისტიანებს უქადაგებდა, რომ „კეთილი მაგალითი ეჩვენებინათ არათუ ერთმანეთისთვის, არამედ წარმართთათვისაც.“ შეიძლება ამან პირველივე ცდაზე შედეგი არ გამოიღოს, მაგრამ ოდესღაც ნამდვილად მიიღწევა საწადელი. მეორე პატიების შემთხვევა ეხება უკვე ხილონისა და გლავკოსის ურთიერთობას. ხილონმა ხომ გლავკოსს დამართა ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლება ადამიანს ერთად თავს დაატყდეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, გლავკოსი ხილონს შეუნდობს. ის მას შეუნდობს და ისე, რომ მას ერთი წამითაც არ დასჭირდება ამაზე დაფიქრება. ქრისტემ ისე უნდა გაიმარჯვოს თითოეულ ჩვენგანში, როგორც გლავკოსში გაიმარჯვა. სამწუხაროა, რომ ეს სიკეთე არაა საკმარისი ხილონისთვის თვალის ასახელად. ხილონი შემდგომში ჩაიდენს მკვლელობაზე ბევრად აღმატებულ ცოდვას, თუმცა მიუხედავად ამისა, ჯვარზე გაკრული გლავკოსი მას კიდევ ერთხელ შეუნდობს ცოდვებს. ამის შემდგომ ხილონი სასოწარკვეთაში ვარდება და მისი აზრით, მისი ცოდვების გამოსყიდვა და მონანიება უკვე შეუძლებელია. ქრისტეს მოციქულმა კი ამ ყველაფრის დანახვის მერე ხილონს შეატყობინა, რომ მთავარია ადამიანი გულწრფელად ინანიებდეს დანაშაულს და არა მოჩვენებით. „სამჯერ უარვყავ მე იგი, მაინც შემინდო და სამწყსო ჩამაბარა.“ - ამბობდა პეტრე. პავლე კი სდევნიდა და ხოცავდა ქრისტეს მსახურთ. ზემოთ ხსენებული ფაქტები ადასტურებს, რომ ღმერთი ყველაფრის მოწმეა და ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, შესაბამისად დანაშაულის მიტევებაც სავსებით რეალური და შესაძლებელია. ქრისტიანების ღმერთი მოწყალების ღმერთია და „წყალობა ქრისტესი - ზღვაა, ხალხის ცოდვა და ბრალი მასში ისე ინთქმება, ვითა ქვა მორევში.“ პატიებით ყველაფრის შეცვლა და შველა შეიძლება. ვინიციუსის მონებმა „პატიება რომ მიიღეს, იმან არათუ გაათამამა ისინი, არათუ წესრიგი მოშალა, არამედ არავითარ შიშს არ წაუქეზებია ისეთი პატიოსანი სამსახურისთვის, როგორც მადლიერებამ წააქეზა.“

