თბილისის ამერიკული კუთხის პროექტის „რელიგიური ტოლერანტობა“ სამუშაო ჯგუფი.
ჯგუფში განთავსდება პროექტის მსმენელთა ესსეები, თავისუფალი თემები, ჩანახატები, მასალები.
პროექტის განმავლობაში შეხვედრები გაიმართება შემდეგ მისამართზე:
► რუსთაველის გამზირი, ეროვნული სასახლე, ოთახი N50
ადგილი: თბილისის ამერიკული კუთხე
წევრები: 9
უკანასკნელი აქტიურობა: ივლ. 22, 2018
პროექტის სილაბუსი:
• რა არის რელიგია?
• რელიგია შემოქმედებაში (ფერწერა, სკულპტურა, მუსიკა, ლიტერატურა)
• რელიგია პოლიტიკაში
• რელიგია საზოგადოების სხვადასხვა სფეროში (ეკონომიკა, სპორტი, მედიცინა, ჟურნალისტიკა და ა.შ.)
• მსოფლიო რელიგიები
• ამერიკა, როგორც რელიგიური მრავალფეროვნების აკვანი
• მრავალკონფესიური თბილისი
• შეჯამება - რელიგია - ტოლერანტული და მშვიდობისმყოფელი
ავტორი Ekaterine, ივლ. 21, 2018. 0 გამოხმაურება 1 Like
„ვიდრე ჰხვალ, უფალო?“ (Quo vadis, Domine?!) ჰენრიკ სენკევიჩის ერთ-ერთი ნაწარმოებია, რომელიც შექმნილია ძველი რომის თემატიკაზე. ნაწარმოები საშუალებას გვაძლევს ვიმოგზაუროთ ძველ რომში და განვიცადოთ ყველა იმ ადამიანის ტკივილი თუ სიხარული, რომელიც ამ ეპოქაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით რთული და მძიმე ცხოვრება ჰქონდათ ქრისტიანებს. თუმცა უნდა ითქვას და აღინიშნოს ისიც, რომ მათ მშვიდი, უზრუნველი და დალხენილი ცხოვრება თითქმის არასოდეს ჰქონიათ. მთელი ისტორიის მანძილზე არაერთი ადამიანი წამებულა ქრისტესთვის. მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც არაერთი წმინდანი ჰყოლია როგორც ქართველი ისე არაქართველი. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან:აბო, შუშანიკი, ძმები დავით და კონსტანტინე მხეიძეები და კიდევ მრავალი სხვა. ისინი ხომ თავს სწირავდნენ მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის. „მხოლოდ ერთი ღვთაება არსებობს-საუკუნო, ყოვლისშემძლებელი, შემოქმედი. იგი აერთებს სულებს, სხეულებს და ნივთებს. მისი მძლეთამძლეობა უნდა ვცნოთ, თუმცა ნება გვაქვს, არც ვადიდოთ.“ მოქმედება ვითარდება კეისარ…გაგრძელება
ტეგები: სიყვარული, სარწმუნოება, პეტრე, სენკევიჩი, განხილვა
ავტორი Ekaterine. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ივლ. 16, 2018. 1 გამოხმაურება 3 მოწონება
ტვიაგაუმტარი ბერი ასახავს ბერის ცხოვრებას, რომელიც საბრძოლო ხელოვნების ოსტატია. იგი წლების განმავლობაში იცავს რელიქვიას, რომელიც შეიცავს გასაღებს უსაზღვრო ძალაუფლებისთვის. მის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც შეძლებს შემდგომში ამ რელიქვიის დაცვას. ერთხელაც ბერი აღმოაჩენს, მისი ვარაუდით, პოზიციისთვის შესაფერის ადამიანს, ქურდს, სახელად კარს. ამის შემდეგ ისინი ერთიანი ძალებით ებრძვიან ადამიანს, რომელიც სამოცი წლის განმავლობაში ცდილობდა რელიქვიის ხელში ჩაგდებას. კარის გაწვრთნის მომენტში ბერი მას ბევრ რამეს ასწავლის. მით უმეტეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ კარი ქურდია და მას ნამდვილად სჭირდება ბერის რჩევები და სწორ გზაზე დაყენება. პირველ რიგში, კარისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის საჭიროა სულიერ მდგომარეობაზე ფიქრი. მხოლოდ ფული არ უნდა გვაინტერესებდეს და სულიერ ცხონებაზე უნდა ვიზრუნოთ. ფული ხომ უბრალოდ ხელის ჭუჭყია და რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, მაინც ვერ შევძლებთ მის იმქვეყნად წაღებას. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო მოსაზრება ჰქონდა…გაგრძელება
ტეგები: თავდაჯერება, განხილვა, ფილმი, რწმენა
ავტორი Ekaterine. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ივლ. 14, 2018. 1 გამოხმაურება 3 მოწონება
ფილმში „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ მოქმედება კოლეჯში ვითარდება. აღნიშნული კოლეჯი გამოირჩევა დიდი სიმკაცრით. სასწავლებელი ეყრდნობა ოთხ ძირითად ბოძს:ტრადიციას, ღირსებას, დისციპლინას და ოსტატობას. კოლეჯის სტუდენტების ცხოვრების რთული და რუტინული გრაფიკი კი საკმაოდ მრავალფეროვანი ხდება პროფესორ ჯონ კიტინგის წყალობით. ეს ადამიანი,ჩემი აზრით, ნამდვილად მისაბაძი პიროვნებაა. ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ თავისი სტუდენტების მომქანცველი და დაძაბული გრაფიკი გაახალისოს. ჯონ კიტინგის მთავარ მიზანს წარმოადგენს ის, რომ ყველა სტუდენტს შეჰმატოს თავდაჯერება და დაარწმუნოს საკუთარ შესაძლებლობებში. იგი ცდილობს, რომ ყველას აგრძნობინოს ინდივიდუალიზმი. ჯონი სტუდენტებს მიმართავს: „ნუ დაუშვებთ რომ თქვენი ლექსები ჩვეულებრივი იყოს.“ ამ შემთხვევაში ის წინააღმდეგობას ეყრება მაკალისტერისგან, რომლის აზრითაც, ახალგაზრდები კიტინგს შეიძულებენ როდესაც მიხვდებიან და აღმოაჩენენ, რომ არ არიან არც შექსპირი, არც მოცარტი და არც რემბრანდტი. ზოგიერთმა სუსტი ნებისყოფის მქონე ადამიანმა ნამდვილად შეიძლება ჩაიქნიოს ხელი…გაგრძელება
ტეგები: სიყვარული, ტოლერანტობა, წიგნი, ლიტერატურა, განხილვა
ავტორი Ekaterine, ივლ. 12, 2018. 0 გამოხმაურება 3 მოწონება
ფილმი „ლევიათანი“ ეხმაურება საზოგადოების არაერთ პრობლემას, როგორებიცაა სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანების ურთიერთობა, ადამიანთა უფლებები, საზოგადოებისა და რელიგიის ურთიერდამოკიდებულება და ა. შ. რა თქმა უნდა, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებს შორის ყოველთვის იყო დაპირისპირება, რასაც ფილმიც ადასტურებს და უსვამს ხაზს. გავლენიანი პირები ყოველთვის აღწევდნენ საწადელს, ხოლო დაჩაგრული დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლების უფლებები კი ყოველთვის ილახებოდა. ისტორიას არაერთი შემთხვევა ახსოვს, რომ ესა თუ ის პიროვნება გაუკიცხავთ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელზე დაოჯახების ან თუნდაც უბრალოდ სურვილის გამოთქმის გამო. მათ შორის მეფეებიც არ იყვნენ გამონაკლისი. ფილმის ერთ-ერთი მთავარი იდეა ისაა, რომ ყველაფერში დამნაშავე არ არსებობს. ყველას საკუთარი დანაშაული აქვს. თითოეული ჩვენგანი დიდ დანაკარგს, ღალატს, შეურაცხყოფას განიცდის ცხოვრებაში. მაგრამ ამ ყველაფერმა ჩვენ არ უნდა დაგვასუსტოს და პირიქით უნდა გაგვაძლიეროს, ძალა შეგვმატოს. როგორც ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი…გაგრძელება
ტეგები: სარწმუნოება, პრობლემები, განხილვა, ფილმი, ლევიათანი
ავტორი Ekaterine, ივლ. 10, 2018. 0 გამოხმაურება 2 მოწონება
ფილმი „გაქცევა შოუშენკიდან“ ეხება ყველაფერ ცხოვრებისეულს. ფილმში აღწერილია ენდი დიუფრეინის ცხოვრება შოუშენკის ციხეში. აღნიშნული პირი ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობაშია ბრალდებული. ციხეში მყოფი თითოეული პირის ვალდებულებას და მოვალეობას წარმოადგენს ციხის საკმაოდ მკაცრი წესების დამორჩილება და მათი შესრულება. საპყრობილეში აკრძალულია ღვთის გმობა, ბადრაგებს კი მხოლოდ და მხოლოდ ორი რამის სწამთ:ღმერთის და დისციპლინის. ეს ლოგიკურიცაა, რადგან მხოლოდ ღმერთის რწმენა გადაარჩენს სამყაროს. აი, რაც შეეხება დისციპლინას, მის გარეშე ნამდვილად წარმოუდგენელია წესრიგის დამყარება. ამგვარად, ციხეში გაბატონებული რწმენა ნამდვილად საგულისყურო და გასათვალისწინებელია. ციხეში ძალიან საშინელი ატმოსფეროა. იქ ვითომ არ გკლავენ, მაგრამ რეალურად სიცოცხლეს კი გართმევენ. თითოეული პატიმარი გრძნობს აუტანელ, ჯოჯოხეთურ სიცივეს. ახალმოსულები პირველ ღამეს ჭკუიდან იშლებიან. მაგრამ მთავარია პირველ დღეს გადარჩე, შემდგომ ყველაფერი გაცილებით მარტივია. დროის გასვლასთან ერთად, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და მეტიც, შემდგომ ამ…გაგრძელება
ტეგები: მეგობრობა, იმედი, თავისუფლება, ფილმი, განხილვა
ავტორი Ekaterine. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ივლ. 10, 2018. 4 გამოხმაურება 2 მოწონება
ფილმში „ბრწყინვალე გონება“ აღწერილია ერთ-ერთი ძალზედ ცნობილი მათემატიკოსის და ნობელის პრემიის ლაურეატი ჯონ ნეშის ცხოვრება. ფილმი საინტერესოა იმით, რომ კარგად ჩანს გენიოსის და ზოგადად გენიოსობის პრობლემა. გენიოსობა ხომ წარმოადგენს ერთგვარ დარღვევას. ისტორიას არაერთი ცნობილი ადამიანი ახსოვს, რომელსაც სხვადასხვა სახის დარღვევები ჰქონდათ. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან უოლტ დისნეი, სტივენ სპილბერგი, ალბერტ აინშტაინი, ჯუზეპე ვერდი და ა.შ. გენიოსებს ახასიათებთ არაერთი უცნაურობა. მაგალითად, ჯონ ნეში ჩიტების მოძრაობის ალგორითმს სწავლობდა. გასაოცარია ის ფაქტიც, რომ ჯონი თავად აღიარებს, რომ დაიბადა ორმაგი ტვინითა და ნახევარი გულით. გენიოსების პრობლემას წარმოადგენს ადამიანებთან ურთიერთობაც. ნეშს ისევე, როგორც არაერთ სხვა გენიოსს სერიოზული მონდომება სჭირდება, რომ ადამიანებთან ურთიერთობა დაამყაროს. რა თქმა უნდა, ესეც ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ასპექტია, რადგან ცხოვრება მარტო მუშაობა და მეცნიერება ხომ არ არის. ფილმში გადავეყარე უდიდეს სიცრუეს, რომელსაც ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს. აღნიშნული…გაგრძელება
ტეგები: ლოგიკა, შემოქმედება, განხილვა, ფილმი, მათემატიკა
ავტორი Ekaterine, ივლ. 8, 2018. 0 გამოხმაურება 3 მოწონება
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ნაწარმოები „პატარა უფლისწული“, ჩემი აზრით, ისეთი ნაწარმოებია, რომელიც ალბათ ყველა ადამიანს ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს წაკითხული. მე პირადად ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ის პირველად წავიკითხე. რა საკვირველია, დღევანდელი წაკითხული და გააზრებული სრულიად განსხვავდება მაშინდელისგან. ვფიქრობ, თუ რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ გადავწყვეტ აღნიშნული ნაწარმოების წაკითხვას, სავარაუდოდ ბევრ ახალ რამეს აღმოვაჩენ. „პატარა უფლისწული“ ძალზედ თბილი და მარტივი, გასაგები ენით დაწერილი ნაწარმოებია, მაგრამ მასში ჩადებულია საკმაოდ დიდი სიბრძნე. პირველ რიგში კარგად ჩანს ის, თუ როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ბავშვებისა და დიდების მიერ აღქმული სამყარო. უფროსებს „ხომ ძალიან უყვართ ციფრები. თუ თქვენ მათ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს არ გკითხავენ იმას, რაც მთავარია. არასოდეს გკითხავენ როგორი ხმა აქვს შენს მეგობარს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგიერ გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი…გაგრძელება
ტეგები: წაკითხული, გააზრება, ეგზიუპერი, უფლისწული, მეგობრობა
ავტორი Ekaterine, ივლ. 4, 2018. 0 გამოხმაურება 2 მოწონება
მიუხედავად იმისა, რომ ივან ტურგენევის ნაწარმოები „მუმუ“ ძალზედ მცირე ზომისაა, მასში ბევრი რამის დანახვაა შესაძლებელი. პირველ რიგში, ძალიან ცუდია ბატონყმობის წესი, რომელიც ადრე იყო გაბატონებული და საყოველთაო პრობლემას წარმოადგენდა. წესი არაერთ ადამიანს უზღუდავს უფლებებს და უკარგავს ფასეულობებსა თუ ინდივიდუალიზმს. მათ არავინ ეკითხებათ საკუთარ მოსაზრებას და ყველანაირად შეზღუდულნი და შევიწროებულნი არიან. აღსანიშნავი და საგულისყუროა ის ფაქტიც, რომ ქალბატონი თავად იღებს საკუთარი ყმების დაქორწინების გადაწყვეტილებასაც, რომელიც ყველაზე მეტად გულს სტკენს გერასიმეს. ამიტომაც, გერასიმე იწყებს ჭეშმარიტი თავისუფლების ძიებას. თავისუფლების ძიებაში კი იგი გასწირავს მისთვის ერთადერთ…გაგრძელება
ტეგები: აბრაამი, თავგანწირვა, ტურგენევი, მუმუ, მოთხრობა
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 10, 2024.
საათი: 9:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the globe dominated by mass production, there’s some thing deeply fulfilling about possessing a handcrafted merchandise. Irrespective of whether it’s a bit of home furniture, a leather-based wallet, or maybe a ceramic mug, substantial-high-quality handcrafted merchandise keep a Specific put inside our lives. They tell a Tale of care, creative imagination, and custom — a considerably cry from the uniform, equipment-produced products which flood today’s…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 5, 2024.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Deep Dive into the Upcoming Aeternum
As New World: Aeternum approaches its highly anticipated October launch, Amazon Games has ramped up efforts to prepare both new and returning players for the latest iteration of their popular MMORPG. In a move that underscores their commitment to player engagement and education, Amazon Games has relaunched its previous video series, Touring Aeternum, under the new banner Discovering Aeternum. This expansive 34-episode YouTube video…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In today's Electrical power-driven earth, having a dependable, successful, and long-lasting electric power resource is essential for several purposes. 36V LiFePO4 batteries, constructed with reducing-edge Lithium Iron Phosphate technology, are swiftly starting to be a top choice for gadgets and programs necessitating a secure and strong energy provide. From electrical autos and golfing carts to solar units and industrial equipment, these batteries deliver exceptional…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood
Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges and opportunities. As we eagerly await the arrival of Affliction, let's delve into…
გაგრძელება© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ რელიგიური ტოლერანტობა_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!