      შეუძლებელია, რომ „ვიდრე ჰხვალ, უფალო?“-ს განხილვისას გვერდი ავუაროთ ქრისტიანების უსასტიკეს წამებას. ყველაფერი ხომ იმით დაიწყო, რომ მათ, სრულიად უდანაშაულო და უმანკო ხალხს ბრალი დასდეს ქალაქის გადაწვაში. „ცეცხლს როგორ წაუკიდებდნენ რომს ბავშვები, ჯერ რომ სხვის დაუხმარებლად სიარულიც არ შეუძლიათ?“ ნერონის პიროვნებას არც კი ვიცი რა ვუწოდო. მან ჯერ გადაწვა ქალაქი და მერე უდიდესი ცოდვა დაიდო კისერზე. კეისარი „იმაზე კი არ ფიქრობდა, რომ მამული ეღუპებოდა, არამედ იმაზე ფიქრით იყო გართული, თავი როგორ დავიჭირო, როგორი სახე მივიღო და რა პათეტიკური სიტყვები შევარჩიო, რომ მთელი უბედურების გაცემა შევძლო, უდიდესი გაკვირვება აღვძრა და მხურვალე ტაშისცემა დავიმსახუროო.“ ეს არის არაადამიანურობის უმაღლესი გამოვლინება. ამას დავურთოთ ის თუ რა მეთოდებს იყენებდა იგი ხალხის საწამებლად. სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ საზოგადოებაც კეისრისნაირი უგულო იყო და უდანაშაულო ხალხის მიმართ არ განმსჭვალულან არანაირი თანაგრძნობით. „ხალხის სიძულვის თვით უმკაცრესი სასჯელიც ეცოტავებოდა.“ ისინი ხომ ურწმუნონი იყვნენ და „საცა სარწმუნოება არაა, იქ არც სათნოება შეიძლება იყოს.“ ამაზრზენი სანახაობის მაყურებლები შეპყრობილები იყვნენ უდიდესი სისასტიკით. „გამხეცებული ბრბო თითქოს მზად იყო , თვითონ გადაშვებულიყო ასპარეზზე და ლომებთან ერთად დაეფლითა ქრისტიანები.“ მაგრამ სხვა მხრიდან, რომ შევხედოთ ეს ალბათ არცაა გასაკვირი. ადამიანებმა ხომ აწამეს თვით ქრისტე, კაცობრიობის მხსნელი და გადამრჩენელი, რომელმაც კაცობრიობის მოდგმისთვის საკუთარი თავი გასწირა.იგი ჯვარზე გააკრეს და ხალხს მისდამი არ გამოუჩენია სიბრალული. ამიტომაც გასაკვირი არც ისაა, რომ უბრალო, რიგითი ადამიანების მიმართ გულისტკივილი ვინმეს გამოეთქვა. სანახაობის და გაგონილი ამბების მომსწრე ქრისტიანებს რწმენა შეერყათ, რადგან უკვირდათ სად იყო უფალი ამდენი და ამხელა უსამართლობის შემსწრე. „მათ გულში მაინც ციმციმებდა იმედი,“ რომ ქრისტე მოვიდოდა და ბოროტებას დაამარცხებდა. ურწმუნოები კი გაოცებულნი ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „ეს რა ქრისტეა, რომ სასიკვდილოდ განწირული ხალხი უგალობს?“ საბედნიეროდ, ხალხმა, რომელთა უმანკო სული ცეცხლში იღუპებოდა, შესძლო შეუძლებელი. მათ მოახერხეს და სარწმუნოება ბოლომდე შეინარჩუნეს. ისინი წარმოადგენდნენ მაგალითს ერთმანეთისთვის. ასეთი სიკვდილით კი ეზიარებოდნენ საუკუნო ცხოვრებას. სიკვდილი მათთვის გათავისუფლებას წარმოადგენდა. „მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავდა, რომ ეს ხალხი არათუ მარტო თაყვანს სცემს თავის ღმერთს, არამედ უყვარს კიდეც იგი, მთელი გულით უყვარს. რომსა და საბერძნეთში ღმერთების თაყვანისმცემელი ხალხი ამას შიშით ან შემწეობის მოლოდინით სჩადიოდა. მათი სიყვარული ფიქრადაც არ მოსდიოდა.“ ზოგისთვის რა წარმოადგენს ბედნიერებას, ზოგისთვის რა, თუმცა „ბედნიერება მუდამ იქ არის, სადაც მას ადამიანი ხედავს.“ ამას ადასტურებს ქრისტიანთა ქცევა. მათთვის ბედნიერებას წარმოადგენდა ტანჯვაც კი, რადგან ამით ისინი ქრისტეს თანამოზიარენი ხდებოდნენ. „ძალადობის ამ ავსებულ ფიალას მოწამეობის წყურვილით ავსებული ფიალა შეეფარდა. ქრისტეს მაღიარებელნი ნებით მიდიოდნენ სასიკვდილოდ, კიდეც ეძებდნენ სიკვდილს.“ ქრისტიანებისთვის შეურყეველ რწმენასთან შედარებით ყველა სხვა მნიშვნელობას კარგავდა. მათთვის „სიკვდილს ამქვეყნიურ ბედნიერებაზე მეტი მოჰქონდა.“ კრისპი ხალხს მიმართავდა „მაცხოვარს მადლობდეთ, რომ მან თქვენთვის ისეთივე სიკვდილი ინება, როგორითაც თვითონ მოკვდა.“ აღსრულდა პეტრონიუსის სიტყვებიც, რომ ქრისტიანები გაიმარჯვებდნენ. როგორც ცეცხლმოკიდებულ ქალაქში ხანძარი ახალ-ახალ სახლს ედება, ისევე ეს რჯული ყოველდღე ახალ-ახალ სულებს იპყრობდა. „ამ დროს ქრისტიანთათვის აღარც რომი არსებობდა, არც უგუნური კეისარი, არც ტაძრები, არც ღმერთები, არც წარმართნი-იყო მხოლოდ ქრისტე, რომელსაც დედამიწა, ზღვა, ზეცა-მთელი მსოფლიო აღევსო თვისით.“

      ქრისტიანობის გავრცელებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით თვით ქრისტეს მოციქულებს. მათთან ურთიერთობა ერთ რამედ ღირდა. შეუძლებელი იყო, რომ პეტრესთან და პავლესთან ვინმეს ცოტაოდენი დრო დაეყო და მათი რჯულის მიღება არ გადაეწყვიტა. ისინი ანუგეშებდნენ ხალხს და აძლევდნენ იმედს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, რომ მთავარია საიქიო ცხოვრება და წუთისოფელში გატარებული დრო ბევრს არაფერ ნიშნავს. ქრისტიანთა „წინ წელში მოხრილი მოხუცი კი აღარ იდგა, არამედ გოლიათი კაცი, ვისაც მათი სულები არარაობისას და შეშფოთებისგან გამოჰყავდა და ზე მიმართავდა.“ მოციქულების მეშვეობით ხალხმა იწამა ქრისტიანობა და მათი სახით არსებობდნენ ადამიანები, ვისთვისაც ნერონი არაფერს წარმოადგენდა და ისე ცხოვრობდნენ, რომ მისი არსებოაბა არც კი ანაღვლებდათ.

      ჰენრიკი მოგვიწოდებს, რომ თუ წარმატება გვინდა, აუჩქარებლად უნდა ვეძებოთ. ადრე თუ გვიან, ის ოდესღაც ნამდვილად მოვა. შესაბამისად არასოდეს უნდა დავნებდეთ. არისტოტელეს აზრით კი, დიდის მისაღებად მცირედის შეწირვა არის საჭირო. ამ ყველაფრის დასტურად კი მწერალი იყენებს საკუთარ ნაწარმოებს. ლიგიას და ვინიციუსის ბრძოლამ შედეგი გამოიღო და მათ ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება მოუტანა. მათ „ორთავეს ესმოდათ, რომ სიყვარულის გარდა მათ კიდევ რაღაც სხვა ძალა აერთებდა, ძალა მომხიბლავი, დაუძლეველი და ეს ძალა შეურყეველს ხდიდა მათ სიყვარულს, ვერავითარი ცვალებადობა მას ვერ დაიმორჩილებდა, ვერც ღალატი და ვერც სიკვდილი ვერაფერს დააკლებდა. მათი გული აღსავსე იყო რწმენით, რომ, რაც უნდა მომხდარიყო, იმათ ვერაფერი დააშორებდა, იმათ სიყვარულს ვერ მოსპობდა.“

      „ვიდრე ჰხვალ, უფალო?“ გვაჩვენებს, რომ „სარწმუნოებით შეიძლება დედამიწა დასძრა.“ სიკვდილი ადამიანთა ხვედრია, მაგრამ მთავარია ადამიანის სიცოცხლე თუ როგორ განლევს და დაასრულებს ადამიანი მას. ხოლო „ნერონმა ისე ჩიარა, როგორც ჩაივლის ქარიშხალი, ხანძარი, ომი, ჭირიანობა, ხოლო პეტრეს ბაზილიკა ვატიკანის ბორცვებიდან დღემდე გადაჰყურებს რომსა და ქვეყნიერებას.“

ტეგები: განხილვა, პეტრე, სარწმუნოება, სენკევიჩი, სიყვარული, წიგნი

ნახვა: 2535

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters